რთული პროცენტის კალკულატორი

გამოთვალე რა თანხა გექნება ანაბარზე რთული პროცენტის დროს

ბარები ხაზი დეტალური კალკულაცია

როგორ გამოვიყენო რთული პროცენტის კალკულატორი?

ზემოთ მოცემული რთული პროცენტის კალკულატორი ითვლის შენს ანაბარზე დარიცხულ თანხას რთული პროცენტით დაანგარიშების შემთხვევაში.

ავხსნათ კალკულატორის გამოყენება რამდენიმე ნაბიჯში:

ნაბიჯები

1. აირჩიე ანაბრის პერიოდი
2. მიუთითე ანაბრის საპროცენტო განიკვეთი
3. მიუთითე ყოველთვიური შენატანი
4. შეიყვანე საწყისი დეპოზიტი
5. მიზნობრივი ინფლაცია
6. ინფლაცია გავითვალისწინო?
ნაბიჯი #1

აირჩიე ანაბრის პერიოდი

რა პერიოდით გაქვთ გახნილი ანაბარი, შეგიძლია მიუთითო წელი ან თვეები. მაგ: 5 წელი

ნაბიჯი #2

მიუთითე ანაბრის საპროცენტო განიკვეთი

წლიურად რა სარგებელი ერიცხება ანაბარს. ეს რიცხვი ლარში აღებული აბრის დროს დაახლოებით 11% არის ხოლმე. რაც მეტია საპროცენტო განიკვეთი მით უფრო მეტ მოგებას ნახავთ ანაბარზე თანხის განთავსების დროს.

ნაბიჯი #3

მიუთითე ყოველთვიური შენატანი

ყოველთვიურად რა თანხა შეგაქ ანაბარზე დამატებით. შეიძლება ხელფასიდან რაღაც თანხა გინთავისუფლდებოდეს და ანაბარზე შეგქონდეს დამატებით. თუ არ აპირებთ ყოველუიურად თანხის შეტანას მიუთითეთ ამ ველში მიუთითეთ 0.

ნაბიჯი #4

შეიყვანე საწყისი დეპოზიტი

თავდაპირველად რა თანხა შეიტანა ანაბარზე, ველში სადაც 2 000 ლარი წერია ჩაწერეთ რა თანხის განთავსებას გეგმავთ ანაბარზე

ნაბიჯი 5

მიზნობრივი ინფლაცია

როგორც ვიცით ფული განიცდის ინფლაციას და ეხლადენლი 1 000 ლარი სულაც არ არის 1 წლის მერე 1 000 ლარის ტოლი. არამედ დღევანდელი 1 000 ლარი = 1030 ლარი ერთი წლის შემდეგ, რადგან ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაცია 3%-ია.

თქვენ რომ გქონდეთ შესაძლებლობა თანხა განათავო 1 000 ლარი დადოთ ანაბარზე რომლის სარგებელი 2%-ია, ინფლაციის გათვალისწინებით წაგებაში წახვალთ და არა მოგებაში.

ინფლაციის გათვალისწინება კარგი საზომია რომ შეაფასოთ, ანაბრის ბოლოს მიღბული თანხის ფასი დღევანდელობასთან მიმართებაში.

ინფლაცია გავითვალისწინო?

ამ ველის ჩართვის დროს, კალკულატორი გაითვალისწინებს მიზნობივ ინფლაცაში შეყვანილ პროცენტს და გამოგითვლით ანაბრის თანხებს ინფლაციის გათვალისწინებით.

აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ინფლაციის გათვალისწინება გვაძლევს მიახლებით მნიშვნელობას, რადგან მომავალში ინფლაცია შეიძლება არ დაემთხვეს ეროვნული ბანკის მიერ გამიზნულ ინფცაციი ნიშნულს და იყოს მეტი ან უფრო ნაკლები.

რა არის რთული პროცენტი?

რთული პროცენტი არის სიდიდე, რომელიც ითვლის პროცენტს როგორც ძირ თანხაზე, ასევე წინა პერიოდის პროცენტზე – ანუ თანხა იზრდება არა მხოლოდ თავდაპირველი თანხის ოდენობით, არამედ წინა პერიოდის მთლიანი თანხის (პროცენტი + ძირი თანხა) გათვალისწინებით.

რთულ პროცენტის სახელიც სწორედ ამას ნიშნავს

მარტივი პროცენტისგან განსხვავებით, გამოთვლისას იგი ითვალისწინებს არა მხოლოდ ძირ თანხას, არამედ წინა პერიოდებში დარიცხულ პროცენტებსაც.

დეპოზიტი, რომელსაც ერიცხება რთული პროცენტი ბევრად უფრო მომგებიანია გრძელვადიან პერიოდში, მაშინაც კი, თუ არ გაზრდი შენ მიერ დეპოზიტზე შეტანილ თანხას.

რთული პროცენტის დარიცხვა შენს სასარგებლოდ მუშაობს და თანხა მაინც საგრძნობლად გაიზრდება საპროცენტო განაკვეთის ხარჯზე.

რთული პროცენტის გაანგარიშება საკმაოდ მარტივია თუ საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია, მაგრამ თუ გინდა, თავიდან აიცილო ხელით გამოანგარიშება, შეგიძლია, გამოიყენოთ Financer.com – ის რთული პროცენტის კალკულატორი და დაითვალო პოტენციური უკუგება შენ მიერ ჩადებულ ინვესტიციაზე.

    როგორ იზრდება რთული პროცენტი?

  • საპროცენტო განაკვეთი გამოითვლება ძირი თანხიდან და დარიცხული პროცენტებიდან.

  • დავუშვათ, დეპოზიტზე შეგაქვს 1000 ლარი, 10% – იანი სარგებლის განაკვეთით, ეს ნიშნავს, რომ პირველი წლის ბოლოს შენს ანაბარზე იქნება 1100 ლარი.

  • მეორე წელს, თანხა გაიზრდება დეპოზიტზე არსებული 1100 ლარის 10% – ით, ანუ 110 ლარით – რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე წლის ბოლოს ანაბარზე გექნება 1210 ლარი.

  • მესამე წელს, მეორე წლის ბოლოს არსებული თანხის 10% დაგემატება, ანუ 121 ლარი.

  • აქედან გამომდინარე, სამი წლის განმავლობაში სულ 331 ლარით გაიზარდა შენს დეპოზიტზე შეტანილი თავდაპირველი თანხა (1000 ლარი).

მარტივი პროცენტის შემთხვევაში შენს ანაბარს ყოველ წელს დაემატებოდა 1000-ის 10% ანუ 100 ლარი, ანუ 3 წელში ჯამურად 300 ლარი. რაც იმას ნიშნავს, რომ რთული პროცენტის დრის ბევრად უფრო მაღალ საპროცენტო სარგებელს მიიღებ, ვიდრე მარტივი პროცენტის შემთხვევაში.

რაც უფრო გრძელვადიანია შენი დეპოზიტი და რაც უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთი, მით უფრო მომგებიანი ინვესტიცია.

ხარჯები?

გარდა ამისა, გონივრული იქნება, გაითვალისწინო პოტენციური დამატებითი ხარჯები, რადგანაც ზოგიერთი ბანკი ითხოვს ხელშეკრულების დადების საკომისიოს ან ყოველთვიური ხელშეკრულების საკომისიოს, რამაც შეიძლება უკუგება შენს ინვესტიციაზე ოდნავ შეამციროს.

რთული პროცენტის გაანგარიშება

საპროცენტო განაკვეთი ადვილად გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

K(t) = k(0) x (1 + p)^t

  • K (t) – საბოლოო თანხა ანაბრის პერიოდის ბოლოს
  • K (0) – თანხა, რომლის დეპოზიტზე შეტანასაც გეგმავ
  • P – საპროცენტო განაკვეთი (მაგალითად, 5% უნდა მიუთითო, როგორც 0.05)
  • t – დეპოზიტის (სარგებლის დარიცხვის) ვადა.

მაგალითად:

თუ აპირებ შემნახველ ანაბარზე შეიტანო 20,000 GEL ხუთი წლის ვადით, 11 % საპროცენტო განაკვეთით. ამ შემთხვევაში საბოლოო თანხა ანაბრის ვადის ბოლოს იქნება:

K(5) = 2,000 x (1 + 0.11)^ 5 = 3,370 GEL

კიდევ რა უნდა გვახსოვდეს დეპოზიტის შესახებ?

როგორც ვნახეთ, დეპოზიტი, რომელსაც ერიცხება რთული პროცენტი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და ხელსაყრელი ფინანსური პროდუქტია თანხის დასაბანდებლად და მაღალი უკუგების მისაღებად.

თუმცა, დეპოზიტის გახსნამდე აუცილებლად უნდა განიხილოთ სხვა ფაქტორებიც, დაწყებული დეპოზიტის სახეობიდან – ყველა დეპოზიტს აქვს თავისი პირობები და რისკებს – ზოგიერთი მაღალი რისკის შემცველი შემნახველი ანაბარი მაღალ უკუგებას გვაძლევს, თუმცა არსებობს ასევე ფულის დაკარგვის რისკიც.

შემნახველი ანგარიშის არჩევამდე, გირჩევთ, რომ შეამოწმო ჩვენი დეტალური განხილვა შემნახველი ანაბრების შესახებ, სადაც ერთმანეთს ვადარებთ სხვადასხვა დეპოზიტის შემოთავაზებებს და გაძლევთ რჩევებს, თუ როგორ შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი დეპოზიტი.

სალომე არის Financer Georgia-ს რედაქტორი, პირადი ფინანსების კონსულტანტი და FinTech-ის გულშემატკივარი 5 წლიანი გამოცდილებით. სალომე უკვე 70-მდე სტატიის ავტორია, მისი ბლოგები გამოირჩევა პირადი ფინანსების სამართავად საჭირო პრაქტიკული რჩევებით. მისი მიზანია რაც შეიძლება მეტმა მკითხველმა შეძლოს ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება.

გააზიარეთ

რამდენად გამოგადგათ სტატიიდან მიღებული ინფორმაცია?

გაგვიზიარე შენი გამოცდილება

გაგვიზიარე შენი მოსაზრება, როგორ გავაუმჯობესოთ ეს სტატია? შენ მიერ გაზიარებული შეფასება არის კონფიდენციალური.

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა შენი ვიზიტი გავხადოთ მაქსიმალურად ეფექტური და მორგებული თქვენს ინტერესებზე. ჩვენი საიტის სარგებლობისა ნიშნავს, რომ Cookies  გამოყენების  პირობები მისაღებია თქვენთვისს.