ზოდიაქო, ჰოროსკოპი და ფინანსები, რას ამბობენ ვარსკვლავები ჩვენს ფინანსებზე?

რას ამბობს თქვენი ზოდიაქო თქვენს ფინანსებზე?

  • დეკემბერი 26, 2017
  • 5 წუთის საკითხავი
  • 1541 წაკითხულია

თითოეულ ადამიანს, ალბათ, ერთხელ მაინც წაუკითხავს საკუთარი ჰოროსკოპი, მიუხედავად იმისა, სჯერა თუ არა მისი.

მოდით ვნახოთ, რას ამბობენ ვარსკვლავები თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებზე და როგორია თქვენი პირადი ჰოროსკოპი ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

1. ვერძი

ვერძები საკუთარ ფინანსურ საქმეებში საკმაოდ იმპულსური და დაუდევარები არიან, თუმცა ეს ყოველთვის ცუდი არ არის. ისინი ლოგიკური მოაზროვნეებითა და გამჭრიახი გონებით გამოირჩევიან, მიისწრაფვიან კარიერული სიმაღლეების დაპყრობისკენ.

მათ სჭირდებათ ისეთი სამუშაო, რომელიც მათთვის გამოწვევა და წახალისება იქნება, უყვართ ბონუსების მიღებაც, თუ აქვთ ისეთი სამსახური, სადაც ხშირია პრემიები, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ სწორ ადგილას მოხვედრილან! მათთვის ფინანსები იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც დიდება..

ფულის დაზოგვა ვერძებისთვის საკმაოდ რთულია, რადგან უყვართ იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება და არ მოსწონთ დეტალური ბიუჯეტის შედგენა, თუმცა, რადგან გამჭრიახად აზროვნებენ, მათთვის რთული არ არის ფინანსური სირთულეების დაძლევა. ვერძებს ხიბლავთ რისკიანი ინვესტიციები, განსაკუთრებით თუ ეს სწრაფი გამდიდრების შესაძლებლობას იძლევა.

ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები თითქმის არასდროს აგვიანებენ გადასახადების გადახდას და არ უყვართ ვალები. მაგრამ მათ უყვართ ახალი ნივთების შეძენა, რის გამოც, შესაძლოა, ადვილად აიღონ დიდი მოცულობის სესხი.

2. კურო

ფულის სიყვარული კუროსთვის უცხო ნამდვილად არ არის და, შეიძლება ითქვას, რომ ზოდიაქოს ნიშნებს შორის კურო ყველაზე მეტადაა ორიენტირებული სიმდიდრეზე.

კუროების ბუნებიდან გამომდინარე, ფულის დაზოგვა მათთვის ძალიან მარტივია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უყვართ ფულის ხარჯვა. მათი უპირატესობა იმაშია, რომ არ ეზარებათ ბიუჯეტის შედგენა და ყველაზე კარგად გამოსდით შემოსავლების განაწილება, უყვართ კომფორტში ცხოვრება და საკუთარი თავის ლამაზი და ძვირფასი ნივთებით განებივრება.

კურო თავს კარგად გრძნობს თუ საბანკო ანგარიშზე საკმარისი დანაზოგი აქვს და კმაყოფილია იმ ფაქტით, რომ ამ შედეგის მისაღწევად საკმაოდ ბევრი იშრომა. ინვესტიციებიდან ყველაზე მეტად უყვართ თანხის ჩადება უძრავ ქონებაში.

კურო ყველაზე მეტად სტაბილურობას აფასებს, ამიტომ სამსახურშიც გარკვეულ გარანტიებს – მაღალ ხელფასს, შვებულების ფიქსირებულ დროს და კარგ დაზღვევას მოითხოვს.

3. ტყუპები

ტყუპებს ძალიან უყვართ იმპულსური შესყიდვები და დიდად არ აინტერესებთ სტაბილური ცხოვრების წესი, ამიტომ ფულის დაზოგვა მათთვის საკმაოდ რთულია. ამავე დროს, ტყუპები ოპტიმისტები არიან და შეუძლიათ, მარტივად შეხედონ ფინანსურ სირთულეებს.

ტყუპები ხშირად იცვლიან სამუშაოს, რაც ხანდახან უარყოფით გავლენას ახდენს მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, თუმცა მათი ოპტიმისტი ბუნებიდან გამომდინარე, შეუშლიათ, სწრაფად გადალახონ სირთულეები.

ტყუპების თავისუფლად შეუძლიათ, უარი თქვან წარმატებულ და შემოსავლიან სამუშაოზე მხოლოდ იმიტომ. რომ არ მოსწონთ ხელმძღვანელი ან რუტინულია სამუშაო.

4. კიბო

კიბოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს ფინანსური სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდა როგორც საკუთარ თავზე, ასევე მთელ ოჯახზე.

მათ უყვართ მუშაობა, განსაკუთრებით მშვიდად გრძნობენ თავს ისეთ კომპანიაში, სადაც საკუთარი პასუხისმგებლობები და საქმიანობა მოსწონთ. მათ წარმატებულად გამოსდით დანაზოგის გაკეთება, კომფორტულად გრძნობენ თავს, როდესაც იციან, რომ ანგარიშზე აქვთ თანხა მოულოდნელი ხარჯებისთვის და ე.წ. ‘შავი დღისთვის’.

კირჩხიბს უყვარს უძრავ ქონებაში ფულის ჩადება. ინვესტიციის განხორციელებისას, კობოები ენდობიან თავიანთ შინაგან ინტუიციას, რომელიც უძღვება მათ საუკეთესო ვარიანტებისკენ და ეხმარება თავიდან აიცილონ ზედმეტად სარისკო გარიგებები.

კირჩხიბი ფულის დაგროვებისკენაა მიდრეკილი. მისთვის არაა მთავარი კოლოსარული თანხები, ისიც საკმარისია, რაც მას ხვალინდელი დღის უზრუნველად გატარებაში ეყოფა.

5. ლომი

ლომებს უყვართ ფულთან ურთიერთობა. მოსწონთ ფუფუნების საგნების შეძენა და საკუთარ თავს ხშირად ანებივრებენ ძვირადღირებული ნივთებით – მაგალითად, უახლესი ტექნიკითა და ბრენდურლი მანქანით.

მათ უყვარს საყვარელი ადამიანების განებივრება, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ლომებმა არ იციან ფულის ფასი. ლომი მიჩვეულია ფულის ფრთხილად ხარჯვას და არასდროს ფლანგავს ფულს წვრილმან სიამოვნებებში – ისინი თანხას ხარჯავენ ისევე რთულად, როგორც გამოიმუშავებენ მას.

თავიანთი ხასიათისა და ამბიციებიდან გამომდინარე, ლომები გამუდმებით ეძებენ ახალ ახალ გზებს მეტი ფულის გამოსამუშავებლად, ეს თვისებები მათ აძლევს კიდევ უფრო მეტ სტიმულს ესწრაფვოდნენ კარიერულ წინსვლას.

ინვესტიციების კუთხით ლომებს უყვართ თანხის ძვირფას ლითონებში ჩადება, გარდ ამაისა, ხშირად აქვთ ხოლმე კრეატიული და შემოქმედებითი იდეები.

6. ქალწული

ქალწულები ბუნებით პრაქტიკოსები, ფრთხილები და მუშაობის მოყვარულნი არიან, ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ პირად ფინანსებს, ამიტომაც ქალწულისთვის რთული არ არის თანხის დაზოგვა, დეპოზიტების მართვა და ფინანსური გეგმების გაკეთება უკეთესი მომავლისთვის.

ხშირად ქალწულები საკმაოდ გულისხმიერები არიან და ყოველთვის მზად არიან დაეხმარონ სხვებს, ამიტომ ამ ნიშნის ადამიანები, როგორც წესი,  არ არიან ძალიან მდიდრები, აქვთ საკმარისი ფული, თუმცა არა ზედმეტად ბევრი.

ქალწულებს უყვართ საინვესტიციო სტრატეგიების დასახვა, მათ ახასიათებთ გონივრულ გადაწყვეტილებების მიღება, რადგან რაციონალურად და კონსერვატიულად უდგებიან ფინანსურ საკითხებს, რის გამოც ნაკლებად სავარაუდოა, რომ სარისკო ფინანსურ მახინაციებში გაებან.

7. სასწორი

სასწორისთვის ფინანსური უზრუნველყოფა ყველაზე მნიშვნელოვანია, მიუხედავად ამისა, მათ უყვართ ფულის დახარჯვა იმაზე, რაც სიამოვნებას ანიჭებთ, უყვართ მეგობრებთან ერთად ძვირადღირებული გართობაც. მოკლედ, სასწორებს შეუძლიათ თავიანთი შემოსავლის საკმაოდ დიდი ნაწილი პირადი ფუფუნებისთვის დახრჯონ.

ხშირად აწყდებიან სირთულეებს გადაწყვეტილებების მიღების დროს, თუმცა გუნდში მუშაობისას ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წევრები არიან, წარმატების მისაღწევად სასწორისთვის მნიშვნელოვანია მსხვილ კომპანიაში მუშაობა, რადგან ის არ მიეკუთვნება იმ ადამიანების კატეგორიას, ვისაც დამოუკიდებლად მუშაობა უყვარს.

სასწორს გასაქანი და მასშტაბები უნდა, რადგან ის მხოლოდ მაშინ გრძნობს თავს კომფორტულად, როცა გარშემო ხმაური და ცოცხალი სამუშაო პროცესია.

ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს იშვიათად აქვთ საკრედიტო ბარათები და შემნახველი ანაბრები, რადგან უყვართ ნაღდი ფულით გადახდა. სესხების გადახდისას სასწორებს პრობლემები ექმნებათ, ვინაიდან ავიწყდებათ გადახდის ვადები.

8. მორიელი

ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მორიელი მუდამ საკუთარ ინსტინქტებზე დაყრდნობით ხელმძღვანელობს, მათ ძალიან კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია, რომელიც ზუსტად ატყობინებს, სად და როდის შეიძლება ‘დიდი თევზის დაჭერა’, ტიპურ მორიელს თავისუფლად შეუძლია გახდეს წარმატებული ბიზნესმენი.

როგორც წესი, კოლექტივში მორიელის გამოყოფა საკმაოდ მარტივია, სამუშაო პროცესში საკმაოდ კონკურენტუნარიანიები არიან, ამიტომ მათთვის უცხო არ არის მაღალშემოსავლიანი პოზიციების დაკავება.

ფულთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას მორიელი ძალიან ფრთხილია, უყვარს გონივრული შესყიდვების განხორციელება და ხშირად ელოდება სწორ მომენტს. მორიელები ხშირად საიდუმლოებებით მოცულნი არიან და არ უყვართ საკუთარი საიდუმლოებების გამჟღავნება, მათთვის სტრატეგიული დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია.

მაშინაც კი, თუ მათ მშვიდ ცხოვრებაში მოულოდნელი უსიამოვნებები იჩენს თავს, მორიელებს სწრაფად შეუძლიათ უსიამოვნო სიტუაციების მათ სასარგებლოდ შემოტრიალება.

9. მშვილდოსანი

იქიდან გამომდინარე, რომ მშვილდოსნებს იუპიტერი მართავს, საიდუმლო არ არის, რომ მათ ძალიან უყვართ აზარტული თამაშები და ხშირად ბევრ ფულსაც იგებენ. გარდა ამისა, ისინი არ არიან გონებით პრაქტიკოსები, ხშირად იცვლიან სამუშაოს, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობაზე არც თუ ისე დადებითად აისახება.

შვილდოსნისთვის აუცილებელია იცოდეს, რომ მის პროფესიას პერსპექტივა, თვითონ კი – პროფესიული ზრდის საშუალება აქვს, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში აღწევს ის წარმატებას.

მშვილდოსნის საფულესა და ფულის თანაფარდობას საუკეთესოდ აღწერს ფრაზა: სწრაფად მოდის, სწრაფადვე მიდის. სწრაფი და გამჭრიახი აზროვნების წყალობით, მშვილდოსნები გრძელვადიან პერიოდში ფინანსურ დაბრკოლებებს არ განიცდიან, რადგან სწრაფად პოულობენ ახალ გამოსავალს, რომელიც სოლიდურ შემოსავალს მოუტანთ.

ამ ნიშნის წარმომადგენლები დიდი ყურადღებით აკვირდებიან თავიანთ საკრედიტო ისტორიას და იშვიათად თუ აქვთ ვინმეს ვალი. და თუ აქვთ  მარტივად ახერხებენ ვალებისგან თავის დაღწევას. მათთვის რეპუტაცია ფინანსურ საკითხებში ყოველთვის მნიშვნელოვანია.

10. თხის რქა

თხის რქა არის ამბიციური, კონკურენტუნარიანი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, ამდენად დამსახურებულად მაღალი შემოსავალი თხის რქებისთვის უცხო არ არის, განსაკუთრებით ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა უკვე კარიერა აწყობილი აქვთ.

თხის რქისთვის ფულის დაზოგვა არ წარმოადგენს სირთულეს, უფრო მეტიც, ხშირად ისინი ძალიან ეკონომიურად და ხელმომჭირნედ ცხოვრობენ და თითქმის არასოდეს ახასიათებთ იმპულსური შესყიდვები.

ინვესტიციების მხრივ, ისინი საკმაოდ კონსერვატიულად უდგებიან საკითხს და ირჩევენ ისეთ სფეროს, რომელიც გრძელვადიან პერიოდში უფრო და უფრო მომგებიანი გახდება მათთვის.

მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უყვართ ინვესტირება და ფულის შენახვა. ისინი იყენებენ ყველა შესაძლებლობას, რომ რაც შეიძლება მეტი ფული გამოიმუშავონ. საჭიროებისამებრ მათ შეუძლიათ აიღონ სესხიც.

11. მერწყული

როგორც თანხის დაზოგვისა და შრომის მოყვარულებს, ფინანსური ფორტუნა მერწყულებს მუდამ უღიმით და ღირსეული შემოსავალიც არაა უცხო მათთვის.

ისინი ძალიან გულუხვები არიან და უყვართ სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის შემოწირულობების გაცემა, რადგან ძალიან რთულია მათთვის იმის ყურება, თუ როგორ უჭირთ სხვებს, მაშინ, როცა თავად საკმარისი სიმდიდრე აქვთ დაგროვებული.

ამ ნიშნის წარმომადგენლები სხვებზე უფრო ხშირად იყენებენ საკრედიტო ბარათებს. ფინანსების წარმართვისას ისინი ცოტა უყურადღებონი არიან და ხშირად კარგავენ მნიშვნელოვან დოკუმენტებს.

მერწყულები ფინანსურ საკითხებში ყოველთვის საკუთარ ინტუიციას ეყრდნობიან და იშვიათად ცდებიან. წყლის მოყვარულები საკმაოდ ჭკვიანები არიან იმისთვის, რომ მარტივად განასხვავონ კარგი და ცუდი ფინანსური გადაწყვეტილებები და სწრაფად მიაღწიონ ფინანსურ წარმატებას.

12. თევზები

თევზებისთვის დამახასიათებელი თვისებების თანხის დაზოგვა და შრომისმოყვარეობა, ისინი ძალიან მგრძნობიარე და გულუხვები არიან, აქედან გამომდინარე, ხშირად გასცემენ საკუთარი შემოსავლის ნაწილს სხვებისთვის.

თევზებს ფულის მიმართ საკმაოდ ზერელე დამოკიდებულება აქვთ – მათ შეუძლიათ ფინანსური პრობლემების იგნორირება, ხოლო თუ ბევრი ვალი აქვთ, შეუძლიათ, ისე შეხედონ მოვლენებს, თითქოს პრობლემები არც არსებობდეს, აქედან გამომდინარე, თევზისთვის ყველაზე პრაქტიკულია ბუღალტრის ან ფინანსური მრჩევლის პროფესია.

ავტორი მამუკა გოგუაძე

ფინანსური ანალიტიკოსი, რომელიც მუშაობს იმისათვის, რომ მოგაწოდოთ რაც შეიძლეა მეტი და ხარისხიანი ინფორმაცია, რათა თქვენ შეძლოთ საკუთარი ფინანსების უკეთ მართვა.

გააზიარეთ
1541 წაკითხულია
ბოლოს განახლებული ივნისი 9, 2019

კომენტარი

საინტერესო თემები