სესხების ახალი რეგულაციები – რა იცვლება სესხის აღებისას?

ალბათ, ნახეთ ჩვენი სტატია ეროვნული ბანკის 2018 წლის რეგულაციების შესახებ, სესხის გაცემასთან დაკავშირებული შეზღუდვები გასული წლის ბოლოდან დაიწყო და პერიოდულად ახალი რეგულაციები ემატება.

ახლა გვინდა გიამბოთ, თუ რა არის ახალი სესხების სფეროში 2019 წლიდან?
1 იანვრიდან რამდენიმე ცვლილება გვაქვს:

1. დაწესდა ლიმიტი სესხის ყოველთვიურ გადასახადზე

ახალი რეგულაციების მიხედვით, შეიზღუდება თქვენ მიერ ყოველთვიურად ვალდებულებებზე გადასახდელი თანხის მოცულობა, მაგალითისთვის, თუ გაქვთ შემოსავალი 1000 ლ და გსურთ სესხის აღება, თქვენი შემოსავლის 35%-ის გამოყენება შეგეძლებათ ლარში აღებული სესხისთვის, შედეგად, საშუალება გექნებათ აიღოთ სესხი ისეთი პირობებით, რომლის ყოველთვიური გადასახადი არ აღემატება თქვენი შემოსავლების 35%-ს.

რა ხდება, თუ სესხი ევროში ან დოლარშია? ამ შემთხვევაში 35%-ის ნაცვლად, თქვენი შემოსავლის 25%-ის გამოყენება შეგეძლებათ სესხის ან სხვა ფინანსური ვალდებულებების ასაღებად,

ამ რეგულაციის მიზანია, ქვეყანაში შეამციროს ჭარბვალიანობა, აქედან გამომდინარე, მსჯელობენ, რომ თქვენი შემოსავლის 35%-ს თუ ვალდებულებებზე მიმართავთ, დანჩენილი თანხით შეძლებთ, ყოველთვიურ ხარჯებთან გამკლავებას, მოკლედ რომ ვთქვათ, რეგულაცია ადგენს თქვენი შემოსავლის რა ნაწილი უნდა გამოიყენოთ სასესხო ვალდებულებებისთვის, რა ნაწილი თქვენი პირადი ხარჯებისთვის.

2019 წელს ქართველი ხალხი ვალის გარეშე შეხვდება

2. აუცილებელი გახდა შემოსავლების დასადასტურება

ვალდებულების აღებისას შემოსავლების დადასტურება აუცილებელი ხდება, რადგან კრედიტორი კომპანია სესხის გაცემამდე უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენ ნამდვილად გაქვთ შემოსავლები და შეგიძლიათ გაუმკლავდეთ აღებულ ვალდებულებას.

შემოსავლად ითვლება ყველა ის შემოსავალი, რომელიც შეგიძლიათ საბანკო ამონაწერით ან შემოსავლების სამსახურიდან მოთხოვნილი მონაცემებით დაადასტუროთ.

3. რეგულაციები ვრცელდება ყველა ტიპის სესხზე

რეგულაციების შედეგად იცვლება არა მხოლოდ სწრაფი სესხის, არამედ ავტო სესხის, იპოთეკური სესხის, სამომხმარებლო სესხის, საკრედიტო ბარათისა და განვადების აღების პროცესიც.

მათ, ვინც ჯერ ‘ახალბედაა’ და პირველად სარგებლობს სესხით, 200 ლ-მდე სესხის აღების შემთხვევაში ეს შეზღუდვები არ შეეხება, ასევე, რეგულაცია არ ვრცელდება იმათზე, ვისაც ჯამური ვალდებულებები უფიქსირდება 2 მილიონი ლარი ან მეტი.

4. რეგულაციები ვრცელდება როგორც ბანკებზე, ასევე მიკროსაფინანსოებზე

ახალი რეგულაციების თანახმად, ნებისმიერი სესხის გამცემი ფინანსური ინსტიტუტი – იქნება ეს ბანკი, ლომბარდი თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ვალდებულია გაითვალისწინოს ყველა ის ცვლილება და შეზღუდვა, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

რეგულაციები შეეხებათ ე.წ. ‘კერძო მევახშეებსაც’ და ნებისმიერ სესხების გამცემ სუბიექტს.

5. შეიცვალა სესხის ვადის არჩევის წესი

რამდენიმე ხნის წინ სესხის აღებას თუ გადაწყვეტდით, შეგეძლოთ, თავად განგესაზღვრათ რა ვადით გსურდათ ამა თუ იმ ტიპის სესხის აღება, ახლა კი ახალი რეგულაცია განსაზღვრავს სესხების აღების ვადას და შემდეგნაირად ცვლის სესხის ამ პირობას:

  1. სამომხმარებლო სესხი შეიძლება აიღოთ მაქსიმუმ 4 წლის ვადით
  2. ავტო სესხი – მაქსიმუმ 6 წლით
  3. იპოთეკური სესხები – მაქსიმუმ 15 წლის ვადით
  4. უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი – მაქსიმუმ 10 წლით

სწორედ ეს რეგულაციები ამოქმედდა ჩვენს ქვეყანაში 1 იანვრიდან, ჩვენი შეფასებით სესხების სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის ეს შეზღუდვები საკმაოდ მკაცრი და მძიმეა, მეორე მხრივ, ხალხის მხრიდან სესხებზე მოთხოვნა არ მცირდება, განსაკუთრებით კი სწრაფ ონლაინ სესხებზე, ამიტომ კრედიტორებმა იპოვეს ‘შავი ხვრელი’ რეგულაციებში და ცდილობენ, ხალხის მოთხოვნა ამ გზით დააკმაყოფილონ.

Financer კონფიდენციალურობის პარამეტრები

ფინანასტერის გამოყენებით თქვენ აღიარებთ ჩვენს პირობებს, ასევე ჩვენს მონაცემთა კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ ვიყენებთ Cookies- ს ჩვენი სერვისის გასაუმჯობესებლად ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების ანალიზისა და მონიტორინგისთვის. გარკვეული Cookies მოითხოვს თქვენს აქტიურ თანხმობას, რათა ჩვენთვის შეგროვილი მონაცემები შევიტანოთ. თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ საკუთარ თავს მესამე მხარის მომსახურების შესახებ, ასევე ვიყენებთ თქვენს თანხმობას ნებისმიერ დროს ჩვენს Cookie- ში.

Facebook მარკეტინგი

SEO Solutions Ltd. (ჩვენ), როგორც პროვაიდერი financer.com-ის ვიყენებთ Facebook-Pixel ხელი შეუწყოს ჩვენი შინაარსი და მომსახურება ჩვენს სტუმრებს Facebook- ზე, ასევე აკონტროლოთ შედეგები ამ მარკეტინგული საქმიანობის. ეს მონაცემები ჩვენთვის ანონიმურია და მხოლოდ სტატისტიკურ მიზნებს ემსახურება. Facebook- ს შეუძლია Facebook- ის Pixel- ისგან მიღებული Facebook- ის (სახელი, ელ.ფოსტა და ა.შ.) შეთავსება და გამოიყენოს ეს საკუთარი სარეკლამო მიზნებისათვის. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ და აკონტროლოთ Facebook მონაცემები თქვენი Facebook კონფიდენციალურობის პარამეტრებიში.