ბიუჯეტის შედგენა - მართეთ თქვენი ფინანსები!

ბიუჯეტის შედგენა მნიშვნელოვანია პირადი ფინანსების საკონტროლებლად – გაიგეთ, როგორ უნდა შეადგინოთ პირადი ბიუჯეტი და მართეთ თქვენი ფინანსები მარტივად!

ბიუჯეტის შედგენა = პირადი ფინანსების უკეთ მართვა!

გსურთ საშინაო ხარჯების უფრო ეფექტურად მართვა და არ გინდათ იცხოვროთ “დღიდან დღემდე” ერთი და იგივე საფიქრალით?

პირველი ნაბიჯი არის თქვენი შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური აღწერა და კარგად დაგეგმვა. შეიძლება, თავდაპირველად ეს გავდეს სახლში წარმოებულ საბუღალტრო საქმიანობას და საკმაოდ რთულადაც მოგეჩვენოთ, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აკონტროლოთ და მართოთ თქვენი საფულე. ბიუჯეტის გარეშე, ძნელია მიიღოთ კარგად ინფორმირებული, გონივრული ფინანსური გადაწყვეტილება.

როგორ შევადგინოთ პირადი ბიუჯეტი?

ბიუჯეტის შესადგენად დაგჭირდებათ მცირე წინა სამუშაობაოების ჩატარება, რათა შექმნათ მაქსიმალურად ზუსტი ბიუჯეტი რეალისტური თანხებით.

თუ ბიუჯეტის შედგენას გადაწყვეტთ, პირველ რიგში, უნდა შეაგროვოთ 1 თვის განმავლობაში დაგროვებული ყველა ჩეკი, ქვითარი, ინვოისი და საბანკო განცხადი, საბოლოო ბიუჯეტის შესადგენად უკეთესია, თუ ერთი სრული თვის ინფორმაციას შეაგროვებთ, რათა შეძლოთ ყველა ტრანზაქციის სრული მიმოხილვა და ამის საფუძველზე დაიწყოთ მომდევნო თვის ბიუჯეტის დაგეგმვა.

თუ გაქვთ ყველა ჩეკი, ქვითარი, ინვოისი და სხვა საბანკო დოკუმენტი,  ახლა უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ ბიუჯეტის კატეგორიებად დაყოფა და გამოთვალოთ თანხები შესაბამის ბიუჯეტის კატეგორიაში. მაგალითად: თქვენ გაქვთ სურსათის მაღაზიის ჩეკი, რომელზეც ჩამოთვლილია სხვადასხვა სახის შენაძენი: საკვები, საპირფარეშოსა და სამზარეულოს საგნები. ამ შემთხვევაში, ცალ-ცალკე უნდა გამოვთვალოთ საკვების, ჰიგიენის პროდუქტები და სხვა შესყიდვების თანხები.

ეს პროცესი რომ უფრო გაგიმარტივდეთ, შეგიძლიათ, კომპიუტერის დახმარებით შექმნათ ბიუჯეტი. ყველაზე მარტივი და მოსახერხებელია Excel- ის პროგრამის გამოყენება, რომელიც გვთავაზობს მზა ცხრილებს ბიუჯეტის შესადგენად; ძალიან მარტივია ამ ცხილებში თქვენი ხარჯებისა და შემოსავლების შეყვანა, გამზადებული გვერდი კი ავტომატურად დაგითვლით ჯამურ ხარჯებსა და შემოსავლებს.

Excel-ის გარდა, არსებობს პროგრამები, რომლებიც ასევე ბიუჯეტის დაგეგმვის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად: BudgetPulse, Mint ან Pocketsmith.

ბიუჯეტის შედგენა – ხარჯები და შემოსავლები!

ბიუჯეტის შედგენისას გახსოვდეთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან! დააფიქსირეთ თქვენ მიერ მთელი თვის განმავლობაში გაწეული ყველა ხარჯი – საბანკო გადარიცხვებიდან დაწყებული, ტკბილეულის შესყიდვით დამთავრებული.

გახსოვდეთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეადგენთ ზუსტ და დეტალურ ბიუჯეტს, თუ თქვენ სრულიად გულახდილი იქნებით და არცერთ ხარჯს არ დატოვებთ ბიუჯეტს გარეთ. ბიუჯეტი აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგ კატეგორიებს:

შემოსავლები

თუ ხელფასს იღებთ ყოველთვიურად, თქვენი შემოსავლების დათვლა იქნება ძალიან მარტივი, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ იმ ადამიანების შემოსავალი, რომლებიც თქვენს გარშემო ცხოვრობენ და ერთად განკარგავთ ფინანსებს.

ასევე, დაფიქრდით იმ პოტენციურ შემოსავლებზე, რომელთა მიღებასაც ელოდებოთ, იქნება ეს ალიმენტი, დახმარება ბავშვებისთვის თუ ნებისმიერი სხვა სახის ფულადი შემოსავალი; ან იქნებ, კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი ხართ და დივიდენდების მიღებას ელით? დაფიქრდით შემოსავლის ყველა წყაროზე. ბიუჯეტი მაქსიმალურად უნდა ასახავდეს თქვენი ცხოვრების წესს, დარწმუნდით, რომ ბიუჯეტი შედგენილია რეალური ხარჯებითა და შემოსავალებით ჰიპოთეტური თანხების გარეშე.

როგორ გავზარდოთ შემოსავალი? რჩევები მათთვის, ვისაც ფული სწრაფად სჭირდება!

ხარჯები

ზოგადად, უფრო მარტივია ხარჯების გამოთვლა, რადგან შეგიძლიათ, აკონტროლოთ ისინი ჩეკების, ქვითრების, ინვოისებისა და სხვა. დოკუმენტების საშუალებით. ხარჯების ამგვარად ასახვა არის საკმაოდ ზუსტი და მარტივიც, თუმცა აუცილებელია, გაითვალისწინოთ ისეთი ხარჯები, რომელთა გაწევაც არ გიწევთ ყოველთვიურად, მაგრამ იცით რომ მოგიწევთ შემდეგ თვეებში – მაგალითად, სტომატოლოგთან არ მიდიხართ ყოველ თვეში, მაგრამ გეგმავთ, რომ აუცილებლად უნდა ეწვიოთ მას. ამ გზით, თქვენ შეგიძლიათ, ზუსტად აკონტროლოთ, რა მოცულობის “თავისუფალი თანხები” გაქვთ, თუ გადაუდებელი ხარჯის გაწევა მოგიხდათ. ზოგადად, ხარჯები შეიძლება დაიყოს ოთხ ჯგუფად:

  • საყოფაცხოვრებო ხარჯები

შესაძლოა, ყოველთვიურად გიწევთ სახლის ქირის გადახდა ან სარგებლობთ იპოთკური სესხით? შეიძლება, სადაზღვევო პრემიას იხდით ყოველკვარტლურად? ან გაქვთ ავტო სესხი?  – გახსოვდეთ, რომ შეგიძლიათ კვარტალური გადასახადების 4 თვეზე გადანაწილება და ბიუჯეტში ისე ასახვა, როგორც ყოველთვიურად დასაფარი ხარჯები (თუმცა, ეს შესაძლებელია ყოველთვიური ბიუჯეტის შემთხვევაში, და არა წლიური ბიუჯეტისთვის).

ასევე უნდა გაითვალისწინოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და, ხშირად, ყველაზე დიდი ხარჯები – კომუნალური გადასახადები. იგი მოიცავს წყლის, ელექტროენერგიის, გათბობის, ნაგვის და სხვა მსგავსი სახის საყოფაცხოვრებო გადასახადებს ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ რთულია წყლის, ელექტროენერგიის და გათბობის ხარჯების წინასწარ პროგნოზირება, შეგიძლიათ, დაახლოებით გამოთვალოთ საშუალო თვიური ხარჯი მაქსიმალური სიზუსტით!

თუ არ ხართ დარწმუნებული, ნახეთ თქვენი საბანკო გადარიცხვები, სადაც აუცილებლად იქნება ასახული კომუნალურ გადასახადებზე გაწეული ხარჯები. ნუ დაივიწყებთ საყოფაცხოვრებო პროდუქტებს, როგორიცაა საწმენდი საშუალებები და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ დაჩა ან სხვა უძრავი ქონება, რომელსაც მართავთ ყოველთვიურად, ბიუჯეტში ასევე უნდა გაითვალისწინოთ მათი ხარჯებიც.

200+ სუპერ ხრიკი ფულის დასაზოგად!

  • ტრანსპორტის ხარჯები

სატრანსპორტო ხარჯები გვაქვს ყველას, მიუხედავად იმისა თუ სად ვცხოვრობთ. ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოთ ჯამური ყოველთვიური ხარჯი.

ავტომობილის მფლობელებს, სავარაუდოდ უფრო მეტი სატრანსპორტი ხარჯი ექნებათ, შესაბამისად, ბიუჯეტში უნდა ასახოთ ყველა შესაძლო ხარჯები. მართალია, დახარჯული საწვავის ზუსტად გაანგარიშება ძნელია, თუმცა შეგიძლიათ, დაახლოებით გამოთვალოთ თქვენი საშუალო ყოველთვიური საწვავის მოხმარება და დაფიქრდეთ იმაზე, თუ რამდენად ხშირად მოგიწევთ ავტომობილით მგზავრობა.

ამასთანავე, ავტომობილის მფლობელებს მოუწევთ გაითვალისწინონ ყოველთვიურად თუ ყოველკვარტლურად გადასახდელი სადაზღვევო პრემიები, მანქანის შეკეთების ხარჯები, საბურავის გამოცვლის, ავტოსადგომზე დაყენების და სხვა მსგავსი ტიპის ხარჯები. მართალია, მანქანის სარემონტო სამუშაოებისა და შეკეთების ხარჯები არ არის ყოველთვიური, თუმცა აუცილებელია მათი გრძელვადიან პერსპექტივაში გათვალისწინება; თუ მანქანა ლიზინგით გაქვთ აღებული, ასახეთ ბიუჯეტში ასახეთ ყოველთვიური ლიზინგის გადასახადებიც.

  • ფიქსირებული ხარჯები

ეს კატეგორია მოიცავს ყველა სხვა ფიქსირებულ ხარჯს – ანუ ისეთ ხარჯებს, რომელთა გაწევა ყოველთვიურად გვიწევს და გადასახდელი თანხის მოცულობა ფიქსირებულია: მაგალითად, სადაზღვევო პრემიები, სესხის დაფარვა, სატელევიზიო არხის პაკეტები, საკომუნიკაციო ხარჯები (ინტერნეტი და ტელეფონი), სპორტული კლუბების საწევრო გადასახადები და სხვ.

  • ცვლადი ხარჯები

ამ კატეგორიაში შეიყვანეთ ყველა ისეთი ხარჯი, რომელთა მოცულობა თვიდან თვემდე იცვლება და რთულია წინასწარ განსაზღვრა, მასში ასევე შეიძლება შედიოდეს საკვების ხარჯები, რადგან თითქმის შეუძლებელია წინასწარი ვარაუდი.

გამოთვალეთ თქვენი ყოველთვიური საშუალო დანახარჯი და გამოყავით მცირე დამატებითი თანხა ბიუჯეტში: მაგალითად, თუ ჩვეულებრივ, ყოველთვიურად 250 ლარის საკვებს ყიდულობთ, მაშინ ბიუჯეტში შემდეგი თვის საკვებისთვის გამოყავით 300 ლარი, აუცილებელია, რომ მცირედით ზედმეტი თანხა გამოყოთ ამგვარი ცვლადი ხარჯებისთვის.

ცვლად ხარჯებში შეგიძლიათ შეიყვანოთ დანახარჯები პირადი ჰიგიენისთვის და თავის მოვლის საშუალებები – სარეცხი საშუალებები, კოსმეტიკა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვ.

ასევე გაითვალისწინეთ ბიუჯეტი საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე და თქვენთვის საყვარელი განტვირთვის აქტივობებისთვის – მეგობრებთან ერთად სადმე წასვლა, კინოს, კონცერტების ბილეთები, კაფეში ჭამა და სხვა გართობის საშუალებები.

თუ ბავშვი გყავთ, არ უნდა დაგავიწყდეთ ხარჯები მისი სათამაშოებისთვის და სხვა ყოველდღიური დანახარჯები, ხოლო თუ საყვარელი შინაური ცხოველი გყავთ, მის მოვლასთან დაკავშირებული საკვების, სამედიცინო დახმარებისა თუ სხვა ხარჯები.

შეადგინე ბიუჯეტი ყოველწლიურად!

ბიუჯეტირება არის გრძელვადიანი პროცესი, თქვენი დანახარჯებისა და შემოსავლების ყველაზე კარგი ანალიზის გაკეთება შეგეძლებათ წინა თვეების ბიუჯეტისა და რეალური ხარჯების/შემოსავლების მიმოხილვით, რაც მეტი თვის მონაცემები გაქვთ, მით ზუსტი დასკვნების გაკეთება შეგეძლებათ, თუ მთელი წლის განმალობაში აკეთებდით ბიუჯეტს, წლის ბოლოს თქვენ უკვე კარგად გეცოდინებათ როგორ განკარგავთ საკუთარ ფინანსებს.

წლიური ბიუჯეტის შედგენა მნიშვნელოვანია სრული სურათის დასანახად, თუნდაც იმიტომ, რომ მთელი წლის განმავლობაში გვაქვს ისეთი ხარჯები, რომელთა გაწევა ყოველთვიურად არ გვიწევს – მაგალითად, სამედიცინო ხარჯები (ოპერაციის და სხვ.)

თუ ახლახან დაიწყეთ მუშაობა, რა თქმა უნდა, თქვენთვის რთული იქნება ამ ეტაპზე წლიური ბიუჯეტის შედგენა; თქვენთვის ყველაზე მარტივია, ერთი თვის ბიუჯეტის შედგენა და შემდგომ ყოველთვიურად მონიტორინგი. თუმცა, თუ თქვენ დიდი ხანია ცხოვრობთ ერთი და იმავე ცხოვრების წესით და ამ ბოლო პერიოდში არ გქონიათ ყოველთვიურად დაუგეგმავი, ახალი ხარჯები, თქვენ შეგიძლიათ გამოთვალოთ მთლიანი წლიური ბიუჯეტი.

ბიუჯეტის შედგენა მნიშვნელოვანია პირადი ფინანსების საკონტროლებლად – იყავით გულწრფელი ბიუჯეტის შედგენისას და დაისახეთ გრძელვადიანი ან მოკლევადიანი მიზნები ბიუჯეტის შედგენისას – შედეგად, შეგეძლებათ მარტივად აკონტროლოთ და მართოთ თქვენი საფულე მოულოდნელ ხარჯებზე ნერვიულობის გარეშე.

ავტორის შესახებ

იმეგობრეთ financer.com-თან

შემოგვიერთდით Facebook-ზე