frenebi rusetidan sakartvelo

როგორ აისახება რუსეთიდან ფრენის შეწყვეტა საქართველოზე?

  • ივლისი 5, 2019
  • წუთზე ნაკლები
  • 99 წაკითხულია

რას საჭიროებს ტურიზმის სექტორი მიმდინარე მოვლენების დროს?

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას ტუროპერატორებმა, რესტორნებისა და სასტუმროების წარმომადგენლებმა 24 ივნისს ის მოთხოვნები გააცნეს, რაც, მათი აზრით, სექტორს რუსული სანქციების გავლენას შეუმსუბუქებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა თქვა, რომ მოგვიანებით გახდება ცნობილი, კონკრეტულად როგორ დაეხმარება მათ სახელმწიფო.

  1. “მოლაპარაკებები სამინისტროებთან გაგრძელდება, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროსთანაც, რადგან საზღვარზე შემოსვლის პროცედურები ცოტა უნდა გამარტივდეს.
  2. ანუ სხვა ქვეყნის ტურისტებიც უნდა დავახმაროთ იმ სექტორს, რომელიც საკმაოდ დაზარალდა.
  3. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით აღსანიშნავია შავი ზღვის რეგიონი, რომელიც ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია”, – აცხადებს სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელი შალვა ალავერდაშვილი.

მისივე თქმით, სასტუმროების წარმომადგენლებს რუსი ტურისტები სწერენ, რომ საქართველოში ჩამოსვლა უნდათ და სურთ გაიგონ, როგორ შეიძლება ამ პირობებში ქვეყანაში მოხვედრა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ, ახლომდებარე აეროპორტებში ბაქოში, ერევანში და ტრაპზონში უფასო ავტობუსები დავაყენოთ. ამ გზით საქართველოში რუსი ტურისტები შემოვლენ.

შეფასებები და ანალიტიკოსების ხედვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართულებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის.

ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.

რატომ?

ამასთან, ტუროპერატორებისთვის და აგენტებისთვის რეკომენდებულია, აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაციისგან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას შეეხება.

რუსეთის ამგვარი რეაქცია მოჰყვა საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლის შემდეგ დაწყებულ  პროტესტს – გავრილოვს პარლამენტის შენობა დაატოვებინეს, თბილისში კი ანტისახელისუფლო და რუსეთის ოკუპაციის საწინააღმდეგო მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო.

ავტორი მამუკა გოგუაძე

ფინანსური ანალიტიკოსი, რომელიც მუშაობს იმისათვის, რომ მოგაწოდოთ რაც შეიძლეა მეტი და ხარისხიანი ინფორმაცია, რათა თქვენ შეძლოთ საკუთარი ფინანსების უკეთ მართვა.

გააზიარეთ
99 წაკითხულია
ბოლოს განახლებული აპრილი 28, 2020

კომენტარი

საინტერესო თემები