რთული პროცენტის კალკულატორი

- {{ 'Years' | translate }} +
- % +
- % +
- {{ 'usd' | translate }} +
- {{ 'usd' | translate }} +
{{ "Compounding Interval" | translate }}:

{{ "Investment" | translate }}:

{{ investment | number: 2 }} {{ "usd" | translate }}

{{ "Total Tax" | translate }}:

{{ totaltax | number: 2 }} {{ "usd" | translate }}

{{ "Final Balance" | translate }}:

{{ taxedBalance | number: 2 }} {{ "usd" | translate }}

რა არის რთული პროცენტი?

რთული პროცენტი არის სიდიდე, რომელიც ითვლის პროცენტს როგორც ძირ თანხაზე, ასევე წინა პერიოდის პროცენტზე – ანუ თანხა იზრდება არა მხოლოდ თავდაპირველი თანხის ოდენობით, არამედ წინა პერიოდის მთლიანი თანხის (პროცენტი + ძირი თანხა) გათვალისწინებით. რთულ პროცენტის სახელიც სწორედ ამას ნიშნავს – მარტივი პროცენტისგან განსხვავებით, გამოთვლისას იგი ითვალისწინებს არა მხოლოდ ძირ თანხას, არამედ წინა პერიოდებში დარიცხულ პროცენტებსაც.

დეპოზიტი, რომელსაც ერიცხება რთული პროცენტი ბევრად უფრო მომგებიანია გრძელვადიან პერიოდში, მაშინაც კი, თუ არ გაზრდით თქვენ მიერ დეპოზიტზე შეტანილ თანხას, რთული პროცენტის დარიცხვა თქვენს სასარგებლოდ მუშაობს და თანხა მაინც საგრძნობლად გაიზრდება საპროცენტო განაკვეთის ხარჯზე.

რთული პროცენტის გაანგარიშება საკმაოდ მარტივია თუ საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია, მაგრამ თუ გინდათ, თავიდან აიცილოთ ხელით გამოანგარიშება, შეგიძლიათ, გამოიყენოთ Financer.com – ის რთული პროცენტის კალკულატორი და დაითვალოთ პოტენციური უკუგება თქვენ მიერ ჩადებულ ინვესტიციაზე.

როგორ იზრდება რთული პროცენტი?

საპროცენტო განაკვეთი გამოითვლება ძირი თანხიდან და დარიცხული პროცენტებიდან. მაგალითისთვის:

  • დავუშვათ, დეპოზიტზე შეგაქვთ 1000 ლარი, 10% – იანი სარგებლის განაკვეთით, ეს ნიშნავს, რომ პირველი წლის ბოლოს თქვენს ანაბარზე იქნება 1100 ლარი;
  • მეორე წელს, თანხა გაიზრდება დეპოზიტზე არსებული 1100 ლარის 10% – ით, ანუ 110 ლარით – რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე წლის ბოლოს ანაბარზე გექნებათ 1210 ლარი;
  • მესამე წელს, მეორე წლის ბოლოს არსებული თანხის 10% დაგემატებათ, ანუ 121 ლარი;
  • აქედან გამომდინარე, სამი წლის განმავლობაში სულ 331 ლარით გაიზარდა თქვენს დეპოზიტზე შეტანილი თავდაპირველი თანხა (1000 ლარი), რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრად უფრო მაღალი საპროცენტო სარგებელი მიიღეთ რთული პროცენტით დარიცხვის შემთხვევაში, ვიდრე მიიღებდით მარტივი პროცენტის დროს ერთსა და იმავე პერიოდში.

რაც უფრო გრძელვადიანია თქვენი დეპოზიტი და რაც უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთი, მით უფრო მომგებიანი ინვესტიცია..

გარდა ამისა, გონივრული იქნება, გაითვალისწინოთ პოტენციური დამატებითი ხარჯები, რადგანაც ზოგიერთი ბანკი ითხოვს ასევე სურს ხელშეკრულების დადების საკომისიო ან ყოველთვიური ხელშეკრულების საკომისიო, რამაც შეიძლება უკუგება თქვენს ინვესტიციაზე ოდნავ შეამციროს.

რთული პროცენტის გაანგარიშება

საპროცენტო განაკვეთი ადვილად გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

K (t) = k (0)  x  (1 + p) ^t

  • K (t) – საბოლოო თანხა ანაბრის პერიოდის ბოლოს;
  • K (0) – თანხა, რომლის დეპოზიტზე შეტანასაც გეგმავთ;
  • P – საპროცენტო განაკვეთი (მაგალითად, 5% უნდა მიუთითოთ, როგორც 0.05);T – დეპოზიტის (სარგებლის დარიცხვის) ვადა.

მაგალითად:

თქვენ აპირებთ შემნახველ ანაბარზე შეიტანოთ 20,000 GEL ხუთი წლის ვადით, 3% საპროცენტო განაკვეთით. ამ შემთხვევაში საბოლოო თანხა ანაბრის ვადის ბოლოს იქნება:

K (5) = 20,000 x (1 + 0,03)^ 5 = 23,185.48 GEL

ეს ფორმულა ზუსტია იმ შემთხვევაში, თუ საპროცენტო განაკვეთი არ იცვლება დროთა განმავლობაში და ამავდროულად, დეპოზიტიდან თანხა არ გადის. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, როგორც ზემოთ ვახსენეთ, ზოგიერთი ბანკი შემნახველი ანაბრის გახსნისას ითხოვს დამატებით ხარჯებს (მაგ. ხელშეკრულების საკომისიო და ა.შ), ამიტომ ასეთ შემთხვევაში, ამ ფორმულის გამოყენება მცირედით ცვლის სურათს, უკუგება იქნება უფრო მცირე, ვიდრე ფორმულის შედეგად დათვლილი.

კიდევ რა უნდა გვახსოვდეს დეპოზიტის შესახებ?

როგორც ვნახეთ, დეპოზიტი, რომელსაც ერიცხება რთული პროცენტი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და ხელსაყრელი ფინანსური პროდუქტია თანხის დასაბანდებლად და მაღალი უკუგების მისაღებად.

თუმცა, დეპოზიტის გახსნამდე აუცილებლად უნდა განიხილოთ სხვა ფაქტორებიც, დაწყებული დეპოზიტის სახეობიდან – ყველა დეპოზიტს აქვს თავისი პირობები და რისკებს – ზოგიერთი მაღალი რისკის შემცველი შემნახველი ანაბარი მაღალ უკუგებას გვაძლევს, თუმცა არსებობს ასევე ფულის დაკარგვის რისკიც.

მეორეს მხრივ, არსებობს სტაბილური გრძელვადიანი დეპოზიტი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ და სტაბილურ ზრდას, ნაკლებ რისკიანია, თუმცა უკუგება არის საკმაოდ დაბალი.

შემნახველი ანგარიშის არჩევამდე, გირჩევთ, რომ შეამოწმოთ ჩვენი საინფორმაციო ბროშურა შემნახველი ანაბრების შესახებ, სადაც ერთმანეთს ვადარებთ სხვადასხვა დეპოზიტის შემოთავაზებებს და გაძლევთ რჩევებს, თუ როგორ შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი დეპოზიტი.

 

ავტორის შესახებ

იმეგობრეთ financer.com-თან

შემოგვიერთდით Facebook-ზე