7 საუკეთესო ბლოგი ფინანსური განათლების მისაღებად
- იანვარი 15, 2023
- ...
-
338 ჯერ წაკითხული
საქართველოში ფინანსური განათლება უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ჩვენი ვებ-გვერდის ვიზიტორებზე დაკვირვებით დავინახეთ ტენდენცია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება პირადი ფინანსების საკითხებით, უფრო მეტს ფიქრობენ ფულის მართვაზე, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და პასიური შემოსავლის მიღების გზებზე.
სად მივიღოთ სასარგებლო ინფორმაცია ფინანსური წიგნიერების შესახებ? არსებობს თუ არა ქართულენოვანი ბლოგები ამ მიმართულებით?
Financer.com-ზე გთავაზობთ სიას 7 საუკეთესო ფინანსური განათლების ბლოგის სიას, რომელთა ძირითადი მიზანი ფინანსური წიგნიერების ფართოდ გავრცელებაა. ავირჩიეთ ბლოგები, რომელთა ავტორები არიან სანდრო და გამოცდილი ფინანსური ანალიტიკოსები.
ჩვენს სიაში ნახავთ ბლოგებს ცნობილი საფინანსო კომპანიებისგან, რომელთა შესახებ, ალბათ, გსმენიათ, და უფრო მცირე ბლოგებსაც, რომლებსაც ახლა აღმოაჩენთ. ქვემოთ შეგიძლიათ, დაათვალიეროთ ბლოგები და გამოიწეროთ მათი სიახლეები.
ტოპ 7 ბლოგი ფინანსური განათლებისთვის 2023 წელს
Finedu – ფინანსური განათლების პორტალი
FinEdu – ეს არის პირველი ქართული საგანმანათლებლო ვებ-პორტალი, რომელიც სრულად ეძღვნება ფინანსური განათლებას და თავს უყრის ყველა სახის საგანმანათლებლო რესურსებს.
Finedu არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი პროექტი, რომელიც ეხმარება ნებისმიერ ადამიანს გაიგოს რა არის ფინანსური განათლება, მიიღოს ინფორმაცია პირადი და საოჯახო ფინანსების მართვასთან დაკავშირებით და გაიმარტივონ ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის პროცესი.
ვებ-გვერდი: finedu.gov.ge
Instagram: @finedu.gov.ge
Facebook: www.facebook.com/finedu.gov.ge/
ჩვენი ფავორიტი სტატია
ჩვენი გამოცდილებიდან გამოდმინარე, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არ ითვალისწინებს იმ რისკებს, რომლებიც სესხის აღებას ახლავს თან. ამიტომ, Finedu-ს პორტალიდან ჩვენი ფავორიტი სტატიაა: რა რისკები და შესაძლებლობები ახლავს სესხის აღებას?
საზოგადოება და ბანკები – Youtube არხი
“საზოგადოება და ბანკები” 2013 წლიდან ზრუავს ფინანსური განათლების ამაღლებასა და საფინანსო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების მხრიდან ნდობის დამყარებაზე.
‘საზოგადოება და ბანკების’ თითოეული ბლოგი თუ ვიდეო ჩანაწერი ეხება იმ ძირითად პრობლემებს, რომლებიც საზოგადოებას აქვს ფინანსურ დაწესებულებებთან ურთიერთობისას. აღნიშნული youtube არხი ეხმარება საქართველოს მოსახლეობას, მიიღონ სიღრმისეული ინფორმაცია სესხებისა თუ სხვა ფინანსური პროდუქტების შესახებ.
ვებ-გვერდი: sab.ge
Youtube: საზოგადოება და ბანკები
Facebook: www.facebook.com/finedu.gov.ge/
ჩვენი ფავორიტი ვიდეო
‘რისგან შედგება სესხის პროცენტი?’ – ეს ვიდეო ჩანაწერი განსაკუთრებით გამოვყავით, რადგან ეხება იმ საკითხს, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებთ ადამიანებს სესხის აღებისას. ფინანსური განათლების ექსპერტი და საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი – გიორგი კეპულაძე ძალიან მარტივად და ყველასთვის გასაგებად ხსნის სესხის პროცენტის საკითხებს.
ედუფინი
Edufin ფინანსური განათლების პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესო ფინანსურ საკითხებზე წერს. Edufin-ის რჩევები დაგეხმარებათ, მიიღოთ ინფორმაცია კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სწორად განკარგოთ შემოსავლები და ხარჯები და უკეთესაც გაერკვეთ ყველა იმ საკითხზე რომლებიც თქვენს ფულს ეხება.
ვებ-გვერდი: helloblog.ge/category/edufini
Facebook: www.facebook.com/edufingeo/
ჩვენი ფავორიტი ბლოგი
‘როგორ დავიცვათ კიბერუსაფრთხოება ინტერნეტით სარგებლობისას’ – გვინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ ამ ბლოგზე, რადგან ინტერნეტთაღლითობები, ე.წ. ‘ფიშინგი’ ბოლო თვეებია განსაკუთრებით მომრავლდა და შევნიშნეთ, რომ ამ მიმართულებით ცოდნა საკმაოდ დაბალია საზოგადოებაში
კრიპტორჩევები – ბლოგი mycoins.ge-სგან
mycoins.ge არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კრიპტო სივრცე საქართველოში. ვებ-გვერდი მიზნობრივად შექმნილია კრიპტოვალუტით დაინტერესებული მომხმარებლებისთვის და მათ საშუალებას აძლევს მარტივად იყიდონ/გაყიდონ კრიპტოვალუტა და განახორციელონ ნებისმიერი კრიპტო ოპერაცია.
mycoins.ge-ს ბლოგზე თავმოყრილია რჩევები და სიახლეები კრიპტო სამყაროთი დაინტერესებული დამწყები თუ გამოცდილი მოვაჭრეებისთვის.
ვებ-გვერდი: blog.mycoins.ge
Instagram: @mycoins.ge
ჩვენი ფავორიტი ბლოგი
‘4 შეცდომა, რომელსაც კრიპტომოყვარულები უშვებენ‘ – ამ ბლოგში თამოყრილია რჩევები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამწყები კრიპტო მოვაჭრეებისთვის. გირჩევთ, კრიპტოვალუტით ვაჭრობის დაწყებამდე გაეცნო mycoins.ge-ს ბლოგებს და ინფორმირებულმა დაიწყო კრიპტო ინვესტიციების განხორციელება.
Crypto Bazari – კრიპტო ბაზარი
კრიპტო ბაზარი არის საქართველოში პირველი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული სატელევიზიო გადაცემა კრიპტო ვალუტებზე. პოდკასტებსა და ვლოგებში საუბარია კრიპტო სამყაროს სიახლეებზე, კრიპტოვალუტის შერჩევაზე, შეძენასა და ვაჭრობაზე.
მოკლედ, კრიპტო ბაზარი არის შექმნილი კრიპტოვალუტის ენთუზიასტებისთვის, ამ არხის გამოწერით კრიპტო ბირჟებს კიდევ უფრო ახლოდან გაიცნობთ და მუდმიუვად გექნებათ წვდომა კრიპტო სამყაროში მიმდინარე სიახლეებზე.
Youtube: Crypto Bazari – კრიპტო ბაზარი
Facebook: www.facebook.com/CryptoBazari/
ჩვენი ფავორიტი ვლოგი
ჩვენი ერთ-ერთი ფავოროტი ვლოგია – როგორ უნდა ვიშოვოთ NFT არტისტებმა 1500$ 1 თვეში, რადგან მოცემულია საკმაოდ ეფექტური რჩევები NFT-ის თანხის შოვნასთან დაკავშირებით.
Bit Dealer (Youtube არხი)
Bit Dealer არის ქართულენოვანი youtube არხი კრიპტოვალუტისა და კრიპტო ინვესტიციის საკითხებზე. აქ თამოყრილია კრიპტოვალუტაში ინვესტირების, მაინინგისა და ზოგადად, კრიპტო სამყაროში მიმდინარე სიახლეების შესახებ საგანმანათლებლო ვიდეოები.
კარგად დალაგებული Playlist-ების დახმარებით შეგიძლია იპოვო უშუალოდ ის საკითხები, რომლებიც გაინტერესებს კრიპტოვალუტების სამყაროდან, მაგ: ტრეიდინგის საფუძვლები, კრიპტოვალუტების ზოგადი მიმოხილვები, ბიტკოინის ყიდვა-გაყიდვა და ტრეიდინგი, მაინინგი, კრიპტო ფინანსური განათლება და აშ.
Youtube: Bit Dealer
ჩვენი ფავორიტი ვიდეო
განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ Bit Dealer-ის ვიდეო ‘ღირს თუ არა 1000 დოლრაის ინვესტირება ბიტკოინში?’, რომელშიც შეგიძლიათ იპოვოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვებზე ბიტკოინში ინვესტირებასთან დაკავშირებით.
Cresco Vlog
Cresco Vlog არის youtube არხი ფინანსებისა და ბიზნესის წარმოების შესახებ, რომლის მიზანია დაეხმაროს საზოგადოებას უკეთესი პირადი, სამეწარმეო თუ კომერციული გადაწყვეტილებების მიღებაში.
ვლოგები ეხება შემოსავლებისა და ხარჯების, დანაზოგებისა და ინვესტიციების, სესხებისა და ფინანსური ვალდებულებების სამართავად საჭირო ყველა საკითხს. გარდა ამისა, მოიცავს მცირე და მიკრო ბიზნესის სამართავად საინტერესო პრაქტიკულ რჩევებს.
Youtube: Cresco Vlog
Facebook: www.facebook.com/CrescoVlog
ჩვენი ფავორიტი ვლოგი
ვლოგი მიკრო ბიზნესის შესახებ განსაკუთრებით საინტერესოა დამწყები მეწარმეებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ რა ბენეფიტები ექნებათ მიკრო ბიზნესის სტატუსის რეგისტრაციისას და ზოგადად, რომელ ბიზნეს საქმიანობებზე შეგვიძლია მივიღოთ მიკრო ბიზნესის სტატუსი.
რომელია შენი საყვარელი ფინანსური ბლოგი?
ჩვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ბლოგები/ვლოგები დალაგებულია შემთხვევითობის პრინციპით, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეული მათგანი არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე და გიწევთ უდიდეს რეკომენდაციას თითოეული ბლოგის თუ იუთუბ არხის გამოწერაზე.
აღსანიშნავია, რომ თითოეული ფინანსური საგანმანათლებლო ბლოგი თუ ვიდეო გვთავაზობს ახალ ხედვას პირადი ფინანსების შესახებ და ყოველი მათგანის ავტორი გვაწვდის უნიკალურ ინფორმაციას ჩვენი ფინანსების გასაუმჯობესებლად.
გირჩევთ, გადახედოთ თითოეულ მათგანს და თავად გადაწყვიტოთ, რომელი შეესაბამება ყველაზე მეტად თქვენს ინტერესებს.
კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი საყვარელი ფინანსური განათლების ბლოგები, ვლოგები თუ youtube არხები 🙂
და ბოლოს, ფინანსური განათლება Financer.com-ზე
ჩვენი ვიზიტორების უმეტესობამ იცის Financer.com-ის შესახებ, თუმცა თუ აქამდე არ გსმენია, გეტყვით რომ ჩვენი ვებ გვერდი არის ფინანსური პროდუქტების (სესხების, საკრედიტო ბარათების, კრიპტო ბირჟების და აშ.) შედარების პლატფორმა, სადაც თავმოყრილია უამრავი რჩევა პირადი ფინანსების მართვასთან დაკავშირებით.
გვაქვს Financer ვიკიპედია, რომელიც დაგეხმარება გაიგო როგორ მუშაობს პირადი ხარჯებისა და შემოსავლების მართვა, როგორ გაუმკლავდე შენს ვალდებულებებს, რა გზები არსებობს დამატებითი შემოსავლის მისაღებად და ზოგადად, როგორ მართო შენი ფინანსები უკეთესად.