შობა და საჩუქრები: აქციეთ ტრადიცია ემოციად!

წლის ბოლოს თვის – დეკემბრის მოახლოებასთან ერთად, ვხვდებით, რომ წელი მთავრდება, გარეთ ცივა, ზამთრის სუსხი და თოვლის ფანტელები შობასთან ასოცირდება, საახალწლო მხიარულება და ჟრიამული ნელ-ნელა მთელ ქალაქს უახლოვდება!

რაგასაკვირია, რომ შობისა და ახალი წლის პერიოდი კომერციულად აქტუალურია, ქართველებს კი გვიყვარს საახალწლოდ განსაკუთრებულად მომზადება და ჩვენი ხარჯები ამ პერიოდიში პიკს აღწევს, სავარაუდოდ, ჩვენი ბიუჯეტის საკმაოდ დიდი ნაწილი საშობაო საჩუქრებში იხარჯება.

რა ვაჩუქო? – ეს კითხვა, ალბათ თქვენთვისაც აქტუალურია, ამიტომ, გვინდა გაგიზიაროთ საშობაო საჩუქრის იდეები, რომლებიც ჩვენ ძალიან მოგვწონს ახალი წლისთვის!

მატერიალური საგნები არ არის მნიშვნელოვანი!

შობის წინა პერიოდში თუ ფორუმებსა და კომენტარებს გადაავლებთ თვალს, ადვილად შეამჩნევთ, რამდენი ადამიანი ითხოვს რჩევას იმაზე, თუ რა აჩუქოს საყვარელ ადამიანებს, როგორი სათამაშო აჩუქოს ბავშვებს, რა აჩუქოს ცოლს, რა მოსწონთ მამაკაცებს, როგორ გაუკეთოს ორიგინალური საჩუქარი შეყვარებულს და ა.შ.

სხვები კი საათებს ატარებენ დიდ სუპერმარკეტებსა და მოლებში იმ მიზნით, რომ იპოვონ საახალწლო საჩუქრები.

ადამიანები ეძებენ მატერიალურ ნივთებს, რომლებსაც ლამაზად შეფუთავენ და აჩუქებენ ბავშვებს, როგორც ორიგინალრი საჩუქარი, თუმცა, ყველა ასობით და ათასობით ლარი, რომელიც სათამაშოებისთვის იხარჯება, საჩუქრის მიღებით გამოწვეულ თავდაპირველ ეფორიასთან ერთად ქრება, ჩვენი „ორიგინალური საჩუქარი“ კი მალევე მტვრით იფარება.

ხშირად გვგონია, რომ მატერიალური საჩუქრები დიდ სიხარულსა და სიამოვნებას იწვევს ადრესატში, თუმცა, მატერიალურ საგნებს შეუძლიათ მოგვანიჭონ სიამოვნება მხოლოდ რამდენიმე საათით და ეიფორია გადის მას შემდეგ, რაც ეს საგანი ჩვენი ხდება და ვეუფლებით.

რამდენიმე დღეში კი ის ემოციაც გვავიწყდება, რომელიც ვიგრძენით საჩუქრის მიღების მომენტში და ისე აღვიქვამთ, თითქოს ეს რიგითი სასიამოვნო ფორმალობა იყო, რომელიც შობას და ახალ წელს ახლავს თან.

როგორ გავუკეთოთ სასიამოვნო და ხელმისაწვდომი საჩუქარი?

საჩუქრებით გამოწვეული ემოციების არაერთი ფსიქოლოგის კვლევის საგნად იქცა, მათი დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ საჩუქრები, რომლებიც ქმინან გამოცდილებებს და ემოციებს უფრო აბედნიერებს ადამიანებს და უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, მატერიალური ობიექტები ვერ იწვევენ ჩვენში ისეთ ემოციებს, როგორსაც საჩუქრები, რომლებიც ახალ თავგადასავლებს გვიქადის, მაგალითად, ერთად მოგზაურობა, საყვარელი ფილმის ერთად ყურება, სპექტაკლზე წასვლა და შემდგომ ემოციების კაფეში გაზიარება, პარაპლანით გასეირნება და ა.შ.

ადამიანები იღლებიან საჩუქრების შეძენით, მაგრამ, რას ფიქრობთ, ნამდვილად აუცილებელია ეს? საჩუქრის იდეა და მიზანი არის სხვისი გაბედნიერება, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ყოველდღიური მატერიალური ნივთები ძველდება და ადრე თუ გვიან მტვრით იფარება, ტანსაცმელი იხევა, სურნელოვანი სანთლები იწვება, სუნამოები და ტკბილეული თავდება… ემოციები და თავგადასავლები – მხოლოდ ესაა მარადიულია და მათ ვერავინ წაგვართმევს, ემოციები გვამახსოვრდება.

გამოაცოცხლეთ შობის დღესასწაული – აჩუქეთ პერსონალური საჩუქრები

მსოფლიოში დამტკვიდრდა ტენდენცია ისეთი საჩუქრების ჩუქების, რომლებიც იწვევენ ნამდვილ ემოციებს და თავგადასავლებთან ასოცირდება, ნელ-ნელა მილიონობით ადამიანი უარს ამბობს მატერიალურ ნივთებზე, ემოციებით სავსე საჩუქრებში პირველ ადგილს იკავებს ოჯახთან ერთად დროის გატარება;

აქედან გამომდინარე, ნუ იჩქარებთ მოლებში წასვლას იმ იმედით, რომ აარჩევთ სუნამოს, სხეულის მოვლის საშუალებების ნაკრებს, ნუ დახარჯავთ ენერგიასა და დროს მატერიალურ საჩუქრებში, ამის ნაცვლად უბრალოდ მოიფიქრეთ როგორ დაგეგმოთ შობის პერიოდი მათვის, როგორი თავგადასავლები გამოიწვევს მათში დაუვიწყარ ემოციებს, ან უფრო უკეთესი, გაუკეთეთ საჩუქარი, რომელიც ადრესატს მისცემს საშუალებას თქვენთან ერთად გამოსცადოს რაღაც ახალი, თქვენთან ერთად იმოგზაუროს და თქვენთან ერთად დააგროვოს თავგადასავლები.

ეს ყველაფერი კარგი, და რა ვაჩუქოთ ბავშვებს?

როგორც კვლევები აჩვენებს, საშობაო ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი ბავშვების სათამაშოებზე იხარჯება, თოვლის ბაბუა ხომ არცერთ პატარას არ ტოვებს უსაჩუქროდ?!

მშობლების უმეტესობა მარტივ არჩევანს აკეთებს – ბავშვს ჩუქნის იმ სათამაშოს, რომლით თამაშიც უყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სათამაშო უამრავი მოიძებნება სახლში. სამწუხაროდ, ბავშვების საშობაო საჩუქრები, როგორც წესი, მატერიალური საგნებია და არ არის დაკავშირებული ემოციებთან.

გაიხსენეთ, გქონდათ თუ არა iPod -ი თქვენს ბავშვობაში? ყველა საშობაო საჩუქარი გახსოვთ? რა უფრო მეტ ემოციას იწვევდა თქვენში – მშობლებთან ერთად სადღაც წასვლა, თუ უბრალოდ თოჯინა ან ბურთი? ბავშვებს მართლაც უყვართ სათამაშოების მიღება საჩუქრად, უყვართ ციმცინა ნაძვის ხეები, თუმცა უხარიათ წამიერად და ეს მოცია მალე ქრება.

მე ყოველთვის მემახსოვრება, როგორ დავამზადეთ მე და ბებიამ ერთად ჩემთვის განკუთვნილი საშობაო საჩუქრები, როგორ დავხატეთ ფიფქები და თოვლის ბაბუები ნამცხვრებზე, როგორ ვიბოდიალეთ მაღაზიებში შევფუთი მასალების საყიდლად და როგორ შევფუთეთ ერთად, ალბათ, ბავშვისთვის, თავგადასავალი და პროცესით გამოწვეული ემოცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საჩუქრის ჩუქების დროს რამდენიმეწუთიანი ეიფორია.

გარდა ამისა, კიდევ ბევრი იდეა არსებობს იმისა, თუ როგორ ვაქციოთ შობა ცოცხალი და ნაკლებად მატერიალური, ჩვენი იდეები ასეთია:

  • გახდით მოხალისე ბავშვებთან ერთად – გაასეირნეთ ბავშვები ცხოველთა თავშესაფარში და მიუტანეთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს საკვები, ან წადით ბავშვთა სახლში თოვლის ბაბუას ფორმებში და აჩუქეთ ბავშვებს ტკბილეული და სათამაშოები, დაანახეთ როგორც თქვენს შვილს, ასევე იქ მყოფ ბავშვებს, რომ სიკეთის გაზიარებითა და სხვისი გაბედნიერებით გამოწვეული ემოცია ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანია.
  • მოაწყეთ ოჯახური გართობები – როგორც უკვე აღვნიშნეთ, მატერიალური საჩუქარი მალე ‘ცვდება’ და დავიწყებას მიეცემა, ძალიან კარგია ოჯახური გართობის დაგეგმვა, მაგალითად, ერთად გასეირნება ან პატარა თავგადასავლების ერთად გამოცდა: წადით გასართობ პარკში, მოძებნეთ საციგურაო მოედანი და სცადეთ ყველამ ერთად ყინულზე სრიალი, გაისაირნეთ საშობაო განათებებით გადანათებული ქალაქის ქუჩებში და დატკბით იმით, რომ ერთმანეთს ყველაზე ძვირფასს – დროს ჩუქნით.  მსგავსი საშობაო თავგადასავლები ყოველთვის ახსოვთ ბავშვებს – თქვენ შეგიძლიათ ამის ყოველწლიურად გაკეთება, ცხადია ოჯახთან ერთად!
  • ტრადიცია აქციეთ პროცესად – მიუხედავად ყველაფრისა, საშობაოდ საჩუქრის ჩუქება მაინც ტრადიციაა, თუ მაინც გინდათ, რომ საჩუქრით გაახაროთ ბავშვები, მაშინ ეს ტრადიცია ცოცხალ აქტივობად აქციეთ, შობის წინა კვირას ოჯახის ყველა წევრმა დაწერეთ სია, რაც გინდათ რომ საშობაოდ გაჩუქონ, შემდე ითამაშეთ ე.წ. სექრეთ სანტა (Secret Santa) და შობის ღამეს ეცადეთ გამოიცნოთ, რომელი საჩუქარი ვისთვისაა J შედეგად ოჯახში იქნება ბედნიერების ერთად გაზიარების განცდა და ეს დღე გახდება ერთ-ერთი დაუვიწყარი დღე ბავშვებისთვის.