როგორ დავიცვათ საკრედიტო ბარათი თაღლითობისგან?

ბოლო პეერიოდში, საკრედიტო ბარათის ინფორმაციის მოპარვის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია, როგორ დავიცვათ ჩვენი პლასტიკური ბარათი თაღლითობისგან?

ყველა საკრედიტო ბრათი ერთად - შეადარეთ და იპოვეთ საუკეთესო!

როგორ დავიცვათ საკრედიტო ბარათი?

საკრედიტო ბარათი უსაფრთხოება, sakredito barati dacvaდღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით შესყიდვების 70% საკრედიტო ბარათით ხდება, ამ ტრენდ არც საქართველო ჩამორჩება, ჩვენს ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება საკრედიტო ბარათის მფლობელთა რიცხვი.

შოპინგზე წასვლისას ან, თუნდაც, ონლაინ შესყიდვის დროს პლასტიკური ბარათით გადახდა ძალიან მოსახერხებელია, თუმცა ამ დროს შეიძლება ვიქცეთ თაღლითური ქმედების მსხვერპლი და ჩვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაცია მოიპარონ. როგორ დავიცვათ საკრედიტო ბარათი თაღლითობისგან?

ჩვენ მოვიძიეთ 7 გზა, რომლითაც შეგვიძლია, უზრუნველვყოთ  საკრედიტო ბარათის სათანადო უსაფრთხოება.

მანამდე კი გეტყვით, რომ საკრედიტო ბარათებს ყოველთვის თან ახლავს ძლიერი დაცვის მექანიზმი, თუმცა ეს არ გამორიცხავს რისკს, რომ შეიძლება ჩვენი ბარათის უსაფრთხოება ეჭვქვეშ დადგეს. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ონლაინ შოპინგის დროს საკრედიტო ბარათის ინფორმაცია მოუპარავთ და გამოუყენებიათ თაღლითურად, ამიტომ აუცილებელია თქვენი საკრედიტო ბარათის დაცვა!

1.  გამოიყენეთ თქვენი ბარათი სანდო და უსაფრთხო საიტებისთვის

საკრედიტო ბარათის თაღლითობის მცდელობისას ხშირად იყენებენ მატყუარა რეკლამებსა და მეილებს, რომლებიც განთავსებულია საიტებზე და დაკლიკვისას გადავყავართ საეჭვო, ყალბ საიტებზე, ასეთი რეკლამები, ალბათ, ყველას შეგვხვედრია, მაგალითად, ‘გადადით და იყიდეთ Iphone X დღეს მხოლოდ 100 ლარად’, და ა.შ.

ასეთი რეკლამები, ძირითადად, გვთავაზობენ რაღაცის შესყიდვას იაფად, მოერიდეთ ასეთ საიტებს, სანამ დააჭერთ დააკვირდით, საეჭვოდ ხომ არ გამოიყურება და თუ არ ხართ დარწმუნებული ნუ დაკლიკავთ.

2.  არ გამოიყენოთ საკრედიტო ბარათი საჯარო ადგილებში ონლაინ შესყიდვისას

საზოგადოებრივი კომპიუტერები ნაკლებად არის დაცული, ძალიან დიდია ალბათობა, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს მესამე პირისთვის, ამიტომ, მაქსიმალურად მოერიდეთ საკრედიტო ბარათის ე.წ. ‘ინტერნეტ კაფეებში’ გამოყენებას.

ასევე, არც საჯარო wifi-ს ზონებია უსაფრთხო, ამიტომ აუცილებლად მოერიდეთ მსგავს ადგილებში ბარათის გამოყენებას.

3.  დაიცავით თქვენი კომპიუტერი ვირუსებისგან

ჰაკერებს შეუძლიათ თქვენივე კომპიუტერით ყალბ საიტებზე გადაგამისამართონ. საკრედიტო ბარათებისა და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოდ დაცვის ყველაზე კარგი მექანიზმია უახლესი ანტივირუსის დაყენება.

4.  შეინახეთ ქვითრები საკრედიტო ბარათით ონლაინ შესყიდვისას

ყოველთვის შეინახეთ ქვითრის ასლი ონლაინ შესყიდვის შემდეგ, ამ ქმედების შედეგად ყოველთვის შეგეძლებათ, შეადაროთ თქვენ მიერ გადახდილი თანხა კომპანიის მიერ მოთხოვნილ გადასახდელ თანხებს. რიცხვები უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს.

5.  შეატყობინეთ მოპარული ან დაკარგული საკრედიტო ბარათის შესახებ

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენი პლასტიკური ბარათის კომპანიას ბარათის მოპარვის ან დაკარგვისთანავე – ისინი დაგეხმარებიან, თქვენი ბარათი დაიბლოკოს დაუყოვნებლივ, რათა ვერავინ შეძლოს თქვენი ბარათის გამოყენება. თქვენ კი აიღებთ ახალ საკრედიტო ბარათს.

6.  არ გაამჟღავნოთ პაროლები, იცოდეთ მხოლოდ თქვენ

ძლიერი პაროლი არის მინიმუმ 8 სიმბოლოიანი და შედგება ასოებისა და ციფრების კომბინაციისგან. ძლიერი პაროლი დაიცავს თქვენს საკრედიტო ბარათს ჰაკერებისგან, ამიტომ მოერიდეთ მარტივი და ადვილად გამოსაცნობი პაროლების გამოყენებას, მაგალითად, როგორიცაა დაბადების დღის თარიღი, თქვენი სახელი და გვარი, ან ტელეფონის ნომერი.

7.  შეინახეთ PIN უსაფრთხოდ

ნუ შეინახეთ PIN – სა და ბარათს ერთსა და იმავე ადგილას. ბარათის აღებისთანავე PIN შეინახეთ უსაფრთხო ადგილას.

~ საკრედიტო ბარათის გამოყენება ონლაინ შოპინგის დროს

online shopping და საკრედიტო ბარათი , როგორ დავიცვათ პლასტიკური ბარათისახლიდან გაუსვლელად, კომფორტულად ონლაინ შესყიდვები, მართლაც, ძალიან მოსახერხებელია, საკრედიტო ბარათების ყოველდღიურად გამოყენება ნორმად იქცა ჩვენს ქვეყანაშიც, ამიტომ საკრედიტო ბარათების უსაფრთხოდ და დაცულად გამოყენებასთან დაკავშირებული რჩევების დაცვა სავალდებულოა!

დაიმახსოვრეთ, ონლაინ შეძენის დროს არ უნდა მოგთხოვონ პირადი ინფორმაციის მითითება, მაგ. როგორიცაა ანგარიშის ნომერი. რაიმეს ონლაინ შეძენამდე შეამოწმეთ საიტის შესყიდული საქონლის დაბრუნების, გადაზიდვისა და ანგარიშსწორების პოლიტიკა.

სასარგებლო იქნება, თუ თქვენი საკრედიტო ბარათის გამცემ ბანკთან დამატებითი უსაფრთხოების შესახებ კონსულტაციას გაივლით.

______

გამოიყენეთ თქვენი საკრედიტო ბარათი გონივრულად. ნუ გახდებით პირადი ინფორმაციისა და თანხის დაკარგვის მსხვერპლი. ზემოხსენებული რჩევების გათვალისწინებით შეგიძლიათ, დაიცვათ საკუთარი თავი და თქვენი ოჯახი.

ავტორის შესახებ

წლის საუკეთესო კრედიტორები

ჩვენ გვინდა, გამოვყოთ ყველაზე მოთხოვნადი კრედიტორები. ესენი არიან ყველაზე სანდო და მაღალი შეფასების მქონე სესხის კომპანიები მომხმარებელთა შეფასებებზე დაყრდნობით.

შეადარე ყველა კრედიტორი

იმეგობრეთ financer.com-თან

შემოგვიერთდით Facebook-ზე