პროცენტის კალკულატორი სესხის არჩევისას
Financer.com – ის პროცენტის კალკულატორი საშუალებას გაძლევს, გამოთვალო ძირი თანხის ზემოდან რეალურად რა დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევს კონკრეტული საპროცენტო განაკვეთის სახით.
საპროცენტო განაკვეთი, როგორც წესი, სესხის სრულ ღირებულებაზე არსებითად არაფერს გვეუბნება, თუმცა იგი გვეხმარება სესხების პირობების შედარებისას. ამიტომ, გირჩევთ, სესხის აღებამდე გამოიყენო პროცენტის კალკულატორი და ნახო, რას ნიშნავს წლიური საპროცენტო განაკვეთი, მაგალითად, 10% შენი სესხის თანხაზე.
გახსოვდეს, რომ ერთი შეხედვით 10%-იანი სესხი და 13%-იანი სესხი, საბოლოოდ, მნიშვნელოვნად განსხვავდება სესხის საერთო ხარჯების თვალსაზრისით.
როგორ გამოვიყენო პროცენტის კალკულატორი?
იმისათვის, რომ ზემოთ მოცემული რთული პროცენტის კალკულატორით შენი სესხის ღირებულება დათვალო, სლაიდერზე აირჩიე ან შეიყვანე შემდეგი ინფორმაცია
პირველ რიგში, შეიყვანე შენი სესხის თანხა, რომლის აღებასაც აპირებ შენ მიერ შერჩეული კრედიტორისგან
შემდეგ შეიყვანე წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც კრედიტორმა შემოგთავაზა ამ სესხზე (მაგალითად, საპროცენტო განაკვეთი. რომელიც ვებ-გვერდზე უწერია).
შემდეგ ნახავ ცხრილს და სვეტებს, სადაც ნაჩვენებია სავარაუდო ყოველთვიური (და მთლიანი) წლიური პროცენტის გადასახადი.
ამის შემდეგ დიაგრამაზე დაინახავ საპროცენტო განაკვეთის რა მოცულობის გადახდა მოგიწევს თვეების მიხედვით. მაგალითად მე-7 თვის გრაფა გვაჩვენებს გასული 7 თვის განმავლობაში რა თანხის გადახდა მოგვიწევს.
თუ გაინტერესებს ყოველ თვე რა თანხას იხდი პროცენტის სახით, ამისათვის საკმარისია ნახო პირველი თვის ჩარტი სადაც აღნიშნულია თანხა რომლიც უნდა გადაიხადო თითოეულ თვეს.
ასე რომ, სესხის აღებამდე გამოიყენე ჩვენი პროცენტის კალკულატორი, რაც საშუალებას მოგცემს დაინახო მკაფიო სურათი იმისა, თუ რა მოცულობის თანხის გადახდა მოგიწევს პროცენტის სახით სესხის აღების შემთხვევაში, ანუ, მაგალითად, სესხი 13%-იანი განაკვეთით რეალურად რა მოცულობის დამტებით თანხას გულისმობს.
რა არის საპროცენტო განაკვეთი?
საპროცენტო განაკვეთი არის თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოთ ყოველი პერიოდის ბოლოს სესხით სარგებლობის სანაცვლოდ.
საპროცენტო განაკვეთი არ მოიცავს სხვა ხარჯებს და, შესაბამისად, არ უნდა უნდა აგერიოს სესხის ჯამური ღირებულების განაკვეთში.
საპროცენტო განაკვეთი შეიძლება იყოს როგორც ყოველწლიური, ასევე ყოველთვიური.
კრედიტის ღირებულება არის …
თანხა, რომელიც გამოითვლება სესხთან დაკავშირებული ყველა ხარჯის დაჯამებით, იგი არ მოიცავს მხოლოდ საპროცენტო ხარჯს; კრედიტის ღირებულებაში შედის ისეთი ხარჯები, როგორიცაა ხელშეკრულების გაფორმების საკომისიო ან ხელშეკრულების ყოველთვიური ადმინისტრირების გადასახადი. შესაბამისად, სესხთან დაკავშირებული ყველა ამ ხარჯის ჯამი ასახავს კრედიტის რეალურ ღირებულებას.
თუ გაინტერესებს რეალური საპროცენტო განაკვეთი, რომელშიც შეყვანილი იქნება ყველა ფარული და არაფარული ხარჯი, მაშინ უნდა დააკვირდე ეფექტურ საპროცენტო განაკვეთებს.
რა განსხვავებაა საპროცენტო განაკვეთსა და კრედიტის ღირებულებას შორის?
ეს არის კითხვა, რომელიც ხშირად აბნევს მსესხებლებს და ხდება არასწორი გადაწყვეტილებების მიზეზი.
კრედიტორები ხშირად იყენებენ საპროცენტო განაკვეთებს არასწორად და, როგროც წესი, ცდილობენ პროცენტი გახადონ მიზიდველი და სხვა დამატებითი ხარჯები შემოიტანონ, მაგალითად: გატანის საკომისო, კრედიტის დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა და სხვა. ცხადია ამ დროს კრედიტის ღირებულება უფრი მეტია ვიდრე მხოლოდ ის პროცენტი რასაც იხდით.
ყოველთვიური და წლიური პროცენტი
საპროცენტო განაკვეთი გამოითვლება 2 გზით: კრედიტორები გვთავაზობენ როგორც ყოველთვიურ, ასევე წლიურ საპროცენტო განაკვეთს.
- წლიური საპროცენტო სარგებელი, როგორც სახელწოდებიდან ჩანს, არის საპროცენტო განაკვეთი 12 თვიან სესხზე, ხოლო ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი ითვალისწინებს 1 თვეს.
- ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად აღემატება ჩვეულებრივ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, და ეს კარგად ჩანს ძირითადად სწრაფი სესხების შემთხვევაში…
როგორ მოვძებნო სესხი ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით?
საბედნიეროდ, ასეთი სესხის მოძებნა მარტივია! ჩვენ დავალაგეთ საქართველოში არსებული საკრედიტო კომპანიების სესხების შემოთავაზებები კრედიტის ღირებულების მიხედვით. ეს იმას ნიშნავს, რომ Financer.com – ის სესხების შედარების სისტემაში შეგიძლიათ ძალიან სწრაფად და მარტივად მოძებნოთ ყველა სესხის შეთავაზება და აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი.
გახსოვდეს, რომ ჩვენს საიტზე მოცემული სესხების შედარების დაფა შექმნილია მხოლოდ იმ მიზნით, რომ დაგეხმაროს შენთვის საუკეთესო სესხის მოძიებაში და არის სრულიად უფასო.