• მთავარი
  • Blog
  • 100 ორიგინალური საჩუქრის იდეა შობისთვის (ნაწილი 2)

100 ორიგინალური საჩუქრის იდეა შობისთვის (ნაწილი 2)

შობა ძალიან სწრაფად გვიახლოვდება, ამიტომ Financer.com კვლავ გთავაზობთ 100 ორიგინალური საჩუქრის იდეას საშობაოდ!

თუ საშობაო საჩუქრებისთვის ეძებთ ყველაზე იაფ სესხს!

შობა ძალიან სწრაფად გვიახლოვდება, ამიტომ Financer.com კვლავ გთავაზობთ 100 ორიგინალური საჩუქრის იდეას;

  1. სათვალის ჩასადები – ზოგჯერ, რაღაცას შევიძენთ და ვიყენებთ დიდი ხნით, გვავიწყდება რომ დროდადრო შეგვიძლია განვაახლოთ და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში წვრილმანი სიახლეები შევიტანოთ; ასე რომ, თუ თქვენი მეგობარი ან საყვარელი ადამიანი ატარებს სათვალეს, სათვალის ახალი ჩასადები ახალ საწმენდთან ერთად აუცილებლად პრაქტიკული და ძვირფასი საჩუქარი იქნება.
  2. მაგიდის ფეხბურთი – ვისაც უყვარს ფეხბურთის თამაში მაგიდის ფეხბურთის დიდი სათამაშოც აუცილებლად მოეწონება;
  3. Board Games/მაგიდის თამაშები – შეგიძლიათ აირჩიოთ მაგიდის თამაში მთელი ოჯახისთვის ან  მეგობრების წრეში გასართობად; სასიამოვნო საჩუქარი მათთვის, ვისაც უყვარს ზამთრის ცივ საღამოს ბუხრის პირას საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გართობა.
  4. ორიგინალური ნაჩნიკი – საინტერესო ფორმებითა და დეკორატიული ელემენტებით, პრაქტიკული და ლამაზი საჩუქარია;
  5. კარების ზარი – რამდენად შეგიმჩნევიათ, რომ სახლში შემოსასვლელი კარების ზარი უკვე მოძველდა და აღარც მისი ხმა მოგწონთ? აჩუქეთ თქვენი ოჯახის წევრს ახალი, უფრო მხიარული და ორიგინალური კარების ზარი.
  6. თემატური მსოფლიოს რუკა – დიდებული საჩუქარი მათთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა და განსაკუთრებით არის დაინტერესებული თითოეული ქვეყნისთვის დამახასიათებელი ტურისტული დანიშნულებით;
  7. პოპკორნის დასამზადებელი ნაკრები/მოწყობილობა – წარმოიდგინეთ როგორ გაუხარდებათ ეს საჩუქარი ფილმის მოყვარულებს, სახლში შეეძლებათ დაამზადონ პოპკორნი და სრულ კომფორტში უყურონ ფილმებს!
  8. ჟურნალების სერიის გამოწერა – თუ საჩუქრის ადრესატს განსაკუთრებულად უყვარს რომელიმე ჟურნალის კითხვა, შეგიძლიათ გამოუწეროთ/შეისყიდოთ მთელი წლის სერია და ყოველი ახალი ჟურნალის გამოსვლისას ავტომატურად გაუგზავნიან მას სახლში.
  9. აბაზანის კომპლექტი – იყავით შემოქმედებითი, თუ თქვენს მეგობარს არ აქვს სააბაზანოს კომპლექტი, შეგიძლიათ აჩუქოთ სარელაქსაციო შხაპის მთელი კომპლექტი, რომელიც მოიცავს როგორც დუშ გელებს, ასევე სააბაზანოს რომანტიულ სანთლებს, ეს იქნება საკმაოდ ორიგინალური საჩუქარი მათთვის!
  10. მაგნიტური დაფა ჩანაწერებისთვის  – პრაქტიკული ნივთი, რომელიც დაგეხმარებათ მაღაზიაში წასვლამდე საყიდლების უკეთ დაგეგმვაში, ყოველ ჯერზე, როცა გაგახსენდებათ რომ რაღაც გაქვთ საყიდელი, დაფაზე ჩაინიშნავთ.
    განსაკუთრებით სახალისო იქნება თუ აჩუქებთ მეგობრებს, რომელთაც ხშირად ავიწყდებათ რაღაცები; გარდა ამისა, დაფა გამოგადგებათ თავისუფალ დროს გასართობად და, რაც მთავარია, ეს არის ნივთი, რომელიც არ იქნება ერთჯერადი და მრავალჯერ გამოიყენებთ!
  11. ელ-მკითხველი/e-reader – დიდებული საჩუქარი მათთვის, ვისაც უყვარს კითხვა, საჩუქარი განსაკუთრებით პრაქტიკულია მოგზაურობის მოყვარულთათვის ან მათთვის, ვისაც ხშირად უწევს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარული;
  12. სამოგზაურო კოსმეტიკის ნაკრები – პრაქტიკული საჩუქარი მათთვის, ვინც ბევრს მოგზაურობს.
  13. სპორტული ჩანთა – თუ თქვენი მეგობარი სპორტით არის დაკავებული, ძალიან კარგი იქნება თუ აჩუქებთ სპორტულ ჩანთას – პირსახოცების, ჰიგიენის ნივთებისა და წყლის ბოთლის შესანახად;
  14. დღიური – ორიგინალური საჩუქარი მათთვის, ვისაც უყვარს წერა;
  15. ყურსასმენები – ახალი, მაღალი ხარისხის ყურსასმენები ნებისმიერ მუსიკის მოყვარულს გაახარებს;
  16. ჩანთა პიკნიკისთვის – განათავსეთ პატარა სამოგზაურო ჩანთაში აღჭურვილობა, რაც საჭიროა სასიამოვნო პიკნიკისთვის და აჩუქეთ იმ ადამიანს, რომელთან ერთადაც შაბათ-კვირას პიკნიკზე წასვლა გიყვართ;
  17. პიჟამო – ორიგინალური ან კლასიკური, მუქი ან ღია, გასართობი თემატიკით ან მხიარული პრინტებით, ორიგინალური საჩუქარი, რომელიც ყველას გაუხარდება;
  18. საათი – პრაქტიკული და სასიამოვნო საჩუქარი, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ აირჩიოთ მაჯის, მექანიკური, კედელზე დასამონტაჟებელი, ‘ჭკვიანი’/smart ან მაღვიძარა საათი;
  19. ფოტოაპარატი – წაახალისეთ ახალი კადრების გადაღება ახალი ფოტოაპარატით ან ვიდეოკამერით.  ამ საჩუქართან ერთად შეგიძლიათ აჩუქოთ ფოტოგრაფიის კურსებზე რამდენიმე გაკვეთილი ან სახელმძღვანელო უკეთესი ფოტოების გადასაღებად;
  20. უცხოური შოკოლადების ნაკრები – შეკოლადების მოყვარულებს განსაკუთრებით უყვართ მრავალფეროვანი და სხვადასხვა ქვეყნის შოკოლადების გასინჯვა, ამიტომ მათთვის ძალიან სასიამოვნო იქნება თუ უცხოური შოკოლადების დაგემოვნების საშუალებას მისცემთ;
  21. ნაყინის მანქანა – მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში ცივა, არიან ადამიანები, რომლებიც ზამთარშიც კი ვერ ძლებენ ნაყინის გარეშე, მათთვის საკუთარი ხელით დამზადებული ნაყინი ყველაზე გემრიელი იქნება!
  22. ფოტო პრინტერი – მიეცით შესაძლებლობა თქვენს საყვარელ ადამიანებს, პირდაპირ ტელეფონებიდან დაბეჭდონ ფოტოები;
  23. პალმარის პალატა – ფოტო პრინტერის ალტერნატივა და რეტრო მოყვარულებისთვის განსაკუთრებით ორიგინალური საჩუქარი.
  24. თხილამურები – თუ საჩუქრის ადრესატს უყვარს ზამთრის სპორტი და თოვლის მოსვლა მისთვის თხილამურების სეზონთან ასოცირდება, უყიდეთ მას ლიჟები ან სასრიალოდ საჭირო სხვა ატრიბუტი და დაელოდეთ მის ბედნიერ სახეს; 
  25. ხელის მოვლის საშუალებების ნაკრები – ქალბატონებისთვის ზამთარში ძნელია შეინარჩუნონ რბილი და ლამაზი ხელები დამცავი კრემების გარეშე, ამიტომ დარწმუნდით, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს ცივ ზამთარში ყოველთვის თან ექნება ხელის კრემები და მათ ნაზ ხელებს სიცივე ვერაფერს ავნებს;
  26. სვიტრი – ირმის პრინტით ან რაიმე საახალწლო თემატიკით, ეს თქვენს ორიგინალურობაზეა დამოკიდებული, მნიშვნელოვანია რომ ზომას მიაქციოთ ყურადღება და არჩეული ზომა საჩუქრის ადრესატს კარგად ერგებოდეს;
  27. მაისური -საშობაო მაისური სპეციალურად თქვენი მეგობრისთვის, შეყვარებულის ან ოჯახის წევრისთვის;
  28. წიგნის სანიშნი – თანამედროვე, ხელნაკეთი, საშობაო ან ნებისმიერი სხვა თემატიკის სანიშნების ნაკრები – წიგნის მოყვარულებს ძალიან გაუხარდებათ;
  29. ქალის თეთრეული – ხარისხიანი თეთრეული ყოველთვის საუკეთესო და რომანტიკული საჩუქარია თქვენი მეორე ნახევრისთვის;
  30. ფოტოგადაღება – აჩუქეთ მეგობრებს, საყვარელ ადამიანს ან ოჯახის წევრებს ფოტო სტუდიოში ფოტოსესიის ვაუჩერი და მიეცით მათ საშუალება, პროფესიონალურ ფირზე აღბეჭდონ თავიანთი ცხოვრების ბედნიერი მომენტები;
  31. ტოსტერი – პურის ტოსტერი მნიშვნელოვანი ატრიბუტია საუზმისთვის, თუ ადრესატის სამზარეულოში ტოსტერი ჯერ არ მოიძებნება, ეს ორიგინალური და პრაქტიკული საჩუქარი იქნება მისთვის;
  32. პაზლი/Puzzle – სირთულის მიხედვით განკუთვნილია როგორც პატარებისთვის, ასევე დიდებისთვისა, აჩუქეთ პაზლი მას, ვისაც უყვარს მაგიდის თამაშები და რთული მოზაიკების აწყობა. შეგიძლიათ თქვენ თავად შექმნათ ნებისმიერი სურათის პაზლი, შეუკვეთოთ და უნიკალური ეგზემპლარი აჩუქოთ საყვარელ ადამიანებს;
  33. მასაჟის ნაკრები – მასაჟი შეიძლება გაკეთდეს სახლშიც, აარჩიეთ მომხიბლავი სუნამოებისა და მასაჟისთვის საჭირო სხვა მასალების ნაკრები და აჩუქეთ მათ, ვისაც განსაკუთრებით უყვართ სარელქასაციო პროცედურები;
  34. კარგი ხარისხის საცხობი ღუმელი – გემრიელი დონატები ამშვენებს არა მხოლოდ საშობაო მაგიდას, არამედ ყოველდღიურ საუზმესა და ვახშამსაც;
  35. ორიგინალური საბანი – თბილი და ფუმფულა საჩუქარი ცივ ზამთარში, შეგიძლიათ შეარჩიოთ საშობაო თემატიკის საბანი ორიგინალური პრინტებით;
  36. რეცეპტების წიგნი – კულინარიის მოყვარულებისთვის! სამზარეულოში ახალი ექსპერიმენტებისთვის რეცეპტების წიგნი ძვირფასი საჩუქარი იქნება;
  37. ნაყინის ფორმები – ვარსკვლავების, ნაძვის ხეების, საჩუქრების ყუთებისა და სხვა სახალისო ფორმების ნაყინი – მარტივი და ორიგინალური საჩუქარი მათთვის, ვისაც უყვარს ნაყინი და სახლშიც ხშირად აკეთებს ხოლმე;
  38. ჭადრაკი – ჭადრაკის დაფა მეტად სოლიდური და სიმბოლური საჩუქარია, იგი შეიძლება აჩუქოთ მათ, ვისაც უყვარს ჭადრაკის თამაში ან უბრალოდ სახლის კლასიკურად გასაფორმებლად;
  39. პუფი / puff – რბილი სკამები, არ დაიკავებს ბევრ სივრცეს და პრაქტიკულიც იქნება, როცა სახლში ბევრი სტუმარია. კარგად შერჩეული ფუმფულა პუფები შეიძლება ძალიან კარგად ეხამებოდეს მთელი სახლის ინტერიერს და დეკორატიული დატვირთვაც ჰქონდეს;
  40. ჩაიდანი – გამოიყენე თქვენი შემოქმედებითი ნიჭი და გააფორმეთ/მოხადეთ თეთრი ჩაიდანი სხვადასხვა ორნამენტებითა და ნახატებით. ასეთი ჩაიდანი უნიკალური საჩუქარი იქნება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით;
  41. კურსები – თუ თქვენს მეგობარს უყვარს ექსპერიმენტები და საკუთარი თავის სხვადასხვა სფეროში გამოცდა, შეიძინეთ მათთვის კურსები და აჩუქეთ საშობაოდ, მაგალითად, უცხო ენების, კულინარიული, კომპიუტერის, ცეკვის, ხაზვის, ხატვის და სხვა. ნუ დაგავიწყდებათ, ასევე დისტანციური, ე.წ. ონლაინ კურსების შესაძლებლობაც;
  42. გიტარა ან დასარტყამი ინსტრუმენტი – ამ საჩუქარს შეგიძლიათ მოუძებნოთ როგორც პრაქტიკული, ასევე სიმბოლური დატვირთვა, თუ თქვენს საყვარელ ადამიანს ან მეგობარს უყვარს რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრა, მისთვის ეს დიდებული საჩუქარი იქნება, ხოლო თუ არ იცის დაკვრა, თუმცა მოსწონს კონკრეტული ინსტრუმენტი, შეგიძლიათ შეურჩიოთ მინიატურული ზომის საჩუქარი მისი ოთახის გასაფორმებლად;
  43. ლუდის კათხები – საუკეთესო საჩუქარი ისეთი მეგობრისთვის, რომლის სახლშიც მეგობრები ხშირად სვამთ ლუდს და აწყობთ წვეულებებს;
  44. კოსმეტიკის ჩანთა – კოსმეტიკის ჩასაწყობი ჩანთა, განსაკუთრებით ლამაზი და სასიამოვნო საჩუქარი ქალბატონებისთვის, შეგიძლიათ ჩანთაში ადრესატის საყვარელი 1-2 კოსმეტიკური საშუალებაც მოათავსოთ და ისე აჩუქოთ;
  45. გრავირებული კალამი – ძვირფასი კალამი განსაკუთრებით მოსწონთ სოლიდურ და კლასიკური გემოვნების ადამიანებს, აჩუქეთ მათ მოვერცხლილი ან მოოქროვილი კალამი, რომელზეც გრავირებული იქნება მათი სახელი/ინიციალები;
  46. პერსონალური ხალათი – ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარულია ექსკლუზიურად დამზადებული ატლასის ხალათები; შეუკვეთეთ თქვენი საყვარელი ადამიანის ინიციალების ან სახელის ამოქარგვა ხალათზე და გაუკეთეთ მას რომანტიკული საჩუქარი საშობაოდ;
  47. ქალაქების ღირსშესანიშნაობების კრებული – სიმბოლური და პრაქტიკული საჩუქარი მოგზაურობის მოყვარულთათვის, უცხო ქალაქში შეუძლებელია სიამოვნება მიიღო, თუ კარგად არ გაეცნობი ქალაქის ისტორიულ და თანამედროვე სანახაობებს, ამიტომ მოგზაურობის მოყვარულებისთვის ეს დიდებული საჩუქარი იქნება;
  48. მაღალი ხარისხის ბურთი – სპორტის (ფეხბურთის/კალათბურთის/რაგბის) მოყვარულებს განსაკუთრებით გაუხარდებათ თუ აჩუქებთ მათი საყვარელი სპორტის მაღალი ხარისხის ბურთს, შეგიძლიათ შეიძინოთ სპორტულ ბრენდულ მაღაზიებში;
  49. საკანცელარიო ნივთების შესანახი თარო – ხელნაკეთი, კრეატიული და ორიგინალური საკანცელარიო ნივთების მოსაწესრიგებლად პატარა მაგიდაზე დასადები თარო ან ორიგინალური ფორმის ჩასადები, შეგიძლიათ აჩუქოთ როგორც ბავშვებს, ასევე საქმიან ადამიანებსაც სამუშაო მაგიდისა და ოთახის ინტერიერის გასახალისებლად;
  50. ძვირფასი საკმაული – ოქროს ან ვერცხლის სამკაული, ძვირფასი და დიდებული საჩუქარი როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის, ახალი წელის მდიდრული დასაწყისი!

საშობაო ორიგინალური იდეების პირველი ნაწილი იხილეთ აქ!

Financer.com გისურვებთ ბედნიერ შოპინგს, დახარჯეთ ფული გონივრულად!

ავტორის შესახებ

წლის საუკეთესო კრედიტორები

ჩვენ გვინდა, გამოვყოთ ყველაზე მოთხოვნადი კრედიტორები. ესენი არიან ყველაზე სანდო და მაღალი შეფასების მქონე სესხის კომპანიები მომხმარებელთა შეფასებებზე დაყრდნობით.

(დაფუძნებული 6 შეფასებები)

(დაფუძნებული 28 შეფასებები)

(დაფუძნებული 25 შეფასებები)

შეადარე ყველა კრედიტორი

იმეგობრეთ financer.com-თან

შემოგვიერთდით Facebook-ზე

×

გთხოვთ, შეაფასოთ 100 ორიგინალური საჩუქრის იდეა შობისთვის (ნაწილი 2)