სესხის კალკულატორი

გამოთვალე შენი სესხის რეალური ღირებულება

დიაგრამა დეტალური კალკულაცია
შეადარე სესხების განაკვეთები

სესხის კალკულატორი – აკონტროლე სესხის ხარჯები

Financer.com-ის სესხის კალკულატორი არის ყველაზე მარტივი და სწრაფი გზა  სესხის მთლიანი ღირებულების გამოსათვლელად; გაიგე სესხის რეალური პროცენტი და სესხის მთლიანი ღირებულება.

მხოლოდ საპროცენტო განაკვეთი ვერ გეტყვის რამდენად ძვირია სესხი. საპროცენტო განაკვეთი შეიძლება მცირე ჩანდეს, მაგალითად თვიური 3%, მაგრამ, ვერ ვხედავთ რეალურად რა გვიჯდება სესხი?

გამოიყენე ჩვენი კალკულატორი, რათა სესხის აღებამდე იცოდე მოსალოდნელი ხარჯები, ნახო სესხის ღირებულება და მიიღო ინფორმირებული გადაწყვეტილება.

როგორ გამოვიყენო სესხის კალკულატორი?

სლაიდერზე აირჩიე ან შეიყვანე შემდეგი ინფორმაცია:

ნაბიჯი #1

შეიყვანე კრედიტორის მიერ შემოთავაზებული სესხის საპროცენტო განაკვეთი

ნახე რამდენ პროცენტში არის სესხი და შეიყვანე მისი მნიშვნელობა სლაიდერის უკიდურეს მარჯვენა ზედა ველში. 

ნაბიჯი #2

აირჩიე სესხის ვადა

სესხის ვადა არის ის დრო, რაც სჭირდება სესხის დაფარვას. რა ვადაში გსურს სესხის დაფარვა, ეს ციფრი უნდა მიუთითო სესხის მოცულობის ქვედა ველში. სესხის ვადის განზომილება შეგიძლია გადაცვალო თვეებსა და წლებზე.

ნაბიჯი #3

აირჩიე სესხის მოცულობა

სესხის მოცულობა არის პირველივე ველი და უთითებ სესხის იმ თანხას, რამდენის სესხებასაც აპირებ.

ნაბიჯი #4

აირჩიე სესხის დაფარვის გრაფიკი

როგორია შენს სესხზე გადახდები – ანუიტეტით თუ ძირი თახნის თანაბარი დაფარვების გრაფიკი?

ასევე აირჩიეთ გადახდების განხორციელების სიხშირე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახორციელებთ თუ არა გადახდებს ყოველთვიურად და ა.შ.

რა ინფორმაციას გვაძლევს სესხის კალკულატორი?

ამ მონაცემების შეყვანის შემდეგ, სესხის კალკულატორი გიჩვენებს ზუსტად რამდენი უნდა გადაიხადო ყოველთვიურად და რა იქნება სესხის დარჩენილი ბალანსი ყოველი პერიოდის შემდეგ.

სესხის კალკულატორი არის კარგი ვიზუალიზაცია, რათა დაინახო სესხის საერთო ღირებულება.

ზოგჯერ რთული წარმოსადგენია, რეალურად რა თანხის გადახდა გიწევს ყოველი პერიოდის ბოლოს სესხის დასაფარად, მხოლოდ იმის ცოდნა, რომ საპროცენტო განაკვეთი “10%” – ია არ იძლევა სრულ ინფორმაციას და ერთი შეხედვით, რთულია აღიქვა, რა მოცულობის თანხებთან გაქვს საქმე და რამდენად ძვირი შეიძლება დაგიჯდეთ სესხი პერიოდის ბოლოს.

როგორ ავირჩიოთ საუკეთესო სესხი?

Financer.com – ის მიზანია, დაგეხმაროს პირადი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში, ამიტომ ვცდილობთ, რომ შენამდე ინფორმაცია მოვიტანოთ მაქსიმალურად მარტივად და გასაგებად.

იმისთვის, რომ სწრაფად და მარტივად იპოვო შენთვის ყველაზე ხელსაყრელი სესხი, შევქმენით სესხების შედარების სისტემა.

გირჩევთ, რომ ნებისმიერი ტიპის სესხის არჩევისას აუცილებლად შეადარო განსხვავებულ პირობების მქონე შემოთავაზებები და სხვადასხვა ვარიანტები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, წააწყდე ძვირადღირებულ კრედიტორს და შენი არჩევანი იყოს არაგონივრული!

რეალურად რა ღირს სესხი?

დაიმახსოვრე, რომ ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არ ითვალისწინებს სესხებთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.

იმისათვის, რომ გაიგო სესხის ნამდვილი ღირებულება, გაიგე სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ეფექტური საპროცენტო განაკვეთით დაანგარიშების დროს დაინახავ სესხის რეალურ ღირებულებას, რომელიც ითვალისწინებს სესხის დაფარვის მთლიან პერიოდს და სესხთან დაკავშირებულ ყველა სხვა დამატებით ხარჯს.

ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი = ყველაზე ხელსაყრელი სესხი?

ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი სულაც არ ნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე იაფი სესხის შემოთავაზება.

შეადარე მთლიანი ხარჯები და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – ამ გზით კი ნამდვილად იპოვი ყველაზე იაფ სესხს, რაც უფრო დაბალია ეს პროცენტი, მით უფრო იაფია სესხი.

მაგალითად: სესხი წლიური საპროცენტო განაკვეთით 15% და ეფექტური საპროცენტო  განაკვეთი 58% უფრო ძვირია, ვიდრე სესხი საპროცენტო განაკვეთით 20%, მაგრამ ეფექტური საპროცენტო განაკვეთით 56%.

ხელშეკრულების ადმინისტრირების საფასური

ზოგიერთი ბანკი თუ კრედიტორი კომპანია ითხოვს ყოველთვიური კონტრაქტის ადმინისტრირების საფასურს, რაც ჩვენი სესხის ხარჯებში აისახება.

ზოგადად, ეს თანხა რამდენიმე ლარის ფარგლებშია, მაგრამ სესხის ხანგრძლივი პერიოდითაც კი, ასეთი მცირე საკომისიო შეიძლება საკმაოდ სოლიდური თანხა იყოს.

არსებობენ კრედიტორები, რომლებიც არ ითხოვენ ხელშეკრულების ადმინისტრირების საკომისიოს, ამიტომ შეგიძლია აარჩიო სესხი, რომელზეც არ მოგიწევს ადმინისტრირების თანხის გადახდა.

ჩვენი სესხების შედარების სისტემები ინფორმაციას გაძლევს სესხებთან დაკავშირებულ ყველა ხარჯზე (მათ შორის ხელშეკრულების ადმინისტრირების ხარჯზე), ამიტომ ნამდვილად ღირს, გადახედო სესხების შედარების ცხრილებს, გავფილტრო შეთავაზებები მთლიანი ღირებულებით და იპოვო ყველაზე იაფი სესხი.

სალომე არის Financer Georgia-ს რედაქტორი, პირადი ფინანსების კონსულტანტი და FinTech-ის გულშემატკივარი 5 წლიანი გამოცდილებით. სალომე უკვე 70-მდე სტატიის ავტორია, მისი ბლოგები გამოირჩევა პირადი ფინანსების სამართავად საჭირო პრაქტიკული რჩევებით. მისი მიზანია რაც შეიძლება მეტმა მკითხველმა შეძლოს ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება.

გააზიარეთ

რამდენად გამოგადგათ სტატიიდან მიღებული ინფორმაცია?

გაგვიზიარე შენი გამოცდილება

გაგვიზიარე შენი მოსაზრება, როგორ გავაუმჯობესოთ ეს სტატია? შენ მიერ გაზიარებული შეფასება არის კონფიდენციალური.

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა შენი ვიზიტი გავხადოთ მაქსიმალურად ეფექტური და მორგებული თქვენს ინტერესებზე. ჩვენი საიტის სარგებლობისა ნიშნავს, რომ Cookies  გამოყენების  პირობები მისაღებია თქვენთვისს.