იპოთეკური სესხის დაფარვა - ის, რაც უნდა იცოდეთ

იპოთეკური სესხი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი სესხი, თუმცა მისი გადახდის გრაფიკი შესაძლოა ცოტა დამაბნევლად გამოიყურებოდეს, ამიტომ აქ შეგიძლიათ მიიღოთ საჭირო ინფორმაცია იპოთეკური სესხის გადახდის გრაფიკების შესახებ.

იპოვეთ სესხი საუკეთესო გადახდის გრაფიკით

იპოთეკური სესხის გადახდის გრაფიკი

გსურთ, განაცხადი შეიტანოთ იპოთეკურ სესხზე, თუმცა არ იცით, როგორია მისი გადახდების გრაფიკი?

იპოთეკური სესხის დასაფარად, შესაძლებელია აირჩიოთ ორი გადახდის გრაფიკი, რომელიც ასევე საერთოა ყველა უზრუნველყოფილი სესხისა თუ განვადებისთვის: ანუიტეტის (ანუ თანაბარი გადახდების) გრაფიკი და თანაბარი ძირი თანხის გრაფიკი.

ეს ორი ცნება, შესაძლოა დამაბნევლად გამოიყურებოდეს, ამიტომ, ჩვენ დაგეხმარებით მარტივად გაერკვეთ თითოეულ მათგანში და აგიხსნათ თითოეულის გამოთვლის პრინციპი – მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ხდება იპოთეკური სესხის დაფარვა და რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც იპოთეკური სესხის აღებას გადაწყვეტთ.

ანუიტეტის განრიგი vs ძირი თახნის თანაბარი დაფარვების გრაფიკი

ანუიტეტის გრაფიკის შემთხვევაში სესხის ყოველთვიური გადასახადების ოდენობა ფიქსირებულია მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ, წინასწარ განსაზღვროთ, სესხის აღების შემთხვევაში ყოველთვიურად რა თანხის გადახდა მოგიწევთ და გაითვალისწინოთ ბიუჯეტის დაგეგმვისას.

როგორც ვთქვით, ანუიტეტის გზით სესხის დაფარვისას, ყოველთვიურად გადასახდელი გვაქვს ერთი და იგივე თანხა: ამ თანხიდან ნაწილი არის სესხის ძირი თანხა, ნაწილი კი – საპროცენტო სარგებელი, მათგან, ძირი თანხის გადახდები ყოველთვიურად ერთი და იგივეა, იცვლება მხოლოდ საპროცენტო განაკვეთის ნაწილი, რომელიც დაფარვის დასაწყისში უფრო დიდია და პერიოდის შემცირებასთან ერთად ნელ-ნელა იკლებს.

ამდენად, ანუიტეტის გრაფიკით დაფარვისას, სესხის ტვირთი თანაბრად არის გადანაწილებული მთელ პერიოდზე – ხშირად მიზანშეწონილია, რომ მიმართოთ სესხის დაფარვის ამ გრაფიკს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დიდი მოცულობის სესხთან გვაქვს საქმე (მაგალითად, იპოთეკური სესხის დროს), რადგან იგი უზრუნველყოფს სტაბილურობას და მარტივად შეგვიძლია განვსაზღვროთ მომავალი ყოველთვიური ხარჯები.

 

ძირი თანხის თანაბრად დაფარვის გრაფიკის შემთხვევაშიც, ის თანხა, რომელსაც ყოველთვიურად ვიხდით სესხის დასაფარად, შედგება 2 ნაწილისგან: ძირი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის ნაწილისგან, დაფარვების ამ მეთოდის დროს სესხის ძირი თანხა თანაბრად გადანაწილდება ყოველ თვეზე და არ შეიცვლება მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო ყოველთვიურად გადასახდელი საპროცენტო განაკვეთი გამოითვლება წინა თვის მიხედვით სესხის დარჩენილი ბალანსიდან, (იგი მაღალია სესხის გადახდის დასაწყისში და პერიოდის შემცირებასთან ერთად ყოველთვიურად იკლებს).

შესაბამისად, ძირი თანხის თანაბრად დაფარვის გრაფიკის დროს – სესხის ყოველთვიური გადასახადი განსხვავებულია თვეების მიხედვით, ფიქსირებული გვაქვს მხოლოდ ყოველთვიურად გადასახდელი ძირი თანხის ნაწილი, საპროცენტო განაკვეთის ნაწილი კი ყოველთვიურად სხვადასხვაა, რაც საბოლოოდ იწვევს სესხის ყოველთვიური გადასახადების სხვადასხვაობას.

გრძელვადიანი სესხის ამ მეთოდით დაფარვა გონივრულ არჩევანს წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუ გსურთ გადახდების დასაწყისში დაფაროთ სესხის მნიშვნელოვანი ნაწილი, თავდაპირველად გადაიხადოთ დიდი თანხა და ნელ-ნელა, პერიოდის შემცირებასთან ერთად თქვენი ყოველთვიური ხარჯიც შემცირდეს; თუ თქვენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, თვლით, რომ თქვენი ამჟამინდელი შემოსავლები შედარებით მაღალია და შესაძლოა მომავალ პერიოდში ნელ-ნელა შემცირდეს, ან თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ მომავალში სტაბილური შემოსავლები გექნებათ, მაშინ სესხის დაფარვის ამ მეთოდის არჩევა კარგი გადაწყვეტილება იქნება.

იპოთეკური სესხის განახლება და საშეღავათო პერიოდი

აიღეთ იპოთეკური სესხი, თუმცა ფიქრობთ, რომ თქვენი გადახდისუნარიანობა შემცირდა და ყოველთვიური გადახდები ძალიან მძიმე ტვირთად აწვება თქვენს ფინანსურ მდგომარეობას?

არ ინერვიულოთ, რადგან ყველა კრედიტორი მოგცემთ იპოთეკური სესხის ვადის გაგრძელების შესაძლებლობას და საშეღავათო პერიოდს რამდენიმე თვის, ნახევარი წლის ან თუნდაც ერთი წლის განმავლობაში.

საკრედიტო კომპანიებმა უკვე გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ ასეთი გრძელვადიანი და მაღალი სარგებლის მქონე სესხის დროს მომხმარებელთა მხრიდან ხშირად წარმოიქმნება გადახდის შეფერხებები და პრობლემები.

როგორ და როდის შეიძლება იპოთეკური სესხი გაგრძელდეს?

იპოთეკური სესხის ვადის გასაგრძელებლად, კრედიტორს უნდა წარუდგინოთ განაცხადი სესხის ვადის გახანგრძლივების თაობაზე. განაცხადი შეიძლება იყოს მარტივი, თავისუფალი ფორმის დოკუმენტი, რომელზეც ხელს მოაწერთ და გაუგზავნით ბანკს ან სესხის გამცემ კომპანიას, შემდეგ კი უნდა დაელოდოთ მათგან პასუხს შემდგომი ქმედებებისთვის.

იპოთეკური სესხის ვადის გახანგრძლივებაზე განაცხადის შეტანისას,  თქვენ რეალურად ითხოვთ, არსებული სესხის ხელშეკრულების მოდიფიკაციას, რაც არ არის უფასო -სესხის განახლებისას ან რაიმე სახის ცვლილების შეტანისას მოითხოვება საკომისიო, რომელიც, როგორც წესი, არ არის მაღალი და დამოკიდებული სესხის მოცულობასა და საპროცენტო განაკვეთზე, შესაბამისად, სესხის ვადის გახანგრძლივების მოთხოვნისას უნდა გაითვალისწინოთ დამატებითი ხარჯების ეს ფაქტორიც.

სესხის გასაგრძელებლად თქვენ უნდა:

  • ყველა ყოველთვიური გადახდა უნდა განხორციელდეს დროულად და შეთანხმებული გეგმის მიხედვით;
  • მოთხოვნილი საშეღავათო პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მიხედვით დაშვებულ მაქსიმალურ ვადას (ანუ სესხის გახანგრძლივების შემდეგ სესხის გადახდა მაინც უნდა მოხდეს 75 წლის ასაკამდე და სესხის მაქსიმალური ვადის განმავლობაში).

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სარგებლობთ თქვენს იპოთეკურ სესხზე დაშვებული მაქსიმალური ვადით, სესხის ვადის განახლებას/გახანგრძლივებას ვერ შეძლებთ.

დაწვრილებით სესხის ვადის გაგრძელების შესახებ!

გადახდა

შესაძლოა, ზოგჯერ თქვენი გადახდისუნარიანობა დროებით შემცირდეს და გქონდეთ პრობლემები სესხის დაფარვასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევებში, კრედიტის ვადის გაგრძელება არც ისე გონივრული არჩევანია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვარაუდობთ, რომ ერთი წლის შემდეგ შეძლებთ სესხის დაფარვას არსებული ტემპით.

ყველა კრედიტორი გვაძლევს შესაძლებლობას ვისარგებლოთ საშეღავათო პერიოდით, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმებულ ვადებში ვიხდით მხოლოდ საპროცენტო სარგებელს და არ ვიხდით ძირ თანხას.

საშეღავათო პერიოდის პირობები დამოკიდებულია სესხის ხელშეკრულებაზე – ზოგიერთი კრედიტორი 6 თვიან, ზოგიც კი 1 წლიან საშეღავათო პერიოდის გვთავაზობს – ყველა ამ ინფორმაციას აუცილებლად უნდა გაეცნოთ ხელშეკრულების გაფორმებისას!

იპოთეკური სესხის ადრეული დაფარვა

მოულოდნელად თანხა გამოგიჩნდათ და გსურთ ვალდებულების წინასწარ მოშორება და სესხის დაფარვა ხელშეკრულების დასრულებამდე?

სასიხარულო ცნობა: იპოთეკური სესხი შეიძლება დაიფაროს წინსწრებით, სესხის ვადის გასვლამდე, თითქმის ყველა კრედიტორის შემთხვევაში; ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს სესხის ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე, ბანკების შემთხვევაში სესხის წინასწარ დაფარვა, შეიძლება, საჭიროებდეს დამატებით ხარჯებს და სახელშეკრულებო ჯარიმებს.

კრედიტორების აქვს უფლება, მოითხოვოს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის კომპენსაცია მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად (გონივრული ზომით, რა თქმა უნდა), სესხის წინასწარ დაფარვის დროს იგი დგება გარკვეული რაოდენობის თანხის დაკარგვის რისკის წინაშე, რადგან ერთსა და იგივე თანხას დღეს და 3 თვის შემდეგ განსხვავებული ღირებულება აქვს, მისი დღევანდელი ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე ღირებულება 1 თვის (ან ნებისმიერი შემდგომი პერიოდის) შემდეგ- აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ფულის დროში ღირებულება.

კრედიტორი თქვენი ხელშეკრულების მიხედვით წინასწარ განსაზღვრულ პერიოდიში ელოდება კონკრეტული რაოდენობის თანხების მიღებას, თუმცა წინასწარ გადახდით თქვენ ამ პირობებს არღვევთ, კრედიტორმა კი, შესაძლოა, განიცადო ზემოხსენებული ფულის ღირებულების დროში ცვლილების მიზეზით – აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების შეწყვეტა შეიძლება თქვენთვის მაღალ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული.

თუ მოულოდნელად თანხა გამოგიჩნდათ და იპოთეკური სესხის ყოველთვიური ხარჯიც არ არის განსაკუთრებით მძიმე ტვირთი თქვენთვის, მაშინ გონივრული იქნება ხელთ არსებული თანხის ინვესტირება და შემნახველ ანაბარზე შეტანა.

გადახდის სირთულეები

თუ განიცდის მუდმივ გადახდისუუნარობას ან თქვენი შემოსავალი მოულოდნელად შემცირდა და სესხის ყოველთვიური გადასახადი ძალიან მძიმე ტვირთად გაწვებათ, არ დაელოდოთ ვალის დაგროვებას, მეილბოქსის კრედოტირი კომპანიის შეტყობინებებით გადავსებას და თქვენი სახელის ე.წ. “შავ სიაში” მოხვედრას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადახდასთან დაკავშირებული სირთულეები დროებითია და, შესაძლოა, გაგრძელდეს მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში, აუცილებლად უნდა აცნობოთ კრედიტორ კომპანიას – პრობლემური სესხის დროს საფინანსო ორგანიზაციები, პირველ რიგში, ცდილობენ, მსესხებელთან შეთანხმებით მიიღონ ორივე მხარისთვის ოპტიმალური და გონივრული გადაწყვეტილება;

ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ “უსახლკაროდ” დარჩებით, თუ ვერ ახერხებთ სესხის დროულად დაფარვას, თუ აღმოჩნდებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც დროულად ვერ იხდით ვალდებულებას, აუცილებლად დაუკავშირდით და აცნობეთ კრედიტორს – არასდროს არ უნდა დამალოთ ის, რომ სესხს ვერ იხდით დროულად, ეს ბევრად უარესია. თუ მოულოდნელად ფინანსური პრობლემები შეგექმნათ და თქვენი სესხის გადახდისუნარიანობა შემცირდა, გონივრული იქნება, თუ  გამოყენებთ საშეღავათო პერიოდს და კრედიტორი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად მიიღებთ ორივე მხარისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას;

ფინანსური პრობლემების დროს არსებობს არაერთი გამოსავალი, პირველ რიგში, გირჩევთ, რომ არ შეგეშინდეთ პრობლემაზე საუბარი – გაეცანით ჩვენს რჩევებს თანხის დაზოგვასთან დაკავშირებით, ესაუბრეთ კრედიტორებს და პრობლემებიც ნელ-ნელა გაქრება!

ეძებთ იპოთეკურ სესხს? იხილეთ ყველა შემოთავაზება!

ავტორის შესახებ

წლის საუკეთესო კრედიტორები

ჩვენ გვინდა, გამოვყოთ ყველაზე მოთხოვნადი კრედიტორები. ესენი არიან ყველაზე სანდო და მაღალი შეფასების მქონე სესხის კომპანიები მომხმარებელთა შეფასებებზე დაყრდნობით.

(25 შეფასებები)

(6 შეფასებები)

(55 შეფასებები)

შეადარე ყველა კრედიტორი

იმეგობრეთ financer.com-თან

შემოგვიერთდით Facebook-ზე