რა მოხდება, თუ სესხს ვერ დავფარავთ?

ალბათ, გაინტერესებთ რა ხდება მაშინ, როცა სესხს ვერ ვფარავთ? გაეცანით საჭირო ინფორმაციას და დაიცავით თავი კრედიტორების მახეებისგან!

ყველა სესხი ერთ სივრცეში!

სესხის აღება მძიმე ფინანსური მდგომარეობისას

ყოფილხართ ისეთ სიტუაციაში, როცა დღეში რამდენჯერმე გირეკავენ და გატყობინებენ, რომ სესხი გაქვთ დასაფარი? იღებთ მეილებს, რომლებიდანაც იგებთ, რომ თქვენს სესხზე დარიცხული ჯარიმები კიდევ უფრო გაიზარდა?

რა მოხდება, თუ სესხს ვერ გადაიხდით? რა ხდება, როცა მომდევნო თვეებშიც ვერ ფარავთ სესხს

ბოლო პერიოდში დამკვიდრებული ტრენდია სესხის აღება მიუხედავად იმისა, რომ წინა სესხებზე ფიქსირდება ცუდი გადახდები – სხვა ქვეყნებში არსებული საკმაოდ ბევრი ფინანსური კომპანია გასცემს სესხებს ამგვარ მომხმარებლებზეც (საქართველოში ცუდი საკრედიტო ისტორიის მქონე პირებზე, შედარებით ნაკლებად გაიცემა სესხები). შეიძლება ფიქრობთ, რომ სესხის გადაუხდელობა არც ისე პრობლემური რამ არის და ნიშნავს მხოლოდ თქვენი სახელისა და გვარის ე.წ. “შავ სიაში” ჩაწერას – “მერე რა, ვიყო შავ სიაში, ხელს არ მიშლის…”

მიუხედავად იმისა, რომ საკრედიტო კომპანიები ცდილობენ იყვნენ მკაცრნი სესხის გაცემისას და მარტივად არ გასცენ სესხები, მაინც, კრედიტორს არ შეუძლია 100% -ით იყოს დარწმუნებული თქვენს გადახდისუნარიანობაში, ცხადია, მას არ აქვს სრული ინფორმაცია  – რეალურად, მართლაც შეძლებთ თუ ვერა კრედიტის დაფარვას, მომავალ თვეში აიღებთ თუ ვერა ხელფასს, კიდევ რა დამატებითი შემოსავალი გექნებათ, გაქვთ თუ არა სხვა მიმდინარე ვალდებულებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სესხის დაფარვას და ა.შ.

სამწუხაროდ, მიუხედავად კრედიტორების ძალისხმევისა, შესაძლოა სესხი აიღოს ისეთმა პირმა, რომელსაც არც ისე სახარბიელო საკრედიტო ისტორია აქვს და საკმაოდ დაბალია იმის ალბათობა, რომ სესხი დაფაროს… 

რა მოხდება, თუ სესხს დროულად ვერ დავფარავ?

სესხის აღება საკმაოდ სარისკოა და დაუფიქრებლად აღებულ სესხს მოჰყვება არასასურველი შედეგები:

  1. თუ სესხს დროულად არ გადაიხდით, საკრედიტო კომპანია რამდენიმე დღეში გამოგიგზავნით შეტყობინებას მეილზე და შეგახსენებთ, რომ სესხი გაქვთ დასაფარი;
  2. როდესაც პირველი (ან თუნდაც მეორე) გაფრთხილება იგნორირებულია, კომპანია მომხმარებელს სახლში უგზავნის წერილს გასაფრთხილებლად, 
  3. ამ ყველაფრის პარალელურად, სესხს ყოველდღიურად ერიცხება ვადაგადაცილების საკომისიო/ჯარიმები, საბედნიეროდ, 2017 წელს კანონში შესული ცვლილების მიხედვით, დაწესდა შეზღუდვები საჯარიმო სანქციის ოდენობაზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვის სურს გადაიხადოს, თუნდაც, 5 ან 10 ლარი დაგვიანებით გადახდის გამო?
  4. თუ ყველა ეს გაფრთხილება იგნორირებულია, სესხი გადაინაცვლებს უიმედო ვალების სიაში; ონლინსესხების კომპანიები, თავდაპირველად, ცდილობენ საკუთარი, პრობლემური სესხების სამსახურის მეშვეობით დააფარინონ კლიენტს მიმდინარე ვალდებულებები. მეორე ეტაპზე უკვე გარე კოლექტორებთან, ანუ გარე ამომღებ ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ (ამ ტიპის ორგანიზაციები საქართველოში საკმაოდ ბევრია და ისინი სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტს ემსახურებიან). ამის მიზეზი ხშირად არის ის, რომ მიკროსაფინანსო კომპანიებს როგორც წესი, არ აქვთ დრო და რესურსი აქტიურად იმუშაონ პრობლემური სესხების ამოღებაზე, შესაბამისად, მიზნით ხშირად მიმართავენ ე.წ. კოლექტორულ კომპანიებს, რომლეთა ფუნქციაც სწორედ, ‘ურჩი’ მომხმარებლებისგან პრობლემური სესხების დაბრუნებაა – ურეკავენ მომხმარებლებს და აფრთხილებენ გადაუხდელობის შესახებ, ან ცდილობენ, ერთად მოიძიონ კრედიტის დაფარვის ხელმისაწვდომი ვარიანტები; 
  5.  საბოლოო ჯამში, თუ არც ერთმა და არც მეორე ხერხმა არ იმოქმედა და მსესხებელმა ვალდებულება არ გაისტუმრა, ონლინ მსესხებელს, როგორც კრედიტორს უფლება აქვს უკვე სასამართლოს გზით მოითხოვოს აღნიშნული ვალდებულების გასტუმრება. შესაბამისად სასამართლოს კანონი ავალდებულებს, რომ თუ სასესხო ხელშეკრულება არის სათანადოდ გაფორმებული, მის საფუძველზე მევალეს დააკისროს ვალის დაფარვა და აღნიშნულის კონტროლს ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო.

ქრება თუ არა პრობლემური სესხები ჩვენი საკრედიტო ისტორიიდან?

ბევრი იტყვის, რომ “რამდენიმე წელიწადში ეს ვადა ამოიწურება, ჯერჯერობით გავაგრძელებ” . მაგრამ ეს აბსოლუტურად არასწორია. საკრედიტო ისტორია აქვს ყველა იმ ადამიანს, ვისაც სესხი აუღია ბანკიდან თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტიდან. საკრედიტო ისტორიის ამონაწერში დეტალურად არის მოცემული ყველა ის საკრედიტო პროდუქტი და ორგანიზაცია, რომლითაც მომხმარებლებს უსარგებლიათ. ასევე, მითითებულია თითოეული სესხის ვალუტა და დაფარვის გრაფიკი.

არსებობს 2 სახის ჩანაწერი – პოზიტიური და ნეგატიური. ის მომხმარებელი, რომელსაც თავისი საკრედიტო ისტორიის მანძილზე არ ჰქონია ვადაგადაცილება, ხვდება პოზიტიურ ჩანაწერში. სხვა შემთხვევაში მისი მონაცემები ნეგატიურ ჩანაწერში გადადის. თავის მხრივ ნეგატიური ჩანაწერი 2 სახისაა. თუ მოხმარებელმა სრულად დაფარა ვადაგადაცილებული სესხი, მისი საკრედიტო ისტორიის ჩანაწერს მიენიჭება „იყო ნეგატიურის“ სტატუსი. თუ ვადაგადაცილებული სესხი არ არის დაფარული და მომხმარებელს მიმდინარე დავალიანება უფიქსირდება, მას ენიჭება „არის ნეგატიურის“ სტატუსი.

როგორ შეიძლება საკრედიტო ისტორიის ნეგატიური სტატუსის, პოზიტიურით ჩანაცვლება? მომხმარებლებს ხშირად უჩნდებათ კითხვა თუ როგორ შეიძლება წაიშალოს მათი მონაცემები ე.წ „შავი სიიდან“, რომელიც არასწორი ტერმინია და იგულისხმება ნეგატიური ჩანაწერი.

ვადაგადაცილებული სესხის დაფარვიდან 5 წლის შემდეგ საკრედიტო ისტორიის ჩანაწერში კრედიტის შესახებ ინფორმაცია იშლება. რაც  შეეხება იმ სესხების ჩანაწერს, რომელიც მომხმარებელმა გრაფიკის მიხედვით დაფარა, იშლება დაფარვიდან 7 წლის შემდეგ.

მნიშვნელოვანია ისიც გვესმოდეს, რომ მაშინაც კი, თუ სესხის ვადა ამოიწურა, ჩანაწერი რჩება რეესტრში და სესხი არ ქრება, ვადის გასვლის შემდეგ, უბრალოდ, კრედიტორს აღარ აქვს საჩივრის შეტანის უფლება, რადგან სესხი უკვე ‘ვადაგასულია’.

რა არის ხანდაზმულობა და რატომ გვთხოვენ კომპანიები პრობლემურ სესხზე თუნდაც 1 ლარის შენატანის განხორციელებას?

ხანდაზმულობა არის როცა სესხი ხანდაზმულობას მიაღწევს, კრედიტორს ეკარგება ძალა, რომ მსესხებელს მოსთხოვოს სესხის დაფარვა, ხანდაზმულობას კი სესხი აღწევს ვალდებულების დარღვევიდან 3 წლის შემდეგ, მაგალითად, თუ სესხზე შენატანი უნდა განხორციელებულიყო სექტემბერში და არ მოხდა გადახდა, ეს პერიოდი ითვლება უკვე ვალდებულების დარღვევად და სესხი ხანდაზმულობას აღწევს ამ თარიღიდან ზუსტად 3 წლის შემდეგ

ხშირად მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ან კოლექტორული კომპანიები პრობლემურ მსესხებლებს სთხოვენ, სესხის დასაფარად შეიტანონ თუნდაც 10 ლარი, ამის მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ სესხმა არ მიაღწიოს ხანდაზმულობას, როგორც ვთქვით, პრობლემური სესხი ხანდაზმულობას აღწევს სესხზე ბოლო შენატანის დაფიქსირებიდან 3 წლის შემდეგ, თუმცა მსესხებელი თუ რაღაც თანხას მაინც შეიტანს სესხის ‘დასაფარად’, (თუნდაც იყოს ეს 2 ლარი), მაშინ ითვლება, რომ მომხმარებელმა სესხი ისევ აღიარა და ხანდაზმულობის 3 წლის ათვლა დაიწყება, სწორედ, ამ ბოლო შენატანიდან … მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ხრიკით ცდილობენ პრობლემური სესხების ამომღები კომპანიები ხანდაზმულობის ‘გადავადებას’.

სანამ სესხი არ ითვლება ხანდაზმულად, კრედიტორ კომპანიას უფლება აქვს, რომ, მსესხებლი როგორც კი შეიქმნება გადახდისუნარიანი, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს, მსესხებლის ქონება მოხმარდეს ვალდებულების გასტუმრებას.

სესხმა თუ უკვე მიაღწია ხანდაზმულობას, კომპანია სასამართლოს გზით ვეღარ შეძლებს სესხის დაბრუნებას, რადგან მომხმარებელი იტყვის, რომ სესხი ხანდაზმულია და საკრედიტო კომპანია წააგებს პროცესს, ამიტომ, იყავით ფრთხილად! მართალია, სესხის გადაუხდელობა ძალიან ცუდი ფაქტია და თქვენს საკრედიტო ისტორიას აფუჭებს, თუმცა თუ სესხს ვერ ფარავთ და მზად ხართ, ე.წ. ‘შავ სიაში’ მოსახვედრად, მაშინ ნუ წამოეგებით კრედიტორების ხრიკებს და ნუ გადარიცხავთ მათ მიერ მოთხოვნილ ძალიან მცირე თანხებს სესხის სასარგებლოდ …

როგორც მიხვდით, ხანდაზმულობის ვადის გასვლა არის ერთადერთი ის შემთხვევა, როცა მსესხებელი თავისუფლდება პრობლემური სესხის გადახდის ვალდებულებისგან!

როდის გადაეცემა საქმე სასამართლოს?

კრედიტის გადაუხდელობისას, მიზეზის მიუხედავად, როგორც კი გავა 90 დღე მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნებაზე უარის თქმის მომენტიდან, ფინანსურ ორგანიზაციას აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს. თუმცა, კრედიტორებისთვის განაცხადის შეტანა მაინც არახელსაყრელია.

სასამართლო ინსტანციებში მიმართვის მომენტიდან ბანკი ვეღარ შეძლებს დაგარიცხოთ თქვენ საურავი კრედიტზე.

უმრავლეს შემთხვევებში, დაახლოებით 90%-ში, სასამართლო აკმაყოფილებს მომთხოვნი მხარის სარჩელს, და ამ მომენტიდან, მსესხებლის ყველა გადახდა განხორციელდება სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის მეშვეობით. მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალის მხოლოდ ძირითადი თანხა (ძირი), დარიცხული ჯარიმებისა და პროცენტების გარეშე, ხოლო ბანკს მოუწევს გაწიოს დამატებითი ხარჯები იურისტების მომსახურების გადახდის სახით.

ასევე, “ურჩი არგადამხდელებისთვის” სასარგებლო იქნება გადახედონ წლიურ სტატისტიკას აქტიური ბანკებისა და მიკროსაფინანსოების შესახებ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში საკუთარი უფლებების სასამართლოს გზით დაცვას ამჯობინებენ. ასე თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, რომელი კომპანია ცდილობს საკუთარი გასესხებული თანხების ამოღებას სასამართლოსა თუ კოლექტორების დახმარებით.

ავტორის შესახებ

იმეგობრეთ financer.com-თან

შემოგვიერთდით Facebook-ზე