ჭარბი მოხმარება: ტენდენცია, რომელიც შენს ფინანსებს აზარალებს!

Less than a minute

ჩვენ ვცხოვრობთ მომხმარებელთა საზოგადოებაში!

ახალი ტელეფონი, ახალი მანქანა, ახალი ლეპტოპი, ახალი ტელევიზორი, მეტი ფეხსაცმელი, მეტი ტანსაცმელი – ჩვენ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ.

ახალი ტექნოლოგიები და ჭკვიანი მარკეტინგული სტრატეგიები კიდევ უფრო მარტივს ხდის იმას, რომ შევიძინოთ რაც შეიძლება მეტი პროდუქცია და მომსახურება.

ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ იზრდება ონლაინ საცალო გაყიდვების ყოველწლიურად.

სკოლაში სწავლობთ, რომ მოხმარება კარგია ეკონომიკისთვის, მაგრამ საორჭოფოა რამდენად დადებითად მოქმედებს ეს გარემოზე ან თქვენს პირად ფინანსებზე?

დედამიწის ამოწურვის თარიღი (Earth Overshoot Day) აღნიშნავს ამა თუ იმ წლის კონკრეტულ თარიღს, როცა ადამიანები ამოვწურავთ დედამიწის რესურსების იმ მოცულობას, რა მოცულობაც საჭიროა 1 წლის განავლობაში ნორმალურ პირობებში საცხოვრებლად. წელს ეს თარიღი დადგა 1 აგვისტოს – ანუ 1 აგვისტოს კაცობრიობის მოთხოვნამ ბუნებრივ რესურსებზე გადააჭარბა იმ მოცულობას, რა მოცულობის რეგენერაციაც შეუძლია დედამიწას ამ 1 წლის განმავლობაში,

ჩვენ გვჭირდება  1.7 დედამიწა, რათა ბოლომდე დააკმაყოფილდეს ჩვენი მოხმარება.

ზედმეტი მოხმარება ზიანს აყენებს არა მხოლოდ გარემოს, არამედ ჩვენს პირად ფინანსებსაც!

ვყიდულობთ იმაზე მეტს, ვიდრე ვჭამთ

ყოველწლიურად, ჩვენი მოხმარებისთვის წარმოებული საკვები პროდუქტების დაახლოებით 1/3 (≈1.3 მილიარდი ტონა) – ნაგავსაყრელზე ხვდება.

სურსათის დანაკარგები ინდუსტრიულ ქვეყნებში დაახლოებით $680 მლრდ-ს უტოლდება, ხოლო განვითარებად ქვეყნებში $310 მლრდ დოლარია.

საშუალო ქართველი ხარჯავს 6270  წელიწადში საჭმელზე,  აქედან ერთი მესამედი სტატისტიკურად განადგურებულია, ანუ ყოველწლიურად 1 ქართველ ადამიანს, საშუალოდ 2000ის საკვების გადარჩენა შეუძლია.

ზედმეტი მოხმარება გავლენას ახდენს სხვა სფეროებზეც, როგორიცაა ტრანსპორტირება და ენერგომოხმარება.

დილით ადრე როცა საცობში ხართ გაჭედილი, შეხედეთ რამდენი ადამიანი მიდის სამსახურში საკუთარი ავტომობილით, ტელევიზორი ჩართულია მაშინაც, როდესაც არავინ უყურებს, ზამთარში გამათბობლები ჩართულია და პარალელურად ფანჯრები ღიაა, ახალი iPhone-ს ვყიდულობთ, რადგან გვსურს ტენდენციებს ავყვეთ, თუმცა ის ტელეფონი, რომელიც გვაქვს, არ საჭიროებს გამოცვლას.

შეგვიძლია მოვიფიქროთ სხვა მაგალითებიც, სადაც არა მხოლოდ შეზღუდულ რესურსებს მოვიხმართ, არამედ ვკარგავთ ფულსაც.

რატომ მოვიხმართ და ვხაჯავთ ამდენს ყოველდღიურად? იმიტომ, რომ ეს ხდება ჩვენი კომფორტისთვის, მომფორტი კი ყველა ადამიანს უყვარს!

ჩვენ გარშემო არსებული თითქმის ყველა პროდუქტი ადვილად ხელმისაწვდომია, თითქმის ყველაფრის შეძენა შეგვიძლია განვადებით ან უბრალოდ საკრედიტო ბარათით გადახდით და კრედიტის მოგვიანებით დაფარვით.

ეს ხდის შოპინგს და საყიდლებზე სიარულს ძალიან მარტივს, მაშინაც კი, თუ თქვენი ფინანსური მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა.

სიამოვნების შეგრძნება გვეუფლება შეძენის გადაწყვეტილების მიღების დროს, გვიხარია ახალი რაღაცებით სახლში დაბრუნება, თუმცა ეიფორია რამდენიმე დღეში იკარგება. განსაკუთრებით კი ისეთი პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, რომლის შეძენის საჭიროებაც არ გვქონდა და იმპულსურად მივიღეთ შეძენის გადაწყვეტილება.

დაფიქრდით მომდევნო ჯერზე საყიდლებზე წასვლისას, შეიძინეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ, და თუ არ ის, რაც იაფია.

ჭარბი მოხმარება და ვალები

ზედმეტი მოხმარების დროს, ჩვენ ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას იმ ფაქტს, რომ ეს სიამოვნება დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული და რომ ამის დასაფინანსებლად, როგორც წესი, არ გვყოფნის საკუთარი ფულადი რესურსები და ვალის აღება ხდება საჭირო.  თუ მოიხმართ იმაზე მეტს, ვიდრე თვენი ფინანსური მდგომარეობ გაძლევთ ამის საშუალებას, მაშინ დამატებითი ხარჯებზეც უნდა იფიქროთ.

ზედმეტი მოხმარება ზიანს აყენებს არა მხოლოდ გარემოს, არამედ თქვენს საფულესაც. ზოგს შეუძლია იცხოვროს ‘მეფურად’ – მათ ამისი შესაძლებლობა აქვთ, სხვები კი ცდილობენ იცხოვრონ მეფურად, მაშინაც კი, თუ ამისი რესურსები არ აქვთ. ცხადია, მეორე სცენარი არ არის გონივრული და გრძელვადიანი.

სესხები კარგია მხოლოდ მაშინ, თუ მისი დახმარებით შეგიძლიათ გამოიმუშაოთ მეტი ფული ან დაზოგოთ მეტი თანხა.

თუ კაპიტალის შექმნა გინდათ, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ რა სახის შესყიდვებს აკეთებთ და სად შეგიძლიათ დაზოგოთ ფული. დანაზოგით კი შეძლებთ ინვესტირებას და კაპიტალის უფრო სწრაფად გაზრდას.

ჩვენი რჩევები თანხის დასაზოგად დაგეხმარებათ დაზოგოთ მეტი თანხა ისე, რომ მომავალში თქვენ და თქვენი ოჯახი ფინანსურად უზრუნველყოფილი იყოთ.