რომელია 24 საათიანი ონლაინ კრედიტი?
24 საათიანი ონლაინ კრედიტში, როგორც წესი, ვგულისხმობთ ისეთ კრედიტორ კომპანიას, რომელიც სესხებს გასცემს 24 საათის განმავლობაში, ანუ ნებისმიერ დროს.
ხშირად ვთვლით, რომ 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომობა ონლაინ სესხების თვისებაა; მიკროსაფინანსო კომპანიები, რომლებიც ონლაინ გასცემენ სესხებს, გვეუბნებიან, რომ თუ სესხს ონლაინ იღებ, შეგიძლია ეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში განახორციელო, თუმცა, ეს უმეტესწილად არარეალურია.
პირველ რიგში, იმიტომ, რომ სესხების რეგულაციები ბევრ შეზღუდვას უწესებს კრედიტორ კომპანიას სესხის გაცემის დროს, შესაბამისად, სანამ სესხს გასცემს, კომპანიამ უნდა განიხილოს შენი სესხის განაცხადი და რა მოცულობის სესხის გაცემა შეუძლია შენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ამის გარდა, სწრაფი სესხის აღების შემდეგ თანხა უნდა დაირიცხოს შენს საბანკო ანგარიშზე, თუ კრედიტორ კომპანიას ანგარიშები გასხნილი აქვს სხვა ბანკში (მაგალითად, თბს ბანკში) და შენ სესხის დარიცხვას საქართველოს ბანკზე მოითხოვ, ბანკთაშორის ტრანზაქციების გამო შესაძლოა 1 სამუშაო დღე დასჭირდეს თანხის მიღებას.
მოკლედ რომ ვთქვათ, 24 საათიანი ონლაინ კრედიტი არარეალურია.