სესხის რეფინანსირება - გზა ვალებისგან თავის დასაღწევად!

თუ რამდენიმე მცირე სესხის დაფარვა გიწევთ და თქვენი ფინანსური მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება, რეფინანსირების სესხი დაგეხმარებათ გააერთიანოთ სესხები და მნიშვნელოვნად შეამციროთ ყოველთვიური ხარჯები!
ჩვენ გაგაცნობთ, რა არის რეფინანსირების სესხი და როდის არის მისი გამოყენება გონივრული.

იპოვეთ საუკეთესო ვარიანტი თქვენთვის

  • სწრაფი სესხი 100 - 15'000 ლარამდე!
  • 21%-დან!
  • სესხი 48 თვით - უზრუნველყოფის გარეშე!
განაცხადი

არჩეული 1233 ჯერ

  • crediton.ge - პირველი სესხი 300-დან 3 000 ლარამდე!
  • განმეორებითი სესხი 10 000 ლარამდე!
  • ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი პირობების მქონე სესხი!
  • მოქნილი გადახდის გრაფიკი 2-დან 36 თვემდე ვადით
განაცხადი

არჩეული 29312 ჯერ

  • ავტოლიზინგი და სესხი მანქანის უზრუნვეყოფით
  • სესხის თანხის მიღება იმავე დღეს
  • სესხი მანქანის უზრუნველყოფით 72 თვემდე
  • არავითარი შეზღუდვა მანქანის წლოვანებაზე
განაცხადი

არჩეული 7179 ჯერ

  • აიღეთ სესხი 100 - 2000 ლარამდე
  • სესხის ხანგძლივობა 12 თვე
  • სესხის აღება შეუძლიათ 21-დან 65 წლამდე ასაკის პირებს
  • წლიური ეფექტური საპროცენტი განაკვეთი 50%
განაცხადი

არჩეული 6410 ჯერ

  • ავტო ლიზინგი
  • ავტო ლომბარდი
  • იპოთეკური სესხი
  • ბიზნეს სესხი
განაცხადი

არჩეული 3918 ჯერ

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სესხის გადახდა დროულად უნდა მოხდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული გვიან გადახდის და სხვა დამატებითი ხარჯები. ყურადღებით მოიფიქრეთ თქვენი გადაწყვეტილება, ასევე გულმოდგინედ შეამოწმოთ სასესხო ხელშეკრულების პირობები.

რას ნიშნავს სესხის რეფინანსირება?

სესხების რეფინანსირებათუ გაქვთ რამდენიმე დიდი მოცულობის ვალდებულება, რომლებიც გაპრობლემდა და გადახდა გიჭირთ, რეფინანსირების სესხი, შეიძლება, კარგი გამოსავალი იყოს.

სესხების რეფინანსირება ნიშნავს არსებითად ახალ სესხს.

რეფინანსირების სესხი არის სესხი იმ მოცულობით, რომელიც საშუალებას გაძლევთ გადაიხადოთ ყველა არსებული სესხის ვალდებულება, შესაბამისად, მომავალში გადასახდელი გექნებათ მხოლოდ ერთი სესხი, შედეგად ყველა თქვენი ძველი დავალიანება გაქრება!

მოდით ვისაუბროთ, თუ როგორ უნდა ისარგებლოთ რეფინანსირების სესხით და როდის არის რეფინანსირება გონივრული გადაწყვეტილება  (შესაძლოა, ეს ყოველთვის არ იყოს საუკეთესო გამოსავალი, ასე რომ გაეცანით სტატიას და იყავით ფრთხილად!).

რატომ მიმართავენ სესხების რეფინანსირებას?

ახალ, რეფინანსირების სესხს, როგორც წესი, აქვს დაბალი საპროცენტო განაკვეთი და შესაბამისად, შესაძლებელია არსებული ვალდებულებების დაფარვა ისე, რომ მომავალში მხოლოდ ერთი დაბალპროცენტიანი სესხი გქონდეთ დასაფარი.

უფრო მოსახერხებელია, რომ იზრუნოთ ერთი სესხის გადახდაზე, ვიდრე დანაწევრებულად, რამდენიმე სესხზე, ფინანსების მართვაც უფრო მოსახერხებელია და ყოველთვიური ხარჯებიც შედარებით მცირე.

სესხის რეფინანსირების ძირითადი მიზანი არის ის, რომ ახალი სესხი უფრო იაფია, ვიდრე მანამდე არსებული ვალდებულებების, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეფინანსირების სესხის ყოველთვიური საპროცენტო გადასახადი უფრო დაბალია, ვიდრე ერთად აღებული ძველი მცირე სესხების ყოველთვიური გადასახადები.

სასიამოვნო სიახლე – საქართველოს დაკრედიტების ბაზარზე არსებობს რამდენიმე რეფინანსირების სესხი.

როდის არის სესხის რეფინანსირება სწორი გადაწყვეტილება?

სესხის რეფინანსირება არის მოსახერხებელი და მოქნილი გზა პირადი ფინანსების უკეთ სამართავად, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სესხის რეფინანსირება არ არის საუკეთესო ვარიანტი.

რეფინანსირების სესხი, როგორც წესი, დიდი მოცულობის სესხია, შესაბამისად, ნამდვილად ამ ვალდებულების გამკლავება ნამდვილად არ არის მარტივი, შესაძლოა, ზოგჯერ რეფინანსირების სესხი არათუ ვერ დაეხმაროს არსებულ სიტუაციას, არამედ გააუარესოს კიდეც არსებული ფინანსური მდგომარეობა.

თუ გსურთ სესხის რეფინანსირება, გაეცანით სტატიას და გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები.

რეფინანსირების სესხის საპროცენტო განაკვეთი უფრო ხელსაყრელია!

ახალი სესხის საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად მცირე უნდა იყოს არსებული სესხების საპროცენტო განაკვეთთან შედარებით!

სესხის რეფინანსირების დროს აუცილებელია, დაიცვათ ერთ მნიშვნელოვანი წესი – არასოდეს აიღოთ ისეთი ტიპის სესხი, რა ტიპის კრედიტის გადაფარვასაც აპირებთ ამ ახალი სესხით, მაგალითად, არაგონივრულია, ერთი სწრაფი სესხით მეორე მსგავსი ტიპის სესხის გადაფარვა.

ამის მიზეზი მარტივია: იგივე ტიპის სესხს არ აქვს განსხვავებული პირობები და, შესაბამისად, ახალ სესხს არ აქვს ეკონომიკურად დადებითი ეფექტი, რეალურად სიტუაცია არ უმჯობესდება და, ხშირ შემთხვევაში, უარესდება კიდეც!

ახალი სესხის აღება გონივრული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალი სესხის საპროცენტო განაკვეთი იმდენად ხელსაყრელია, რომ შესაძლებლობას გაძლევთ მნიშვნელოვნად დაზოგავთ საპროცენტო ხარჯები.

როგორც წესი, ასეთი ეფექტური სიტუაცია დგება მაშინ, როდესაც მაღალი საპროცენტო განაკვეთის მქონე სწრაფი სესხები გადაიფარება იპოთეკური სესხით – საპროცენტო ხარჯებზე დანაზოგი შეიძლება იყოს 10%-იც კი!

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ შეგიძლიათ სწრაფი სესხი დაფაროთ სესხის დაფარვის პერიოდის მოსვლამდე, შედეგად დაზოგავთ საპროცენტო განაკვეთის ხარჯებს, რადგან საპროცენტო ხარჯი გამოითვლება იმ პერიოდის მიხედვით, რა პერიოდითაც მოხდა სესხის გამოყენება, ასე რომ, თუ ადრე დააბრუნებთ სესხს, ნაკლები საპროცენტო ხარჯის გაწევა მოგიწევთ!

გიჭირთ ყოველთვიურად რამდენიმე სესხის გადახდა და კონტროლი?

გაქვთ რამდენიმე მცირე მოცულობის სესხის ვალდებულება, რომელთა მართვა და ყოველთვიური გადასახადების გადახდა გიწევთა?

2-3 მცირე სესხის მართვა, როგორც წესი, საკმაოდ რთულია, ამასთანავე, ონლაინ სესხების გადაუხდელობის დროს, საპროცენტო განაკვეთის ხარჯი გრძელვადიან პერიოდში საკმაოდ დიდ მასშტაბებს აღწევს.

ასეთ სიტუაციაში ღირს რეფინანსირებაზე ფიქრი, რომლის შედეგადაც თვეში მხოლოდ ერთი სესხი გექნებათ გადასახდელი – შეძლებთ, უკეთ მართოთთ თქვენი ყოველთვიური ბიუჯეტი და დაზოგოთ როგორც დრო, ასევე მნიშვნელოვანი ფულადი ხარჯები!

გჭირდებათ ყოველთვიური ხარჯების შემცირება?

როგორც ყველას, ალბათ, თქვენც გსურთ შეამციროთ თქვენი ყოველთვიური ხარჯები, ეძებთ გზას სესხებთან დაკავშირებული გადასახადების შესამცირებლად?

ახალი რეფინანსირების სესხი, როგორც წესი, საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ იმაზე უფრო გრძევლადიანი სესხით, ვიდრე წინა სესხებზე გქონდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიური სესხის გადასახადები შემცირდება, აღარ მოგიწევთ ხელფასიდან ერთბაშად დიდი მოცულობის თანხის გამოყოფა სესხის დასაფარად.

ასე რომ, საბოლოო ჯამში, ნაკლებს იხდით როგორც ყოველთვიურ საპროცენტო ხარჯს, ასევე სესხის დასაფარად საჭირო ყოველთვიურ შენატანებსაც.

რეფინანსირების სესხი ნამდვილად იაფია?

სესხის რეფინანსირებას აზრი არ აქვს, თუ ახალი სესხისა და ჯამურად აღებული ძველი სესხების ღირებულება მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

იქიდან გამომდინარე, რომ რეფინანსირების სესხისთვის, როგორც წესი, მიმართავენ იპოთეკურ სესხებს, გასათვალისწინებელია ის დამატებითი ხარჯები, რომლებიც იპოთეკური სესხის აღებას ახლავს თან. ეს შეიძლება იყოს: უძრავი ქონების შეფასება, სანოტარო გადასახადი, საჯარო რეესტრის ხარჯი, ქონების დაზღვევის ღირებულება, ხელშეკრულების ღირებულება …

ყველა ამ ხარჯმა, შესაძლოა, საკმაოდ გააზარდოს სესხის ხარჯი, ამიტომ რეფინანსირების სესხის გამოყენება არ არის სასარგებლო, თუ ახალი სესხი მნიშვნელოვნად არ ამცირებს ძველი სესხების ჯამურ ხარჯებს.

გახსოვდეთ, რეფინანსირების სესხის ერთადერთი მიზანია გააუმჯობესოს თქვენი ფინანსური მდგომარეობა და თავიდან აგარიდოთ სესხების გაპრობლემება, მისი აღება გონივრულია, თუ საგრძნობლად ამცირებს თქვენს ყოველთვიურ ხარჯებს.

რეფინანსირების სესხის პირობები

რეფინანსირების სესხის აღება ისევე ხდება, როგორც რეგულარული სესხი, თუმცა უნდა გათვალისწინოთ, რომ რეფინანსირების სესხი, როგორც წესი, უზრუნველყოფის მქონე იპოთეკური სესხია.

რეფინანსირების სესხის რამოდენიმე ძირითადი მახასიათებელი:

  • რეფინანსირების სესხები, როგორც წესი, ფინანსური სირთულეების დროს გამოიყენება, აქედან გამომდინარე, კრედიტორი კომპანია დგას საკმაოდ დიდი რისკის წინაშე, რომ მწვავე ფინანსური მდგომარეობის მქონე მომხმარებელი ვერ შეძლებს მისი სესხის დაფარვას, სწორედ ამიტომ მოითხოვება რეფინანსირების სესხზე უზრუნველყოფა.
  • თითქმის ყველა რეფინანსირების სესხზე საპროცენტო განაკვეთი ბევრად დაბალია, ვიდრე სწრაფ სესხებზე, როგორც წესი, ეს ახასიათებს ყველა უზრუნველყოფით დატვირთულ სესხს.
  • რეფინანსირების სესხი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი პირის მიერ, რომელსაც არ უფიქსირდება გადაუხდელი ვალდებულებები და არ აქვს ცუდი საკრედიტო ისტორია, ასევე არის გადახდისუნარიანი და მისი ყოველთვიური შემოსავლები საკმარისია სესხის დასაფარად.
  • სესხის აღებისას აუცილებელია დაადასტუროთ, რომ გაქვთ ყოველთვიური სტაბილური შემოსავლი, ხოლო მოთხოვნილი მინიმალური ყოველთვიური შემოსავალი განსხვავდება კრედიტორების მიხედვით, ამიტომ სესხის აღებამდე აუცილებლად გაეცანით ყველა მოთხოვნილ პირობას.
  • სესხის აღებისას, როგორც წესი, არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა – ზოგიერთი კრედიტორი რეფინანსირების სესხს გასცემს 21 ან 22 წლის ასაკიდან. გარდა ამისა, არსებობს ზედა ასაკობრივი შეზღუდვაც და უმეტესად არის 75 წელი.

როგორ ავიღოთ რეფინანსირების სესხი?

რეფინანსირების სესხზე განაცხადის შეტანა მარტივია, იმ შემთხვევაში თუ სესხი არაუზრუნველყოფილია, თქვენ მიერ არჩეული კრედიტორის ვებ გვერდზე უნდა შეავსოთ სესხის აპლიკაცია, გაიაროთ დენთიფიცირება და დაურთოთ საბანკო ამონაწერი თქვენი ყოველთვიური შემოსავლების დასამტკიცებლად, კომპანია განიხილავს თქვენს განაცხადს და დადებითი პასუხის შემთხვევაში მალევე მიიღებთ სესხის თანხას.

ხოლო, უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში, საჭიროა ქონების შეფასება და ნოტარიულად დამოწმება, ასევე ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, შესაბამისად, იპოთეკური სესხის განაცხადის განხილვის, დამტკიცებისა და თანხის მიღების პროცესი არც ისე სწრაფია, როგორც მცირე სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში და საჭიროებს რამდენიმე დღიდან 1 კვირამდე პერიოდს, თუმცა რეფინანსირების სესხის მიზანი არის არსებული სესხების გადაფარვა, შესაბამისად, ძალიან კრიტიკული არ არის სესხის თანხის სასწრაფოდ მიღება.

ვრცლად იპოთეკური სესხების შესახებ!

ავტორის შესახებ

წლის საუკეთესო კრედიტორები

ჩვენ გვინდა, გამოვყოთ ყველაზე მოთხოვნადი კრედიტორები. ესენი არიან ყველაზე სანდო და მაღალი შეფასების მქონე სესხის კომპანიები მომხმარებელთა შეფასებებზე დაყრდნობით.

(დაფუძნებული 6 შეფასებები)

(დაფუძნებული 28 შეფასებები)

(დაფუძნებული 20 შეფასებები)

შეადარე ყველა კრედიტორი

იმეგობრეთ financer.com-თან

შემოგვიერთდით Facebook-ზე

×

გთხოვთ, შეაფასოთ რეფინანსირების სესხი

  • შეფასება
  • მიმოხილვა
  • ატვირთვა

შეფასება

How would you rate რეფინანსირების სესხი services and products?

უკან

მიმოხილვა

როგორ შეაფასებდით კომპანიის მომსახურებას? წააწყდით თუ არა რაიმე პრობლემას? რამდენად გაამართლა კომპანიამ თქვენი მოლოდინები? გაგვიზიარეთ ყველა დეტალი, გვინდა ვიცოდეთ - კარგიც და ცუდიც!

ატვირთვა

1 ნაბიჯი დაგრჩათ კომენტარის ატვირთვამდე

მეილით შესვლა
ახალი პროფილის შექმნა
 თქვენი შეფასება ახლა ქვეყნდება. გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენი ელ.ფოსტა და დააჭირეთ დადასტურების ბმულს.