მომავლის ვალუტა ბიტკოინი – კრიპტოვალუტა

Less than a minute

რა არის ბიტკოინი?

ბიტკოინი არის ელექტრონული ფული, რომელიც უკავშირდება სატოში ნაკამოტოს სახელს. ნაკამოტო ცნობილია, როგორც იაპონიაში მცხოვრები კაცი, რომელიც დაიბადა 1975 წლის 5 აპრილს და რომელიც იყო ექსპერტი კრიპტოგრაფიასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში.

თუმცა, ვარაუდობენ, რომ ეს იყო ფსევდონიმი რამოდენიმე ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის, რომლებმაც შექმნეს ელექრტონული ფული, ანუ კრიპტოვალუტა, ამასთანავე შექმნეს პროგრამა და მათემატიკური მოდელი, რომლითაც ეს ვალუტა ფუნქციონირებს.

როგორ გამოუშვეს ბიტკოინი?

2008 წლის ოქტომბერში გამოვიდა მისი სტატია, რომელშიც ის აღწერდა ბიტკოინებს, როგორც ციფრულ ვალუტას. მის სახელთანაა დაკავშირებული ასევე 2009 წლის იანვარში შექმნილი პროგრამა – ვერსია 0.1, რომლითაც ჩაუშვა ქსელში ბიტკოინი, როგორც კრიპტოვალუტა. კრიპტოვალუტა ეს არის ფული, რომელიც შექმნილია პროგრამის მიერ.

დღეისათვის არსებობს კრიპტოვალუტის ათასამდე სახეობა, რომლებსაც ჰყავთ თავიანთი შემქმნელები (მაგალითად, ბიტკოინის შემქმნელია – სატოში ნაკამოტო, ლაითკოინის – ჩრლზ ლიი, და ა.შ.).

რა არის კრიპტოვალუტის დადებითი მხარეები?

  • კრიპტოვალუტით ტრანზაქციები ძალიან იაფია;
  • დეცენტრალიზებულია, ანუ მყიდველისა და გამყიდველის გარდა მასში სხვა არავინ მონაწიელეობს – არც ცენტრალური ბანკი, არც რეგიონალური ბანკი და არც სახელმწიფო.
  • დაცულია ყოველგვარი ინფლაციისაგან, სახელმწიფოს ჩარევა გამორიცხულია, სრაფია და გლობალური ანუ დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეიძლება მივიდეს.

რა აქვს კრიპტოვალუტას უარყოფითი?

  • ტრანზაქცია არ არის დაზღვეული – როგორც წესი, ტრანზაქციის შემდეგ გადარიცხულ ვალუტას უკან ვეღარ დაიბრუნებთ და ვერც ვერავინ დაგიბრუნებთ ვერასდროს
  • თუ ელექტრონული საფულე ჰაკერების ხელში მოხვდა, რისი შანსიც მიზერულია, არც ამ შემთხვევაში გაგიმართლათ

რა არის საჭირო ბიტკოინების შესაძენად?

ბიტკოინის შესაძენად, პირველ რიგში, საჭიროა შესაბამისი აპლიკაციის გადმოწერა (უფასოა) და იუზერის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ თქვენი ანგარიშის ნომერი

გაითვალისწინეთ, რომ ანგარიშის ნომერი მუდამ უნდა გახსოვდეთ ტრანზაქციის შესასრულებლად, ანუ იქმნება თქვენი პირადი საფულე ანგარიშის ნომრით.

ასევე, ბიტკოინის მოპოვება შესაძლებელია მაშინაც კი, თუ არ ასრულებთ არავითარ ტრანზაქციას – უბრალოდ ეხმარებით ბლოკჩეინების ფორმირებას და ამაში იღებთ კრიპტოვალუტას.

როგორ მუშაობს სისტემა?

ყოველდღიურად მოპოვებული ბიტკოინები ავტომატურად ირიცხება თქვენს ანგარიშზე და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ აქციოთ დოლარად ან ევროდ ან, უკვე შესაძლებელია ლიბერთი ბანკის მეშვეობით, ის ლარადაც გადარიცხოთ თქვენს საბანკო ანგარიშზე.

რომ შევაჯამოთ, პირველ რიგში ქმნით ელექტრონულ საფულეს, რომელიც ავტომატურად ივსება. თქვენ ასევე შეგიძლიათ შექმნათ რამდენიმე საფულე, რაშიც არ ხართ შეზღუდული და ვერც ვერავინ შეგზღუდავთ.

როგორ შევიძინოთ კრიპტოვალუტა?

კრიპტოვალუტა სრაფად ზრდადი პროდუქტია, ამიტომ ძალიან პოპულარულია მისით ვაჭრობა, რადგან ამ გზით ათასობით დოლარის შოვნა საკმაოდ რეალურია; მაგალითად, 2013 წელს რომ გეყიდათ 200 $ -ის ბიტკოინი, ეხლა იგივე რაოდენობის ბიტკოინს 4 000 $-ად გაყიდდით, ამიტომ, თუ გჯერათ კრიპტოვალუტის, რაც შეიძლება მალე ჩაერთეთ ამ საქმეში – ყოველი წამი ღირებულია.

კრიპტოვალუტის შესაძენად და შემდგომ ვაჭრობისთვის რამდენიმე ონლაინ სავაჭრო ბირჟაა შექმნილი. განვიხილოთ მათგან საუკეთესოები:

  • binancebinance – მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ, იყიდოთ და გაყიდოთ კრიპტოვალუტები თქვენი ბარათის მეშვეობით. რეგისტრაცია  binance-ზე 

 

 

  • bitpandabitpanda – ბითპანდა არის ონლაინ სავაჭრო ბირჟა, რომელზეც შეგიძლიათ ივაჭროთ ისეთი კრიპტოვალუტებით როგორებიცაა: ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვა. რეგისტრაცია bitpanda-ზე.

როგორ გამოვიყენოთ კრიპტოვალუტა?

დღეისათვის ბევრ ქვეყანაში შესაძლებელია, მიღებული ბიტკოინები გადაცვალოთ თქვენთვის სასურველ ვალუტაში როგორც ბანკების, ასევე ბანკომატების საშუალებით.

ასევე, შესაძლებელია მისი გამიყენება, როგორც გაცვლის საშუალება, სხვა ვალუტაში გადაცვლის გარეშე, რადგან ყველა ამ კრიპტოვალუტას დღეისათვის აქვს გაცვლითი კურსი.

  • მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვირტუალური ვალუტა – ბიტკოინია. ის შეიმუშავა ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა სატოში ნაკამოტოს ფსევდონომით. ნაკამოტოს ავტორობით გამოქვეყნდა სტატია Bitcoin: A Peer-to-Peer Electronic Cash System, რომელშიც აღწერილი იყო დეცენტრალიზებული ელექტრონული სისტემა.
    ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია ამ დროისთვის 146.6 მლრდ დოლარს აღწევს. დღეისათვის მისი გაცვლითი კურსი არის 1 ბიტკიოინი – $8,708.5 (04.02.2018, ყველა მონაცემი აღებულია Coindesk-ის მიხედვით).
  • საბაზრო კაპიტალიზაციის მოცულობით მეორე ადგილზეა Ether და 86 მლრდ-ს აღწევს. კრეპტოვალუტა რუსი წარმოშობის კანადელმა პროგრამისტმა – ვიტალი ბუტერინმა შექმნა. Ethereum – ის გამოშვების დროს ანუ 2015 წელს ის $1.33 ღირდა, დღეს კი 891 აშშ დოლარს შეადგენს (04.02.2018).

 

 

  • მესამე ადგილზეა Bitcoin Cash. კრეპტოვალუტა 2017 წლის აგვისტოში გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მომხმარებელთა ნაწილმა Bitcoin-ზე უარი თქვა და ის ახალი პროტოკოლით Segwit2x ჩანაცვლდა.
    ახალი პროტოკოლის შესაქმნელად საჭირო გახდა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც ბიტკოინის მფლობელები გამოიყენებდნენ. ამის შემდეგ ბიტკოინის ბლოკის მოცულობა 1 მეგაბიტიდან 2 მეგაბიტამდე გაიზარდა. ამგვარი განახლების შესახებ ცნობილი გახდა ივლისის შუა რიცხვებში, თუმცა მომხმარებელთა ნაწილი აცხადებს, რომ არ აპირებს ამ ახალი პროგრამის გამოყენებას. Bitcoin Cash-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 7,3 მლრდ დოლარია (04.02.2018).

 

  • მეოთხე ადგილზეა Ripple . Ripple-ის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ უზრუნველყოფს სწრაფ გადარიცხვებს ნებისმიერი ფორმით. სისტემა მოქმედებაში 2012 წელს ჩაეშვა და ბანკების დიდი ინტერესი გამოიწვია. 2017 წლის აპრილის მონაცემებით, Ripple-ის კლიენტებს შორის 75 ბანკია, მათ შორის ისეთი გიგანტები, როგორებიცაა: BBVA, StandardChartered და Bank of America. ამ მომენტისათვის Ripple -ის კაპიტალიზაცია 6,7 მილიარდ დოლარს შეადგენს (04.02.2018).

 

  • მეხუთე ადგილზე საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებლით Litecoin-ია. სისტემა 2011 წელს გამოჩნდა. მისი შემქმნელი Google-ის ყოფილი თანამშრომელი ჩარლი ლია. ის ტრანზაქციების სისწრაფით და დაცულობის მეტი ხარისხით გამოირჩევა. მაღალია მისი ლიკვიდურობაც, შესაბამისად, კომერციულ ოპერაციებში აქტიურად გამოიყენება. Litecoin-ია საბაზრო კაპიტალიზაცია 2,2 მლრდ დოლარს აჭარბებს (04.02.2018).

საქართველო კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზარზე

საქართველო კრიპტო ფულის მოპოვებით , “მაინინგით” მსოფლიოში მესამე ადგილზეა. არა ერთი სამომხარებლო, სწრაფი თუ ავტო სესხი მოუთხოვიათ ქართველ მოქალაქეებს, რათა შეექმნათ მაინინგის ფერმები. ასე რომ, ქართველებს მოლოდინი აქვთ იმის, რომ ფულის ევოლუცია ახალ საფეხურზე გადადის და მისი  მომავალი კრიპტოვალუტაა.

კრიპტოვალუტის მოცულობა დღითიდღე იზრდება და ის სწრაფად ცვალებდია, ეს სტატია დაწერილია 2018 წლის 5 თებერვლის მონაცების მიხედვით.