კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Financer.com-ზე!

Less than a minute

Financer.com უკვე საქართველოშიც!

მოგესალმებათ Financer.com-ის გუნდი! ჩვენ თქვენთვის შევქმენით საძიებო ხელსაწყო, რომელიც ერთმანეთს ადარებს სესხებსა და სხვა ფინანსურ პროდუქტებს, ესენია: სწრაფი ონლიან სესხები, სამომხმარებლო სესხები, ავტო სესხები, იპოთეკური სესხები, შემნახველი ანაბრები, საკრედიტო ბარათები და სხვ.

გარდა სესხების შედარებისა, Financer.com-ზე ჩვენ გიზიარებთ საინტერესო რჩევებს და გიყვებით, როგორ შეგიძლიათ მართოთ პირადი ფინანსების უკეთესად, შედეგად კი გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა!

ჩვენი მიზანია, დაგეხმაროთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში!

2015 წლიდან, Financer.com მსოფლიოს 26 ქვეყანაში მილიონობით მომხმარებელს ეხმარება ისეთი სესხის, შემნახველი ანგარიშის ან საკრედიტო ბარათის პოვნაში, რომელიც მაქსიმალურად შეეფერება მათ საჭიროებებს.

ჩვენი მისიაა, დავეხმაროს ყველას უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში! ალბათ, თქვენც შეამჩნევდით, რომ ფინანსური პროდუქტების პირობები, როგორც წესი, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან – სესხების საპროცენტო განაკვეთები იმდენად განსხვავდება, რომ ძალიან რთულია ყველაზე იაფის ამორჩევა, შემნახველი ანაბრების სახეობები იმდენად მრავალფეროვანია, რომ რთულია გაიგო, რომელი გჭირდება შენ.

სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, თქვენთვის შევქმნათ სივრცე, სადაც თავს მოვუყრით ყველა სესხისა და სხვა ფინანსური პროდუქტების შემოთავაზებებს, ამით შესაძლებლობა გექნებათ, ერთ საიტზე მარტივად და სწრაფად იპოვოთ ყველა სესხის შემოთავაზება, შეადაროთ ერთმანეთს და აირჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი – დაზოგოთ ფული და დრო!