როგორ დავაღწიოთ თავი ვალებს?

ვალი ?ყველაფერი იწყება პრობლემის აღიარებით

ჩვენ გარშემო ყველას აქვს ვალები, ამიტომ, არ უნდა გრცხვენოდეთ, თუ თქვენც ბევრი ვალი გაქვთ სამწუხაროდ, მიმდინარე ვალდებულებები და ფინანსური პრობლემები არ არის უცხო საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის. საინტერესო ფაქტია ის, რომ საქართველოში 300 000  „შავ სიაში“ მყოფი მომხმარებელი ფიქსირდება, ანუ  300 000 ფინანსურად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანი. ეს ფაქტი ნათლად გვიჩვენებს, რამდენად მწვავედ დგას ვალის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში.

პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, სანამ არ გააანალიზებთ, რომ მართლაც სერიოზული პრობლემა დგას თქვენ წინაშე, რომელიც, თავისით ვერასოდეს მოგვარდება და თუ გააგრძელებთ ფულის ხარჯვას, ან, უარეს შემთხვევაში, უარს იტყვით მიმდინარე ვალების გადახდაზე და მათი მოცულობის შემცირებაზე, თქვენი ფინანსური პრობლემები მხოლოდ დაგროვდება და ბევრად დიდ მასშტაბებს მიიღებს. აიღეთ ფურცელი და კალამი და ჩამოწერეთ ყველა თქვენი მიმდინარე ვალდებულება და დარიცხული საკომისიოები, რომლებიც ვადაგადაცილებების გამო დაგიგროვდათ.

სინამდვილეში, ვალები სწრაფად იჩენენ თავს და გაუაზრებლად, ისე, რომ არც იცით მათ შესახებ, ძალიან მალე შეიძლება აღმოჩნდეთ ვალებით მოცული, საიდანაც თავის დაღწევა საკმაოდ რთულია.

რატომ ჩნდება ვალები ასე მარტივად?

მიზეზი ძალიან მარტივია: ჩვენ ვართ საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ყოველდღიური ცხოვრებისთვის აქვს უამრავი საჭიროება! შოპინგ ცენტრები არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილები გასართობად და ამავდროულად, საჭირო ნივთების თუ პროდუქტების შესაძენად, ყოველწლიურად ჩვენი საყვარელი ტელეფონის ბრენდის ახალი მოდელი გამოდის, გვჭირდება ლეპტოპები, გვიყვარს თამაშები, გვიხარია ახალი თამაშების გამოსვლა და გვინდა, ჩვენც გვქონდეს სახლში საყვარელი თამაშები, გვიყვარს ტანსაცმლის მაღაზიებში საყიდლებზე სიარული, დათვალიერება, ახალი ტანსაცმლის შეძენა… ეს ნორმალურია, გვინდა გვქონდეს ყველაფერი ახალი და უკეთესი, ასეთი მისწრაფებები ჩვენი ბუნების  განუყოფელი ნაწილია, თუმცა, ხშირად არ გვაქვს ჩვენი სურვილების და ოცნებების ახდენის ფინანსური შესაძლებლობა და ხანდახან გვრცხვენია კიდეც ამის.

შესაძლოა, საერთოდაც არ გვქონდეს ჭარბი მოხმარება და არ ვხარჯავდეთ თანხას ფუფუნების საგნებში, თუმცა დაბალი ხელფასი და მაღალი კომუნალური/საშინაო ხარჯები არის სწორედ ის, რის გამოც გაუაზრებლად აღმოვჩნდებით ხოლმე ვალების წინაშე; რთულია კომუნალური გადასახადების გადახდა ზამთარში, ამას ემატება მიმდინარე სესხებზე დარიცხული პროცენტები და ყოველი თვის ბოლოს მოსული საკრედიტო ინვოისები. მართალია, სწრაფი სესხები მარტივი და სწრაფი გამოსავალია როცა თვის ბოლოს უკვე ხელფასი აღარ გყოფნით, ამ დროს კი მოულოდნელი ხარჯები იჩენს თავს, მაგრამ, გადასახადები და სესხები იწყებენ დაგროვებას და პრობლემებიც სწორედ აქედან იწყება.

ზოგადად, თითოეული ვალის ტვირთი ჩნდება კონკრეტული უგუნური გადაწყვეტილების შემდეგ, ეს არ ნიშნავს, იმას, რომ სესხები და სხვა გადასახადები მუდამ ასე გაუცნობიერებლად დაგვატყდება თავს, ჩვენ შეგვიძლია რეალურად ვხედავდეთ და ვაფასებდეთ ჩვენს პირად ფინანსებს, ვაკონტროლებდეთ დანახარჯებს და ვადარებდეთ შემოსავლებს – ამისთვის, უნდა გვქონდეს შემუშავებული სათანადო დისციპლინა და ფინანსური გეგმა, რომელსაც ყოველდღიურად დავიცავთ.

ვალების დროს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სტრესული და მძიმეა, შესაძლოა ამან დეპრესიამდეც კი მოგვიყვანოს, რომლისგან თავის დაღწევაც საკმაოდ რთულია.ზოგჯერ ვალის აღება არის დაუფიქრებლად ხარჯვის შედეგი, განსაკუთრებით კი სადღესასწაულო პერიოდში, როცა ჩვენი შესყიდვების კონტროლი ძალიან გვიჭირს, ამასთანავე, ყველას გვახასიათებს იმპულსური შესყიდვები და იმაზე მეტის დახარჯვა, ვიდრე რეალურად გვჭირდება, ეს ერთ-ერთია იმ ცუდი ჩვევებიდან, რომელებიც ვნებს ჩვენს ფინანსებს!

როგორ დავაღწიოთ თავი ვალებს?

ვალებისგან თავის დაღწევა არ არის შეუძლებელი, მთავარია გამოიყენოთ ზემოთ მოცემული რჩევები, შეიმუშაოთ საკუთარი მოქმედების გეგმა და დღესვე დაიწყოთ მიზნის მისაღწევად ნაბიჯების გადადგმა.

ხშირად, აღმოვჩნდებით ხოლმე ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში, რომ გვგონია ვალებს ვერასოდეს დავაღწევთ თავს და ჩვენს მიმდნარე სესხებს ვეღარ გადავიხდით, სესხებზე დარიცხულ ყოველთვიურ გადასახადებს ჩვენი შემოსავლების ძალიან დიდი ნაწილი მიაქვს, სხვა ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად უკვე ფული აღარ გვყოფნის; თითქოს, ჩვენი შრომა აზრს კარგავს, რადგან ხელფასს თითქმის მთლიანად პროცენტების გადახდაზე ვხარჯავთ და გამომუშავებული თანხის სასიამოვნოდ დახარჯვა შორეულ ოცნებად გვესახება.

ბევრი ადამიანი ცდილობს ვალებისგან თავის დაღწევას, ყოველდღიურად ათასობით ადამიანი საბოლოოდ აღწევს მიზანს და ვალების გარეშე იწყებს მშვიდ ცხოვრებას, მათ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ვალებისგან გათავისუფლებაში ეს ხერხები დაგეხმარებათ:

1. მიიღეთ გააზრებული გადაწყვეტილება, რომ აღარ აიღებთ სესხს!

თუ გსურთ, სწრაფად დააღწიოთ ვალებს თავი, უნდა შეწყვიტოთ თქვენი ცხოვრების სესხით დაფინანსება! ერთხელ და საბოლოოდ უარი უნდა თქვათ სესხზე, ეს იმას ნიშნავს, რომ დროებით უარი თქვათ ისეთ ცხოვრების სტილზე, რომლის დროსაც სესხით აფინანსებდით თქვენს სურვილებსა და მისწრაფებებს.

საჭიროა, რომ მხოლოდ ყოველდღიურ საჭიროებებზე კონცენტრირდეთ და აღარ მოგიწევთ ზედმეტი ხარჯის გაწევა არაგონივრულად, ეს მიდგომა დაგეხმარებათ, ფოკუსირდეთ მხოლოდ და მხოლოდ ვალებზე და ეცადოთ, შეიმუშაოთ თანხის დაზოგვის გეგმა სესხების დასაფარად.

2. შექმენით 300ლ – იანი “ფონდი” გადაუდებელი ხარჯებისთვის!

fuli da monetebi, rogor gachnda pirveli fuli da monetebiალბათ გაინტერესებთ, რატომ არის გადაუდებელი ხარჯების ‘ფონდი’ მნიშვნელოვანი? ჰკითხეთ საკუთარ თავს – თუ არ გაქვთ დანაზოგის სახით შეტანილი თანხა შემნახვეელ ანგარიშზე და უცებ გაუთვალისწინებელი ხარჯები დაგატყდათ თავს, როგორ აპირებთ მათთან გამკლავებას? ადამიანთა უმრავლესობისთვის, საგანგებო სიტუაციების დროს ხარჯების დაფინანსების წყარო გახდა საკრედიტო ბარათი და სწრაფი სესხი, რაც, ცხადია, არასწორია!

თუ ცდილობთ ვალებისგან თავის დაღწევას, მაშინ აუცილებელია გქონდეთ გადაუდებელი ხარჯებისთვის შექმნილი ‘ფონდი’ ანუ დანაზოგი, რომელიც თავიდან აგარიდებთ ფინანსური სირთულეების დროს სესხის აღებას, გაითვალისწინეთ, თუ სესხის აღება თქვენთვის პირველი დახმარების ტოლფასია, მაშინ ვალებისგან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია.

3. შექმენით რეალისტური ბიუჯეტი და მიჰყევით მას!

sesxis kalkulatori, sesxebi, saqartvelos bankiთქვენი შემოსავლებისა და ხარჯების საკონტროლებლად ბიუჯეტის შედგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ვალებისგან თავის დასაღწევად. ეს დაგეხმარებათ ნახოთ, რა მდგომარეობაშია თქვენი პირადი ფინანსური მდგომარეობა, სად ხართ და როგორ მიხვიდეთ დასახულ მიზანთან.

ბიუჯეტი იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობის აღმწერი სურათი და ნებისმიერ დროს შეგეძლებათ ნახოთ, გაქვთ თუ არა ზედმეტი ფული, ან პირიქით, ზედმეტად გაქვთ თუ არა დახარჯული თანხები. სესხებისგან გათავისუფლებისთვის, თქვენი მიზანი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი ‘თავისუფალი თანხა’ გქონდეთ, რათა სწორედ ამ ფულით შეძლოთ დავალიანებების გადახდა.ამ ყველაფრისთვის არსებობს 2 გზა:

1) გზა არის დამატებითი ფულის შოვნა და შემოსავლების გაზრდა. თუ ხელფასს იღებთ გამომუშავების პრინციპით, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა იმუშაოთ მეტი და გაყიდოთ მეტი პროდუქცია, ამისთვის, სავარაუდოდ, დამატებითი საათების მუშაობაც მოგიწევთ, თუმცა მიზანი ამართლებს საშუალებას! ხოლო, თუ თქვენი ხელფასი ფიქსირებულია და დამატებითი სამუშაო საათებიც არ ანაზღაურდება, მაშინ უმჯობესია ეძებოთ შემოსავლის დამატებითი წყარო.დავალიანების აღმოფხვრის მარტივი ფორმულა არის ხარჯების შემცირება, შემოსავლების გაზრდა.

თუ ფიქრობთ, რომ ამ რჩევის რეალაურად განხორციელება ძალიან რთულია, მაშინ საჭიროა დაგანახოთ, თუ რამდენი რეალური შესაძლებლობა არსებობს თქვენს წინაშე ახალი შემოსავლების მოძებნის და არსებული დანახარჯების შემცირების. თუ ძალ-ღონეს არ დაიშურებთ და ამ პრინციპის ირგლივ მომართავთ თქვენს გონებას, აუცილებლად აღმოაჩენთ თქვენს გარშემო არსებულ შესაძლებლობებს; თუ არსებული ხელფასი არ გაკმაყოფილებთ, დროა დაიწყოთ ახალი საქმიანობის მოძებნა, რომელიც ბევრად შემოსავლიანი და მომგებიანი იქნება. ცხადია, ასეთი მარტივი არ არის სამსახურის მიტოვება და ბედის ანაბარა ყოფნა, თუმცა არსებული სამსახურის პარალელურად დაიწყეთ ძებნა პოტენციური ახალი სამუშაოსი, შეავსეთ განაცხადები და გააგზავნეთ თქვენი კანდიდატურა ერთდროულად რამდენიმე სასურველ ვაკანსიაზე.

გარდა ამისა, შესაძლოა, ფიქრობთ, რომ იმ კომპანიის განვითარებაში, ან თუნდაც, ყოველდღიურ საქმიანობაში, რომელშიც მუშაობთ, დიდი წვლი მიგიძღვით და იმსახურებთ უფრო მაღალ ხელფასს, ეს ძალიან კარგია, მთავარია არ მოგრეიდოთ საკუთარი აზრის დაფიქსირების და ანაზღაურების მომატების თხოვნის – თუ მართლაც ბევრი გაქვთ გაკეთებული თქვენი საქმიანობით, ამის აღნიშვნის შემდეგ, აუცილებლად შეამჩნევენ, რომ იმსახურებთ მაღალ ხელფასს. ამ ყველაფერთან ერთად, შეგიძლიათ დაიწყოთ freelancer-ად მუშაობა, დაფიქრდით, რა გეხერხებათ და რა არის თქვენი ჰობი/საყვარელი საქმიანობა, რომელიც შეიძლება იქცეს თქვენი შემოსავლების დამატებით წყაროდ და ფული გამოიმუშაოთ.

მოგწონთ რეწვა ან ნებისმიერი სხვა ხელსაქმე? შექმენი რაიმე ორიგინალური თავისუფალ დროს და გაყიდე, გეხერხება კომპიუტერის მარტივი პროგრამების გამოყენება? მოძებნე ფრილანსერული სამუშაო შემოთავაზებები, რომლებიც შენს უნარებს შეესაბამება; ოქროს ხელები გაქვს? შეგიძლია გაფუჭებული ტექნიკის შეკეთება? განათავსე ინფორმაცია გაზეთებსა და სხვა საინფორმაციო პორტალებზე და შესთავაზე დახმარება სხვებს; რეალურად, ძალიან ბევრი შესაძლებლობაა ჩვენს ირგვლივ, რომელთა დანახვა და გამოყენება უნდა დავიწყოთ!

8 რჩევა დამატებითი ფულის სწრაფად მისაღებად.

2) რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, არის თქვენი ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ხარჯების შემცირება! გადახედეთ თქვენი ბიუჯეტის თითოეულ დანახარჯს და საკუთარ თავს ჰკითხეთ როგორ შეიძლება მათი შემცირება? დაფიქრდით, რამდენად გჭირდებათ ის სერვისი თუ პროდუქტი, რომელზეც ყოველთვიურად ხარჯავთ შამოსავლის რაღაც ნაწილს? ან იქნებ, რაღაც პერიოდის განმავლობაში მაინც შეგიძლიათ მათზე უარის თქმა?

ეს შეიძლება ითვალისწინებდეს იმ სერვისების გაუქმებას, რომლითაც იშვიათად სარგებლობთ, მაგალითად, სპორტდარბაზის ყოველთვიური გადასახადი ან საკაბელო ტელევიზია და ა.შ. მიეცით თქვენს თავს სტიმული და გაითვალისწინეთ, რა მოცულობითაც შემაცირებთ ხარჯებს, იმ რაოდენობის თანხა გამოგითავისუფლდებათ სესხების დასაფარად და საბოლოოდ კი ვალებისგან თავის დასაღწევად! რაც უფრო დიდია სტიმული და სურვილი, მით მარტივად შეძლებთ, უარი თქვათ ნაკლებად საჭირო სერვისებსა და პროდუქტზე.

swrafi sesxebi, rogor avigot online sesxebiდროა დაიწყოთ უფრო ეკონომიურად ცხოვრება; ყოველთვიურად აღმოაჩენთ, რომ თქვენი საყვარელი ტელეფონის ახალი მოდელი გამოვიდა, ან თქვენი საყვარელი ბრენდის ახალი კოლექცია გამოფინეს მაღაზიებში, შესაძლოა დაფიქრდეთ, რომ გარდერობის განახლება კარგი იდეაა, ტელეფონის შეცვლა სასიამოვნო იქნებოდა, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე გაიაზრეთ – ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ამ დანახარჯის გაწევა? ვალების შემცირების პირველი ეტაპი ზედმეტი და უსარგებლო დანახარჯების შემცირებაა, შესაძლოა, გაგიკვირდეთ კიდეც, მცირე დანაზოგებს რამდენად შეუძლიათ შეამცირონ თქვენი ხარჯები და საბოლოოდ კი, ვალები.

მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ თვეში 1000 ლარიც კი, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრების სტანდარტებზე ამბობთ უარს ან ცხოვრობთ ღარიბულად – თქვან უბრალოდ ცდილობთ გქონდეთ ნაკლები დანახარჯი უსარგებლო და ზედმეტი ხარჯის თავიდან არიდებით. ყოველთვის იფიქრეთ, რომ ეს არის ერთგვარი ინვესტიცია უკეთესი მომავლისთვის!

3. დაიწყეთ ვალების თანმიმდევრულად გადახდა!

ვალებისგან გასათავისუფლებლად, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თანმიმდევრულად დაფაროთ ვალებიარსებობს ერთ-ერთი მიდგომა, რომლის გათვალისწინებაც დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში: დაალაგეთ თქვენი ყველა ვალი მოცულობის ზრდის მიხედვით, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მაღალი ან დაბალია საპროცენტო განაკვეთი. ეს მეთოდი დაეხმარა ბევრ ისეთ ადამიანს, რომელთაც ძალიან უჭირდათ ვალებისგან თავის დაღწევა!

მნიშვნელოვანია, გადახდა დაიწყოთ ყველაზე მცირე მოცულობისა ვალიდან, პირველი ვალის დაფარვის შემდეგ მოგეცემათ სტიმული, საკუთარი თავის რწმენა და იგრძნობთ, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ! ამასთანავე, ვალების მოცულობის მიხედვით დალაგება მოაქცევს მათ ერთი სტრუქტურის ქვეშ და ყოველ ჯერზე, თვალნათლივ დაინახავთ, თუ რა არის თქვნი ახალი სამიზნე და როგორ მცირდება ვალების რაოდენობა.

4.დაისახეთ ყოველთვიური მიზნები

ბიუჯეტის შედგენის შემდეგ, თვალწინ გაქვთ თქვენი დანახარჯებისა და შემოსავლების სურათი, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უნდა დაფიქრდეთ რაში, ბიუჯეტის რომელ პუნქტში შეგიძლიათ დანაზოგის გაკეთება, ბიუჯეტის სურათიდან გამომდინარე უნდა დასახოთ ყოველთვიური ან თუნდაც, ყოველკვირეული მიზნები, არსებული ფინანსური პრობლემები რომ აღმოფხვრათ, მიზანი უნდა იყოს ან შემოსავლების გაზრდა, ან დანახარჯების შემცირება, ან, უკეთეს შემთხვევაში, ორივე ერთად.

rogor avigot swrafi sesxebi, online sesxebi da grdzelvadiani sesxebiმაგალითისთვის, მიზანი შესაძლოა იყოს – კონკრეტული ახალი საქმიანობის სანაცვლოდ ანაზღაურების მიღება, ან ისეთი საქმიანობის წამოწყება, რომელიც შემოსავლებს მოგიტანთ, ასევე, კარგად მუშაობს დანახარჯების შემცირება – დაფიქრდით, ბიუჯეტის რომელ ნაწილში ხარჯავთ ბევრ ფულს და შეგიძლიათ თუ არ ამაზე უარის თქმა რამდენიმე თვით.როცა თქვენს ყოველთვიურ/ყოველკვირეულ გეგმებს დასახავთ, გონებაში უკვე მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი გექნებათ, ყოველთვის, როცა ამ მიზანს მიაღწევთ, საკუთარ თავში უფრო დარწმუნდებით, იმედი მოგეცემათ და გაგიმარტივდებათ შემდეგ კვირაში უფრო მეტი დანაზოგის გაკეთება, შედეგად, ვალებისგან თავის დაღწევაც რეალურ ახლო მომავლად იქცევა. შესაძლოა თავდაპირველად ვერ აცნობიერებდეთ, ერთი კვირის დანაზოგს რამხელა ცვლილების მოტანა შეუძლია, თუმცა რამდენიმე თვეში აშკარად იგრძნობთ ძალიან დიდ განსხვავებას.

5. ‘თავისუფალი’ ფული გამოიყენეთ ვალების დასაფარად!

როდესაც გსურთ ვალებისგან თავის დაღწევა, ყველა ღონე იხმარეთ, რომ ხელთ არსებული ‘ზედმეტი’ ფულით ვალები გადაიხადოთ, მიუხედავად იმისა მცირეა თუ დიდი თქვენს ხელთ არსებული თანხა! დაფიქრდით დამატებითი ფულის მიღების ალტერნატიულ გზებზე, ეს შეიძლება გულისხმობდეს სახლში არსებულ არასაჭირო ნივთების თუ ტექნიკის, ან თუნდაც ავტომობილის გაყიდვას – რაც უფრო დიდ თანხას გამოათვაისუფლებთ თქვენი შემოსავლებიდან ვალებისთვის, მით მალე შეძლებთ ვალებისგან განთავისუფლებას და მშვიდი ცხოვრების დაწყებას.

ასევე, როგორც კი მოულოდნელად დამატებითი “თავისუფალი” ფული გაგიჩნდებათ, არ დააყოვნოთ და გამოიყენეთ ვალების დასაფარად! ვალებისგან თავის დაღწევა არ არის შეუძლებელი, მთავარია გამოიყენოთ ზემოთ მოცემული რჩევები, შეიმუშაოთ საკუთარი მოქმედების გეგმა და დღესვე დაიწყოთ მიზნის მისაღწევად ნაბიჯების გადადგმა!

6. შეაქეთ საკუთარი თავი ყოველი დასახული მიზნის მიღწევისას!

მაგალითად, თუ ზემოხსენებულ მიზნებს წარმატებით მიაღწიეთ და გამოგივიდათ თანხის დაზოგვა, აუცილებლად უნდა წაახალისოთ საკუთარი თავი და მოტივაციის სახით ცოტა ხნით უნდა დაისვენოთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთთვიანი თანხის დაზოგვის შემდეგ უნდა წახვიდეთ და ფული მაღაზიებში დახარჯოთ, არა! შეგიძლიათ გაისეირნოთ ახლომდებარე სანაპიროზე, ან ქალაქის სასიამოვნო ადგილებში, ბუნებაში, დაკავდით სპორტით, თუ გიყვართ სპორტის რომელიმე სახეობა, გამოაცხეთ ნამცხვარი…
თუ დროდადრო საკუთარ თავს მცირედით გაანებივრებთ და დღეს განსხვავებულად გაატარებთ, უფრო მეტი მოტივაცია გექნებათ და შემდეგში უფრო მარტივად მიაღწევთ დასახულ ყოველთვიურ მიზნებს.

7. არ დაკარგოთ იმედი

იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე ვალდებულებები მაინც იზრდება და თქვენი ხელფასი არ ყოფნის მათ გადახდას, შეიძლება ჩათვალოთ, რომ მათ მაინც ვერასოდეს გადაიხდით და გამოუვალ მდგომარეობაში ხართ; ასეთ დროს, როცა ეს ფიქრები მოგიცავთ, დამშვიდდით, ღრმად ჩაისუნთქეთ და გააგრძელეთ იმავე ნაბიჯების განმეორება, რომლებიც წინა თვეებში, მიზნების დასახვისას გაიარეთ, მთავარია არასოდეს დანებდეთ და არ დაკარგოთ იმედი! ნელ-ნელა, ეტაპობრივად, თვიდან თვემდე საბოლოო მიზანს უახლოვდებით და თუ თქვენს გეგმას მიჰყვებით, დარწმუნებული იყავით, რომ შეძლებთ, ვალებს თავი დააღწიოთ!

როგორ შევინარჩუნო ეს მდგომარეობა მომავალშიც?

გილოცავთ! თქვენ ვალებისგან თავისუფალი ხართ და ახლა შეგიძლიათ მშვიდობიანად ცხოვრება! ვალების ტყვეობიდან თავის დაღწევის შემდეგ, თქვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ მიღებული – მიიღეთ ეს, როგორც გაკვეთილი და დაპირდით საკუთარ თავს, რომ ვალების მორევში აღარასოდეს აღმოჩნდებით; მაგალითად, შექმენით რაციონალურად გააზრებული ბიუჯეტი იმისათვის, რომ არსებული მდგომარეობა შეინარჩუნოთ – შედეგად, აღარ მოგიწევთ იმაზე ნერვიულობა, რომ თვის ბოლოს აღარ გაქვთ საკმარისი ფული.

უფრო უსაფრთხო მომავლისთვის გახსენით დეპოზიტი. თუ მოულოდნელად დამატებითი/ჭარბი ფული გამოგიჩნდებათ, შეგეძლებათ დეპოზიტზე შეიტანოთ, შედეგად კი დაცული იქნებით, რადგამ მომავალში გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის სესხის აღება აღარ მოგიწევთ და გამოუვალ სიტუაციებში დაგეხმარებათ.

თუ ფულის შესანახად არასდროს გამოგიყენებიათ დეპოზიტი, წაიკითხეთ Financer.com -ის რჩევები დეპოზიტის გასახსნელად და თანხის შესანახად.
ყოველ ჯერზე, როცა დამატებითი ფინანსური საჭიროება გაქვთ, ძალაუნებურად დაფიქრდებით სესხის აღებაზე, თუმცა, ამ დროს აუცილებლად გაიხსენეთ ეს რჩევები და გააანალიზეთ – შეგიძლიათ თუ არა იმის სამომავლოდ/ხელფასამდე გადადება, რისთვისაც ფული გჭირდებათ? თუ სესხის აღებას მაინც გადაწყვეტთ, დაფიქრდით – რამდენად შეძლებთ მის დროულად გადახდას საკომისიოს დარიცხვის და კვლავ ვალებში აღმოჩენს გარეშე? ..  ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი – ეს არის ოქროს რჩევა პირად ფინანსებში!

როგორ მივხვდეთ რომ ჩვენ ვართ დამოკიდებული სესხებზე და მალე ავღმოჩნდებით ვალების ჭაობში

არსებობენ ორი ტიპის ადამიანები: 1 -რომლებიც ცდილობენ ყველანაირად თავიდან აიცილონ ვალები და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში იღებენ სესხს. 2-ადამიანები, რომლებსაც არაფერი აქვთ სესხის საწინააღმდეგო. ასევე არსებობს ამ უკანასკნელი კატეგორიის, „გამწვავებული ვერსიაც“, რომელთათვისაც სესხება დამოკიდებულებამდე მიდის.

სესხების ფენომენი თავის თავში არ მოიცავს რაიმე ცუდს, პირიქით ის წარმოადგენს საშუალებას, რომ ერთდროულად თავი მოვუყაროთ ჩვენთვის საჭირო რაოდენობის თანხას. თუმცა არსებობს სხვა გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე რომ ჩვენ გვაქვს დამოკიდებულება სესხებაზე. მოცემულ სტატიაში წარმოგიდგენთ ამ გარემოებებს:

  1. ვიტყუებით საკრედიტო აპლიკაციის შევსებისას
    ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.  საკრედიტო აპლიკაციის შევსებისას ტყუილი როგორც არაეთიკურია, ისე არაკანონიერია. თუმცა შეინიშნება ზოგადი ტენდენცია, რომ ხალხი საკრედიტო ფორმის შევსებისას იტყუება, რათა უკეთესი შთაბეჭდილება დატოვოს და მარტივად მიიღოს ონლაინ სესხი.
    საბედნიეროდ სესხის გაცემა საქართველოში საკმაოდ უსაფრთხოა, რადგან აპლიკანტის მიერ შევსებული ინფორმაცია მოწმდება ეროვნულ რეესტრში და ასევე გაითვალისწინება მისი საკრედიტო ისტორია. ამიტომ არ მოვიტყუოთ! ვიყოთ გულწრფელები, ავუხსენით გარემოებები და ვეცადეთ რომ არ შევალამაზოთ სიტუაცია.
  2. ვმალავთ ფინანსურ მდგომარეობას ოჯახისგან და მეგობრებისგან.
    ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვალები თავიანთი ფინანსური მდგომარეობის დასამალად ცდილობენ რომ ოჯახის წევრებს და მეგობრებს აჩუქონ ექსტრავაგანტული საჩუქრები. ასევე ჩაიცვან მოდური ბრენდების ძვირადღირებული ტანსაცმელი, ყოველივე ამისათვის კი სულ უფრო და უფრო მეტ ვალებს იღებენ.
  3.   თუ გვაქვს ფინანსური პრობლემა, მაშინვე ვიღებთ სესხს.
    პირობითად წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც აქვს ფინანსური პრობლემა, ერთ თვეში სჭირდება დაახლოებით 500 ლარი. ამ დროს ფულის შოვნის ორი ალტერნატივაა. 1) დაზოგოს მისი ყოველდღიური ხარჯები და ამგვარად შეაგროვოს თანხა. 2) ისესხოს ფული.
    სამწუხაროდ საქართველოში მეორე ალტერნატივას უფრო ხშირად იყენებენ  ადამიანები, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
  4.  ვთანხმდებით სესხზე იმის გათვალისწინების გარეშე თუ რამდენია საპროცენტო განაკვეთი და როგორია გადახდის პირობები.
    კიდევ ერთი კრიტერიუმი სესხზე დამოკიდებულების არის ის თუ როგორ ვუმკლავდებით სესხის შემოთავაზებებს.  თუ ჩვენ რაციონალურად ვაანალიზებთ შემოთავაზებას, დეტალურად განვიხილავთ  პირობებსა და საპროცენტო განაკვეთს და ვადარებთ მას სხვა შემოთავაზებებს, მაშინ ყველაფერი რიგზეა. თუ პირიქით ხდება და თქვენ განხილვის გარეშე თანხმდებით სესხის პირობებს ეს თქვენი სესხზე დამოკიდებულების ერთ-ერთი მაჩვენებელია.
  5. ვერ ვახარისხებთ სურვილებსა და საჭიროებებს.
    სესხის აღებისას მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ თუ რისთვის ვიღებთ ამ სესხს. ვიღებთ მას საჭიროებისათვის თუ ჩვენი სურვილებისათვის. მართალია რთულია, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ კარგად გავმიჯნოთ ეს ორი რამ და უნდა ვეცადოთ რომ სესხი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ავიღოთ. ჩვენი ფინანსების კარგად განკარგვისათვის ეს ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია.
  6.  სესხები იწვევს კამათს ოჯახში.
    თუ ოჯახის წევრებთან სესხის განხილვა ხშირად კონფლიქტით მთავრდება, ეს ნიშნავს რომ  სესხი არა საშუალება არამედ უკვე პრობლემაა, უფრო მეტიც შეიძლება სესხზე დამოკიდებულებიც კი ვართ. თუ ოჯახის წევრებს ვუხსნით, თუ რატომ ვიღებთ სესხს და მაინც არ ესმით ჩვენი, შეგვიძლია დავფიქრდეთ იმაზე ვაკეთებთ თუ არა რამეს არარაციონალურს.
  7.  სესხ ვიღებთ, რადგან დარწმუნებულები ვართ რომ გადავიხდით
    კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ სესხზე დამოკიდებულები ვხდებით არის ის, რომ სესხის დაფარვაში დარწმუნებულები ვართ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დარწმუნებულები ვართ საკუთარ შესაძლებლობაში, არავინ იცის მომავალი როგორია, ამიტომ რეკომენდირებულია,  რომ სესხს იმ განწყობით არ ვიღებდეთ, რომ აუცილებლად შევძლებთ მის უპრობლემოდ დაფარვას. რადგან ხშირად ჩვენ გადაჭარბებულად ვაფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს.

ავტორის შესახებ

წლის საუკეთესო კრედიტორები

ჩვენ გვინდა, გამოვყოთ ყველაზე მოთხოვნადი კრედიტორები. ესენი არიან ყველაზე სანდო და მაღალი შეფასების მქონე სესხის კომპანიები მომხმარებელთა შეფასებებზე დაყრდნობით.

(დაფუძნებული 6 შეფასებები)

(დაფუძნებული 28 შეფასებები)

(დაფუძნებული 25 შეფასებები)

შეადარე ყველა კრედიტორი

იმეგობრეთ financer.com-თან

შემოგვიერთდით Facebook-ზე

×

გთხოვთ, შეაფასოთ როგორ დავაღწიოთ თავი ვალებს?