ვითიბი ბანკის საახალწლო აქცია სამომხმარებლო სესხზე!

ვბთ ბანკის საახალწლო აქცია სამომხმარებლო სესხზე, გაიგეთ, რას გვთავაზობს ვითიბი ბანკი და შეადარეთ სხვადასხვა სესხები ერთმანეთს!

შეადარე სესხები და იპოვე ყველაზე იაფი!

ვითიბი ბანკი მომხმარებელს სამომხმარებლო სესხზე  საახალწლო აქციას  სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ სამომხმარებლო სესხი, როგორც წესი, მოკლევადიანი და მცირე მოცულობისაა. ის გაიცემა უზრუნველყოფის  ან ფიზიკური პირის თავდებობის გარეშე.

რა გულისხმობს სამომხმარებლო სესხი?

სამომხმარებლო სესხს უამრავი მიზნობრიობა აქვს, მას იყენებენ, როგორც სამოგზაურო სესხი, სარემონტო სესხი, ასევე, სწავლის ფასაფინანსებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად და სხვ. იგი სწრაფ სესხთან შედარებით უფრო დიდი მოცულობისაა.

რას გვთავაზობს ვითიბი ბანკი?

ვითიბი ბანკის აქციის ფარგლებში სამომხმარებლო სესხის მინიმალური თანხა 400 ლარია, არაუზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალური თანხა 30 000 ლარია, ხოლო თავდებობით უზრუნველყოფის შემთხვევაში – 45 000 ლარის მიღებაა შესაძლებელი.

ვითიბი ბანკი საახალწლო შეთავაზების მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელს საშუალებას აძლევს,  აიღოს 45 000 ლარამდე სესხი 5 წლამდე ვადით და გადახდა დაიწყოს სესხის აღებიდან 3 თვის შემდეგ.

ასე რომ, სესხი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს აიღოს სესხი და არ გაქვს საკმარისი ფინანსები, რომ საპროცენტო განაკვეთი გადაიხადოს დღესვე, ვითიბი ბანკი გვთავაზობს, სესხის აღებიდან მხოლოდ მეოთხე თვეს დავიწყოთ გადახდა.

სესხის აღების მინიმალური ვადა 6 თვემდეა, ხოლო მაქსიმალური- 60 თვემდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი იცვლება სესხის აღების ვადების მიხედვით: 6 თვემდე სესხის შემთხვევაში 6.9%-ია, ხოლო მაქსიმალური ვადით 49-60 თვემდე – 13.9%-მდე იზრდება. რაც შეეხება ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს6 თვემდე სესხის შემთხვევაში მომხმარებელი 12.8%-ს იხდის, ხოლო 49-60 თვემდე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 17.2%-მდე ადის.

როგორ ვისარგებლო ამ სესხით?

ვითიბი ბანკის საახალწლო შეთავაზებით სამომხმარებლო სესხებზე შეგიძლიათ, ისარგებლოთ დღესვე და ონლაინ რეგისტრაციის საფუძველზე შეავსოთ სამომხმარებლო სესხის განაცხადის ფორმა.

შეგახსენებთ,  რომ ისეთი სესხები, როგორიცაა იპოთეკური სესხი, ან ავტო სესხები, არ ითვლება სამომხმარებლო სესხად, რადგან ამგვარი სესხის აღების შემთხვევაში კომპანია ითხოვს გირაოს (უძრავ ქონებას ან მანქანას) და ამ სესხებს აქვს განსაზღვრული მიზანი.

ავტორის შესახებ

წლის საუკეთესო კრედიტორები

ჩვენ გვინდა, გამოვყოთ ყველაზე მოთხოვნადი კრედიტორები. ესენი არიან ყველაზე სანდო და მაღალი შეფასების მქონე სესხის კომპანიები მომხმარებელთა შეფასებებზე დაყრდნობით.

შეადარე ყველა კრედიტორი

იმეგობრეთ financer.com-თან

შემოგვიერთდით Facebook-ზე