როგორ გამოვიმუშაოთ მეტი ფული?

როგორ გამოვიმუშაოთ მეტი ფული ?? დამატებითი ფულის გამომუშავება – ონლაინ სივრცეში ფულის შოვნის გზები.

როგორ გამოვიმუშაოთ მეტი ფული

დაიღალეთ მაღაზიაში გამუდმებით საფულის შემოწმებით – გაქვთ თუ არა საკმარისი თანხა? ხართ სტრესში ყოველი თვის ბოლოს ფულის უქონლობის გამო, მაშინ როცა პროდუქტებზე ფასები იზრდება, გადასახადებიც ბევრია და ამ ყველაფერს ბოლო არ უჩანს?

მაშინაც კი, თუ ამ კითხვებზე დადებით პასუხებს სცემთ, ჩვენ გვაქვს თქვენთვის კარგი სიახლეები  –  სიტუაციის გამოსწოსასწორებლად; არსებობს ძალიან ბევრი გზა, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ ფულის გამომუშავების – მაშინაც კი, თუ თქვენ მუშაობთ სრულ განაკვეთზე.

აქედან გამომდინარე, გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ფინანსური სიტუაციის გასაუმჯობესებლად და როგორ გამოვიმუშაოთ ფული ინტერნეტის დახმარებით.

ყველაფერი იწყება დამოკიდებულებით

სანამ იმაზე დაიწყებთ ფიქრს, თუ როგორ გამოვიმუშაოთ დამატებითი ფული ინტერნეტში, აუცილებელია დაფიქრდეთ თქვენს დამოკიდებულებაზე.

შესაძლოა, ძალიან კარგი თანამშრომელი იყოთ თქვენს სამსახურში, შრომისმოყვარე და სამუშაოზე ორიენტირებული, სავარაუდოდ, მოგწონთ კიდეც თქვენი სამსახური, თუმცა როდესაც ონლაინ მუშაობთ,  საკუთარი თავის ბოსი ხართ –  ასეთ სამუშაო პირობებზე თითქმის ყველა ჩვენგანი ოცნებობს, სახლიდან გაუსვლელად, მხოლოდ საკუთარი სურვილებიდან გამომდინარე დისციპლინა და სამუშაო გეგმა თავად დასახოს და გამოიმუშაოს ფული,

პირად გამოცდილებიდან:
მე ვიყავი სრულად ხელფეხშეკრული, რადგან ჩემი სესხის ტვირთი იმდენად გაიზარდა, რომ უკვე, თითქმის, იმაზე მიწევდა ფიქრი, როგორ შეიძლება მეცხოვრა მომავალში? იძულებული ვიყავი შევგუებოდი ვალებთან ერთად ცხოვრებას – სწრაფი სესხები, სამომხმარებლო სესხები , ავტო სესხები. ერთადერთი გამოსავალი დაბატებითი სახსრების რამენაირად მოძიება იყო;

დროთა განმავლობაში, მე ვცდილობდი ინტერნეტში არსებული ყველა ფულის გამომუშავების შესაძლებლობა მენახა და გამომეცადა, pay-per-click სერვისებიდან დაწყებული სავალუტო ვაჭრობით დამთავრებული, საბოლოოდ აღმოვაჩინე, კარგი გამოსავალი იყო, ჩემი ცოდნა და უნარები სხვადასხვა პორტალის მეშვეობით შემეთავაზებინა დამსაქმებლებისთვის, თუმცა, დაახლოებით, 1.5 წელი დამჭირდა პირველი სამუშაოს მიღებამდე, ძალიან რთული იყო ნდობის მოპოვება და პირველი სამუშაოს შემოთავაზების მიღება, თუმცა მეორე და დანარჩენი სამუშაოების შემოთავაზებები უკვე ძალიან მარტივად, თავისით მომდიოდა.

1.5 წელი – უნდა ვაღიარო, რომ ეს ძალიან დიდ დროა და ჩემი ბრალია, ასეთი დიდი დრო რომ დამჭირდა პირველი სამუშაოს მიღებამდე, თუმცა, თუ სამსახურში თქვენც სრულ განაკვეთზე მუშაობთ, შესაძლოა თავდაპირველად, თქვენც ჩემსავით გაგიჭირდეთ პირველი სამუშაოს პოვნა და ნახევარი წელი მოგიწიოთ ლოდინი, ხოლო თუ სრულ განაკვეთზე არ მუშაობთ ან საერთოდაც არ გაქვთ სამსახური, მაშინ თქვენ მეტი დრო გექნებათ და უფრო მალე, რამდენიმე თვეში შეძლებთ პირველი სამუშაოს მიღებას.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ონლაინ მუშაობას მოთმინება სჭირდება, რათა მალევე არ დანებდეთ და მიაღწიოთ მიზანს.

გაქვთ საკმარისი ნებისყოფა? ხართ თუ არა მზად, უარი თქვათ შაბათკვირას განტვირთვაზე? დღესასწაულებია და დაბადების დღეების მიპატიჟებებზე? მზად ხართ, რომ ამ ყველაფრის ხარჯზე, პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღოთ მხოლოდ 20-30 ევრო?

ონლაინ სამუშაო სივრცეში კონკურენცია ძალიან, ძალიან დიდია და ნებისმიერ სფეროში, ყოველთვის არის ადამიანი, რომელიც უკვე დიდი ხანია იღებს სამუშაო შეკვეთებს, დიდი გამოცდილებაც აქვს დაგროვებული და უფრო მეტი ნდობითაც სარგებლობს; იგი თავდაჯერებულია, რომ ახალმოსულებს არ შეუძლიათ მასთან კონკურენციის გაწევა.

ასეთ შემთხვევაში, ერთადერთი, რჩევაა, რომ არ დანებდეთ და ამ უმძიმეს კონკურენციას გაუძლოთ, არ დაყაროთ ფარხმალი, ერთ დღეს თქვენც აღმოჩნდებით საჭურო დროს, უკვე გამოცდილმა ფრილანსერებმაც ნულიდან დაიწყეს ყველაფერი და მიაღწიეს იმას, რომ დღეს მხოლოდ ონლაინ სამუშაოთი წარმატებულად ცხოვრობენ.

მნიშვნელოვანი თვისებები ონლაინ სამუშაო სივრცეში

ონლაინ სივრცეში კონკურენციის გასაწევად აუცილეველია შემდეგი 3 თვისება:

  • სიჩქარე – სისწრაფე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ონლაინ სივრცეში კონკურენციის გასამკლავებლად, ყველა დამსაქმებელი აქცევს ყურადღებას იმას, თუ რამდენას სწრაფად და ოპერატიულად რეაგირებთ მის მიერ გამოგზავნილ შეტყობინებებზე; ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ თქვენ პასუხისმგებლობით ეკიდებით სამუშაოს, ხართ მობილიზებული და ხართ თანამშრომელი, რომლის იმედიც შესაძლოა ყოველთვის ჰქონდეს.
  • სიჩქარეში იგულისხმება როგორც მუშაობის სისწრაფე, ასევე სწრაფი კომუნიკაცია და ინფორმაციის მარტივად, სწრაფად მიმოცვლა. უნდა შეგეძლოთ შეტყობინებებზე სწრაფად რეაგირება (რა თქმა უნდა, გასაგებია, შესაძლოა ვერ უპასუხოთ მაშინვე ან უახლოესი საათების განმავლობაში, მაგრამ, 24 საათის ინტერვალი, თქვენს უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს და თუ ეს პერმანენტულად მოხდება, დიდია სამუშაოს დაკარგვის ალბათობა). უდიდესი კონკურენციის პირობებში, სისწრაფე უმნიშვნელოვანესია, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს არ უნდა მოხდეს ხარისხის გაფუჭების ხარჯზე.
  • კომუნიკაცია – სადაც არ უნდა მოხვდეთ, ინგლისურის ცოდნას თითქმის ყველგან საჭიროა. ძალიან მნიშნელოვანია, რომ ფლობდეთ ინგლისურ ენას არანაკლებ საკომუნიკაციო დონეზე, იმისთვის, რომ შეგეძლოთ მომხმარებლებთან და პარტნიორებთან საუბრის საშუალება.
    საკომუნიკაციო ენის ცოდნის გარდა, მნიშვნელოვანია, რამდენად ეფექტური კომუნიკატორი ხართ, მომხმარებლებს ან პარტნიორებს დროდადრო აუცილებლად უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენი საქმიანობის მსვლელობის შესახებ, ეფექტური კომუნიკაციაც ზუსტად ამას გულისხმობს, რომ გამუდმებით ხდება ინფორმაციის გაცვლა მიმდინარე პროცესებზე, მაგალითად: თუ დაგევალათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში 5 ბლოგ პოსტის დაწერა, თუმცა ვერ მოასწარით განსაზღვრულ დროში სამუშაოს შესრულება და ჯერ მხოლოდ 2 გაქვთ დაწერილი, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოს პროგრესის შესახებ აცნობოთ თქვენს პარტნიორებს და უთხრათ, რომ დანარჩენი 3 ბლოგის დაწერას გეგმავთ უახლოეს დღეებში. ეფექტური კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა აფასებს სამუშაო სივრცეში.
  • აქტიურობა – თუ აპირებთ სერვისი ონლაინ გაყიდოთ ან ბლოგის გახსნას გეგმავთ, მხოლოდ ვებ-გვერდის შექმნა არ არის საკმარისი; აუცილებელია, რომ იყოთ უფრო აქტიური და დინამიური, გამუდმებით უნდა ეძებდეთ სერვისის ყველაზე ეფექტურად შეთავაზებისა და გაყიდვის ხერხებს თქვენი სერვისის სპეციფიკიდან გამომდინარე – რეალურად, ეს არის დიდი პრობლემა და მნიშვნელოვანი გამოწვევა, თუმცა თუ ყოველდღიურად იმუშავებთ ამაზე, ძალიან მალე მოძებნით თქვენი პროდუქტისა თუ სერვისის შეთავაზების ეფექტურ ხერხებს – მთავარია იყოთ აქტიური და ყოველდღიურ რეჟიმში ეცადოთ, დახვეწყოთ გაყიდვების არხები.

გჯერათ თუ არა, ეს 3 თვისება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ონალინ სამუშაო სივრცეში. რა თქმა უნდა, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე აუცილებლად აისახება ამ 3 თვისების გათვალისწინება.

ფულის შოვნა ინტერნეტით

გთავაზობთ ინტერნეტის საშუალებით დამატებითი ფულის გამომუშავების რამდენიმე გზას:

  • გახდით freelancer (დამოუკიდებელი მუშაკი)
    არსებითად, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ FIE და გვთავაზობთ თქვენს მომსახურებას. Freelancer-ს შეუძლია გააკეთოს ყველანაირი სამუშაო, რომელიც შეიძლება გაკეთდეს ინტერნეტით: გრაფიკული დიზაინი, თარგმნა, წერა, სოციალური მედია მენეჯმენტი, მომხმარებელთა მხარდაჭერა, პროგრამირება, მონაცემთა ბაზების მართვა … ეს სია ძალიან დიდია და მოიცავს ნებისმიერ სამუშაოს, რომლის შესრულებაც დისტანციურად, ინტერნეტით არის შესაძლებელი. მაგალითად, დარეგისტრირდით Freelancer.com- ზე ან Upwork.com- ზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არ ინერვიულოთ, თუ სამუშაოს მაშინვე ვერ იპოვით, თავდაპირველად დაგჭირდებათ ძალისხმევა, რომ უკვე რეპუტაცია მოპოვებულ და გამოცდილ freelancer-ებს გაუწიოთ კონკურენცია, თუმცა როგორც კი მოიპოვებთ პირველი დამსაქმებლის ნდობას და მიიღებთ სამუშაოს, ამის შემდეგ მომდევნო სამუშაოების მოძებნა ძალიან გაგიმარტივდებათ; არ მოითხოვოთ ძალიან მაღალი ანაზღაურება პირველივე სამუშაოსთვის, ეს იქნება ძალიან უგუნური სვლა თქვენთვის, დაიწყეთ მცირე ანაზღაურებით, როცა დაგიგროვდებათ შესრუებული სამუშაოების დიდი პორტფელი (ეს ნიშნავს, რომ უკვე საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობთ და დამსაქმებელი მარტივად გენდობათ), შემდეგ შეგიძლიათ დაფიქრდეთ თქვენი დროისა და შესრულებული სამუშაოს რეალურ ღირებულებაზე, შესაბამისად, მოითხოვოთ მეტიც.
  • დაწერეთ ელექტრონული წიგნი.
    ბლოგის მსგავსად, თუ გიზიდავთ წერა, შეგიძლიათ თქვენი მოტივაცია და მონდომება ელექტრონული წიგნის დასაწერად გამოიყენოთ. კონკრეტული E-book-ის დაწერა და გამოქვეყნება მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ, მაგრამ მისი საშუალებით ფულის გამომუშავებას შეძლებთ მრავალი წლის განმავლობაში! თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ თქვენი დასრულებული ნამუშევარი ვებ-გვერდის საშუალებით (Amazon- ის მსგავსად).
  • პროდუქციის გაყიდვა.
    ვებ-გვერდის შექმნის გარდა, ასევე შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი ონლაინ მაღაზია ან გაყიდოთ პროდუქცია სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით, მაგალითად, როგორიცაა Amazon ან eBay. თუ თქვენ გაქვთ რაიმე კარგი იდეა ან მოგწონთ ბრენდირებული საქონელი, თქვენ შეგიძლიათ გააფორმოთ ხელშეკრულება და დაიწყოთ თქვენით გაყიდვა. ეს შეიძლება, დროთა განმავლობაში, გრძელვადიან პერიოდში იქცეს საკმაოდ სერიოზულ სამუშაოდ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას პირველ რიგში და სავარაუდოდ, საკმაოდ დიდ პირველად თანხებსაც.
  • ინვესტირება აქციებში
    დამატებითი ფულის შოვნის ერთ-ერთი ვარიანტია უკვე არსებული სახსრების ინვესტირება მომავალში სარგებლის მიღების მიზნით – მაგალითად, აქციების შესყიდვა და საკუთარი ფულის აქციებში ინვესტირება, ეს ხერხი საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა მნიშვნელოვანი უკუგების მიღება საკმაოდ დიდი თანხების ინვესტირებას მოითხოვს.

როგორც ზემოთ აღინიშნა, არსებობს ასევე უამრავი თაღლითური ან უბრალოდ არარაციონალური მეთოდები, რომლებიც რეალურად არ მუშაობს და არანაირ სარგებელს არ გვაძლევს. ერთ-ერთი ამგვარი არის pay-per-click შეთავაზებები. თუ რეკლამებში შეგხვდებათ შემოთავაზება, რომლის მიხედვითაც ფულს მიიღებთ ვიდეოების ნახვით ან კონკრეტულ რეკლამაზე დაკლიკებით (გადასვლით), 99% დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ ეს ტყუილია.

ასევე, ონლაინ სივრცეში ყოფნისას, თავიდან აარიდეთ ისეთ განაცხადებზე გადასვლას, რომლებიც გვთავაზობენ სწრაფად გამდიდრებას; ფაქტობრივად, წარმოუდნებელია უცებ, ყოველგვარი ძალისხმების გარეშე ფულის შოვნა და გამდიდრება (გარდა ლატარეაში მოგებული თანხისა), ასე რომ, გაითვალისწინეთ ეს რჩევა და მიმართეთ მხოლოდ ლეგიტიმურ, სანდო პლატფორმებს, რომლებიც არის ლეგალური და შექმნილია დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძებართა დასაკავშირებლად.

ავტორის შესახებ

წლის საუკეთესო კრედიტორები

ჩვენ გვინდა, გამოვყოთ ყველაზე მოთხოვნადი კრედიტორები. ესენი არიან ყველაზე სანდო და მაღალი შეფასების მქონე სესხის კომპანიები მომხმარებელთა შეფასებებზე დაყრდნობით.

(დაფუძნებული 6 შეფასებები)

(დაფუძნებული 28 შეფასებები)

(დაფუძნებული 25 შეფასებები)

შეადარე ყველა კრედიტორი

იმეგობრეთ financer.com-თან

შემოგვიერთდით Facebook-ზე

×

გთხოვთ, შეაფასოთ როგორ გამოვიმუშაოთ მეტი ფული?