WIKI

რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და რას გვიჩვენებს სესხის აღებისას?

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გვიჩვენებს სესხთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ღირებულებას.

იმისათვის, რომ შევადაროთ ერთი და იგივე ტიპის სესხის ფასები, უნდა შევადაროთ მათი ეფექტური საპროცენტო განაკვეთები.

სანამ სესხს აიღებ, ამ სტატიას აუცილებლად გაეცანი! აქ გაიგებ რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და რატომ არის მნიშვნელოვანი სესხის აღებისას.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის პროცენტული სახით გამოხატული სესხის რეალური ღირებულება.

სესხების შედარებისას პირველი რასაც უნდა დავაკვირდეთ არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რადგან სწორედ ეს მაჩვენებელი ითვალისწინებს სესხის აღებისას გადასახდელ ყველა ფინანსურ ხარჯს და გიჩვენებს სესხის ჯამურ ღირებულებას.

ეფექტური წლიური საპროცენტო განაკვეთი ასევე მოიხსენიება სხვა ტერმინების გამოყენებითაც, როგორიცაა ეფექტური პროცენტი, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ან ეფექტური განაკვეთი.

რატომ არის მნიშვნელოვანი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

ნებისმიერ ტიპის სესხს, იქნება ეს სწრაფი სესხი, სამომხმარებლო სესხი, იპოთეკური სესხი თუ ავტო სესხი, თან ახლავს ფარული ხარჯები, რომელთა შესახებ ინფორმაცია პირდაპირ არ მოგვეწოდება კრედიტორებისგან.

ეს ხარჯი შეიძლები განსხვავდება სესხის ტიპის მიხედვით, თუმცა არსებობს რამდენიმე ტიპის ხარჯი, რომლებიც თითქმის ყველა სესხს ახლავს თან.

    რომლებიც სესხის ძირითადი ხარჯები?

  • საპროცენტო ხარჯი – ანუ ნომინალური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მსესხებელი იხდის სესხის მომსახურების სანაცვლოდ.

  • სესხის დამტკიცების ან სესხის გაცემის საკომისიო

  • სესხის თანხის გამოტანის (განაღდების) საკომისიო

  • ანგარიშის შექმნის და მომსახურების საკომისიო

  • ბინის შეფასებისა და იპოთეკით დატვირთვის საკომისიო (იპოთეკური სესხის შემთხვევაში)

  • სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების დაზღვევა (უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში)

  • მსესხებელი პირის სიცოცხლის დაზღვევა (ნებისმიერი ტიპის სესხის შემთხვევაში)

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ყველა ზემოხსენეულ ხარჯს აჯამებს და პროცენტის სახით ასახავს სესხის რეალურ ღირებულებას. სწორედ ამიტომ არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი უმნიშვნელოვანესი სესხის პირობებს შორის.

როგორ ვიპოვო ყველაზე იაფი სესხი?

💡 სესხის პირობების ჩამონათვალში მოძებნე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და შეადარე, რაც უფრო დაბალია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, მით უფრო იაფია სესხი.

სესხის პირობებში მოცემული საპროცენტო განაკვეთები

ბანკებისგან ხშირად გაგვიგია, რომ მათ აქვთ ბაზარზე ყველაზე დაბალი წლიური საპროცენტო განაკვეთი, თუმცა დაფიქრებულხარ რომელ საპროცენტო განაკვეთს გულისხმობენ?

როგორც წესი, ისინი ასეთ დროს ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს გულისხმობენ მარკეტინგული მიზნებისთვის.

ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არ ასახავს ყველა იმ ხარჯს, რისი გადახდაც გიწევს სესხით სარგებლობისას.

თუ სესხის აღებისას კრედიტორის/ბანკის ვებ-გვერდზე მხოლოდ ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს დააკვირდები, ასეთ დროს შეიძლება იფიქრო, რომ ყველაზე იაფ სესხს მიაგენი, რადგან “წლიური საპროცენტო განაკვეთი” დაბალია.

თუმცა, სამწუხაროდ, ცდები და შენი სესხი უფრო ძვირი იქნება!

ამის მიზეზი ნომინალურ და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობაა.

რითი განსხვავდება ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

ნომინალური საპროცენტო განაკვეთი ასახავს მხოლოდ სესხის ძირ თანხაზე დარიცხულ პროცენტს და არ ითვალისწინებს სესხის აღებასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით ფარულ ხარჯებს.

თუმცა, როგორც ვთქვით, სესხის აღება არ ნიშნავს მხოლოდ ძირი თანხის აღებას და მასზე ნომინალური საპროცენტო განაკვეთით დარიცხული ხარჯების გადახდას. სწორედ აქ არის განსხვავება ნომინალურ და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთებს შორის.

სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მოიცავს ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს და დამატებით მოიცავს ყველა იმ საკომისიოსა და ხარჯს, რისი გადახდაც გიწევს სესხის ვადის განმავლობაში.

ეფექტური პროცენტის გამოთვლა ხდება ნომინალური პროცენტის ხარჯისა და დამატებით ყველა ხარჯის გათვალისწინებით.

როგორც წესი, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ნომინალურ საპროცენტო განაკვეთზე მაღალია.

საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციებით აკრძალულია, რომ სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი აღემატებოდეს 50%-ს.

🔍 მოდი შევხედოთ ერთ მაგალითს

ეს სურათი თიბისი ბანკის ონლაინ სამომხმარებლო სესხის ვებ გევრდიდან ავიღეთ. ეს არის თიბისი კრედიტის პირობების ჩამონათვალი, რომელიც ვებ-გვერდზე გვხვდება:

თუ დააკვირდები, სესხის პირობებში 2 სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთი გვხვდება (წითელ რგოლში):

  • საპროცენტო განაკვეთი 12.25%-დან
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 16%-დან

⚠️ ხედავ რამხელა განსხვავებაა ამ ორ მაჩნენებელს შორის?

სესხის რეალური ხარჯი ეფექტურ საპროცენტო განაკვეთშია ასახული.

იგი მოიცავს ყველა იმ ხარჯს, რასაც ამ ჩამონათვალში ხედავ: გაცემის საკომისიოს, ანგარიშიდან გატანის საკომისიოს, სიცოცხლის დაზღვევის ხარჯს (რომელიც სავალდებულოა სესხის ასაღებად) და სხვ.

ამიტომ, მომავალში, როდესაც სესხის აღებას გადაწყვეტ, აუცილებლად შეადარე სესხები ეფექტური საპროცენტო განაკვეთების მიხედვით!

შესაძლოა სესხის პირობებში თვალსაჩინოდ არ იყოს გამოტანილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.

რომ გაიგო რა არის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და წარმოდგენა შეგექმნას სესხის რეალურ ღირებულებაზე, დააკვირდი პირობებში მოცემულ სესხის სხვა ხარჯებს (ნომინალურ პროცენტს და სესხის საკომისიოებს).

ამ გზით შეძლებ დაახლოებით მაინც მიხვდე, რამდენად გააძვირებს სესხს დამატებითი ხარჯები.

შეადარე სესხები Financer.com-ზე

Financer.com – ის მთავარი მიზანია დაეხმაროს ნებისმიერ ადამიანს სრულიად უფასოდ შეადაროს სესხები (და სხვა ფინანსური პროდიქტები) და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება.

ჩვენს სესხების შედარებებში სესხების შედარების მთავარი ფაქტორი ეფექტური საპროცენტო განაკვეთებია.

აქ შეგიძლი ნახო რამდენია ეფექტური პროცენტი თითოეულ სესხზე და შეადარო სესხები რეალური ღირებულების მიხედვით.

** ასევე, გაითვალისწინე, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია საპროცენტო ხარჯების შესახებ არის დაახლოებითი და არ არის საბოლოო, რადგან სესხის საპროცენტო განაკვეთი საბოლოოდ მაინც ინდივიდუალურად დგინდება შენი საკრედიტო ისტორიიდან გამომდინარე.

პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე:

რას ნიშნავს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის სესხის წლიური პროცენტი, რომელიც ითვალისწინებს სესხის ყველა ხარჯს. 

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მოიცავს ნომინალურ პროცენტს და ყველა იმ ხარჯს, რომლის გადახდაც სესხის აღებიდან მის დაფარვამდე გიწევთ. 

რა განსხვავებაა ნომინალურ და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს შორის?

ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არის პროცენტის სახით გამოხატული სესხით სარგებლობის ღირებულება. იგი არ მოიცავს სესხთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. 

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მოიცავს ნომინალურ პროცენტს და დამატებით მოიცავს სესხით სარგებლობის პერიოდში გადასახდელ ყველა ხარჯს.

რატომ არის ეფექტური პროცენტი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი?

ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არ მოიცავს სესხის ყველა ხარჯსა და საკომისიოს, ხოლო ეფექტური საპროცენტო ითვალისწინებს ყველა ხარჯს და გვიჩვენებს სესხის რეალურ ღირებულებას. სწორედ ამიტომ არის ეფექტური პროცენტი ყველაზე მნიშვნელოვანი საპროცენტო განაკვეთი სესხის აღებისას.

როგორ გამოვთვალოთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ?

ეფექტური პროცენტის გამოთვლა საკმაოდ მარტივია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის კალკულატორის გამოყენებით.

რეკომენდაციას ვუწევთ ეროვნული ბანკის ონლაინ კალკულატორს ამ ბმულზე.

რამდენად გამოგადგათ სტატიიდან მიღებული ინფორმაცია?

სტატია დაეხმარა 10 მითხველს (10)

რედაქტორი - Financer.com საქართველო

გააზიარეთ
Read Icon2125 ჯერ წაკითხული
ბოლო განახლება: იანვარი 25, 2023

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა შენი ვიზიტი გავხადოთ მაქსიმალურად ეფექტური და მორგებული თქვენს ინტერესებზე. ჩვენი საიტის სარგებლობისა ნიშნავს, რომ Cookies  გამოყენების  პირობები მისაღებია თქვენთვისს.