რა არის უპროცენტო სესხი? ანუ იგივე 0%იანი სესხი? რომელი კომპანია გასცემს 0%იან სესხებს?

რა არის უპროცენტო სესხი?

  • ნოემბერი 21, 2017
  • 1 წუთის საკითხავი
  • 1581 წაკითხულია

რა არის უპროცენტო სესხი?

ალბათ, თქვენც შეგხვედრიათ რეკლამა 0%-იანი სესხის შესახებ, რას ნიშნავს ეს? – უპროცენტო სესხი არის ერთგვარი მარკეტინგული ხრიკი, რომლის საშუალებითაც კრედიტორს შეუძლია მოიზიდოს ახალი მომხმარებლები!

ყველა საკრედიტო კომპანიას სურს მარტივად და სწრაფად მისწვდეს ახალ მომხმარებლებს და მოიზიდოს ისინი ზედმეტი რესურსისა და ძალისხმევის გარეშე, თუმცა კონკურენტულ პირობებში ძალიან რთულია ახალი კლიენტების გადმობირება და არსებულების შენარჩუნება.

სწორედ ამიტომ, სწრაფი სესხის კომპანიები ცდილობენ, მომხმარებელს შესთავაზონ ისეთი რამ, რაც მათ მიანიჭებს კონკურენტულ უპირატესობას და განსხვავებულ პროდუქტს შეუქმნის ახალ მომხმარებლებს – სწორედ ამას ემსახურება უპროცენტო სესხი.

ვრცლად 0%-იანი სესხის შესახებ!

ვის შეუძლია ისარგებლოს უპროცენტო სესხით?

სესხის შევსება

თუ ოდესმე რომელიმე კრედიტორისგან აგიღიათ სესხი, მაშინ არ ელოდეთ, რომ ამ კომპანიის მიერ შემოთავაზებული უპროცენტო სესხი თქვენზეც გავრცელდება და თქვენც შეძლებთ ამგვარი “აქციით” სარგებლობას, რადგან უპროცენტო სესხი, უმეტესად, განკუთვნილია ახალი მომხმარებლებისთვის, თქვენ კი უკვე აღარ ხართ კომპანიის ახალი მომხმარებელი;

ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ, დაელოდოთ სპეციალურ შეთავაზებებს და კამპანიებს, რომლებიც განკუთვნილია უკვე არსებული, ერთგული მომხმარებლებისთვის.

როდის შეიძლება ავიღო უპროცენტო სესხი?

უპროცენტო სესხი არის მიმზიდველი შემოთავაზება და საშუალებას გაძლევთ, გაიგოთ, როგორ მომსახურებას/სერვისს გთავაზობთ კონკრეტული კრედიტორი.
უპროცენტო სწრაფი სესხი განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ ნამდვილად გჭირდებათ მცირე მოცულობის, დაახლოებით 200 ლარამდე სესხი – ასე რომ, მისი დახმარებით, შეძლებთ, სწრაფად დაიკმაყოფილოთ ფინანსური საჭიროებები და გადაჭრათ გადაუდებელი ფინანსური პრობლემები პროცენტის დარიცხვის გარეშე.
ავტორი მამუკა გოგუაძე

ფინანსური ანალიტიკოსი, რომელიც მუშაობს იმისათვის, რომ მოგაწოდოთ რაც შეიძლეა მეტი და ხარისხიანი ინფორმაცია, რათა თქვენ შეძლოთ საკუთარი ფინანსების უკეთ მართვა.

გააზიარეთ
1581 წაკითხულია
ბოლოს განახლებული ივნისი 9, 2019

კომენტარი

Malvina Gokhidze
Gamarjobat minda sesxi uprcebto 350 lari 3 tvis manzilze gadavixdi
პასუხი

საინტერესო თემები