როგორ დავაღწიოთ თავი ვალებს?

როგორ დავაღწიოთ თავი ვალებს და როგორ შევინარჩუნო ეს მდგომარეობა მომავალშიც?

ჩვენ გარშემო ყველას აქვს ვალები, ამიტომ, არ უნდა გრცხვენოდეთ, თუ თქვენც ბევრი ვალი გაქვთ

Image result for FINANCER.COM ICONSსამწუხაროდ, მიმდინარე ვალდებულებები და ფინანსური პრობლემები არ არის უცხო საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის. საინტერესო ფაქტია ის, რომ საქართველოში 300 000  „შავ სიაში“ მყოფი მომხმარებელი ფიქსირდება, ანუ  300 000 ფინანსურად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანი. ეს ფაქტი ნათლად გვიჩვენებს, რამდენად მწვავედ დგას ვალის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში.

მართალია, ცუდი ფინანსური გადაწყვეტილებების გაკრიტიკება მარტივია, თუმცა, რა თქმა უნდა, არ უნდა გრცხვენოდეთ, თუ ბევრი ვალი გაქვთ. 

სინამდვილეში, ვალები სწრაფად იჩენენ თავს და გაუაზრებლად, ისე, რომ არც იცით მათ შესახებ, ძალიან მალე შეიძლება აღმოჩნდეთ ვალებით მოცული, საიდანაც თავის დაღწევა საკმაოდ რთულია.

რატომ ჩნდება ვალები ასე მარტივად?

Related imageმიზეზი ძალიან მარტივია: ჩვენ ვართ საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ყოველდღიური ცხოვრებისთვის აქვს უამრავი საჭიროება! შოპინგ ცენტრები არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილები გასართობად და ამავდროულად, საჭირო ნივთების თუ პროდუქტების შესაძენად, ყოველწლიურად ჩვენი საყვარელი ტელეფონის ბრენდის ახალი მოდელი გამოდის, გვჭირდება ლეპტოპები, გვიყვარს თამაშები, გვიხარია ახალი თამაშების გამოსვლა და გვინდა, ჩვენც გვქონდეს სახლში საყვარელი თამაშები, გვიყვარს ტანსაცმლის მაღაზიებში საყიდლებზე სიარული, დათვალიერება, ახალი ტანსაცმლის შეძენა… ეს ნორმალურია, გვინდა გვქონდეს ყველაფერი ახალი და უკეთესი, ასეთი მისწრაფებები ჩვენი ბუნების  განუყოფელი ნაწილია, თუმცა, ხშირად არ გვაქვს ჩვენი სურვილების და ოცნებების ახდენის ფინანსური შესაძლებლობა და ხანდახან გვრცხვენია კიდეც ამის.

შესაძლოა, საერთოდაც არ გვქონდეს ჭარბი მოხმარება და არ ვხარჯავდეთ თანხას ფუფუნების საგნებში, თუმცა დაბალი ხელფასი და მაღალი კომუნალური/საშინაო ხარჯები არის სწორედ ის, რის გამოც გაუაზრებლად აღმოვჩნდებით ხოლმე ვალების წინაშე; რთულია კომუნალური გადასახადების გადახდა ზამთარში, ამას ემატება მიმდინარე სესხებზე დარიცხული პროცენტები და ყოველი თვის ბოლოს მოსული საკრედიტო ინვოისები. მართალია, სწრაფი სესხები მარტივი და სწრაფი გამოსავალია როცა თვის ბოლოს უკვე ხელფასი აღარ გყოფნით, ამ დროს კი მოულოდნელი ხარჯები იჩენს თავს, მაგრამ, გადასახადები და სესხები იწყებენ დაგროვებას და პრობლემებიც სწორედ აქედან იწყება.

ზოგადად, თითოეული ვალის ტვირთი ჩნდება კონკრეტული უგუნური გადაწყვეტილების შემდეგ, ეს არ ნიშნავს, იმას, რომ სესხები და სხვა გადასახადები მუდამ ასე გაუცნობიერებლად დაგვატყდება თავს, ჩვენ შეგვიძლია რეალურად ვხედავდეთ და ვაფასებდეთ ჩვენს პირად ფინანსებს, ვაკონტროლებდეთ დანახარჯებს და ვადარებდეთ შემოსავლებს – ამისთვის, უნდა გვქონდეს შემუშავებული სათანადო დისციპლინა და ფინანსური გეგმა, რომელსაც ყოველდღიურად დავიცავთ.

როგორ დავაღწიოთ თავი ვალებს?

ხშირად, აღმოვჩნდებით ხოლმე ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში, რომ გვგონია ვალებს ვერასოდეს დავაღწევთ თავს და ჩვენს მიმდნარე სესხებს ვეღარ გადავიხდით, სესხებზე დარიცხულ ყოველთვიურ გადასახადებს ჩვენი შემოსავლების ძალიან დიდი ნაწილი მიაქვს, სხვა ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად უკვე ფული აღარ გვყოფნის; თითქოს, ჩვენი შრომა აზრს კარგავს, რადგან ხელფასს თითქმის მთლიანად პროცენტების გადახდაზე ვხარჯავთ და გამომუშავებული თანხის სასიამოვნოდ დახარჯვა შორეულ ოცნებად გვესახება. 

ჩვენ გვინდა მოგცეთ რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ, თავი დააღწიოთ ამგვარ სიტუაციას და საბოლოოდ მოიშოროთ ვალები

  • ყველაფერი იწყება პრობლემის აღიარებით. პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, სანამ არ გააანალიზებთ, რომ მართლაც სერიოზული პრობლემა დგას თქვენ წინაშე, რომელიც, თავისით ვერასოდეს მოგვარდება და თუ გააგრძელებთ ფულის ხარჯვას, ან, უარეს შემთხვევაში, უარს იტყვით მიმდინარე ვალების გადახდაზე და მათი მოცულობის შემცირებაზე, თქვენი ფინანსური პრობლემები მხოლოდ დაგროვდება და ბევრად დიდ მასშტაბებს მიიღებს. აიღეთ ფურცელი და კალამი და ჩამოწერეთ ყველა თქვენი მიმდინარე ვალდებულება და დარიცხული საკომისიოები, რომლებიც ვადაგადაცილებების გამო დაგიგროვდათ. შეადგინეთ ბიუჯეტი, რომელშიც აღწერთ შემდგი თვეების ყველა ხარჯს და შემოსავალს, საყიდლებზე სიარულისას კი იფიქრეთ: “ნამდვილად მჭირდება ახლა ამის შეძენა?”. ხშირად “ხელს გამოვაყოლებთ” ხოლმე ისეთ პროდუქტებს, რომლებიც, რეალურად, არ გვჭირდება, ან ურომლისოდაც ძალიან მარტივად გავატარებთ დღეებს, ყოველდღიურად თუნდაც რამდენიმე ევროს დანაზოგი, ნიშნავს თვის ბოლოს საგრძნოვლად შემცირებულ ვალებს; ჩვენი ძირითადი პრობლემა სწორედ აქ იმალება, გვიჭირს ყოველდღიურად უარი ვუთხრათ საკუთარ თავს იმ პროდუქტებზე და საგნებზე, რომელთა შეძენასა და მოხმარებას მიჩვეული ვართ, რეალურად, კი, ყოველდღიური დანაზოგი თვის ბოლოს ერთით ნაკლებ ვალს ნიშნავს.
  • დაისახეთ ყოველთვიური მიზნები! ბიუჯეტის შედგენის შემდეგ, თვალწინ გაქვთ თქვენი დანახარჯებისა და შემოსავლების სურათი, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უნდა დაფიქრდეთ რაში, ბიუჯეტის რომელ პუნქტში შეგიძლიათ დანაზოგის გაკეთება, ბიუჯეტის სურათიდან გამომდინარე უნდა დასახოთ ყოველთვიური ან თუნდაც, ყოველკვირეული მიზნები, არსებული ფინანსური პრობლემები რომ აღმოფხვრათ, მიზანი უნდა იყოს ან შემოსავლების გაზრდა, ან დანახარჯების შემცირება, ან, უკეთეს შემთხვევაში, ორივე ერთად.
    მაგალითისთვის, მიზანი შესაძლოა იყოს – კონკრეტული ახალი საქმიანობის სანაცვლოდ ანაზღაურების მიღება, ან ისეთი საქმიანობის წამოწყება, რომელიც შემოსავლებს მოგიტანთ, ასევე, კარგად მუშაობს დანახარჯების შემცირება – დაფიქრდით, ბიუჯეტის რომელ ნაწილში ხარჯავთ ბევრ ფულს და შეგიძლიათ თუ არ ამაზე უარის თქმა რამდენიმე თვით.როცა თქვენს ყოველთვიურ/ყოველკვირეულ გეგმებს დასახავთ, გონებაში უკვე მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი გექნებათ, ყოველთვის, როცა ამ მიზანს მიაღწევთ, საკუთარ თავში უფრო დარწმუნდებით, იმედი მოგეცემათ და გაგიმარტივდებათ შემდეგ კვირაში უფრო მეტი დანაზოგის გაკეთება, შედეგად, ვალებისგან თავის დაღწევაც რეალურ ახლო მომავლად იქცევა. შესაძლოა თავდაპირველად ვერ აცნობიერებდეთ, ერთი კვირის დანაზოგს რამხელა ცვლილების მოტანა შეუძლია, თუმცა რამდენიმე თვეში აშკარად იგრძნობთ ძალიან დიდ განსხვავებას.
  • მოითხოვეთ სესხის რეფინანსირება ან შეცვალეთ გადახდის გრაფიკი. თუ თქვენ გაქვთ რამდენიმე სხვადასხვა სწრაფი სესხი, სამომხმარებლო სესხი ან საკრედიტო ბარათი, გააერთიანეთ ერთი სესხის ქვეშ კრედიტორის რეფინანსირების (ახალი სესხების აღება არსებული დავალიანებების დასაფარად) ვარიანტების / შემოთავაზებების გამოყენებით. მცირე მოცულობის სესხებზე საპროცენტო განაკვეთები, როგორც წესი, უფრო მაღალია, ვიდრე დიდი მოცულობის სესხზე, თუ რამდენიმე პატარა სესხი გაქვთ, ძალიან დიდი ხაპროცენტო ხარჯი გექნებათ ყოველთვიურად, ამიტომ, სჯობს ყველა ასეთი სესხი გააერთიანოთ ერთი სესხის ქვეშ – გაგიმარტივდებათ თქვენი პროგრესის მონიტორინგი, და ასევე, ყოველთვიურად ბევრად ნაკლები სარგებლის გადახდა მოგიწევთ. იმ შემთხვევაში თუ ერთი დიდი სესხი გაქვთ და ეს სესხი წარმოქმნის თქვენს ფინანსურ პრობლემებს, აუცილებლად დაუკავშირდით ან ეწვიეთ კომპანიას, რომლისგანაც გაქვთ სესხი აღებული და ეცადეთ შეთანხმდეთ ახალი გადახდის გრაფიკზე, რომელიც იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ყოველთვიურად ყველაზე ხელსაყრელი. როგორც წესი, ყველა კრედიტორი თანხმდება პრობლემურ სესხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე და ცდილობენ მომხმარებლის მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღონ გადაწყვეტილებები, ეს შეიძლება იყოს სესხის გახანგრძლივება ან სხვა, ორივე მხარისთვის ხელსაყრელი გამოსავალი.
  • შეამცირეთ დანახარჯები! დროა დაიწყოთ უფრო ეკონომიურად ცხოვრება; ყოველთვიურად აღმოაჩენთ, რომ თქვენი საყვარელი ტელეფონის ახალი მოდელი გამოვიდა, ან თქვენი საყვარელი ბრენდის ახალი კოლექცია გამოფინეს მაღაზიებში, შესაძლოა დაფიქრდეთ, რომ გარდერობის განახლება კარგი იდეაა, ტელეფონის შეცვლა სასიამოვნო იქნებოდა, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე გაიაზრეთ – ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ამ დანახარჯის გაწევა? ვალების შემცირების პირველი ეტაპი ზედმეტი და უსარგებლო დანახარჯების შემცირებაა, შესაძლოა, გაგიკვირდეთ კიდეც, მცირე დანაზოგებს რამდენად შეუძლიათ შეამცირონ თქვენი ხარჯები და საბოლოოდ კი, ვალები.
    მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ თვეში 1000 ლარიც კი, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრების სტანდარტებზე ამბობთ უარს ან ცხოვრობთ ღარიბულად – თქვან უბრალოდ ცდილობთ გქონდეთ ნაკლები დანახარჯი უსარგებლო და ზედმეტი ხარჯის თავიდან არიდებით. ყოველთვის იფიქრეთ, რომ ეს არის ერთგვარი ინვესტიცია უკეთესი მომავლისთვის!
  • დამატებითი შემოსავალი. დავალიანების აღმოფხვრის მარტივი ფორმულა არის ხარჯების შემცირება, შემოსავლების გაზრდა. თუ ფიქრობთ, რომ ამ რჩევის რეალაურად განხორციელება ძალიან რთულია, მაშინ საჭიროა დაგანახოთ, თუ რამდენი რეალური შესაძლებლობა არსებობს თქვენს წინაშე ახალი შემოსავლების მოძებნის და არსებული დანახარჯების შემცირების. თუ ძალ-ღონეს არ დაიშურებთ და ამ პრინციპის ირგლივ მომართავთ თქვენს გონებას, აუცილებლად აღმოაჩენთ თქვენს გარშემო არსებულ შესაძლებლობებს; თუ არსებული ხელფასი არ გაკმაყოფილებთ, დროა დაიწყოთ ახალი საქმიანობის მოძებნა, რომელიც ბევრად შემოსავლიანი და მომგებიანი იქნება. ცხადია, ასეთი მარტივი არ არის სამსახურის მიტოვება და ბედის ანაბარა ყოფნა, თუმცა არსებული სამსახურის პარალელურად დაიწყეთ ძებნა პოტენციური ახალი სამუშაოსი, შეავსეთ განაცხადები და გააგზავნეთ თქვენი კანდიდატურა ერთდროულად რამდენიმე სასურველ ვაკანსიაზე.
    გარდა ამისა, შესაძლოა, ფიქრობთ, რომ იმ კომპანიის განვითარებაში, ან თუნდაც, ყოველდღიურ საქმიანობაში, რომელშიც მუშაობთ, დიდი წვლი მიგიძღვით და იმსახურებთ უფრო მაღალ ხელფასს, ეს ძალიან კარგია, მთავარია არ მოგრეიდოთ საკუთარი აზრის დაფიქსირების და ანაზღაურების მომატების თხოვნის – თუ მართლაც ბევრი გაქვთ გაკეთებული თქვენი საქმიანობით, ამის აღნიშვნის შემდეგ, აუცილებლად შეამჩნევენ, რომ იმსახურებთ მაღალ ხელფასს. ამ ყველაფერთან ერთად, შეგიძლიათ დაიწყოთ freelancer-ად მუშაობა, დაფიქრდით, რა გეხერხებათ და რა არის თქვენი ჰობი/საყვარელი საქმიანობა, რომელიც შეიძლება იქცეს თქვენი შემოსავლების დამატებით წყაროდ და ფული გამოიმუშაოთ. მოგწონთ რეწვა ან ნებისმიერი სხვა ხელსაქმე? შექმენი რაიმე ორიგინალური თავისუფალ დროს და გაყიდე, გეხერხება კომპიუტერის მარტივი პროგრამების გამოყენება? მოძებნე ფრილანსერული სამუშაო შემოთავაზებები, რომლებიც შენს უნარებს შეესაბამება; ოქროს ხელები გაქვს? შეგიძლია გაფუჭებული ტექნიკის შეკეთება? განათავსე ინფორმაცია გაზეთებსა და სხვა საინფორმაციო პორტალებზე და შესთავაზე დახმარება სხვებს; რეალურად, ძალიან ბევრი შესაძლებლობაა ჩვენს ირგვლივ, რომელთა დანახვა და გამოყენება უნდა დავიწყოთ!
  • შეაქეთ საკუთარი თავი ყოველი დასახული მიზნის მიღწევისას! მაგალითად, თუ ზემოხსენებულ მიზნებს წარმატებით მიაღწიეთ და გამოგივიდათ თანხის დაზოგვა, აუცილებლად უნდა წაახალისოთ საკუთარი თავი და მოტივაციის სახით ცოტა ხნით უნდა დაისვენოთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთთვიანი თანხის დაზოგვის შემდეგ უნდა წახვიდეთ და ფული მაღაზიებში დახარჯოთ, არა! შეგიძლიათ გაისეირნოთ ახლომდებარე სანაპიროზე, ან ქალაქის სასიამოვნო ადგილებში, ბუნებაში, დაკავდით სპორტით, თუ გიყვართ სპორტის რომელიმე სახეობა, გამოაცხეთ ნამცხვარი…
    თუ დროდადრო საკუთარ თავს მცირედით გაანებივრებთ და დღეს განსხვავებულად გაატარებთ, უფრო მეტი მოტივაცია გექნებათ და შემდეგში უფრო მარტივად მიაღწევთ დასახულ ყოველთვიურ მიზნებს.
  • არ დაკარგოთ იმედი! იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე ვალდებულებები მაინც იზრდება და თქვენი ხელფასი არ ყოფნის მათ გადახდას, შეიძლება ჩათვალოთ, რომ მათ მაინც ვერასოდეს გადაიხდით და გამოუვალ მდგომარეობაში ხართ; ასეთ დროს, როცა ეს ფიქრები მოგიცავთ, დამშვიდდით, ღრმად ჩაისუნთქეთ და გააგრძელეთ იმავე ნაბიჯების განმეორება, რომლებიც წინა თვეებში, მიზნების დასახვისას გაიარეთ, მთავარია არასოდეს დანებდეთ და არ დაკარგოთ იმედი! ნელ-ნელა, ეტაპობრივად, თვიდან თვემდე საბოლოო მიზანს უახლოვდებით და თუ თქვენს გეგმას მიჰყვებით, დარწმუნებული იყავით, რომ შეძლებთ, ვალებს თავი დააღწიოთ!

 როგორ შევინარჩუნო ეს მდგომარეობა მომავალშიც?

გილოცავთ! თქვენ ვალებისგან თავისუფალი ხართ და ახლა შეგიძლიათ მშვიდობიანად ცხოვრება! ვალების ტყვეობიდან თავის დაღწევის შემდეგ, თქვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ მიღებული – მიიღეთ ეს, როგორც გაკვეთილი და დაპირდით საკუთარ თავს, რომ ვალების მორევში აღარასოდეს აღმოჩნდებით; მაგალითად, შექმენით რაციონალურად გააზრებული ბიუჯეტი იმისათვის, რომ არსებული მდგომარეობა შეინარჩუნოთ – შედეგად, აღარ მოგიწევთ იმაზე ნერვიულობა, რომ თვის ბოლოს აღარ გაქვთ საკმარისი ფული.

უფრო უსაფრთხო მომავლისთვის გახსენით დეპოზიტი. თუ მოულოდნელად დამატებითი/ჭარბი ფული გამოგიჩნდებათ, შეგეძლებათ დეპოზიტზე შეიტანოთ, შედეგად კი დაცული იქნებით, რადგამ მომავალში გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის სესხის აღება აღარ მოგიწევთ და გამოუვალ სიტუაციებში დაგეხმარებათ.

თუ ფულის შესანახად არასდროს გამოგიყენებიათ დეპოზიტი, წაიკითხეთ Financer.com -ის რჩევები დეპოზიტის გასახსნელად და თანხის შესანახად.
ყოველ ჯერზე, როცა დამატებითი ფინანსური საჭიროება გაქვთ, ძალაუნებურად დაფიქრდებით სესხის აღებაზე, თუმცა, ამ დროს აუცილებლად გაიხსენეთ ეს რჩევები და გააანალიზეთ – შეგიძლიათ თუ არა იმის სამომავლოდ/ხელფასამდე გადადება, რისთვისაც ფული გჭირდებათ? თუ სესხის აღებას მაინც გადაწყვეტთ, დაფიქრდით – რამდენად შეძლებთ მის დროულად გადახდას საკომისიოს დარიცხვის და კვლავ ვალებში აღმოჩენს გარეშე? ..  ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი – ეს არის ოქროს რჩევა პირად ფინანსებში!

იმეგობრეთ financer.com-თან

შემოგვიერთდით Facebook-ზე

Financer კონფიდენციალურობის პარამეტრები

ფინანასტერის გამოყენებით თქვენ აღიარებთ ჩვენს პირობებს, ასევე ჩვენს მონაცემთა კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ ვიყენებთ Cookies- ს ჩვენი სერვისის გასაუმჯობესებლად ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების ანალიზისა და მონიტორინგისთვის. გარკვეული Cookies მოითხოვს თქვენს აქტიურ თანხმობას, რათა ჩვენთვის შეგროვილი მონაცემები შევიტანოთ. თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ საკუთარ თავს მესამე მხარის მომსახურების შესახებ, ასევე ვიყენებთ თქვენს თანხმობას ნებისმიერ დროს ჩვენს Cookie- ში.

Facebook მარკეტინგი

SEO Solutions Ltd. (ჩვენ), როგორც პროვაიდერი financer.com-ის ვიყენებთ Facebook-Pixel ხელი შეუწყოს ჩვენი შინაარსი და მომსახურება ჩვენს სტუმრებს Facebook- ზე, ასევე აკონტროლოთ შედეგები ამ მარკეტინგული საქმიანობის. ეს მონაცემები ჩვენთვის ანონიმურია და მხოლოდ სტატისტიკურ მიზნებს ემსახურება. Facebook- ს შეუძლია Facebook- ის Pixel- ისგან მიღებული Facebook- ის (სახელი, ელ.ფოსტა და ა.შ.) შეთავსება და გამოიყენოს ეს საკუთარი სარეკლამო მიზნებისათვის. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ და აკონტროლოთ Facebook მონაცემები თქვენი Facebook კონფიდენციალურობის პარამეტრებიში.