2019 წელს ქართველი ხალხი ვალის გარეშე შეხვდება!

იმის მერე რაც ხელისუფლებამ შავი სია გააუქმა, დღეს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას თვეების მუშაობის შედეგად მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც ასობით ათას ოჯახს მძიმე ტვირთს მოუხსნის და გაათავისუფლებს ვალებისგან.
2018 წლის 15 – 31 დეკემბრის პერიოდში, სესხების დავალიანება გაუნულდება მოვალეთა რეესტრში მყოფ ადამიანთა 95%-ს, რომელსაც შეადგენენ ის ადამიანები, ვისაც ბანკების, მიკრო და ონლაინ საფინანსო ორგანიზაციების წინაშე დავალიანების ძირი თანხის სახით 2000 ლარამდე აქვს დარჩენილი.
ჯამში ასეთი 600 000-ზე მეტი ადამიანია, რომელთა დავალიანების ჯამური ოდენობა 1.5 მილიარდ ლარს უტოლდება.

პირობები, რომელსაც ვალის ჩამოსაწერად პირი უნდა აკმაყოფილებდეს:

  • თითოეულ ფინანსურ კომპანიაში ვალის ძირი თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს, თუმცა შესაძლოა, ჯამში 2 000 ლარზე გაცილებით მეტი იყოს;
  • მინიმუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გადახდილა სესხის ნაწილი.

ვის არ ჩამოეწერება ვალი:

  • ვივუსის კლიენტებს. ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ კომპანიასთან ვერ შეთანხმდნენ;
  • ვისი ვალის ძირი თანხაც 2 000 ლარს აჭარბებს.

მამუკა ბახტაძემ პრეს კომფერენცია განაცხადა, რომ -“ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით, საბანკო და არა საბანკო სექტორთან მოლაპარაკებების შემდეგ, მიღწეულია უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც შვებას მისცემს ასობით ათას ოჯახს. ეს გადაწყვეტილება ეხება 600 000-მდე მოქალაქის, მათ შორის, თითქმის 150 000 სოციალურად დაუცველის მიერ აღებულ სამომხმარებლო სესხებს, რომელთა ძირი თანხაც არ აღემატება 2000 ლარს.

ეს სესხები, რეალურად, „შავ სიაში“ დაფიქსირებული ვალების 95%-ს შეადგენს, რაც სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობიდან მათ ჩამოშორებას განაპირობებს. ეს ყველაფერი კი, იწვევს ჭარბვალიანობას, რაც UNICEF-ის დასკვნის მიხედვითაც, მნიშვნელოვან კავშირშია სიღარიბის მაღალ მაჩვენებელთან.

განულების შესახებ შეთანხმება მიღწეულია. ეს პროცესი 31 დეკემბრამდე დასრულდება და შესაბამისად, 600000-მდე მოქალაქე ახალ წელს ვალის გარეშე შეხვდება.
„ჭარბვალიანობის აღმოფხვრა არის სიღარიბის დამარცხების წინაპირობა. დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება ასეულობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს საშუალებას მისცემს, სრულფასოვნად ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, რაც უფრო მდგრადს გახდის ჩვენს ეკონომიკას, ხოლო საბანკო-საფინანსო სექტორს – უფრო ჯანსაღს“”

ხელისუფლების ამ ინიციატივას, კრიტიკულად შეხვდა პოლიტიკური ორგანიზაცია გირჩი. რომელთა თქმითაც ეს გადაწყვეტილება არის ამომრჩევლის მოსყიდვა და ეკონომიკურად სრულიად გაუმართლებელი:

  • “გასაგებია რომ ეს ნაბიჯი პირდაპირ კავშირშია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან
  • არანაირი 1.5 მილიარდი ამ საქმეზე არ დაიხარჯება. ამ თანხაზე აპელირება არის ხელისუფლების წინასაარჩევნო პიარის ნაწილი
  • ქართუ გამოისყიდის პრობლემურ აქტივებს გაცილებით იაფად ვიდრე ამ აქტივების საბუღალტრო წიგნში დაფიქსირებული ღირებულებაა, იმიტომ რომ: 1. მათი დიდი ნაწილი უიმედოა 2. ყიდულობს ბითუმად 3. მთავრობაა ჩარეული
  • არსებული კანონმდებლობით ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა
  • ჩვენი აზრით პოლიტიკურ ფინანსებთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები არის არასწორი და უშინაარსო
  • რეალურად, ვისაც პოლიტიკასთან მეტნაკლებად შეხება აქვს, ისედაც ვიცით რომ ამ რეგულაციებს არანაირი შედეგი არ აქვს და ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს დიდი მოცულობით ‘შავი’ ფული
  • ამიტომ, ასეთი რეგულაციები არის გასაუქმებელი
  • აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახური არის გასაუქმებელი, რადგან ის პრაქტიკაში წარმოადგენს მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური ფულის კონტროლის ინსტრუმენტს
  • ნებისმიერ მოქალაქეს, უნდა ჰქონდეს უფლება საკუთარი ფული დახარჯოს ქართულ პოლიტიკაში შეზღუდვების გარეშე, გამჭვირვალედ და ზედმეტი ხელოვნური ბარიერების გარეშე.
  • მოქალაქეებისთვისაც გასაგები უნდა იყოს ვინ იხდის, რამდენს იხდის, რაში იხდის, და ისე უნდა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთთან.”

საინტერესო სტატიები სესხთან დაკავშირებით

Financer კონფიდენციალურობის პარამეტრები

ფინანასტერის გამოყენებით თქვენ აღიარებთ ჩვენს პირობებს, ასევე ჩვენს მონაცემთა კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ ვიყენებთ Cookies- ს ჩვენი სერვისის გასაუმჯობესებლად ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების ანალიზისა და მონიტორინგისთვის. გარკვეული Cookies მოითხოვს თქვენს აქტიურ თანხმობას, რათა ჩვენთვის შეგროვილი მონაცემები შევიტანოთ. თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ საკუთარ თავს მესამე მხარის მომსახურების შესახებ, ასევე ვიყენებთ თქვენს თანხმობას ნებისმიერ დროს ჩვენს Cookie- ში.

Facebook მარკეტინგი

SEO Solutions Ltd. (ჩვენ), როგორც პროვაიდერი financer.com-ის ვიყენებთ Facebook-Pixel ხელი შეუწყოს ჩვენი შინაარსი და მომსახურება ჩვენს სტუმრებს Facebook- ზე, ასევე აკონტროლოთ შედეგები ამ მარკეტინგული საქმიანობის. ეს მონაცემები ჩვენთვის ანონიმურია და მხოლოდ სტატისტიკურ მიზნებს ემსახურება. Facebook- ს შეუძლია Facebook- ის Pixel- ისგან მიღებული Facebook- ის (სახელი, ელ.ფოსტა და ა.შ.) შეთავსება და გამოიყენოს ეს საკუთარი სარეკლამო მიზნებისათვის. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ და აკონტროლოთ Facebook მონაცემები თქვენი Facebook კონფიდენციალურობის პარამეტრებიში.