სესხის კალკულატორი

-{{ 'usd' | translate }}+
-%+
-{{ selection | translate }}+
-{{ 'usd' | translate }}+
-{{ 'usd' | translate }}+
{{ "Payback Type" | translate }}:
{{ "Payment Frequency" | translate }}:

{{ "Initial Loan" | translate }}:

{{loanAmount}} {{ "usd" | translate }}

{{ "Interest" | translate }}:

{{ totalInterest | number: 2 }} {{ "usd" | translate }}

{{ "Total (incl. Fees)" | translate }}:

{{ totalPayments | number: 2 }} {{ "usd" | translate }}

სესხის კალკულატორი – საჭირო ხელსაწყო სესხის აღებისას

Financer.com- ის სესხის კალკულატორის გამოყენებით ძალიან მარტივია სესხის საპროცენტო ხარჯისა და საერთო ღირებულების გამოთვლა მთელი პერიოდის განმავლობაში.

კალკულატორის გამოყენება ძალიან მარტივია:

  • სლაიდერზე აირჩიეთ სასურველი კრედიტორის მიერ შემოთავაზებული სესხის საპროცენტო განაკვეთი
  • აირჩიეთ სესხის ვადა
  • აირჩიეთ სესხის მოცულობა
  • აირჩიეთ სესხის დაფარვის გრაფიკი: ანუიტეტით თუ ძირი თახნის თანაბარი დაფარვების გრაფიკი?

ამ მონაცემების შეყვანის შემდეგ, სესხის კალკულატორი გიჩვენებთ ზუსტად რამდენი უნდა გადაიხადოთ ყოველთვიურად და რა იქნება სესხის დარჩენილი ბალანსი ყოველი პერიოდის შემდეგ.

გამოიყენეთ ჩვენი კალკულატორი, რათა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი სესხი – ამ გზით თქვენ შეგიძლიათ ზუსტად გაანალიზოთ სესხის ღირებულება და დაგეგმოთ ბიუჯეტის განაწილება.

ზოგჯერ რთული წარმოსადგენია, რეალურად რა თანხის გადახდა გიწევს ყოველი პერიოდის ბოლოს სესხის დასაფარად, მხოლოდ იმის ცოდნა, რომ საპროცენტო განაკვეთი “10%” – ია არ იძლევა სრულ ინფორმაციას და ერთი შეხედვით, რთულია აღიქვა, რა მოცულობის თანხებთან გაქვს საქმე და რამდენად ძვირი შეიძლება დაგიჯდეთ სესხი პერიოდის ბოლოს.

ჩვენი კალკულატორის საშუალებით, თქვენ მიიღებთ მკაფიო ვიზუალურ სურათს სესხის საერთო ღირებულების შესახებ, რაც დაგეხმარებათ სესხის აღებისას გონივრული ნაბიჯის გადადგმაში!

PS: თუ გსურთ გამოთვალოთ სესხის საპროცენტო განაკვეთი, ჩვენ გვაქვს სპეციალური საპროცენტო განაკვეთის კალკულატორი

როგორ ავირჩიოთ საუკეთესო სესხი?

Financer.com – ის მიზანია, დაგეხმაროთ პირადი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში, ამიტომ ვცდილობთ, რომ თქვენამდე ინფორმაცია მოვიტანოთ მაქსიმალურად მარტივად და გასაგებად.

ჩვენ გვაქვს რამდენიმე სხვადასხვა კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ხდება საქართველოში არსებული კრედიტორი კომპანიების რანჟირება:

სესხების შემოთავაზებები დალაგებულია საერთო ღირებულების მიხედვით, რაც საშუალებას გაძლევთ, სწრაფად და მარტივად იპოვოთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი სესხი Financer.com – ის სესხების შედარების მაგიდიდან.

ნებისმიერ სიტუაციაში, სესხის არჩევისას აუცილებლად უნდა შეადაროთ განსხვავებულ პირობების მქონე შემოთავაზებები და სხვადასხვა ვარიანტები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, წააწყდეთ ძვირადღირებულ კრედიტორს და თქვენი არჩევანი იყოს არაგონივრული! ამის თავიდან აცილება შეგიძლიათ მარტივად – სესხის პირობების ერთმანეთთან შედარებით.

რეალურად რა ღირს სესხი?

დაიმახსოვრეთ, რომ ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არ ითვალისწინებს სესხებთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.

ეფექტური განაკვეთი ნიშნავს სესხის რეალურ ღირებულებას, რომელიც ითვალისწინებს სესხის დაფარვის მთლიან პერიოდს და სესხთან დაკავშირებულ ყველა სხვა დამატებით ხარჯს.

აქ არის რამოდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ დაადგინოთ სესხის რეალური საერთო ღირებულება და იპოვოთ საუკეთესო სესხის შეთავაზება.

ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი = ყველაზე ხელსაყრელ სესხს?

ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი არ ნიშნავს, რომ მიაგენით ყველაზე ხელსაყრელ სესხს.

შეადარეთ კრედიტის ჯამური ღირებულება და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – რაც უფრო დაბალია პროცენტული მაჩვენებელი, მით უკეთესია სესხი. (მაგალითად: სესხი 9% -იანი ნომონალური და 14%-იანი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით უფრო ძვირია, ვიდრე სესხი 11% -იანი ნომინალური და 13%-იანი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით.).

კონტრაქტის ადმინისტრირების საფასური

ზოგიერთი კრედიტორი ითხოვს ყოველთვიური ხელშეკრულების ადმინისტრირების საფასურს.

ზოგადად, ეს თანხა რამოდენიმე ლარის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ გრძელვადიანი სესხის შემთხვევაში, მიუხედავად მცირე საფასურისა, შეიძლება, საკმაოდ დიდ თანხებში გადაიზარდოს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველა კრედიტორი არ ითხოვს კონტრაქტის ადმინისტრირების საკომისიოს, ასე რომ გონივრულია ისეთი კრედიტორის არჩევა, რომელიც დამატებით არ მოგთხოვთ ყოველთვიურ გადასახადს.

სესხის ხელშეკრულება

კრედიტორების უმეტესობა კრედიტის აღებისას გვიფორმებს სესხის ხელშეკრულებას.

არაუზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებაზე თანხის გადახდა არ უწევს მომხმარებელს და ზოგადად, ამგვარი სესხი ყოველთვის უფრო დაბალხარჯიანი და იაფია, მაგრამ უძრავი ქონების სესხის შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების საფასურმა შეიძლება მიაღწიოს ასობით ლარსაც კი, ამას შეიძლება დაემატოს სანოტარო მოსაკრებელი, ობიექტის შეფასების საფასური, სადაზღვევო ხარჯი და სხვ., რაც, საბოლოო ჯამში, ძალიან მაღალ პირველად ხარჯს გულისხმობს.

სესხის ღირებულების გაანგარიშებისას, გაითვალისწინეთ დამატებითი ხარჯები და საკომისიოები, რომლებიც განსხვავდება კრედიტორების მიხედვით. ასეთი დარული დამატებითი ხარჯების დროს, მარტივად შესაძლებელია, რომ ერთი შეხედვით საკმაოდ ხელსაყრელი საკრედიტო შემოთავაზება აღმოჩნდეს საკმაოდ ძვირი და წამგებიანი – ამიტომ დროულად უნდა იქნას გათვალისწინებული სესხთან დაკავშირებული ყველა აშკარა თუ ფარული დანახარჯი!

იხილეთ ყველა სესხი ერთ სივრცეში!

ავტორის შესახებ