ყველაზე მდიდარი ქვეყნები – 2017 წელს

Less than a minute

რომელი ქვეყანაა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი? უმრავლესობა გეტვით, რომ ყველაზე მდიდარი ქვეყანა ჩინეთი ან შეერთებული შტატებია, რადგან მათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ეკონომიკა აქვთ.

დიახ, ჩინეთი და შეერთებული შტატები ძალიან მდიდარი ქვეყნები არიან, თუმცა არა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი!

ქვეყნის სიმდიდრე განისაზღვრება ქვეყნის ეკონომიკის ერთ სულ მოსახლეზე გამოთვლით – ეს სიდიდეა მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული.

რა არის მშპ?

მშპ არის მთლიანი შიდა პროდუქტი და გულისხმობს ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის შიგნით წარმოებული საქონლისა და მომსახურების საერთო ღირებულებას.

რომ ვიპოვოთ, რამდენია მშპ ერთ სულ მოსახლეზე (GDP per capita), მშპ უნდა გავყოთ ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზე.

მიღებული ციფრი გვიჩვენებს, კონკრეტულ ქვეყანაში, ერთი ადამიანის საშუალო ფინანსურ მდგომარეობას – საშუალოდ რა სიმდიდრე მოდის.

როგორ გამოიყენება მშპ?

მშპ ეროვნული შემოსავლებისა და წარმოების ზომის გამოთვლის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია; ხშირად გამოიყენება, როგორც ქვეყნის ცხოვრების სტანდარტის ერთ-ერთი ინდიკატორი – შეგვიძლია, აშკარა კავშირი დავინახოთ ამა თუ იმ ქვეყნის მშპ -სა და ქვეყანაში ცხოვრების დონეს შორის.

გაითვალისწინეთ, რომ როდესაც ვსაუბრობთ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებულ მშპ -ზე (GDP Per Capita), ვგულისხმობთ საშუალო მაჩვენებელს – თუმცა, რასაკვირველია, შემოსავალები ყველა მოქალაქეზე თანაბრად არ არის განაწილებული და თითოეული მცხოვრების სიმდიდრე განსხვავებულია.

არის შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა?

არა, ამერიკის შეერთებული შტატები არ არის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა.

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებში ყოველწლიურად წარმოუდგენელი რაოდენობის საქონლისა და მომსახურების მიწოდება ხდება, მშპ -ს მთლიან მოსახლეობაზე გაყოფისას, ანუ მშპ -ს ერთ სულ მოსახლეზე დათვლისას, ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე უფრო და უფრო მცირდება.

მნიშვნელოვანია ასევე გვახსოვდეს, რომ მსოფლიოს მდიდარ ქვეყნებში ხშირად ხდება შრომითი იმიგრაცია, რაც ქვეყნის მშპ -ს ზრდის, თუმცა ეს შრომა არ არის ქვეყნის მუშახელის ნაწილი და შესაბამისად არ შეიძლება შეყვანილი იქნას ერთ სულ მოსახლეზე მშპ -ს გაანგარიშებაში.

მსოფლიოში 10 ყველაზე მდიდარი ქვეყანა

ქვემოთ ჩამოთვლილია მსოფლიოში 10 ყველაზე მდიდარი ქვეყანა, მათი ერთ სულ მოსახლეზე მშპ -ს (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის; PPP) მიხედვით.  PPP – ანუ მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (purchasing power adjustment) ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნების განსხვავებული ფასების დონეს და გვაძლევს უფრო ზუსტ სურათს; ქვეყნების მშპ ერთ სულ მოსახლეზე შედარებისას, გამოთვლა ხდება სწორედ მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით.

სია დაფუძნებულია Global Finance Magazine -ის მონაცემებზე

10. სან-მარინო, $ 64,443 მშპ (PPP) ერთ სულ მოსახლეზე

ერთ-ერთი  პატარა ქვეყანა – სან მარინო მდებარეობს ჩრდილოეთ იტალიაში და მთლიანად გარშემორტყმულია იტალიით.

სან მარინოს შემოსავლების დიდი ნაწილი მოდის ტურიზმზე, ასევე საბანკო სექტორზე.

შემოსავლების ამ ორი ძირითადი წყაროს გარდა, სან მარინოდან საექსპორტოდ გააქვთ თითქმის ყველაფერი – დაწყებული ტექსტილიდან და ელექტრონიკიდან, დამთავრებული ცემენტით, კერამიკითა და ღვინით.

იცით თუ არა, რომ …

სან მარინოში მხოლოდ 33 000 მცხოვრებია?

9. არაბთა გაერთიანებული საამიროები, $ 67,696  მშპ (PPP) ერთ სულ მოსახლეზე

არაბეთის გაერთიანებული საამიროები შედგება 7 ემირატისგან, რომელთაგან ყველაზე ცნობილია დუბაი და აბუ-დაბი.

შემოსავლის ყველაზე დიდი წყარო ემირატებისთვის ნავთობია.

გარდა ამისა, ქვეყნის ჯანდაცვა, თავდაცვა და განათლება,  ამიტომ, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მოსახლეობა არ იხდის სახელმწიფო გადასახადებს.

იცით თუ არა, რომ …

არაბთა გაერთიანებული საემიროები ძალიან ღარიბი ქვეყანა იყო, სანამ 1958 წელს აბუ-დაბიში ნავთობს აღმოაჩენდნენ?

8. ნორვეგია, $ 69,296 მშპ (PPP) ერთ სულ მოსახლეზე

ნორვეგია რომ მდიდარი ქვეყანაა, არავისთვისაა სიახლე, რატომ არის ეს ქვეყანა ასეთი მდიდარი, ეს კი ცოტასთვისაა ნაცნობი;

ამ ქვეყანაში უამრავი ბუნებრივი რესურსია, მდიდარია ნავთობითა და ბუნებრივი აირით, ტყეებითა და ჰიდროელექტრებით.

ნორვეგიის ნავთობი, სამწუხაროდ, სამუდამოდ ვერ იქნება და ოდესღაც გამოილევა, არსებობს არც თუ ისე უსაფუძვლო ეჭვი, რომ როდესაც ნავთობი ამოიწურება, ქვეყნის ეკონომიკა შეიძლება მნიშვნელოვნად დაზარალდეს.

იცით თუ არა, რომ …

ნორვეგია იღებს ელექტროენერგიის 99% ჰიდროელექტროსადგურისგან? მსოფლიოს სხვა ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო ეს.

7. ირლანდია, $ 69.374 ერთ სულ მოსახლეზე მშპ (PPP)

ირლანდია არის ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მსოფლიოს 10 უმდიდრესი ქვეყნის სიაში მე-7 დგილზეა, მშვენიერია!

ქვეყნის შემოსავლების დიდი ნაწილი მოდის სხვა ქვეყნებში დაფუძნებული კომპანიებისგან, რაც ირლანდიის საერთო ეკონომიკას გარკვეულწილად დაუბალანსებელს ხდის და ამდენად, მშპ ერთ სულ მოსახლეზეც არც ისე რეალურია.

იცით თუ არა, რომ …

კანონის თანახმად, თქვენც გაქვთ ირლანდიის მოქალაქეობის მოთხოვნის უფლება, თუ გყავთ ირლანდიელი ბებია ან ბაბუა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არაფერი იცოდეთ ქვეყნის შესახებ და ნამყოფიც კი არ იყოთ ირლანდიაში.

6. ქუვეითი, $ 71.263 მშპ (PPP) ერთ სულ მოსახლეზე

ქუვეითი პატარა და მშრალი ქვეყანაა, თუმცა ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების დონე საკმაოდ მაღალია.

ქუვეითიდან დიდი რაოდენობით ნავთობი გადის საექსპორტოდ, ეს მათ საშუალებას აძლევს იმპორტის გზით შემოიტანონ როგორც წყალი, ასევე საკვები.

ნავთობი შეადგენს ქუვეითის საექსპორტო ნაკადის თითქმის 90%-ს. ქუვეითში მცხოვრები მოსახლეობა არ იხდის საშემოსავლო გადასახადს.

იცით თუ არა, რომ …

მსოფლიო ნავთობის რეზერვების დაახლოებით 10% მიიჩნევა, რომ ქუვეითში მოიპოვება.

5. ბრუნეი, $ 79.710 მშპ (PPP) ერთ სულ მოსახლეზე

თუ გადასახადების გადახდა არ გიყვართ, ბრუნეი არის ქვეყანა, რომელიც აუცილებლად უნდა გაიცნოთ.

ბრუნეის რიგითი მოქალაქეები არ იხდიან გადასახადებს, ამ ქვეყანაში არც დღგ-ს გადახდა უწევთ, ამასთანავე, მთავრობა მოსახლეობას ეხმარება უფასო ჯანდაცვითა და განათლებით. გარდა ამისა, ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთები ძალიან დაბალია.

ბრუნეის აქვს ძალიან დიდი გაზისა და ბუნებრივი აირის მარაგები, მშპ -ს 50% სწორედ ამ პროდუქტების ექპორტზე მოდის, ამასთანავე, უცხოური ინვესტიციებიდან შემოსავალიც სოლიდურია, თითქმის მთლიანი ეკონომიკის ნახევარს შეადგენს, რაც ხელს უწყობს ბრუნეის მთავრობას თავის მოქალაქეებს შეუქმნას საცხოვრებლად საუკეთესო პირობები და მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების მეხუთე ადგილზეც მოხვდეს.

იცით თუ არა, რომ …

ბრუნეი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა 1984 წელს? ადრე ბრიტანეთის მთავრობას ექვემდებარებოდა.

4. სინგაპური, $ 87.082 დოლარი მშპ (PPP) ერთ სულ მოსახლეზე

სინგაპური ძალიან პატარა ქვეყანაა, რომლის ძირითადი ნაწილი დედაქალაქს უკავია.

ეს არის ერთ-ერთი მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა, მიუხედავად ამისა, სინგაპურის მოსახლეობის ცხოვრების დონე მაინც საკმაოდ მაღალია.

ქვეყნის სიმდიდრე ძირითადად მრეწველობის ინდუსტრიიდან მოდის, სინგაპურმა ხელოვნებად აქცია საქონლის შემოტანა, გააუმჯობესება და შემდეგ კვლავ ექსპორტზე გატანა.

იცით თუ არა, რომ …

სინგაპურში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელობისა და მართვის უფლებით სარგებლობისათვის უნდა აიღოთ ლიცენზია? ეს ლიცენზია 600 ათასი დანიის ქრონერია.

3. მაკაო, $ 96.147 მშპ (PPP) ერთ სულ მოსახლეზე

მაკაო პატარა ავტონომიური ერთეულია სამხრეთ ჩინეთის ნახევარკუნძულზე – ჩინეთის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, დაახლოებით 600 000 მცხოვრებით.

მაკაო, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს აზარტული თამაშების დედაქალაქია და მშპ-ს თითქმის სწორედ ტურიზმზე და აზარტული თამაშების დაწესებულებებიდან მოდის – ქვეყანას ძალიან დიდი შემოსავალი აქვს კაზინოებიდან და ბანქოს სათამაშო სახლებიდან.

მაკაოს აზიის “ლას ვეგასს” უწოდებენ, რადგან აქ აზარტული თამაშების ბიზნესი ლეგალურია, ბევრმა უცხოურმა კომპანიამ ლიცენზიის მისაღებად სწორედ ეს პატარა ქვეყანა აირჩია.

ქვეყნის სიმდიდრე ასევე მოდის ტექსტილისა და ფეხსაცმლის წარმოებისგან, რაც ექსპორტის 85%-ს შეადგენს.

იცით თუ არა, რომ …

მაკაოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლვობა 85 წელია  და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-4 ადგილზეა?

2. ლუქსემბურგი, 101,936 დოლარი მშპ-ში (PPP) ერთ სულ მოსახლეზე

ბევრს სჯერა, რომ ლუქსემბურგი ევროპაში ყველაზე პატარა ქვეყანაა, თუმცა, სინამდვილეში, უფრო დიდია ვიდრე მონაკო, ანდორა და ლიხტენშტეინი.

ლუქსემბურგში უმუშევრობის დონე ძალიან დაბალია და ქვეყნის ეკონომიკა წლიდან წლამდე უფრო და უფრო უმჯობესდება.

ლუქსემბურგში რამდენიმე მსხვილი ინდუსტრიაა, წამყვანია ფინანსური სექტორი, რომელიც მშპ-ს 36%-ს შეადგენს, ასევე კარგად არის განვითარებული მრეწველობის ინდუტრია;

ქვეყნის ძირითადი საექსპორტო საქონელია ფოლადი, რკინა, რეზინი, აპარატურა და ქიმიკატები.

იცით თუ არა, რომ …

ლუქსემბურგის მოსახლეობის 40%-ს იმიგრანტები შეადგენენ?

1. ყატარი, $ 129,726 მშპ-ში (PPP) ერთ სულ მოსახლეზე

და აი ისიც – მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა ყატარი! ყატარი, ისევე, როგორც ბევრი მისი მეზობელი, თავის სიმდიდრეს ნავთობს უნდა უმადლოდეს, ქვეყანაში ძალიან კარგად არის განვითარებული ნავთობის მოპოვების ინდუსტრია – მშპ -ს 60% სწორედ ნავთობზე მოდის.

ყატარის ეკონომიკა ძალიან სწრაფად გაიზარდა, პირველ რიგში, ბოლო წლების განმავლობაში ნავთობის ფასების ზრდის გამო.

გარდა ნავთობისა, ყატარი ახორციელებს ბუნებრივი აირის ექსპორტს, ასევე ცდილობს განავითაროს ტექნოლოგიური სფერო და შექმნას ძლიერი კომპანიები ამ სფეროში, რათა ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად საწვავზე არ იყოს დამოკიდებული.

კატარის მოსახლეობა არ იხდის საშემოსავლო გადასახადებს.

იცით თუ არა, რომ …

კატარის მოსახლეობის მხოლოდ 10% იბადება ქვეყანაში?