ელინორ ოსტრომი _ ერთადერთი ნობელიანტი ეკონომისტი ქალი

Less than a minute

ელინორ ოსტრომი – ერთადერთი ქალი, რომელმაც 2009 წელს ნობელის პრემია აიღო ეკონომიკაში, წელს 86 წლის გახდებოდა.

მიუხედავად ელინორ ოსტრომის არა ყველაფერში სუფთად ლიბერტარიანული ხედვებისა, ის ბევრი მიზეზის გამო იყო პატივსაცემი და ღირსეული ადამიანი, თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა ინდიანას უნივერსიტეტში, რომელიც არ ეკუთვნოდა ისეთ ელიტურ უნივერსიტეტებს, როგორიცა ჩიკაგო, ბერკლი, ჰარვარდი ან მასაჩუსესტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტები – ჩვეულებრივ საიდანაც მოდიოდნენ ნობელის პრემიის ლაურეატები.(Milton Friedman, Friedrich Hayek). ელინორ ოსტრომი ეკონომისტიც კი არ ყოფილა, ის გახლდათ პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი.

ოსტრომი ბევრს მუშაობდა იმ საკითხებზერომელთაც ეკონომისტები ე.წ.„მთავარ“ ტრადიციას უწოდებენ, ის რაცXIX საუკუნეში ადამ სმიტიდან დაიწყო და ფრიდრიხ ჰაიეკით გაგრძელდა. ელინორ ოსტრომი გახდა ბლუმინგტონის სკოლის პოლიტიკური ეკონომიკის მთავარი ფუძემდებლი. ნობელის პრემია გადაეცა ეკონომიკური მართვისა და  არასაბაზრო ეკონომიკური ტრანზაქციების ანალიზისთვის. ოსტრომის კვლევის მთავარი საგანი “ლოკალური ჯგუფების მიერ ბუნებრივი რესურსების მართვა იყო.”

სხვა მეცნიერებისგან განსხვავებით, ოსტრომმა კვლევაში აჩვენა, რომ ბაზარზე შექმნილი პრობლემები არა სახელმწიფო ჩარევით, არამედ დეცენტრალიზაციითა და ადგილობრივი, ცალკეული ინდივიდების ძალისხმევის გაძლიერებით უნდა მოხდეს. მკვლევარი ცნობილია თავის ნაშრომებში ანთროპოლოგიური მეთოდების გამოყენებით, რაც ბევრი ეკონომისტისთვის მიუღებელია.

ოსტრომი წერდა, რომ კერძო საკუთრება ყოველთვის მეტად ეფექტური იქნება სახელმწიფო საკუთრებაზე, ისევე როგორც დეცენტრალიზაცია – ცენტრალიზაციაზე.

ქალი ეკონომისტების სიმცირე ხშირად თვალში საცემია ხოლმე, თუმცა ნობელიანტი ელინორ ოსტრომი, კარგი მაგალითია მიზანდასახული ადამიანებისთვის, რომლებიც ბოლომდე იბრძვიან წარმატების მისაღწევად.