როგორ გავუმკლავდეთ ვალებით გამოწვეულ დეპრესიას?

წუთზე ნაკლები

სესხი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ადამიანთა უმრავლესობისთვის ცუდ ასოციაციას იწვევს, სამწუხაროდ, იგი მთელ მსოფლიოში გავრცელებული დეპრესიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.

სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, ფსიქიკური აშლილობის მქონე ოთხი ადამიანიდან ერთი მაინც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია და ვალებშია გადავარდნილი.

რა იწვევს დეპრესიას?

სიღარიბეში ცხოვრება და ყოველდღიური ხარჯების გამკლავებამ, შეიძლება, დეპრესია გამოიწვიოს, ხოლო დეპრესია ხელს უშლის პროგრესს ჩვენს ცხოვრებაში და კიდევ უფრო აღრმავებს ფინანსურ პრობლემებს.

ის ფაქტი, რომ გიწევთ გამუდმებით სიღარიბეში ყოფნა და საშველი არსაიდან ჩანს, იწვევს უიმედობის განცდას და მწვავე დეპრესიას, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არ ეტყვის საკუთარ თავს “დიახ, მე დეპრესია მაქვს”, რადგან ძალიან ძნელია აღიარო ან თუნდაც შეამჩნიო ეს პრობლემა, დეპრესიაში მყოფი ადამიანი იმასაც კი ვერ ატყობს, თუ როგორ მართავს მის ცხოვრებას დეპრესია და ნეგატიური ემოციები.

როგორც ფსიქოლოგმა დანიელ რიდენბერგმა თქვა: “დეპრესიაში მყოფი ადამიანის გონება არ მუშაობს ლოგიკურად და რაციონალურად, ამიტომ მათ არ შეუძლიათ გაიაზრონ დეპრესიისგან თავის დაღწევის შესაძლებლობები, ისინი ვერ პოულობენ საჭირო რესურსებს, მათ არ შეუძლიათ საწოლიდან ადგომა და მოქმედება, მათ აღარ აინტერესებთ საკუთარი ცხოვრება.”

დეპრესია არის ჩუმი შხამი, რომელიც შიგნიდან გვანადგურებს, თუმცა, ჩვენ მაინც გვიწევს განვაგრძოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება მანამ, სანამ სრულად არ მოიცავს და გაანადგურებს ჩვენს ფსიქიკას.

როდის არის დეპრესია გამოწვეული ფულით და როგორ ამოვიცნოთ იგი?

ეს არის კითხვა, რომელზეც თითოეულ ადამიანს აქვს განსხვავებული პასუხი.

დეპრესია შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ჩვენი ვალდებულებების/სესხების ტვირთი დიდია და ჩვენს ფინანსურ მდგომარეობას დღითიდღე ამწვავებს, ამ დროს ვფიქრობთ, რომ ამ დგომარეობიდან თავს ვერასოდეს დავაღწევთ, ფინანსური პრობლემების მიზეზი კი შეიძლება იყოს სამუშაოს არ ქონა ან არასაკმარისი ხელფასი ვალების დასაფარად.

მძიმე ფინანსური მდგომარეობის დროს, ვგრძნობთ, რომ კიდევ უფრო ვეფლობით ვალების მორევში და ნებისმიერ ფასად ვცდილობთ მისგან ამოსვლას, თავის დაღწევას, თუმცა მორევი, თითქოს, კიდევ უფრო ღრმავდება.

ფინანსური პრობლემებით გამოწვეული დეპრესია რთულია აღსაწერად, თქვენ გამუდმებით ფიქრობთ ფულზე და ნერვიულობთ უფულობაზე, გეშინიათ ყველა ხარჯის, მუდმივად იმაზე ფიქრობთ, თუ როგორ დაფაროთ მომავალი თვის კომუნალური გადასახადები, როგორ იკვებოთ და როგორ გაუმკლავეთ ყოველდღიურ ხარჯებს, აღარ გინდათ მეგობრებთან ურთიერთობა, რადგან ვარაუდობთ, რომ მათთან ერთად სადმე წასვლისას ფულის დახარჯვა მოგიწევთ და გეშინიათ ამის. ფიქრობთ, რომ ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ, როცა ახლობლებს მცირე თანხას სთხოვთ.

რა ახლავს თან დეპრესიას?

საბოლოოდ, უიმედო მდგომარეობაში მყოფი უბრალოდ ვნებდებით ამ გარემოებებს – აღარ ვპასუხობთ კრედიტორი კომპანიების შეტყობინებებს, თავს ვარიდებთ მათ სატელეფონო ზარებს, რადგან გვეშინია რომ კრედიტორი გაბრაზებული იქნება.

ვეღარ ვიკვებებით ჯანსაღად, რადგან დეპრესიას თან ახლავს უმადობა, ვგრძნობთ, ნელ-ნელა როგორ იკლებს ენერგია ჩვენს სხეულში და როგორ სუსტდება მთელი სხეული. აღარ ვუვლით საკუთარ თავს, აღარ ვიყენებთ თავის მოვლის საშუალებებსა და აქსესუარებს, რომლებიც ასე გვიყვარდა, მოკლედ რომ ვთქვათ, დეპრესიას ვაძლევთ უფლებას ფსიქიკურად გაგვანადგუროს.

თუ გრძნობთ, რომ სიმშვიდეს კარგავთ და თქვენი ცხოვრება ნელ-ნელა უარესდება, ან ნერვიულობთ იმაზე, გაქვთ თუ არა საკმარისი ფული რძისა და პურის საყიდლად, რაც არ უნდა ძლიერი ადამიანი იყოთ, აშკარაა, რომ ადრე თუ გვიან დეპრესია შემოგიტევთ.

დაუსვით საკუთარ თავს ეს 10 შეკითხვა:

  1. ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში უნდა შეიცვალოთ რაღაც, მაგრამ არ გაქვთ ცვლილებების დაწყების ხალისი და შემართება?
  2. გიჭირთ დაძინება, რადგან ყოველ ღამით გადასახადების გადახდაზე ნერვიულობთ?
  3. ატყუებთ მეგობრებს, როცა ისინი გასართობად წასვლას გთავაზობენ?
  4. ფიქრობთ, რომ “არ უნდა დავხარჯო ეს თანხა”, მაგრამ მაინც აკეთებ ამას?
  5. კითხულობთ სტატიებს მდიდარი ხალხის შესახებ და ფიქრობთ, რომ თავს ვერ დააღწევთ თქვენს ფინანსურ პრობლემებს, თუ შემთხვევით მილიონ ლარს არ მოიგებთ?
  6. მოულოდნელი დამატებითი თანხის გამოჩენისთანავე, პირველი, რაზეც ფიქრობთ ახალი პროდუქტის შეძენაა?
  7. ვალების ტვირთი იმდენად დიდია, რომ ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა დააღწიოთ თავი და გადაიხადოთ ვალდებულებები?
  8. ფიქრობთ, რომ ასე თუ გაგრძელდა ვალებში გადავარდებით?
  9. თვლით, რომ თქვენს ცხოვრებაში არასდროს გქონიათ “საკმარისი” ფული?
  10. გრნობთ, რომ ნელ-ნელა ნებდებით და ამ პროცესს არ ეწინააღმდეგებით?

თუ ამ კითვების უმეტესობაზე დადებითი პასუხი გაქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე იმ მდგომარეობაში ხართ, როცა უნდა აღიაროთ, რომ პრობლემა სერიოზულია და აუცილებლად საჭიროებს ქმედებებს.

ახლა კი ქმედებების დროა!

რა უნდა გავაკეთოთ ფინანსური პრობლემებით გამოწვეული დეპრესიის დროს?

რა მოცულობის ვალდებულებებიც არ უნდა გქონდეთ და რამდენიც არ უნდა იყოს თქვენი შემოსავალი, ყოველთვის გახსოვდეთ სამი რამ:

  1. თქვენ არ ხართ მარტო!
  2. იმედი არ დაკარგოთ – გამოსავალი მუდმივად არსებობს!
  3. აქტიურად უნდა იმოქმედოთ, რადგან სხვა ვერაფერი შეცვლის მდგომარეობას!

მაშინაც კი, თუ თქვენი ამჟამინდელი ვალდებულებები რამდენიმე ათას ლარს აღწევს, ხოლო თქვენი შემოსავალი მინიმალური ხარჯების დასაფარადაც კი არ არის საკმარისი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა იმედი გაქრა და ფარ-ხმალი უნდა დაყაროთ! გამოსავალი არსებობს მანამ, სანამ დანებდებით!

თქვენ არ ხართ მარტო!

უპირველეს ყოვლისა, უნდა გესმოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო თქვენი ფინანსური პრობლემების წინაშე, ჩვენ ყველა ვცხოვრობთ მათთვის, ვინც მხარს გვიჭერს – მშობლები, ძმები და დები, მეგობრები, მათთვის თქვენ ისეთივე ძვირფასი ხართ, როგორც ისინი თქვენთვის! სთხოვეთ დახმარება და აუცილებლად იგრძნობთ მათ მხარდაჭერას – ეს არ არის სირცხვილი!

მსოფლიოს მასშტაბით ათიათასობით ადამიანმა შეძლო ფინანსური პრობლემებით გამოწვეული დეპრესიისგან თავის დაღწევა, ვერავინ მოგცემთ იმაზე უკეთ რჩევას, ვინც უკვე თავად გამოსცადა ყველაფერი – ფინანსური პრობლემების სიმძიმე და დეპრესიიდან თავის დაღწევა. ეკონტაქტეთ ასეთ ადამიანებს ფორუმების მეშვეობით ან მოგვწერეთ ჩვენ! გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არასდროს მარტო ხართ!

იმედი კვლავ არსებობს!

უნდა შეცვალოთ თქვენი მიდგომა და ის, თუ როგორ ფიქრობთ. დადებითი ფიქრები სავსე დოქს ჰგავს, რომელიც ხელს უშლის დეპრესიის გამწვავებას. თუ უარყოფითზე ფიქრობთ, დეპრესიას კიდევ უფრო აღრმავებთ და ტყუილად ელოდებით ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას.

დეპრესია ანგრევს თვითშეფასებას, როგორც წესი, დეპრესიის მქონე ადამიანების თვითშეფასება ძალიან დაბალია, ამიტომ, აუცილებელია ქმედებები თვითშეფასების ასამაღლებლად! დაფიქრდით, რა არის კარგი თქვენს გარშემო და რა გაბედნიერებთ? იქნება ეს თქვენი მეგობრები, ჰობი, ან რაღაც სხვა.

მოახდინეთ ფოკუსირება იმაზე, რასაც თვლით, რომ თქვენს ცხოვრებაში კარგი და დადებითი ემოციების გამომწვევია; მნიშვნელოვანია, რომ დაიბრუნოთ თქვენი სილაღე და მხიარულება და კვლავ იფიქროთ იმაზე, რომ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

თუ ირწმუნებთ ჩვენს რჩევებს და დაიწყებთ მომავალში პოზიტიურად ყურებას, გახდებით უფრო აქტიური და უფრო მეტ რეალისტურ ნაბიჯს გადადგამთ თქვენი ცხოვრების შესაცვლელად.

იმოქმედეთ აქტიურად!

რა თქმა უნდა, მხოლოდ პოზიტიური ფიქრები ვერაფერს შეცვლის, თუმცა ის აუცილებლად მოგცემთ მოტივაციას და აღძრავს სურვილს სიტუაციის გასაუმჯობესებლად დაიწყოთ ქმედებებიც. გახსოვდეთ, რომ ვალები ვერ გაკონტროლებთ თქვენ – თქვენ აკონტროლებთ მათ!

უპირველეს ყოვლისა, დაგეგმეთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება, შეადგინეთ ბიუჯეტი და დაიცავით მკაცრად, შეეცადეთ მასში მოიცვათ ყველა არსებული ვალი და დაიწყეთ მათი თანდათან გადახდა – იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხოლოდ 20 ლარის გადახდა შეგიძლიათ.

შემდეგ იფიქროთ იმაზე, თუ როგორ გაზარდოთ თქვენი შემოსავლები. შეგიძლიათ, წაიკითხოთ ჩვენი რჩევები  საკუთარი თავის მოტივირებისთვის, ასევე, რჩევები მათთვის, ვისაც ფული სწრაფად სჭირდება,  

დაფიქრდით, გიძლიათ თუ არა გააკეთოთ ისეთი რამ, რასაც შემოდგომ გაყიდით სოციალურ ქსელებში? მაგალითად, Facebook- ზე ან, თუნდაც, Ebay-ზე და მსგავს ონლაინ პლატფორმებზე; ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ნიჭსა და შესაძლებლობებზე, დაფიქრდით, რისი გაკეთება ხელგეწიფებათ და გამოიყენეთ თქვენი უნარ-ჩვევები, დარწმუნებული იყავით, რომ ამ გზით შეძლებთ ფულის შოვნას დროებით მაინც.

____

რაც შეეხება ვალდებულებებსა და მიმდინარე გადაუხდელ სესხებს, აუცილებლად დაუკავშირდით კრედიტორ კომპანიას და გააცანით თქვენი ფინანსური მდგომარეობა, იგი დაგეხმარებათ და შეძლებთ მიიღოთ ორივე მხარისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილება!

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დანებდეთ! გაითვალისწინეთ ყველა ზემოთ მოცემული რჩევა და ნახავთ, როგორ მალე დაუბრუნდება თქვენი ცხოვრება ძველ რიტმს!

×

გთხოვთ, შეაფასოთ როგორ გავუმკლავდეთ ვალებით გამოწვეულ დეპრესიას?

  • შეფასება
  • მიმოხილვა
  • ატვირთვა

შეფასება

How would you rate როგორ გავუმკლავდეთ ვალებით გამოწვეულ დეპრესიას? services and products?

უკან

მიმოხილვა

როგორ შეაფასებდით კომპანიის მომსახურებას? წააწყდით თუ არა რაიმე პრობლემას? რამდენად გაამართლა კომპანიამ თქვენი მოლოდინები? გაგვიზიარეთ ყველა დეტალი, გვინდა ვიცოდეთ - კარგიც და ცუდიც!

ატვირთვა

1 ნაბიჯი დაგრჩათ კომენტარის ატვირთვამდე

მეილით შესვლა
ახალი პროფილის შექმნა
 თქვენი შეფასება ახლა ქვეყნდება. გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენი ელ.ფოსტა და დააჭირეთ დადასტურების ბმულს.