europass CV forma გადმოწერა

CV კარიერული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია, ეს არის შუამავალი თქვენსა და კომპანიას შორის.
არსებობს რამდენიმე ‘ოქროს წესი’ CV-ს შესადგენად, გაეცანით და დაწერეთ CV სწორი წესების დაცვით!

 

1 – ქართული europass CV forma 2 – ინგლისური europass CV forma


რა არის CV?

CV (Curriculum Vitae) არის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პიროვნების გამოცდილებისა და სხვა კვალიფიკაციების შესახებ. სწორედ CV არის ის დოკუმენტი, რომელიც დიდ როლს თამაშობს სამუშაოზე აყვანის დროს, ამიტომ ყურადღებით უნდა შეავსოთ იგი, წარუდგინოთ საკუთარი თავი დამსაქმებლებს და აჩვენოთ საკუთარი პროფესიული გამოციდელბა.

საბოლოოდ შეიძლება ითქვს, რომ  CV არის მარკეტინგული დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც თქვენ უნდა გაყიდოთ საკუთარი უნარები, შესაძლებლობები, კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება.

რა დრო სჭირდება CV-ს დაწერას?

სესხის დაფარვა

ერთი შეხედვით, CV -ს შედგენა არ არის რთული და მას, დაახლოებით, 5 წუთი სჭირდება, თუმცა, ალბათ, ხშირად გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა არაერთ ვაკანსიას ეხმაურებით, მაგრამ დამსაქმებლის პასუხი არ ჩანს.ხშირად, ამის მიზეზი CV – ს არასწორად შედგენაა. კარგი CV – ს დაწერისას აუცილებელია დაიცვათ სტანდარტები, რომლებსაც დაახლოებით 20 წუთი სჭირდება, მაგრამ მას შემდეგ რაც შეადგენთ CV – ს ფორმას, ამის შემდეგ მოგიწევთ მხოლოდ ახალი სამუშაო გამოცდილებისა და  სხვა სიახლეების დამატება, რაც რამდენიმე წუთის საქმეა.

რა უნდა გავითვალისწინოთ CV-ის შედგენის დროს?არ არსებობს CV – ს შედგენის უნივერსალური სტანდარტი. თუმცა არსებობს ძირითადი კომპონენტები, რომლებსაც ყველა CV ფორმა უნდა შეიცავდეს, გამოვყოთ რამდენიმე მადგანი:

1. CV-ში დაწერილი ინფორმაცია უნდა იყოს სანდოაუცილებლად

გასათვალისწინებელია, რომ CV არ არის დოკუმენტი, რომელსაც ერთხელ ჩამოაყალიბებთ და შემდეგ მუდმივად, ყველა თქვენთვის სასურველ და საინტერესო ვაკანსიაზე გააგზავნით – აუცილებელია ხშირად განაახლოთ თქვენი CV.

სასურველია, მის გაგზავნამდე ყურადღებით გაეცნოთ კომპანიის მიერ ვაკანსიაში მოცემულ სამუშაოს აღწერას და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მათთან შესაბამისობაში ცვალოთ თქვენი CV. ინფორმაციის შეცვლაში არ ვგულისხმობთ თქვენი კვალიფიკაციის “გამოგონებას”, მართალია, არ არსებობს CV-ს ფორმა, რომელიც იქნება სრულყოფილი, ასევე არ არსებობს CV-ს დაწერის უნივერსალური და სრულყოფილი წესი, თუმცა რამდენიმე “ოქროს წესი” მაინც უნდა დაიცვათ მისი წერის დროს, უპირველესი კი, ჩვენი აზრით, სწორედ სანდო რეზიუმეს შექმნაა.

2. CV-ში აღწერილი უნარები უნდა შეესაბამებოდეს თქვენს გამოცდილებას

ნუ ჩაწერთ CV-ში, რომ არაჩვეულებრივი მარკეტოლოგი ბრძანდებით, თუკი მხოლოდ 1 თვე მუშაობდით მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტად. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე არ აჰყავთ სამსახურში, გასაუბრების დროს საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდებით, თუ CV-ში მოყვანილ ფაქტებთან შეუსაბამო გამოცდილებაზე დაიწყებთ საუბარს.

ნურც ჰობთან და ინტერესებთან დაკავშირებით იცრუებთ,  მაგალითად, თუ იტყვით, რომ კითხვა გიყვართ და რეალურად ხშირად არც კითხულობთ, შესაძლებელია, დამსაქმებელს დააინტერესოს რისი კითხვა გიყვართ და ბოლოს რა წაიკითხეთ, პასუხის არ ქონა უხერხულ სიტუაციაში ჩაგაგდებთ.

3. CV მოარგეთ იმ ვაკანსიას, რომელზეც აგზავნით მას

CV-ს შინაარსის განსაზღვრისას უნდა გავაანალიზოთ ვინ იქნება ამ დოკუმენტის პოტენციური შემფასებელი და რა აინტერესებს მას ჩვენი საქმიანობის შესახებ.
CV არ არის მხოლოდ შრომითი საქმიანობისა და მიღწევების მშრალი და უხალისო ჩამონათვალი. გონივრულად შედგენილმა რეზიუმემ ნათლად უნდა წარმოაჩინოს – რა საქმიანობით იყავით დაკავებული, რა საქმიანობას ეწევით დღეს და რა საქმიანობა გაქვთ განზრახული მომავალში.

4. ნუ იქნებით თავმდაბლები

მაქსიმალურად ყურადღებით უნდა მოეკიდოთ CV-შ შინაარსს, გახსოვდეთ, რომ მას HR მენეჯერი ყურადღებით გაეცნობა. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი რეზიუმე საშუალებას აძლევდეს დაინტერესებულ პირს კარგად აღიქვას ჩვენი პროფესიული კომპეტენცია.

დამსაქმებელმა უნდა დაინახოს, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გადაჭრათ კონკრეტულ სამუშაოსთან დაკავშირებული პრობლემები, მაგალითად, თუ CV-ს აგზავნით გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, კარგი კომუნკაციის უნარები და გაყიდვების გამოცდილება აუცილებლად უნდა ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში, ნუ მოერიდებით თქვენი მიღწევების წარმოჩენას.

5. დაყავით CV პარაგრაფებად

გაითვალისწინეთ, როდესაც გზავნით CV-ს, დამქირავებელი მას, როგორც წესი, წაიკითხავს მაშინ, როდესაც თავისუფალი დრო გამოუჩნდება. ხშირად, დიდი რაოდენობით  CV-ს აგზავნიან სამუშაოს მაძიებლები, დაახლებით 50 -100 გაგზავნილი აპლიკაციიდან  5-10 კანდიდატის შერჩევა ხდება სწორედ CV-ს დახამრებით. (თუმცა, ეს არ ეხებათ  დიდ კომპანიებსა და დიდ თანამდებობებს, მაგალითად, აჭარაბეთის პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენის უფროსის ან თიბისი ბანკის მთავარი ფინანსისტის თანამდებობებს).

ამიტომ,  თქვენი CV არ უნდა იყოს ძალიან გადატვირთული და ძნელად წასაკითხი, რადგან, ამ შემთხვევაში, დიდია შანსი თქვენმა CV -მ გადაინაცვლოს არასასურველთა რიგებში. თუ დაყოფთ თქვენს რეზიუმეს პატარა პარაგრაფებად და იქნება ინფორმაციული და ადვილად წასაკითხი, ჩათვალეთ, რომ თქვენი ინტერვიუზე მოხვედრის შანსი ერთი-ორად იზრდება.

6. CV უნდა იყოს ლაკონური

ეცადეთ CV იყოს ლაკონური. სპეციალისტების აზრით მისი გაცნობა არ უნდა მოითხოვდეს დიდ დროს და უბრალოდ გადახედვითაც უნდა ვიგებდეთ მთავარ აზრს.

  • გამოყავით ძირითადი პუნქტები – მსხვილი და გამუქებული შრიფტით გამოყავით ძირითადი პუნქტები.
  • არ გადატვირთოთ ზედმეტი გაფორმებებით – გაფორმებისას ეცადეთ, იყოს სადა და ზედმეტი ექსტრავაგანტულობისაგან თავი შეიკავეთ.
  • უნდა იყოს გრამატიკულად გამართული – CV უნდა იყოს ორთოგრაფიულად და გრამატიკულად გამართული, მაგალითად, არ უნდა ეწეროს “სამუსაო გამოცდილება” ან “უნივერსიტტის სტუდენტი”, მიაქციეთ ყურადღება შეცდომებს!

7. CV ხშირად უნდა განაახლოთ

CV არ არის დოკუმენტი, რომელსაც ერთხელ ჩამოაყალიბებთ და შემდეგ მუდმივად, ყველა საჭირო შემთხვევაში გამოიყენებთ, აუცილებელია, ხშირად განაახლოთ თქვენი CV და დააამატოთ ახალი სამუშაო გამოცდილება თუ პროფესიული ტრენინგები.

8. თარიღები უნდა იყოს დალაგებული აწმყოდან წარსულისკენ

ბიოგრაფიის შევსებისას მონაცემები შეიტანეთ დაღმავალი თარიღების მიხედვით: უახლოესიდან – შორეულისკენ, მნიშვნელოვანია, თარიღები დაიწეროს თვეების სიზუსტით.

  • არასწორია: 2017-2018                            

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არ არსებობს CV-ის დაწერის უნივერსალური და სრულყოფილი წესი, თუმცა რამდენიმე “ოქროს წესი” მაინც უნდა დავიცვათ მისი წერის დროს.

რა ძირითად ინფორმაციას უნდა შეიცავდეს CV?

√ პერსონალური (პირადი) ინფორმაცია

  • სახელი
  • გვარი
  • მისამართი
  • ტელეფონის ნომერი
  • ელ.ფოსტა

ასევე, აუცილებელია, დაურთოთ თქვენი სურათი, სურათი უნდა იყოს 3×4 ან ბიომეტრიული, სადაც მკაფიოდ გამოჩნდება თქვენი სახე და არა ისეთი, როგორიც ქართულ რეალობაში გვხვდება ხოლმე – მეგობრებთან გადაღებული სურათი, რომელზეც ხელგადახვეულები არიან ან პლიაჟზე წამოწოლილი ნამზეურიანი ფოტოები, შესაძლოა, გიხდებათ ნამზეური, მაგრამ მაინც სჯობს, ბიუმეტრიული სურათი ატვირთოთ თქვებ CV-ში.

შესაძლოა, მსგავსი ფოტოს გამო დამსაქმებელმა იფიქროს, რომ არასერიოზულად ეკიდებით საქმეს და არ დაგიბაროთ გასაუბრებაზე თუ სტრიპიზ კლუბში არ აგზავნით აპლიკაციას. უფრო მეტიც, ევროპის ბევრ ქვეყანასა და ამერიკაში CV-ში სურათს იშვიათად, მხოლოდ გარკვეულ პოზიციებზე ითხოვენ, რათა არ მოხდეს ადამიანთა გარკვეული ჯგუფის დისკრიმინაცია. ეს ფაქტი საქართველოში უგულებელყოფილია, ამიტომ უმჯობესია, თქვენს CV-ს დაურთოთ ფოტოსურათი.

√ ელექტორნული ფოსტა

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტა უნდა იყოს სოლიდური. ეცადეთ გამოიყებოთ რელევანტური ელ. ფოსტა და არა ძველმოდური, ისეთი რომელსაც დიდი ხანია არავინ იყენებს პროფესიული ურთიერთობებისთვის.

  • არასასურველია: mamuka.goguadze@hotmail.ru

ასევე, აუცილებელია თქვენი ელ. ფოსტა იყოს სოლიდური და ფიგურირებდეს თქვენი სახელი და გვარი და არა ზემეტსახელი ან რაიმე ხუმრობა.

  • არასწორია: mamuka.bartyunia@gmail.com

√ განათლება და პროფესიული ტრენინგები

სწავლის პერიოდი, სასწავლებელი, ფაკულტეტი, უნივერსიტეტში მიღწეული ხარისხი, კვალიფიკაცია, ტრენინგები – სფერო, მიმართულება – აუცილებელია მიუთითოდ ეს ყველა ინფორმაცია.

CV-ს დაურთეთ ის პრფესიული ტრენინგები, რომელიც გაგივლიათ, იქნება ეს ენის კურსი, პროფესიული კურსი თუ სხვა. რაც შეეხება GPA-ის თუ 3.2 ზე მეტი არ გაქვთ არ არის აუცილებელი მისი მითითება.

√ სამუშაო გამოცდილება

მუშაობის პერიოდი – თვე, წელი, ორგანიზაციის დასახელება, თანამდებობა, ძირითადი ფუნქციები, მიღწევები. სამუშაო გამოცდილების პირველ პუნქტად უნდა დაწეროთ უკანასკნელი სამუშაო ადგილი.

√ სიმპოზიუმები, კონფერენციები და სემინარები

ღონისძიების თემა, ჩატარების თარიღი, ადგილი, ორგანიზატორი, მოხსენების სათაური (თუ იყავით მომხსენებელი)

√ პუბლიკაციები  

პუბლიკაციის გამოცემის თარიღი, სათაური, ჟურნალის/წიგნის/სამეცნიერო კრებულის/გაზეთის სათაური, გამომცემლობა, გამოცემის ადგილი.

√ დამატებითი უნარ-ჩვევები და კომპეტენციები

უცხო ენის ცოდნა – დონის მითითებით; კომპიუტერული პროგრამების ცოდნა – კონკრეტული პროგრამების მითითებით და სხვა.

  • არასოწრია: ინგლისური, რუსული, ქართული.

√ ჰობი

ამ პუნქტში ჩაიწერება თქვენი ინტერესების სფერო – სპორტი, მოგზაურობა, მუსიკა, ცეკვა და ა.შ.

  • არასწორია: კითხვა

√ სხვა აქტივობები და ორგანიზაციების წევრობა

გულისხმობს ინტელექტუალურ, შემოქმედებით, საზოგადოებრივ აქტივობებს.

√ CV სახელის დარქმევა

სივის სახელის დარქმევის დროს აუცლებელია, გამოიყენოთ თქვენი სახელი და გვარი, რათა დამსაქმებელი CV-ის გასნამდე მიხვდეს ვის რეზიუმეს კითხულობს და თავიდანვე შეექმნას კარგი წარმოდგენა თქვენზე.

  • არასწორია: CV

_____

თქვენი CV არის გასაუბრებაზე გასასვლელი პასპორტი. იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა გააკეთოთ კარგი  CV პირველი გადადგმული ნაბიჯია თქვენი კარიერის კიბეზე.

ასე რომ, არ დაზოგოთ დრო და ენერგია და გაანალიზეთ როგორ დაწეროთ CV სწორად და როგორ გააცნოთ თქვენი თავი დამსაქმებელს. თუ ამას სწორად გააკეთებთ, აუცილებლად გადახვალთ შემდეგ ეტაპზე – გასაუბრებაზე.

ავტორის შესახებ

იმეგობრეთ financer.com-თან

შემოგვიერთდით Facebook-ზე