სესხის კალკულატორები Financer.com-ზე!
იმისათვის რომ გამოთვალო სესხის ხარჯები და მიიღო ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები, შეგიძლია გამოიყენო ჩვენი სესხის კალკულატორები.
Financer.com-ის სესხის კალკულატორების გამოყენება ძალიან მარტივია, სესხების ერთმანეთთან შედარების საძიებო სისტემა ისე არის მოწყობილი, რომ კალკულატორზე მითითებული სესხის მონაცემების მიხედვით ეკრანზე გამოგიტანს მსგავს (პოტენციურად შენთვის სასურველ) სესხის შემოთავაზებებს.
ამჟამად, შეგიძლია გამოიყენო შემდეგი კალკულატორები:
რას ითვლის სესხის კალკულატორი?
სესხის აღება არ არის მარტივი პროცესი, შესაბამისად, აუცილებელია სესხის ყველა პირობა კარგად გესმოდეს.
როდესაც აკეთებ სესხზე განაცხადს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე ისეთ მაჩვენებელს, როგორებიცაა სესხზე სარგებლის განაკვეთი, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, სხვადასხვა სესხის საკომისო და სხვა.
ძალიან რთულია რეალურად აღიქვა და გონებაში მარტივად გაიანგარიშო, რამდენად ბევრია 10% ან 20%, თუ ერთმანეთს არ შეადარებ ყველა შემოთავაზებას და არ ნახავ სხვა კრედიტორები რამდენად უფრო მაღალ ან უფრო დაბალ პროცენტს გთავაზობენ.
სწორედ ამიტომ შევქმენით ძალიან მარტივი სესხის კალკულატორი სესხის ღირებულების გამოსათვლელად. სესხის კალკულატორში შეგიძლია აირჩიო საპროცენტო განაკვეთი, სესხის პერიოდი, სესხის ოდენობა და ასევე სესხის გრაფიკი.
როგორ გამოვიყენო სესხის კალკულატორი?
სესხის კალკულატორში სესხის პერიოდის, მოცულობისა და საპროცენტო განაკვეთის არჩევის შემდეგ მოცემული იქნება ცხრილი, რომელშიც ასახულია ამ სესხის შესაბამისად ყოველთვიური გადასახადები და ყოველი პერიოდის შემდეგ დარჩენილი სესხის ღირებულება.
ეს ცხრილი მოგცემს შესაძლებლობას, მიმოიხილო რეალურად რა გიჯდება სესხი და რამდენი დაგჭირდება სესხის სრულად დასაფარად.
როგორ გამოვიყენო პროცენტის კალკულატორი?
დავუშვათ, რომ გსურს სესხის აღება 2 000 ლარის ოდენობით, საპროცენტო განაკვეთია 28% წლიური. შეგიძლია, წარმოიგინო, რეალურად რა თანხას იხდი საპროცენტო განაკვეთში ამ სესხით სარგებლობისას?
სესხის აღებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ზეპირად გაანგარიშება საკმაოდ რთულია, ამიტომ, სესხის აღებამდე, მასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაციის გაწვდის პროცენტის კალკულატორი.
ჩვენი პროცენტის კალკულატორი გიჩვენებს ზუსტად რამდენის გადახდა მოგიწევს პროცენტის დასაფარად ყოველთვიურად ან ყოველ წელს.