• მთავარი
  • ზოგადი
  • ცხოვრება რომელსაც იმსახურებ – 10 გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის!

ცხოვრება რომელსაც იმსახურებ – 10 გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის!

Less than a minute

შენ საკუთარი თავისთვის ყველაზე დიდი კაპიტალი ხარ!

ცნობილი სამოტივაციო ფსიქოლოგიის ლექტორი და რიგი ბესტელერების ავტორი რობინ შარმი ამბობს: “საკუთარ თავში ინვესტირება არის საუკეთესო რამ რაც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა გააკეთოს. ეს გააუმჯობესებს არა მხოლოდ თქვენს ცხოვრებას, არამედ თქვენს გარშემო მყოფთა ცხოვრებასაც”

ჩვენი საკუთარი ჩვევები, რწმენა, ცოდნა და უნარები ჩვენთვის უდიდესი კაპიტალია. ის, თუ როგორი ცხოვრება გვექნება, ყველაზე მეტად დამოკიდებულია მათ განვითარებაზე. მიუხედავად ამისა, ბევრიჩვენგანი გარე გადაჭრის გზას ეძებს საკუთარი პრობლემებისთვის, და არ უთმობენ საკუთარ თავს დროს, რომ ჩადონ საჭირო ძალისხმევა და ენერგია, რათა თავად შეცვალონ და უკეთესი გახადონ თავიანთი ყოველდღიური ცხოვრება.

თუ გვინდა, რომ ცხოვრება უკეთესი გავხადოთ, უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს  – სრულად ვიყენებთ თუ არა ჩვენს პოტენციალს? ბევრი ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებას უთმობს ისეთ სამუშაოს, რომელიც სიხარულს არ ანიჭებს. დიახ, ეს აუცილებელია რეგულარული შემოსავლისთვის, განსაკუთრებით თუ ოჯახი გვყავს და მათზე ზრუნვა გვიწევსმ, თუმცა ყოველთვის არსებობს რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ პიროვნული განვითარებისთვის, გამონახეთ დრო ჰობისა და საყვარელი საქმიანობისთვის, დაუთმეთ დრო საკუთარ თავს, გახდით უფრო ეფექტური და პროდუქტიული და შეიგრძენით ყველაზე საინტერესო, ყველაზე ექსტრემალური საკუთარი თავი.

ამ მიზნით, ჩვენ Financer -ზე მოვამზადეთ 10 იდეა, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ შთამბეჭდავი შედეგებს, თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებით!

იკვებე ჯანსაღად და მიეცი საკუთარ თავს ჯანსაღი ენერგია

ნამდვილად ღირს ჩვენს სიაში პირველი ადგილი ჯანსაღ კვებას დავუთმოთ. თუ გვინდა ვიცხოვროთ უფრო ნაყოფიერად და ყოველდღიურად ვიყოთ პოზიტიური ენერგიით დამუხტულები, ჯანსაღი კვება არის ამის ფუნდამენტი, ჯანსაღი კვება ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანსაღი კვების გარეშე – არაფერია, რადგან არ გვაქვს საკმარისი ენერგია და ხალისი,

ჯანმრთელი კვება ნიშნავს ნაკლებ დაავადებას და მეტ სიცოცხლისუნარიანობას, ენერგიას, უფრო მეტიც, ჩვენი კვების ჩვევები მოქმედებენ არა მხოლოდ ჩვენს გარეგნობაზე, არამედ ჩვენს ფსიქიკაზეც!

როცა ჭამთ მეტ ხილსა და ბოსტნეულს, ზომიერად იღებთ ხორცს, ცხიმსა და შაქარს, აუცილებლად ბევრად უკეთ იგრძნობთ თავს და უფრო მარტივად შეძლებთ მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირებას.
სამწუხაროდ, დღესდღეობით, ძირითადად ვიკვებებით ქარხნულად დამუშავებული საკვებით, რომელიც შეიცავს ქიმიკატების, რათა ხელოვნურად გააუმჯობესოს გემო და  ვარგისიანობის ვადა, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენს სხეულსა და ორგანიზმზე მოქმედებს როგორ შხამი, არაჯანსაღი, მომწამლავი ნივთიერება.

ჯანმრთელი კვება, თავის მხრივ, ორგანიზმს უზრუნველყოფს ყველა იმ საკვები ნივთიერებით, რომელიც საჭიროა ორგანიზმის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის. თავდაპირველად, ჯანსაღ კვებაზე გადასვლა, შესაძლოა, დიდ ძალისხმევას მოითხოვდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში იგრძნობთ, თუ როგორ გაუმჯობესდა თქვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი.

აქციე ვარჯიში ჩვევად

რეგულარული მოძრაობა არის ინსტრუმენტი, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ჩვენს ყოველდღიურ კეთილდღეობაში, გარდა იმისა, რომ იგი გვეხმარება ლამაზი სხეულის ფორმების დაყენებაში, სპორტს აქვს ძლიერი ეფექტი – შეამციროს სტრესი ჩვენს ყოველდღიურ რუტინაში.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროფესიონალი სპორტსმენები უნდა გახდეთ – საკმარისია დღეში 30 წუთი დაუთმოთ ინტენსიურ მოძრაობას, იქნება ეს სავარჯიშო დარბაზში სიარულით თუ უბრალოდ პარკში თავისუფლად სირბილით. აირჩიეთ აქტივობა, რომელიც თქვენთვის სასიამოვნია, რათა არ დაკარგოთ მოტივაცია და ისიამოვნოთ შედეგებით!

სხეულის მოძრაობა, სპორტი, ჩართეთ თქვენს ყოველდღიურ მოვალეობებში, მთავარია პირველი ნაბიჯი გადადგათ! თუ პასიური სამუშაო გაქვთ, ანუ გიწევთ ოფისში ჯდომა, ყოველდღიურ მცირე ფიზიკურ აქტივობას ექნება გასაოცარი ეფექტი თქვენს პროდუქტიულობასა და განწყობაზე!

მოძებნე დრო საკუთარი თავისთვის

თანამედროვე მსოფლიოში მუშაობასა და ცხოვრებას შორის ჯანსაღი ბალანსის დაცვა უფრო რთული ამოცანა ხდება. მიდრეკილნი ვართ მუშაობისკენ, რაც შეიძლება მეტი ფულის მიღებასა და უფრო მეტი კარიერული წარმატების მოპოვებისკენ, თუმცა მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს, რომ გამუდმებით დაძაბულობა და სტრესის დაგროვება ჩვენს ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს.

გაიხედეთ გარშემო, თქვენი ბევრი თანამშრომელი, და შესაძლოა თქვენც, მთელი დღის განმავლობაში თავაუღებლად ზის თავის სამუშაო მაგიდასთან, ხშირად სამუშაო საათების დასრულების შემდეგ დამატებითაც რჩება ოფისში, ეს პროდუქტიულობას ძალიან ამცირებს და გაკარგვინებთ სამუშაოსა და პირად ცხოვრებაშ შორის ბალანსს.

სცადეთ, თქვენი დღე დაყოთ მონაკვეთებად, სპეციალურად გამოყავით დრო სასიამოვნო და მამოტივირებელი აქტივობებით ენერგიის მოსაკრებად, შედეგად კი ნახავთ, რომ მეტი თავისუფალი დროის გარდა, გექნებათ მეტი ენერგია და უფრო პროდუქტიული იქნებით თქვენი სამუშაო დღის განმავლობაში.

წაიკითხე / მოუსმინე მეტ წიგნს

ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც წიგნებს არ კითხულობენ, ამას დროის უქონლობით ამართლებენ. სიმართლე კი ისაა, რომ დღესდღეობით ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად რამდენიმე საათს მაინც ატარებს სოციალურ ქსელებში “სიახლეების” გასაცნობად. თუმცა, წიგნების კითხვას აქვს წარმოუდგენლად დიდი ძალა დადებითად შეცვალოს ჩვენი ყოველდრიური ცხოვრება და შთაგვაგონოს დიდებული მიზნებისთვის.

წიგნების კითხვის სასარგებლო ეფექტის შესახებ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, უპირველეს ყოვლისა, ისინი უკეთესად გვეხმარებიან, უფრო გავიღრმავოთ ჩვენი ცოდნა საგნებსა და მოვლენებზე, ვიდრე სტატიების კითხვა და ვიდეოების ყურება ონლაინ სივრცეში.

კითხვა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფორმაციის მიღება, არაერთხელ დადასტურდა, რომ რეგულარულად კითხვა ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, მეხსიერების გაუმჯობესებასა და ტვინის ფუნქციას.

წიგნების კითხვით გამოწვეული დადებითი ეფექტის მისაღებად, საკმარისია დღეში 20-30 წუთიანი კითხვით დაიწყოთ. თუ კითხვა გიჭირთ, შეგიძლიათ სცადოთ და მოუსმინოთ აუდიო წიგნებს. მაგალითად, Amazon – ის აპლიკაცია Audible გვთავაზობს აუდიო წიგნების დიდ ბიბლიოთეკას სულ რაღაც რამდენიმე ევროდ.

აუდიო წიგნები მოსახერხებელიცაა, შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ დროით, რომელსაც ტრანსპორტში ატარებთ სამუშაოზე მისასვლელად და ყოველდღიურად მიიღოთ ცოდნა თქვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.

შექმენი დანაზოგი მომავლისთვის

ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარი საკუთარი თავისთვის არის ის, რომ გარკვეული დრო დაუთმოთ თქვენი ფინანსური მომავალის დაგეგმვას. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ მიჰყვეთ ცხოვრების დინებას და დაელოდოთ, რა მიმართულებით ‘გაგისვრით’ იგი მომავალში, იყავით მიზანდასახული და შეიმუშავეთ გეგმა, რომლის მიღწევაც გსურთ!

თუ მზად არ ხართ ფინანსური სირთულეებისთვის, რომლებიც ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში ადრე თუ გვიან რაღაც ფორმით მაინც დგება, გაგიჭირდებათ სიტუაციასთან გამკლავება, და იძულებული იქნებით მიმართოთ სესხს.

თუ არ ხართ მზად გამოწვევებისთვის და ფინანსური სირთულეებისთვის, ცხოვრებაში თითოეული არასასურველი ცვლილებება იქნება სტრესული, რადგან იძულებული იქნებით, მოულოდნელ ხარჯებთან გასამკლავებლად და ‘გადასარჩენად’ მიმართოთ სესხს. დასაზოგად ხელფასიდან ფულის გადადება არც ისე მარტივია, მაგრამ ნაცვლად ამისა შეგიძლიათ ყოველდღიური ჩვევები შეცვალოთ ისე, რომ შეამციროთ არარაციონალური ხარჯვა და შედეგად ყოველთვიურად გამოათავისუფლოთ ის თანხა, რომელსაც აქამდე  არამიზნობრივად ხარჯავდით, პირველი ნაბიჯების გადასადგმელად დაგეხმარებათ ჩვენი რჩევები – 200+ სუპერ ხრიკი – როგორ დავზოგოთ მეტი ფული.

დღესვე თუ დაიწყებთ ძველ ჩვევებთან ბრძოლას და პირველი ნაბიჯი გადადგმას, მალე ნახავთ შედეგს და მოულოდნელ ხარჯებს უფრო თამამად შეხვდებით – რადგან გექნებათ დანაზოგი ‘შავი დღისთვის’.

მიჰყევი საკუთარ მისწრაფებებს

ჩვენ იშვიათად ვფიქრობთ ამაზე, თუმცა ფაქტია, რომ არავინ ვართ უკვდავნი და თითოეული ჩვენგანის ცხოვრება არის ხანმოკლე, ამიტომ ჩვენი დრო არის ჩვენი ყველაზე ძვირფასი რესურსი, სწორედ ამიტომ უნდა ვეცადოთ, აღმოვაჩინოთ ისეთი რამ, რაც სიხარულით ავსებს ჩვენს ცხოვრებას და გვაგრძნობინებს ცხოვრებით გამოწვეულ ბედნიერებას.

წლების განმავლობაში მუშაობა იქ, სადაც არ ვართ კომფორტულად, ისეთ ურთიერთობაში ყოფნა, რომელიც არ გვხდის ბედნიერს, რუტინული საქმიანობა, რომელიც გვაწუხებს – ეს ყველაფერი გვართმევს ცხოვრებას, და რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენვე ვაძლევთ ამის უფლებას.

ჩვენ ხშირად უარს ვამბობთ ჩვენს მისწრაფებებზე და ოცნებებზე, და ვამბობთ, რომ ოცნებები ვერ გადაიხდის გადასახადებს, ვერ შეინახავს ოჯახს, მაგრამ დაფიქრდით, თუ თქვენს მიზნებსა და ოცნებებს მიჰყვებით, თქვენი ცხოვრება ბევრად უკეთესი იქნება ფინანსურადაც და პირად საკითხებშიც, ეს კი გააუმჯობესებს თქვენს გარშემო მყოფთა ცხოვრებასაც. დრო მიდის და თუ არ ვეცდებით, დავალაგოთ პრიორიტეტების მიხედვით ის, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთ დღესაც ვინანებთ რომ არ გვეყო გამბედაობა მოგვესმინა საკუთარი შინაგანი ხმისთვის და გვემოქმედა მიზნებიდან გამომდინარე.

თუ ფიქრობთ, რომ ყოველთვის უკან დებდით იმას, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო, გაესაუბრეთ საკუთარ თავს გულწრფელად. სცადეთ, გაიგოთ, ზუსტად რა გაჩერებდათ და იპოვეთ გზა თქვენი შიშის და დაბრკოლებების გადასალახად. გააკეთეთ ეს დღესვე! რაც უფრო მალე აღმოაჩენთ როგორ გახადოთ თქვენი ცხოვრება თქვენთვის ყველაზე საინტერესო, სასიამოვნო და სასურველი, მით მეტი დრო გექნებათ ცხოვრებისთვის!

არ შეწყვიტო სწავლა

ბევრი პროფესიონალი საკუთარი პროფესიული საქმიანობის დაწყებისას, აკადემიური სწავლის დროს მიღებული ცოდნის ძალიან მცირე ნაწილს იყენებს, რატომ? ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენი განათლების სისტემა არ არის წლიდან წლამდე უახლესი და ძირითადად მოძველებულია, ეს გასაგებიცაა, რადგან ძალიან რთულია სახელმძღვანელოები ფეხდაფეხ მიჰყვეს უახლეს რეალობას, ამიტომ, პრაქტიკული საქმიანობის დაწყებისას ბევრი რაღაცი სწავლა პრაქტიკიდან გამომდინარე გვიწევს.

მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასაწყისში, ადამიანები წარადგენენ დოკუმენტაციას, რომ მიღებული აქვთ სფეროსთვის საჭირო განათლება, ეს მაინც არ არის საკმარისი, კომპანიები სულ უფრო მეტს ითხოვენ და გამუდმებით საჭიროა ახალი ტრენდების სწავლა ტრენინგებისა და კურსების საშუალებით.

უწყვეტი სწავლა ხელს გიწყობთ, თქვენი ცოდნა და უნარები არ ‘დაძველდეს’ და იყოთ მუდმივად კონკურენტული თქვენს სფეროში, მსოფლიოში არსებული დღევანდელი მიღწევების ფონზე, რეალობა ყოველდღიურად იცვლება, თავს იჩენს ახალი მიდგომები, ახალი კვლევები, ამიტომ, პროფესიონალი მუდმივად ფეხდაფეხ უნდა მიჰყვებოდეს ნებისმიერ ცვლილებას. სწორედ ამიტომ, კარგი იდეაა, რომ დარჩეთ “მარადმწვანე სტუდენტად” და არ შეწყვიტოთ თქვენი სფეროსთვის რელევანტური ინფორმაციის ახალი წყაროების მოძიება.

 იმოგზაურე უფრო მეტი

უცხო ქვეყნებისა და კულტურების გაცნობა არის საკუთარ თავში ინვესტიციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა. მოგზაურობთ ეცნობი ახალ წეს-ჩვეულებებს, იძენ ახალ უნარებს. ეს გამოცდილება აუცილებლად გააფართოვებს თქვენს მსოფლმხედველობას და ახალ დაგეხმარებათ ახალი მიმართულებების აღმოჩენაში.

მოგზაურობის დროს აუცილებლად შეხვდებით ბევრ სხვადასხვა სიტუაციას, რომელიც საჭიროებს, რომ იყოთ კრეატიული და თავდაჯერებული, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თვისებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, მომავალში, სხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში გამოგადგებათ. გარდა ამისა, მოგზაურობისას ქმნით ლამაზ და საინტერესო მოგონებებს, რომლებიც სამუდამოდ დაგრჩებათ.

 ისარგებლე ხელმისაწვდომი რესურსებით

დღესდღეობით, არსებობს უამრავი ონლაინ პლატფორმა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა სფეროში თქვენი ცოდნისა და უნარების გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია Udemy ,  SkillShare  და YouTube ვიდეო პორტალიც კი. გარდა იმისა, რომ გაქვთ ხელსაყრელ დროს სახლიდან სწავლის კომფორტი, თქვენ შეგიძლიათ ონლაინ კურსის ავტორს დაუკავშირდეთ და დაუსვათ კითხვები იმის შესახებ, რაც კარგად ვერ გაიგეთ, შემდეგ კი მოიძიოთ დამატებითი ინფორმაცია და მიიღოთ სიღრმისეული ცოდნა.

ონლაინ კურსების გავლა მნიშვნელოვანია, რადგან ის გეხმარებათ, მუდმივად გაიფართოვოთ და გაიღრმაოთ ცოდნა, ასეთი პროგრამები საშუალებას მოგცემთ პროფესიული კომპეტენციის ამაღლების გარდა, პიროვნულადაც განვითარდეთ და უკეთ გაერკვეთ იმ საკითხებში, რომლებიც უბრალოდ გაინტერესებთ და თქვენი ჰობია.

ნახე დოკუმენტური ფილმები

ბევრი ჩვენგანისთვის ახალი ინფორმაციის მიღების ყველაზე მარტივი და საყვარელი გზაა ვიდეობის ყურება. შეგიძლიათ, ვიზუალური სტიმულაციის ეფექტით ისარგებლოთ და ნაცვლად გასართობი შოუებისა, დრო დაუთმოთ დოკუმენტურ ფიმლებს.

ტელევიზორის მაყურებელთათვის საყვარელი შოუებისგან განსხვავებით, დოკუმენტური ფილმები ჩვენი შემეცნების კარგი ვიზუალური საშუალებაა და მასტიმულირებლად მოქმედებს ჩვენს გონებაზე. მათ შეუძლიათ გააფართოვონ ჩვენი მსოფლმხედველობა, მოგვცენ ცოდნა მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე.

უყურეთ დოკუმენტურ ფილმებს პიროვნული განვითარებისთვის ან უბრალოდ for fun – ნებისმიერი თქვენთვის საინტერესო დოკუმენტური ფილმი უფრო ღირებულია, ვიდრე ნებისმიერი ფართოდ გახმაურებულ სატელევიზიო შოუ.

დაიწყე დღესვე

საკუთარ თავში ინვესტირება, არ არის იმდენად დაკავშირებული ფულთან, რემდენადაც სურვილთან, დაიწყეთ ცვლილებები დღესვე, მეტი დრო და ენერგია დახარჯეთ აქტივობებზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეიძინოთ ახალი ცოდნა.

დაიწყეთ მოქმედება დღესვე და აირჩიეთ ამ სიიდან ერთი ელემენტი მაინც. რაც უფრო მეტად ეცდებით თავად აირჩით თქვენი ცხოვრების გზა, მით უფრო მეტად გაგაოცებთ შედეგი. უბრალოდ, ჩაიხედეთ საკუთარ თავში და დარწმუნდით, რომ ერთ დღეს არ ინანებთ შესაძლებლობების დაკარგვას.