Page Icon

შეადარე საკრედიტო ბარათები

საკრედიტო ბარათები ერთ სივრცეში – იპოვე საუკეთესო შემოთავაზება!

  • საკრედიტო ბარათების პირობები ერთ სივრცეში
  • შეადარე საპროცენტო განაკვეთები
  • გაგზავნე განაცხადი რამდენიმე წუთში
Page Icon

იპოვე საუკეთესო საკრედიტო ბარათი

AMERICAN EXPRESS® BLUE
  • 500 - 2000 ლარამდე ლიმიტი
  • 55 დღიანი საშეღავათო პერიოდი
  • უკან დაიბრუნოე 3%-მდე თანხა
  • Selects − ფასდაკლების პროგრამა
AMERICAN EXPRESS® BLUE
AMERICAN EXPRESS® GREEN
  • 1700 - 6000 ლარამდე ლიმიტი
  • Membership Rewards-ის დაგროვების პროგრამა
  • 55 დღიანი საშეღავათო პერიოდი
  • სამოგზაურო დაზღვევა
AMERICAN EXPRESS® GREEN

ყურადღება!

ეს არის ფინანსური პროდუქტების რეკლამა. ნებისმიერი ფინანსური სერვისის გამოყენებამდე, კარგად დაფიქრდი გადაწყვეტილებაზე, წაიკითხე ხელშეკრულების პირობები და გაიარე კონსულტაცია ექსპერტებთან!

როგორ შევადარო საკრედიტო ბარათები?

როგორ შევადარო საკრედიტო ბარათები?
1
იხილე ზემოთ მოცემული შედარების სისტემა
გაეცანი ბანკების მიერ შემოთავაზებულ საკრედიტო ბარათებს
2
შეადარე არსებული ვარიანტები
გაფილტრე საკრედიტო ბარათების ვარიანტები შენი კრიტერიუმების მიხედვით
3
აირჩიე შემოთავაზება
აირჩიე შენზე მორგებული საკრედიტო ბარათი
4
გაგზავნე ონლაინ განაცხადი
დააკლიკე ღილაკს 'განაცხადის დაწყება' და მიჰყევი ინსტრუქციას

Financer.com მედიაში:

financer-georgia-on-forbes
financer-georgia-on-marketer
financer-georgia-on-commersant-ge
financer-on-anbebi-ge
financer-georgia-on-ambebi-ge
financer-georgia-on-itv

რა არის საკრედიტო ბარათი?

საკრედიტო ბარათი არის საბანკო პლასტიკური ბარათი, რომელის მთავარი მიზანიც სესხის მარტივად ხელმისაწვდომობაა.

საკრედიტო ბარათი საშუალებას გვაძლევს, ვისარგებლოთ წინასწარ დამტკიცებული სესხით პროდუქციისა და მომსახურების შეძენისას, ან პირდაპირ გავანაღდოთ სესხის თანხა

საკრედიტო ბარათის აღება შეგიძლია შენს მიერ არჩეულ ბანკში.

ბანკები გვთავაზობენ ბევრი სხვადასხვა ტიპის საკრედიტო ბარათს – თითოეულ ბარათს აქვს მომსახურების განსხვავებული პირობები და ტარიფები. 

რატომ უნდა შეადარო საკრედიტო ბარათები Financer.com-ზე?

შედარება არის სრულიად უფასო და არ საჭიროებს რეგისტრაციას
შედარება არის სრულიად უფასო და არ საჭიროებს რეგისტრაციას
მოცემული ინფორმაცია არის მუდმივად განახლებადი
მოცემული ინფორმაცია არის მუდმივად განახლებადი
შეგიძლია გაეცნო სხვა მომხმარებლების შეფასებებს
შეგიძლია გაეცნო სხვა მომხმარებლების შეფასებებს
შეგიძლია ერთ სივრცეში იპოვო შენთვის საუკეთესო საკრედიტო ბარათი
შეგიძლია ერთ სივრცეში იპოვო შენთვის საუკეთესო საკრედიტო ბარათი

საკრედიტო ბარათის უპირატესობები

  • მოქნილობა - საკრედიტო ბარათზე დამტკიცებული სესხის ათვისება შეგიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოცულობით საკრედიტო ლიმიტის ფარგებლში.
  • საშეღავათო პერიოდი - ბანკების უმეტესობა საკრედიტო ბარათებზე ხელსაყრელ საშეღავათო პერიოდს გვთავაზობს - თუ ათვისებული ლიმიტი დაიფარება საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, სესხს პროცენტი არ ერიცხება.
  • დაგროვების და ლოიალობის პროგრამები - საკრედიტო ბარათების უმეტესობა გვთავაზობს დაგროვებით სისტემას და გადახდილი თანხის ნაწილი გვიბრუნდება უკან ან გვერიცხება ქულების სახით.

გამოიყენე შენი საკრედიტო ბარათი გონივრულად

საკრედიტო ბარათები სასარგებლოა მაშინ, თუ სწორად იყენებ მასზე დამტკიცებულ სესხს
დახარჯე იმდენი, რამდენის დაფარვასაც შეძლებ
დახარჯე იმდენი, რამდენის დაფარვასაც შეძლებ
ყურადღება მიაქციე დაფარვის ვადებს
ყურადღება მიაქციე დაფარვის ვადებს
მოიძიე ყველაზე იაფი შემოთავაზება
მოიძიე ყველაზე იაფი შემოთავაზება

შეადარე საკრედიტო ბარათები Financer.com-ზე 

Financer.com – ის გუნდის მიზანია შემოგთავაზოთ ფინანსური გადაწყვეტილებები, რომლებიც გააუმჯობესებს შენს ფინანსურ მომავალს.

ჩვენს პლატფორმაზე თავი მოვუყარეთ ყველაზე პოპულარულ საკრედიტო ბარათებს, რათა გაგიმარტივოთ საკრედიტო ბარათების პირობების შედარებისა და შენზე მორგებული ბარათის ძიების პროცესი.

გამოიყენე შედარების სისტემა და იპოვე შენს საჭიროებებზე მორგებული საკრედიტო ბარათი!

თიბისი ბანკის ერთგული ბარათი

ერთგული ბარათი არის თიბისი ბანკის საკრედიტო ბარათი, რომელიც გამოირჩევა ლოიალური დაგროვების პროგრამითა და საკრედიტო პირობებით.

ერთგული ბარათი არის 4 ტიპის:

  • ერთგული სტანდარტი
  • ერთგული კლასიკი
  • ერთგული გოლდი
  • ერთგული პლატინიუმი

თითოეულს აქვს განსხვავებული ლიმიტი, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და ბარათის მომსახურების პირობები.

ერთგულ ბარათებს აქვს 2 მნიშვნელოვანი უპირატესობა: ნებისმიერი ტრანზაქციისას ერთგული ქულების დაგროვების პროგრამა და წინასწარ გიმტკიცებული სესხი განსხვავებული პირობებით.

ერთგული ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ონლაინ, თუმცა გაითვალისწინე, რომ ონლაინ ასაღებად უნდა იყო თბს ბანკის მომხმარებელი (უნდა გქონდეს 1 ანგარიში მაინც), სხვა შემთხვევაში უნდა ეწვიო თბს ბანკის ნებისმიერ ფილიალს.

სფეისი – ბარათი Space Neobank-სგან

Space Neobank-ს სავარაუდოდ უკვე იცნობ. ეს არის ციფრული ბანკი, რომელიც გვთავაზობს ერთ მობილურ აპლიკაციაში თავმოყრილ ყველა საბანკო პროდუქტს.

სფეისის ბარათს მრავალ ფუნქციასთან ერთად საკრედიტო ბარათის ფუნქციაც აქვს. ეს არის ვიზა ბარათი, რომელზეც ნებისმიერ დროს შეგიძლია მოითხოვო სესხი და დაიმტკიცო საკრედიტო ლიმიტი.

Space უპირატესობები

  • შენზე მორგებული დაფარვის გრაფიკი – შეგიძლია შენით შექმნა სესხის დაფარვის კალენდარი და მოარგო სესხი შენი შემოსავლების განრიგს
  • სესხის ჩარიცხვა ნებისმიერი ბანკის ბარათზე – როგორც ვთქვით, სფეისი არის ციფრული ბანკი (მობაილ აპლიკაცია), რომელზეც შეგიძლია დაარეგისტრირო შენი ნებისმიერი სხვა ბანკის ბარათი, შესაბამისად, სფეისის კრედიტით სარგებლობის შემდეგ სესხის თანხა შეგიძლია დაისვა ნებისმიერი ბანკის ანგარიშზე.

AMEX საკრედიტო ბარათები საქართველოს ბანკისგან

AMEX (American Express) მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული საკრედიტო ბარათია, ამერიკან ექსპრესი განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც ხშირად უწევს უცხო ქვეყანაში ყოფნა და ხშირად მოგზაურობს.

საქართველოში ამერიკან ექსპრესის ბარათების აღება საქართველოს ბანკშია შესაძლებელი, ესენია: Amex Blue, Amex Green, Amex Gold

ამექსის ბარათები ერთმანეთისგან განსხვავდება ლიმიტებით, ბენეფიტებითა და სესხის პირობებით:

Amex – ის ტარიფები
Amex BlueAmex GreenAmex Gold
ლიმიტი2 000 ლარამდე6 000 ლარამდე20 000 ლარამდე
საშეღავათო პერიოდი55 დღე55 დღე55 დღე
ღირებულება25 ლ85 ლ180 ლ
მინიმალური შემოსავალი200 ლ1 000 ლ3 000 ლ
ბანკომატიდან განაღდების ლიმიტი1500 ლ1500 ლ4000 ლ

თრეველ ბარათი ტერაბანკისგან

წყარო: terabank.ge

ტერაბანკის თრეველ ბარათი განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვისაც ხშირად უწევს ქვეყნის დატოვება ან უყვარს მოგზაურობა.

ამ visa ბარათის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლებლობას გვაძლევს მსოფლიოს ნებისმიერ ბანკომატში უფასოდ გავანაღდოთ თანხა ბანკომატიდან, ამასთანავე, გადავიხადოთ ონლაინ ან ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში.

    მოგზაური ბარათის პირობები

  • ბარათით გადახდის საკომისიო – უფასო

  • უცხო ქვეყნის ბანკომატიდან – თანხის განაღდება უფასო

  • მომსახურების საკომისიო – 50 ლარი (წლიური)

  • თანხის განაღდების ლიმიტი – 10 000 ლარის ექვივალენტი

  • სავაჭრო ობიექტებში ანგარიშსწორების ლიმიტი – 30,000 ლარის ექვივალენტი

გაეცანი ხშირად დასმულ კითხვებს და მიიღე მეტი ინფორმაცია

როგორ ხდება საკრედიტო ბარათის საზღვარგარეთ გამოყენება?

საზღვარგარეთ ყოფნისას, თუ შენს საკრედიტო ბარათს რაიმე შეემთხვევა, არ ინერვიულო, რადგან ორივე MasterCard-იც და Visa-ც მოქმედებს გლობალურად, შესაბამისად ძალიან მარტივია მისი ახალი ბარათით ჩანაცვლება.

ბარათის ვადის ამოწურვისთანავე დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინო ბარათის მომსახურების მომწოდებელს (მაგ. MasterCard) და, რა თქმა უნდა, იმ ბანკს, რომლის ბარათითაც სარგებლობ, რათა დაუყოვნებლივ დაიბლოკოს ბარათი.

როგორ ავიღო საკრედიტო ბარათი?

საკრედიტო ბარათის აღება მარტივია, მოთხოვნა და განაცხადის გაკეთება შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ბანკის სერვისცენტრში მისვლით.

მას შემდეგ, რაც აირჩევ შენთვის სასურველ საკრედიტო ბარათს, შეამოწმე - შესაძლებელია თუ არა ბარათის ონლაინ აპლიკაციით მოთხოვნა, როგორც წესი, ბარათის შეკვეთის შემდეგ ბანკი თავად უზრუნველყოფს ბარათის მოწოდებას, მაგალითად, მიტანის სერვისი მოქმედებს Space ბარათის შეკვეთის დროს.

რა ინფორმაცია დასჭირდება ბანკს საკრედიტო ბარათის აღებისას?
  • პირადობის დამადასტურებელი მონაცემები
  • ინფორმაცია შემოსავალების შესახებ, მათ შორის ინფორმაცია დამსაქმებელზე, და მინიმუმ წინა 6 თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლების დამადასტურებელი მონაცემები (ეს არ დაგჭირდება, თუ საკრედიტო ბარათისთვის მიმართავ იმ ბანკს, სადაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გერიცხებოდა ხელფასი)
  • სასურველი საკრედიტო ბარათის ინფორმაცია – შეგიძლია აირჩიო საკრედიტო ლიმიტი, ზოგიერთ შემთხვევაში ფულადი თანხის ლიმიტი და ბარათის ყოველთვიური ლიმიტი. გარდა ამისა, შეგიძლია აირჩიო სასურველი გადახდის დღეც
  • ვალდებულებები – შემოსავლებთან ერთად, მნიშვნელოვანია, შეძლებისდაგვარად ზუსტად მიაწოდო ბანკს ინფორმაცია შენი ყოველთვიური ხარჯების შესახებ
როგორ გადავიხადოთ საკრედიტო ბარათით ონლაინ?

მონაცემების შემთხვევები არსებობს, რეალურად, ეს არც ისე ხშირია - დღევანდელი უსაფრთხოების სისტემები გარანტიას გვაძლევს, რომ ონლაინში შეძენა დაცული და ურისკოა.

როგორ ავირიდო თავიდან თაღლითობის რისკები საკრედიტო ბარათის გადახდისას?

საკრედიტო ბარათით გადახდისას, ონლაინ პლატფორმაზე პირველ რიგში უნდა შეიყვანო სახელი და გვარი, საკრედიტო ბარათის ნომერი და 3-ნიშნა უსაფრთხოების კოდი, რომელიც მოცემულია ბარათის უკანა მხარეს.

დარწმუნდი, რომ ბარათზე მითითებული სახელი და გადახდის სახელი ერთი და იგივეა, თუ სახელები ერთმანეთს არ ემთხვევა, ამან შეიძლება გამოიწვიოს გადახდის ავტორიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები და დაგჭირდეს მონაცემების გადამოწმება.

ონლაინ გადახდისას ყოველთვის დააკვირდი, რომ შეძენას ახორციელებ პორტალზე, რომელიც დაფუძნებულია უსაფრთხოების სისტემაზე, როგორიცაა SSL უსაფრთხოების პროტოკოლი. ამასთანავე, გადახდამდე მიაქციე ყურადღება, რომ დამოწმებულია Visa ან MasterCard ნიშნებით - ანუ უნდა იყოს მითითებული, რომ შესაძლოა შესყიდვა მოხდეს ვიზა ან MasterCard ბარათით.

უფასოა თუ არა საკრედიტო ბარათის გამოყენება?

საკრედიტო ბარათის გამოყენება არ არის სრულიად უფასო – გახსოვდეს, რომ ყველა ბანკს აქვს თავისი ბარათის მომსახურების ყოველთვიური საფასური და სხვა საოპერაციო ხარჯები, რომელთა გადახდაც შეიძლება მოგიწიოს ბარათით სარგებლობის დროს.

შეინახე ბარათი უსაფრთხოდ და არ გაანდო სხვებს შენი ბარათის უსაფრთხოების კოდი – ამ გზით, დარწმუნებული იქნები, რომ ვერავინ შეძლებს შენი საკრედიტო ლიმიტის ბოროტად გამოყენებას.

რა განსხვავებაა საკრედიტო ბარათსა და სწრაფ სესხს შორის?

განსხვავება სესხსა და საკრედიტო ბარათს შორის არ არის მხოლოდ ის, რომ საკრედიტო ბარათის არჩევის შემთხვევაში გადმოგეცემა ლამაზი პლასტიკური ბარათი.

სამომხმარებლო სესხისა და სწრაფი სესხის შემთხვევაში, სესხის სახით გადმოგეცემა გარკვეული წინასწარ დადგენილი თანხა, რომელიც უნდა დაფარო ბანკის მიერ დადგენილი საფარვის გრაფიკით, საკრედიტო ბარათის შემთხვევაში კი წინასწარ დამტკიცებული გაქვს საკრედიტო ხაზი, რომლის გამოყენებაც შეგიძლია ყოველთვიურად და მომდევნო თვეში გიწევს მხოლოდ იმ ოდენობის კრედიტის დაფარვა, რა რაოდენობის თანხაც გამოიყენე/დახარჯე წინა პერიოდში.

თუ სწრაფი სესხის შემთხვევაში კრედიტი გადმოგეცემა გარკვეული მცირე პერიოდით, საკრედიტო ბარათი საშუალებას გაძლევს უწყვეტად, ყოველი თვის განმავლობაში გამოიყენო იმ ოდენობის თანხა, რა ოდენობითაც გსურს (დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში) - ეს არის გრძელვადიანი ფინანსური მხარდაჭერის კარგი საშუალება.

7 საუკეთესო ბლოგი ფინანსური განათლების მისაღებად

საქართველოში ფინანსური განათლება უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ჩვენი ვებ-გვერდის ვიზიტორებზე დაკვირვებით დავინახეთ ტენდენცია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება პირადი ფინანსების საკითხებით, უფრო მეტს ფიქრობენ

მეტი პოსტის ნახვა

როგორ დავაღწიოთ თავი ვალებს?

ჩვენ გარშემო ყველას აქვს ვალები, ამიტომ, არ უნდა გრცხვენოდეთ, თუ თქვენც ბევრი ვალი გაქვთ სამწუხაროდ, მიმდინარე ვალდებულებები და ფინანსური პრობლემები არ არის უცხო საქართველოს მოსახლეობის ...

ნახე მეტი რჩევა

ევაკუატორი

ამ ბლოგში მიმოვიხილავთ - როგორია ევაკუატორით მომსახურების ტარიფები და რა როგორ გამოვიძახოთ ევაკუატორი. ევაკუატორის მომსახურება ფასები ევაკუატორის მომსახურების ფასები დამოკიდებულია რა მანძილზე საჭიროებს ავტომობილი ევაკუატორით გადაყვანას. ფასი საშუალოდ ...

ნახე მეტი 'Wiki'

რამდენად გამოგადგათ სტატიიდან მიღებული ინფორმაცია?

გაგვიზიარე შენი გამოცდილება

გაგვიზიარე შენი მოსაზრება, როგორ გავაუმჯობესოთ ეს სტატია?შენ მიერ გაზიარებული შეფასება არის კონფიდენციალური.

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა შენი ვიზიტი გავხადოთ მაქსიმალურად ეფექტური და მორგებული თქვენს ინტერესებზე. ჩვენი საიტის სარგებლობისა ნიშნავს, რომ Cookies  გამოყენების  პირობები მისაღებია თქვენთვისს.