საპროცენტო განაკვეთის კალკულატორი

- {{ 'usd' | translate }} +
- % +

{{ "Monthly interest" | translate }}:

{{ interestMonthly | number: 2 }} {{ "usd" | translate }}

{{ "Yearly interest" | translate }}:

{{ interestYearly | number: 2 }} {{ "usd" | translate }}

პროცენტის კალკულატორი – საუკეთესო დამხმარე სესხის აღებისას

Financer.com – ის პროცენტის კალკულატორი საშუალებას გაძლევთ, გამოთვალოთ რეალურად რა თანხას მოიცავს კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი.

მხოლოდ საპროცენტო განაკვეთის ცოდნა, არ გვაძლევს სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად ხარჯიანია სესხი,  იგი უბრალოდ გვეხმარება ერთმანეთს შევადაროთ სხვადასხვა სესხები (ზოგადად, რაც უფრო დაბალია საპროცენტო განაკვეთი, მით ნაკლებხარჯიანია სესხი);

ასე რომ, სესხის აღებამდე გამოიყენეთ ჩვენი პროცენტის კალკულატორი, რაც საშუალებას მოგცემთ დაინახოთ მკაფიო სურათი იმისა, თუ რა მოცულობის თანხის გადახდა მოგიწევთ პროცენტის სახით სესხის აღების შემთხვევაში, ანუ, მაგალითად, სესხი 10%-იანი განაკვეთით რეალურად რა მოცულობის თანხას გულისხმობს.

PS: თუ გსურთ რომ გამოთვალოთ სესხის ჯამური ღირებულება, გამოიყენეთ სესხის კალკულატორი.

რა განსხვავებაა საპროცენტო განაკვეთსა და კრედიტის ღირებულებას შორის?

ეს არის კითხვა, რომელიც ხშირად აბნევს მსესხებლებს და ხდება არასწორი გადაწყვეტილებების მიზეზი;

კრედიტორები ხშირად იყენებენ საპროცენტო განაკვეთებს არასწორად და შესაძლოა, განაკვეთი, რომელიც თავდაპირველად მცირეა და მისაღებად მოგეჩვენებათ, რეალურად აღმოჩნდეს საკმაოდ დიდი.

საპროცენტო განაკვეთი არის ..

… კონკრეტული სესხის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ყოველწლიური, ასევე ყოველთვიური. ეს არის თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოთ ყოველი პერიოდის ბოლოს სესხით სარგებლობის სანაცვლოდ. საპროცენტო განაკვეთი არ მოიცავს სხვა ხარჯებს და, შესაბამისად, არ უნდა უნდა აგერიოთ სესხის ჯამური ღირებულების განაკვეთში.

კრედიტის ღირებულება არის …

… თანხა, რომელიც გამოითვლება სესხთან დაკავშირებული ყველა ხარჯის დაჯამებით, იგი არ მოიცავს მხოლოდ საპროცენტო ხარჯს; კრედიტის ღირებულებაში შედის ისეთი ხარჯები, როგორიცაა ხელშეკრულების გაფორმების საკომისიო ან ხელშეკრულების ყოველთვიური ადმინისტრირების გადასახადი; შესაბამისად, სესხთან დაკავშირებული ყველა ამ ხარჯის ჯამი ასახავს კრედიტის რეალურ ღირებულებას.

როგორ მოვძებნოთ სესხი ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით?

საბედნიეროდ, ასეთი სესხის მოძებნა მარტივია! ჩვენ დავალაგეთ საქართველოში არსებული საკრედიტო კომპანიების სესხების შემოთავაზებები კრედიტის ღირებულების მიხედვით. ეს იმას ნიშნავს, რომ Financer.com – ის სესხების შედარების სისტემაში შეგიძლიათ ძალიან სწრაფად და მარტივად მოძებნოთ ყველა სესხის შეთავაზება და აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი.

თუმცა, კრედიტის აღებამდე უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენს გვერდზე განთავსებული ყველა სესხი, შესაძლოა, არ იყოს თქვენთვის ხელსაყრელი და საუკეთესო თქვენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამიტომ, გადაწყვეტილება მიიღეთ დამოუკიდებლად, სესხის აღებამდე კი დაფიქრდით, კონკრეტულად როგორი სესხია თქვენთვის შესაფერისი და რამდენად შეგიძლიათ სესხის დროულად დაფარვა.

ასევე გაითვალისწინეთ,  რომ ჩვენს საიტზე მოცემული სესხების შედარების დაფა შექმნილია მხოლოდ იმ მიზნით, რომ დაგეხმაროთ თქვენთვის საუკეთესო სესხის მოძიებაში.

შესაძლებელია თუ არა სესხის აღება პროცენტის გადახდის გარეშე?

შესაძლოა, უცნაურად და არარეალურადაც კი მოგეჩვენოთ, თუმცა მართლაც არსებობს უპროცენტო სესხები! ასეთი სესხები ძირითადად განკუთვნილია ახალი კლიენტებისთვის, ანუ მათთვის, რომელთაც ჯერ არ უსარგებლიათ კონკრეტული კრედიტორისგან, შესაბამისად, ახალი კლიენტების მოსაზიდად კომპანიები გვთავაზობენ უპროცენტო სესხებს.

როგორც წესი, უპროცენტო სესხის შემოთავაზებები მოკლევადიანი და მცირე მოცულობისაა, (შესაძლებელია საშუალოდ 200 ლარის სესხება უმეტესად 1 თვის ვადით, ამ პერიოდში კი თქვენს სესხს პროცენტი არ ერიცხება).

ვრცლად უპროცენტო სესხების შესახებ!

ყოველთვიური და წლიური პროცენტი

საპროცენტო განაკვეთი გამოითვლება 2 გზით: კრედიტორები გვთავაზობენ როგორც ყოველთვიურ, ასევე წლიურ საპროცენტო განაკვეთს.

წლიური საპროცენტო სარგებელი, როგორც სახელწოდებიდან ჩანს, არის საპროცენტო განაკვეთი 12 თვიან სესხზე, ხოლო ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი ითვალისწინებს 1 თვეს.

ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად აღემატება ჩვეულებრივ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, და ეს კარგად ჩანს ძირითადად სწრაფი სესხების შემთხვევაში…

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სესხის ხელშეკრულებაშია მითითებული, სესხის პროცენტი არის წლიური თუ ყოველთვიური.

ყოველთვის ყურადღებით გაეცანით სესხის ხელშეკრულების პირობებს და დარწმუნდით, რომ სესხის ყველა (ფარული და აშკარად) ხარჯის შესახებ გაქვთ ინფორმაცია!

ავტორის შესახებ

იმეგობრეთ financer.com-თან

შემოგვიერთდით Facebook-ზე

×

გთხოვთ, შეაფასოთ საპროცენტო განაკვეთის კალკულატორი