გინდა მოგზაურობა? სამოგზაურო სესხი ყველაზე მოსახერხებელია!

გინდათ ულამაზესი ზღვის სანაპიროზე დასვენება, თუმცა საკმარისი დანაზოგი არ გაქვთ? სამოგზაურო სესხი ასეთ დროს ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტია! სტატიაში ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის სამოგზაურო სესხი და სად შეიძლება ავიღოთ სესხი სამოგზაურო მიზნებისთვის…

ყველა სესხი ერთ სივრცეში!

ოცნებობთ პალმის ხეებზე და ზღვის სანაპიროზე?

შენს ” To-Do-list” -ში შორეულ ოცნებად გესახება მცხუნვარე პლაჟზე სეირნობა და პალმების ჩრდილში დასვენება? ალბათ, გინდა საკუთარი თვალით ნახო პიზის დახრილი კოშკი ან ულამაზესი ვენეცია? თუმცა სამოგზაურო გეგმებს ყოველთვის გვერდზე დებთ, რადგან თქვენს საფულეში ‘ქარი ქრის’? გვინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სამოგზაურო სესხი – იგი დაგეხმარებათ საზაფხულო დასვენებები სასურველ ადგილას გაატაროთ და ოცნება მხოლოდ ოცნებად არ დარჩეს!

რა არის სამოგზაურო სესხი?

სამოგზაურო სესხი იგივე სამომხმარებლო სესხია, ამიტომ სამოგზაურო სესხის პირობები სამომხმარებლო სესხის მსგავსია.

ჩვეულებრივ, სამომხმარებლო სესხების მსგავსად, სამოგზაურო სესხის ოდენობაც შეადგენს რამდენიმე ასეულ ლარს, სესხის თანხა საკმაოდ მოქნილია და შესაძლოა იყოს თქვენთვის სასურველი მოცულობით! 

ამიტომ რემონტზე გაწეული ხარჯი, შესაძლოა, უფრო დიდ პერიოდზე გადანაწილდეს

რაც შეეხება სესხის დაფარვას, სესხის თანხა, შესაძლოა რამდენიმე თვეზე, ან წლებზე გადანაწილდეს, შესაბამისად, არ გიწევთ თანხის 1 თვეში სრულად დაბრუნება (როგორც ეს, სწრაფი სესხის შემთხვევაშია)…
ასე რომ, არ ინერვიულოთ, თუ ზაფხული კარს მოგდგომიათ, გრძნობთ, რომ დასვენება აუცილებელია, სამოგზაუროდ კი საკმარისი თანხა არ გაქვთ!

სად შეიძლება სამოგზაურო სესხის აღება?

სამოგზაურო სესხის აღება არ არის რთული და პირობებიც საკმაოდ ყელსაყრელია!

რადგან სამოგზაურო სესხი ტიპური სამომხმარებლო სესხია, მისი აღება შეიძლება ნებისმიერი საკრედიტო კომპანიისგან, რომელიც გვთავაზობს სამომხმარებლო სესხებს – როგორც იცით, სამომხმარებლო სესხის აღებისას სესხის მიზნობრიობა არ არის კონკრეტულად განსაზღვრული და შეზღუდული, შესაბამისად, სესხის დანიშნულებაში შეგიძლიათ, უბრალოდ მიუთითოთ “მოგზაურობა”.

სამოგზაურო მიზნებისთვის სამომხმარებლო სესხის აღება საკმაოდ პოპულარულია მთელ მსოფლიოში, ასევე, ჩვენს ქვეყანაშიც!

სწორედ ამიტომ, ჩვენ საშუალებას გაძლევთ, ერთმანეთს შეადაროთ სამომხმარებლო სესხების შემოთავაზებები და აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი მათგანი – მოგზაურობა უკვე აღარ არის ოცნება, დაიმახსოვრეთ, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა ყველა ზაფხულის სახლში გასატარებლად!

ვის შეუძლია, მიმართოს სამოგზაურო სესხს და რა პირობებში?

საბედნიეროდ, სამოგზაურო სესხის აღება მარტივია და არ საჭიროებს გართულებულ პროცედურებს! მიუხედავად იმისა, რომ ყველა საკრედიტო კომპანიას საკუთარი საკუთარი სესხის პირობები აქვს, ჩვენ მაინც ვეცადეთ, გამოგვეყო სამომხმარებლო სესხის რამდენიმე ძირითად პირობა:

  • ვინაიდან ეს არ არის უზრუნველყოფილი სესხი, მისი მიღება შესაძლებელია 19 წლის ასაკიდან.
  • სესხის მისაღებად არ უნდა გქონდეთ წინა სესხებზე ცუდი გადახდები და საეჭვო საკრედიტო ისტორია.
  • სესხის ვადა ხანგრძლივია – ხშირად სესხის პერიოდი 6 თვეზე მეტია, ამიტომ სესხი შესაძლოა, დიდ პერიოდზე გადაანაწილოთ;
  • სესხის მიღება შესაძლებელია საკმაოდ სწრაფად და მარტივად ონლაინ განაცხადის გაგზავნით. საუკეთესო შემთხვევაში, სესხი თქვენს ანგარიშზე რამდენიმე საათში დაჯდება!
  • სამოგზაურო სესხით თქვენ შეგიძლიათ, შეიძინოთ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია მოგზაურობასთან – ბილეთები, სასტუმროს დაჯავშნა და სხვა ნებისმიერი რამ! 
  • ზოგიერთი სესხი გთავაზობთ მოგზაურობის დაზღვევას ან / და სამოგზაურო დაზღვევას .

სამოგზაურო სესხი სწრაფი სესხის წინააღმდეგ

სწრაფი სესხებისგან განსხვავებით, სამოგზაურო სესხის მოცულობა შედარებით მაღალია, თუმცა საპროცენტო განაკვეთები უფრო ხელსაყრელი – ტიპური სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 20%-ია, სწრაფი სესხესგან განსხვავებით, რომელთა განაკვეთი შესაძლოა, ორჯერ უფრო მეტიც კი იყოს;

გარდა ამისა, სწრაფი სესხისა და სამოგზაურო სესხის აღების მიზანი სრულიად განსხვავებულია, სწრაფი სესხი კარგია გადაუდებელი ხარჯების დროს – როცა მოულოდნელი ხარჯები იჩენს თავს, ხოლო სამოგზაურო ხარჯები წინასწარ დაგეგმილი, გააზრებული და მოფიქრებულია;

შესაბამისად, სწრაფი სესხის შემთხვევაში სესხის მოცულობა საკმაოდ მცირეა, (განსაკუთრებით თუ პირველი მომხმარებელი ხართ და აქამდე სესხი არ აგიღიათ), ხოლო სამოგზაურო სესხის მოცულობა შედარებით მაღალია..

რაც შეეხება დაფარვის პერიოდის, სწრაფი სესხები მომდევნო 30 დღეში უნდა დაიფაროს, რის გამოც სწრაფი სესხი არ არის თქვენი მოგზაურობის დაფინანსების საუკეთესო ვარიანტი …
ხოლო სამოგზაურო სესხი გრძელვადიანია და შესაძლოა რამდენიმე თვეზე, ან წლებზეც კი გადანაწილდეს, ამდენად, სამოგზაურო სესხი სამოგზაურო მიზნებისთვის საკმაოდ ხელსაყრელია!

დაწვრილებით სწრაფი სესხების შესახებ

მოგზაურობა საკრედიტო ბარათით – იყავი თანამედროვე!

კიდევ ერთი საინტერესო ვარიანტია საკრედიტო ხაზის ან სტანდარტული საკრედიტო ბარათის გამოყენება სამოგზაურო მიზნებისთვის!

ბევრ საკრედიტო ბარათის აქვს დამატებითი თვისებები , რომლებიც განკუთვნილია უფრო მოსახერხებელი მოგზაურობისთვის – მაგალითად, საკრედიტო ბარათებს ხშირად თან ახლავს მოგზაურობის დაზღვევა, რომელიც აზღვევს ბარგის დაკარგვისა და დაგვიანებული რეისების რისკს, გარდა ამისა, ბევრი კომპანია საკრედიტო ბარათის აღებისას, გვთავაზობს ფასდაკლებებსა და VIP მომსახურებას, მაგალითად, შეგიძლიათ დაჯავშნოთ პრესტიჟული სასტუმრო შედარებით შეღავათიან ფასად, აეროპორტებში VIP სივრცეზე ვწდომა, პრიორიტეტული უსაფრთხოების კონტროლი და სხვ.

თუ გაქვთ საკრედიტო ბარათი, კრედიტის გამოყენება შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ეს არის ძალიან კარგი გამოსავალი, როცა არ იცით, ზუსტად რამდენის დახარჯვა დაგჭირდებათ მოგზაურობისას. ამავდროულად, საკრედიტო ბარათი არის საერთაშორისო და მისი გამოყენებით შეგიძლიათ გადაიხადოთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში – ხშირად ეს არის საზღვარგარეთ გადახდის ძირითადი გზა!

მიუხედავად იმისა, რომ საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთი შეიძლება ოდნავ უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი სამოგზაურო სესხის, თუმცა საკრედიტო ბარათი გთავაზობთ მკვეთრ დამატებით ბონუსებს, ამ ბენეფიტების გამოყენებამ კი შესაძლოა ფასსაც გადააჭარბოს!

საკრედიტო ბარათების არჩევანი საკმაოდ დიდია, გირჩევთ, რომ საკრედიტო ბარათების შესადარებლად გამოიყენოთ ჩვენი საკრედიტო ბარათების შედარების მაგიდა, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ქვემოთ არსებულ ღილაკს და აირჩიეთ თქვენთვის ხელსაყრელი საკრედიტო ბარათი!

იხილეთ საკრედიტო ბარათების მრავალფეროვნება!

სამოგზაურო სესხის უპირატესობები და ნაკლოვანებები

გვინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია კარგად გაიაზროთ პასუხისმგებლობა, რომელიც თან სდევს სესხის აღებას! სასიამოვნოა იმ მომსახურებითა და პროდუქტებით სარგებლობა, რომლებიც შეიძინეთ სესხის დახმარებით, თუმცა სესხის აღებამდე დაფიქრდით – არის თუ არა ეს სწორი გადაწყვეტილება ამ კონკრეტულ მომენტში? გაითვალისწინეთ შემდეგი დადებითი და უარყოფითი მხარეები:

  • სესხის თანხამ რამდენიმე ათას ლარსაც კი შეიძლება მიაღწიოს – აქვს თქვენს საფულეს ამ ხარჯების გამკლავების საშუალება?
  • სესხის დაფარვა მოგიწევთ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ნახევარი წელი მაინც – მზად ხართ, მოგზაურობის შემდეგ დაფაროთ სესხი იმის შესაბამისი მოცულობით, რამდენიც დახარჯეთ მოგზაურობის დროს?

თუ განიხილეთ და კარგად აწონ-დაწონეთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე და დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი გადაწყვეტილება გონივრულია, მაშინ დროა აარჩიოთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი სამოგზაურო სესხი და ჩაალაგოთ ჩემოდანი!

ავტორის შესახებ

წლის საუკეთესო კრედიტორები

ჩვენ გვინდა, გამოვყოთ ყველაზე მოთხოვნადი კრედიტორები. ესენი არიან ყველაზე სანდო და მაღალი შეფასების მქონე სესხის კომპანიები მომხმარებელთა შეფასებებზე დაყრდნობით.

(27 შეფასებები)

(6 შეფასებები)

(55 შეფასებები)

შეადარე ყველა კრედიტორი

იმეგობრეთ financer.com-თან

შემოგვიერთდით Facebook-ზე