Page Icon

საუკეთესო კრიპტო ბირჟების შედარება

ზუსტად რა არის კრიპტოვალუტა? როგორ ვიყიდო კრიპტოვალუტა? ამ კითხვებზე პასუხებს ამ გვერდზე იპოვი. რას უნდა მიაქციო ყურადღება, თუ გსურს ინვესტირება კრიპტოში? 

  • ბიტკოინის ან ალტკოინების შეძენა
  • ინფორმაცია კრიპტოვალუტით ვაჭრობაზე
  • შეადარე კრიპტო ბირჟები სრულიად უფასოდ
Page Icon

გთავაზობთ საქართველოში მოქმედი კრიპტო ბირჟების შედარებას, იმისთვის, რომ მარტივად დაიწყო კრიპტოვალუტებით ვაჭრობა
კომპანია ჯამური რეიტინგი ვაჭრობის საკომისიო ხელმისაწვდომი კრიპტოები მინიმალური დეპოზიტი მობილური აპლიკაცია ქართული ენის მხარდაჭერა დადებითი მხარეები უარყოფითი მხარეები
4.2 0.015% - 0.100% 350+ 2-15 € დიახ დიახ #1 კრიპტო ბირჟა ვაჭრობის მოცულობით; ბაზა... მეტის ჩვენება დამწყებთათვის არც ისე მარტივია პლატფორმი... მეტის ჩვენება
N/A 0.16% - 2% 150+ $0 დიახ არა აქტიური მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი ... მეტის ჩვენება მაღალი ხარჯები თანხის საკრედიტო ბარათით ... მეტის ჩვენება
4.8 0.5% - 4.5% 50+ €2 დიახ არა ძალიან მარტივი და მოსახერხებელი ინტერფეი... მეტის ჩვენება მაღალი სავაჭრო ხარჯები და საკომისიოების ... მეტის ჩვენება
5.0 0.25 % 30+ 15 GEL არა დიახ ქართული კრიპტო ბირჟა, ძალიან მარტივად გა... მეტის ჩვენება ალტკოინების შეზღუდული რაოდენობა; დაბალი ... მეტის ჩვენება
N/A 0.15%-7% 120+ $20 დიახ არა კრიპტოვალუტების დიდი არჩევანი, რეგულირებ... მეტის ჩვენება შედარებით დაბალი ლიკვიდურობა, ვიდრე სხვა... მეტის ჩვენება
N/A 390+ 390+ $10 დიახ არა დაბალი მინიმალური დეპოზიტის მოცულობა; მხ... მეტის ჩვენება არ არის spot ტრეიდინგისთვის შესაფერისი; ... მეტის ჩვენება
კომპანია ჯამური რეიტინგი ვაჭრობის საკომისიო ხელმისაწვდომი კრიპტოები მინიმალური დეპოზიტი მობილური აპლიკაცია ქართული ენის მხარდაჭერა დადებითი მხარეები უარყოფითი მხარეები დაწყება
4.2 0.015% - 0.100% 350+ 2-15 € დიახ დიახ #1 კრიპტო ბირჟა ვაჭრობის მოცულობით; ბაზა... მეტის ჩვენება დამწყებთათვის არც ისე მარტივია პლატფორმი... მეტის ჩვენება
N/A 0.16% - 2% 150+ $0 დიახ არა აქტიური მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი ... მეტის ჩვენება მაღალი ხარჯები თანხის საკრედიტო ბარათით ... მეტის ჩვენება
4.8 0.5% - 4.5% 50+ €2 დიახ არა ძალიან მარტივი და მოსახერხებელი ინტერფეი... მეტის ჩვენება მაღალი სავაჭრო ხარჯები და საკომისიოების ... მეტის ჩვენება
5.0 0.25 % 30+ 15 GEL არა დიახ ქართული კრიპტო ბირჟა, ძალიან მარტივად გა... მეტის ჩვენება ალტკოინების შეზღუდული რაოდენობა; დაბალი ... მეტის ჩვენება
N/A 0.15%-7% 120+ $20 დიახ არა კრიპტოვალუტების დიდი არჩევანი, რეგულირებ... მეტის ჩვენება შედარებით დაბალი ლიკვიდურობა, ვიდრე სხვა... მეტის ჩვენება
N/A 390+ 390+ $10 დიახ არა დაბალი მინიმალური დეპოზიტის მოცულობა; მხ... მეტის ჩვენება არ არის spot ტრეიდინგისთვის შესაფერისი; ... მეტის ჩვენება

რატომ უნდა შეადარო კრიპტოვალუტის ბირჟები Financer.com-ზე?

საუკეთესო კრიპტო ბირჟის პოვნა მარტივია! გამოიყენე Financer.com-ის შედარება და დაიწყე კრიპტოვალუტით ვაჭრობა დღესვე - იყიდე და გაყიდე კრიპტოვალუტა პირდაპირ შენი საბანკო ანგარიშით.

რატომ უნდა შეადარო კრიპტოვალუტის ბირჟები Financer.com-ზე?
1
შეადარე უფასოდ

Financer.com-ზე კრიპტო ბირჟების შედარება უფასოა, გადახედე ცხრილს და იპოვე საუკეთესო ვარიანტი.

2
შეადარე სწრაფად

შედარებას მხოლოდ ერთი წუთი სჭირდება - შეხედე შედარების ცხრილს და იპოვეთ საუკეთესო კრიპტოვალუტის პლატფორმა.

3
შეადარე ანონიმურად

არ გჭირდება რეგისტრაცია ან პერსონალური მონაცემების შეყვანა Financer.com-ზე კრიპტო ბირჟის მონაცემების სანახავად და შესადარებლად

Financer.com მედიაში:

financer-georgia-on-forbes
financer-georgia-on-marketer
financer-georgia-on-commersant-ge
financer-on-anbebi-ge
financer-georgia-on-ambebi-ge
financer-georgia-on-itv

რა არის კრიპტოვალუტა?

კრიპტოვალუტა არის ციფრული ვალუტა, რომელიც დაფუძნებულია ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე.

კრიპტოვალუტით შესაძლებელია პროდუქტის/სერვისის შეძენა, თუმცა ჩვეულებრივი ვალუტისგან განსხვავებით კრიპტოვალუტით ვაჭრობა დეცენტრალიზებულია – ანუ არ რეგულირდება არც ეროვნული ბანკის და არც რომელიმე სახელმწიფო ორგანოს მიერ.

კრიპტოვალუტების მნიშვნელოვანი თვისებაა ის, რომ ინახება ონლაინ კომპიუტერების დეცენტრალიზებული ქსელით. ამის მისაღწევად, კრიპტოვალუტები მუშაობს ბლოკჩეინის ტექნოლოგიით.

როგორ ავირჩიო კრიპტო ბირჟა?

საუკეთესო კრიპტოვალუტის პლატფორმის პოვნა არ არის რთული, თუ შემდეგ კითხვებზე პასუხები გეცოდინება:

როგორ ავირჩიო კრიპტო ბირჟა?
1
სად არის დარეგისტრირებული პლატფორმა?

კრიპტოვალუტის პლატფორმის რეგისტრაციის ადგილი მნიშვნელოვანი ფაქტორია – რეგისტრაციის ქვეყანა მიუთითებს რამდენად მოქნილია მათზე მოქმედი კანონმდებლობა.

2
რამდენად ლიკვიდურია პლატფორმა?

საუკეთესო კრიპტოვალუტის პლატფორმებს აქვთ დიდი ვაჭრობის მოცულობა. აირჩიე პლატფორმა, რომელიც ინახავს მეტ აქტივს უფრო დიდი ხნის განმავლობაში და აქვს უფრო მაღალი ინვესტიციის მოცულობა.

3
რომელი კრიპტოვალუტაა ხელმისაწვდომი?

ყველაზე დიდი კროპტოვალუტები (ბიტკოინი, ეთერიუმი, რიპლი და ა.შ.) ხელმისაწვდომია ყველა პლატფორმაზე, მაგრამ ალტკოინები მხოლოდ რამდენიმეზე. აირჩიე პლატფორმა იმის მიხედვით, შესაძლებელია თუ არა შენთვის სასურველი კროპტოს შეძენა.

4
რა არის მომსახურების საფასური?

დარწმუნდი, რომ გესმის პლატფორმის მომსახურების საკომისიო და ყველა თანმდევი ხარჯი ვაჭრობის დაწყებამდე და ჩაატარე მცირე კვლევა პლატფორმის ხარჯებთან დაკავშირებით..

5
არის თუ არა პლატფორმა უსაფრთხო?

კრიპტოგრაფული ფული სარისკოა. აირჩიეთ პლატფორმა, რომელიც სანდოობით სარგებლობს უკვე გამოცდილ მომხმარებლებში.

6
შემიძლია თუ არა ამ ბირჟაზე კრიპტოს ყიდვა საქართველოდან?

ზოგიერთი კრიპტო ბირჟა არ არის მოქმედი საქართველოში. იმისთვის, რომ კრიპტოვალუტა საქართველოში შეიძინო და არ შეგექმნას პრობლემა კონკრეტულ კრიპტო ბირჟაზე ვაჭრობისას, აუცილებლად შეამოქმე რამდენად შეუძლიათ თუ არა ვაჭრობა საქართველოდან დარეგისტრირებულ მომხმარებლებს.

რატომ სჯობს კრიპტოს ყიდვა კრიპტო ბირჟაზე?

მარტივი წვდომა ათასობით კრიპტოვალუტაზე
მარტივი წვდომა ათასობით კრიპტოვალუტაზე
უსაფრთხო და საიმედო
უსაფრთხო და საიმედო
ტრანზაქციები სწრაფად მუშავდება
ტრანზაქციები სწრაფად მუშავდება
შეგიძლია შეიძინო კრიპტოები პირდაპირ შენი საბანკო ანგარიშის მეშვეობით
შეგიძლია შეიძინო კრიპტოები პირდაპირ შენი საბანკო ანგარიშის მეშვეობით

ინვესტიცია კრიპტოვალუტაში

კრიპტოვალუტაში ინვესტირება საკმაოდ სარისკო ინვესტიციაა. ფაქტობრივად, არ არსებობს სხვა აქტივი, რომლის საბაზრო ღირებულება ასე სწრაფად და ამხელა მასშტაბით მერყეობს, რადგან სრულად დამოკიდებულია სპეკულაციებზე. რადგან კრიპტოვალუტების ბაზარი დეცენტრალიზებულია, ფასების რყევის კონტროლი შეუძლებელია.

კრიპტოვალუტა ვერასოდეს იქნება ისეთი სტაბილური, როგორც ნამდვილი ვალუტაა, რადგან ეროვნული ბანკები ყურადღებით ადევნებენ თვალს ვალუტის კურსის რყევებს და აკონტროლებენ მას, რათა თავიდან აიცილოს ფულის ღირებულების უეცარი ცვლილებები და შეინარჩუნონ სტაბილურობა.

მიუხედავად რისკებისა, კრიპტოვალუტაში ინვესტიცია საკმაოდ მარტივია: შეგიძლია შეიძინო შენთვის სასურველი კრიპტოვალუტა კრიპტოვალუტის ბირჟაზე და უბრალოდ შეინახო ეს ფული ფასის აწევამდე. შემდეგ შეგიძლია გაყიდო შენს ხელთ არსებული კრიპტოვალუტა და მიიღო მოგება.

** გაითვალისწინე, რომ კრიპტოვალუტებში ინვესტირება და ვაჭრობა უკიდურესად რისკიანია. კრიპტოვალუტის ფასი შეიძლება შეიცვალოს დღიდან დღემდე და საკმაოდ რეალურია იმის რისკი, რომ დაკარგო მთელი ინვესტირებული ფული. 

თუ გაინტერესებს ინვესტიციის სხვა გზები, გაეცანი ინფორმაციას ამ გვერდზე. 

როგორ ვიყიდო კრიპტოვალუტა?

კრიპტოვალუტაში ინვესტირება რეალურად ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ჩანს. გჭირდება მხოლოდ 3 რამ: კრიპტო ბირჟაზე ანგარიშის შექმნა, ფული კრიპტოვალუტის შესაძენად და გეგმა, თუ რომელი კრიპტოვალუტაში გინდა ინვესტირება. Financer.com-ზე მიმოვიხილავთ ამ ნაბიჯებს:

როგორ ვიყიდო კრიპტოვალუტა?
1
აირჩიე და დარეგისტრირდი კრიპტო ბირჟაზე

სანამ კრიპტოვალუტის ყიდვას დაიწყებ, ჯერ გამოიკვლიე რა ტიპის კრიპტო ბირჟები არსებობს და რომელია ყველაზე მარტივი და იაფი გამოსაყენებლად. არსებობს ასობით კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟა, ამიტომ ეცადე აირჩიო ის, რომლის გამოყენებაც მარტივი, უსაფრთხოა და საკომისიოები დაბალი აქვს. Financer.com-ზე შეგიძლია შეადარო თითოეული პლატფორმის ხარჯები და პირობები. ამ სტატიის შემდეგ სექციაში იქნება სწორედ კრიპტო ბირჟების შედარება და განხილვა.

2
გაიარე ვერიფიკაცია

რომელ პლატფორმაც არ უნდა აირჩიო, კრიპტო ბირჟაზე დარეგისტრირების განუყოფელი ნაწილია შენი ანგარიშის ვერიფიკაცია. შესაძლოა მოგთხოვონ შენი პასპორტის ფოტოს ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ატვირთვა. პლატფორმების მხრიდან ეს არის სამართლებრივი მოთხოვნა, რათა გადაამოწმონ თავიანთი მომხმარებლების ვინაობა უსაფრთხოების მიზნით (მაგ. ფულის გათეთრება).

3
აირჩიე გადახდის ტიპი

კრიპტო ბირჟის არჩევის შემდეგ, სანამ კრიპტოვალუტას შეიძენ უნდა გადაიტანო თანხა შენს სავაჭრო ანგარიშზე. თანხის გადარიცხვა შეგიძლია შენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათიდან, PayPal-იდან, სხვა კრიპტოვალუტის საფულედან და ა.შ., თითოეული პლატფორმა განსხვავებულ გადარიცხვის მეთოდს გვთავაზობს

4
აირჩიე კრიპტოვალუტა და იყიდე!

კრიპტოვალუტის არჩევისას გაითვალისწინეთ ამ კრიპტოვალუტის ფასი გრაფიკი. მაგ: ნახეთ როგორ იქცეოდა ფასი ზუსტად ერთი წლის წინ ამავე პერიოდში, რადგან დიდი შანსია იგივე რხევება გაიმეორეოს წელსაც. თუ კრიპტოვალუტის ფასს ზრდა ახასიათებდა წინა წლის ზაფხულში, მიმდინარე წლის ზაფხულშიც არის მოსალოდნელი მისი ფასის ზრდა.

საუკეთესო კრიპტოვალუტის ბირჟები

რეკომენდირებულიარჩეული 2687 ჯერ
  • თითქმის 300 კრიპტოვალუტით ვაჭრობის შესაძლებლობა
  • ერთ-ერთი ყველაზე მრავალფუნქციური პლატფორმა
  • 24/7 მომხმარებელთა მხარდაჭერა
  • კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობა პირდაპირ საბანკო ბარათიდან
4.2
წაიკითხე 5 შეფასებები
არჩეული 190 ჯერ
  • ქართულენოვანი კრიპტო ბირჟა
  • კონკურენტული ფასები და ლიკვიდურობის მაღალი მაჩვენებელი
  • რეგისტრაციის მარტივი პროცესი
  • ონლაინ დახმარება ნებისმიერ მომენტში
5.0
წაიკითხე 2 შეფასებები
არჩეული 45 ჯერ
  • ქართული კრიპტო პლატფორმა, სადაც შეგიძლია იყიდო, გაყიდო მიიღო და გაგზავნო კრიპტოვალუტა
  • შესაძლებლობა გაქვს ავტომატურად გადაიტანო თანხა კრიპტო პლატფორმიდან შენს საბანკო ანგარიშზე
  • შეჩერების დავალების (stop order) დარეგისტრირების შესაძლებლობა
  • eMoney-ს ანგარიშის გამოყენების შესაძლებლობა
1.0
წაიკითხე 1 შეფასებები

რომელი კრიპტოვალუტა ვიყიდო?

პირველ რიგში, გაითვალისწინე, რომ კრიპტოვალუტის ‘ექსპერტები’ რჩევებს არ გასცემენ! და მეორე, არასდროს ჰკითხო სხვას რჩევა იმის შესახებ, თუ რაში ჩადო შენი ფული და როგორ განკარგო შენი დანაზოგი, მით უმეტეს Google- ს!

ყოველთვის თავად მოიძიე ინფორმაცია, შეისწავლე დეტალები, გაარკვიე მოსალოდნელი რისკები და ნუ განახორციელებ ინვესტიციას, თუ არ ხარ 100%-ით კომფორტულად ამ გადაწყვეტილებასთან.

რაც შეეხება ყველაზე ‘მყარ’ კრიპტოვალუტას, ბიტკოინი კრიპტოვალუტების უდავო მეფეა – ის ყველაზე დიდი ხანია რაც არსებობს და აქვს ყველაზე დიდი საბაზრო კაპიტალიზაცია – 654 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი (2021 წლის ივნისის მდგომარეობით).

საბაზრო კაპიტალიზაცია არის მსოფლიოში ყველა ხელმისაწვდომი ტოკენის მთლიანი ღირებულება, ან თითოეული ტოკენის ფასი გამრავლებული მიმოქცევაში მყოფი ტოკენების რაოდენობაზე.

ბიტკოინის გარდა არსებობს სხვა კრიპტოვალუტებიც, ე.წ. ალტკოინები, მაგალითად, Ethereum, Cardano, Litecoin და ათასობით სხვა. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფასით, ხელმისაწვდომობით, მოთხოვით, ტრანზაქციის სიჩქარითა და საკომისიოებით, ასევე ტექნოლოგიებით, რომლებიც მათ უკან დგას.

რა არის ალტკოინები?

ახლა მსოფლიო ბაზარზე ათასზე მეტი სხვადასხვა ციფრული ვალუტაა, რომლებიც ცნობილია როგორც – ალტკოინები. Altcoin არის ყველა არსებული კრიპტოვალუტის სახელი ბიტკოინის გარდა. ალტკოინების მაგალითებია:

  • Tether
  • Ethereum
  • Bitcoin Cash
  • Ripple
  • Dogecoin
  • Tron
  • Litecoin
  • Chainlink
  • Cardano
  • და სხვ.

ალტკოინების ყიდვა უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოში. ბევრს სჯერა, რომ კრიპტოვალუტა არის მომავლის ფული და აქტიურად აბანდებს თავის დიდ თუ მცირე დანაზოგებს სხვადასხვა კრიპტოვალუტაში.

ვებ-გვერდ CoinMarketCap – ზე შეგიძლია ყოველდღიურად ადევნო თვალი მსოფლიოში არსებული კროპტოვალუტების დინამიკას და დააკვირდე, რომელი კრიპტოვალუტის ქცევაა მომგებიანი. თუმცა, თუ გადაწყვეტ რომ კრიპტოვალუტის ყიდვა გინდა, შენი კვლევა აქ არ უნდა დასრულდეს! სინამდვილეში, მთელი შრომა წინ გაქვს 🙂

კრიპტოვალუტაში ინვესტირების დადებითი მხარეები

  • კრიპტოგრაფიული ფული დეცენტრალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე გავლენას არ ახდენს მთავრობის გადაწყვეტილებები;
  • ტრანზაქციები არის სწრაფი და ძალიან რთულად გასაყალბებელი, რაც ტრანზაქციებს უფრო უსაფრთხოს ხდის;
  • ერთ-ერთი კარგი გზაა ინვესტიციების დივერსიფიკაციისთვის;
  • მარტივი და სწრაფის ინვესტიციის განხორციელება კრიპტო ბირჟის საშუალებით;
  • ინვესტიციები შეიძლება იყოს მომგებიანი (თუმცა ამავდროულად შესაძლებელია დაკარგო მთელი ინვესტირებული ფული).

კრიპტოვალუტაში ინვესტირების უარყოფითი მხარეები

  • ტრანზაქცია არ არის დაზღვეული – თუ კრიპტო ტრანზაქცია შეასრულე მას უკან ვეღარ დააბრუნებ და გადარიცხულ ფულს ვერც ვერავინ დაგიბრუნებს. თუ ელექტრონული საფულე ჰაკერების ხელში მოხვდა, რისი ალბათობაც თითქმის ნულის ტოლია, არც ამ შემთხვევაში გაგიმართლათ.

  • არაკანონიერი საქმიანობის ხელშემწყობა – ნარკომოვაჭრეებისთვის მარტივია ფულის მიღება და გადარიცხვა კრიპტოვალუტის საშუალებით, რადგან, როგორც ვთქვით, აქ ტრანზაქციები არ კონტროლდება. სწორედ ეს არის კრიპტოვალუტის მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტი.

ყველაფერი კრიპტოვალუტის შესახებ

რა არის ბიტკოინი?

კრიპტოვალუტის ერა ბიტკოინით დაიწყო. ბიტკოინი პირველი კრიპტოვალუტაა, რომელიც 2008 წელს ცენტრალური ბანკების ჩართულობის გარეშე გამოიცა.

ფინანსური კრიზისის გამო, საბანკო სექტორის მიმართ ნდობა მკვეთრად დაეცა, რამაც ბიტკოინი, ციფრული გადახდის ახალი მეთოდი, ბევრისთვის საინტერესო ინვესტიციად აქცია.

ბიტკოინი არის ღირებულების გაცვლის საშუალება პირდაპირ ადამიანიდან ადამიანზე (P2P), მესამე მხარის ჩარევის გარეშე.

*საინტერესო ფაქტი: მონეტა შეიმუშავა სატოში ნაკამოტომ, მაგრამ არავინ იცის ვინ დგას ამ ფსევდონიმის უკან.

როგორ მუშაობს ბლოკჩეინის ტექნოლოგია?
  • არის მონაცემთა ბაზა, სადაც ყველა ინფორმაცია ინახება. ამ მონაცემთა ბაზის შეცვლა შეუძლებელია ცენტრალური პირის ან ორგანიზაციის მიერ.
  • მონაცემთა ბაზაში ცვლილებები ხდება მთელი ქსელის დახმარებით, რომელიც შედგება უამრავი კომპიუტერისგან.
  • ეს უამრავი კომპიუტერი დამოუკიდებლად ამუშავებს და ამოწმებს ინფორმაციის ნაწილს, რაც ინფორმაციას არამანიპულირებადს ხდის.
  • იგივე წესები ვრცელდება ქსელთან დაკავშირებულ ყველა კომპიუტერზე. მნიშვნელოვანი წესი არის ის, რომ მიმოქცევაში არასოდეს არის რამდენიმე მონეტა. და ამას ვერავინ შეძლებს (ევროსგან განსხვავებით, სადაც ევროპის ცენტრალურ ბანკს შეუძლია შეუზღუდავად დაბეჭდოს ახალი ევროები).
  • ყველა ტრანზაქცია, რომელიც ოდესმე განხორციელებულა, საჯაროდ ინახება და მისი ნახვა ყველას შეუძლია.
  • ეს ქმნის დეცენტრალიზებულ სისტემას. ამ გზით ბანკები აღარ არის საჭირო პროცესში და წესების შეცვლა შეუძლებელია
ბიტკოინი vs კრიპტოვალუტა

დამწყებ მოვაჭრეებს ხშირად ეშლებათ და ჰგონიათ, რომ ბიტკოინი და კრიპტოვალუტა ერთი და იგივეა, რაც, ცხადია, არასწორია.

კრიპტოვალუტა ზოგადი ცნებაა და ნიშნავს ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ციფრულ ვალუტას.

ბიტკოინი კი ერთ-ერთი კრიპტოვალუტაა, თუმცა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ყველაზე ძვირი კრიპტოვალუტა, რომელზეც ყველაზე ბევრს წერენ და ლაპარაკობენ.

რა არის კრიპტო საფულე ‘Wallet’?

კრიპტოვალუტის საფულე არის ის ადგილი, სადაც ინახავ შენს მიერ შეძენილ კრიპტოვალუტებს. შეგვიძლია კრიპტოვალუტის საფულე შევადაროთ ჩვენს საბანკო ანგარიშს, ისევე, როგორც საბანკო ანგარიშზე ვინახავთ ტრადიციულ ვალუტებს (ლარი, აშშ დოლარი, ევრო და ა.შ.), კრიპტოვალუტების შენახვა ხდება ჩვენს კრიპტო საფულეში.

მარტივად გამოსაყენებელი და უსაფრთხო kripto საფულეების ბევრი ვარიანტი არსებობს. მნიშვნელოვანია აირჩიო საფულე, რომელსაც აქვს მაღალი დაცვის მაჩვენებელი, რადგან თუ შენი კრიპტოვალუტა მოიპარეს საფულედან, მას ვეღარასდროს დაიბრუნებ. კრიპტო საფულის 2 ტიპი არსებობს: How და Cold Wallet.

რა არის Hot Wallet?

ცხელი საფულე კრიპტო საფულეების ყველაზე გავრცელებული სახეობაა, რადგან მათი გამოყენება ძალიან მარტივია.

  • როდესაც ონლაინ კრიპტო ბირჟაზე ანგარიშს ქმნი, უმეტეს შემთხვევაში მოიხმარ ცხელ საფულეს.
  • ცხელი საფულეები განკუთვნილია კრიპტოვალუტის ყოველდღიური მომხმარებლებისთვის.

თუ რეგულარულად ვაჭრობ კრიპტო ბირჟაზე ან ხარჯავ კრიპტოს ყოველდღიური შესყიდვებისთვის, ყველაზე მოსახერხებელი გზაა კრიპტოვალუტა გქონდეს hot wallet-ზე, რადგან ცხელი საფულეები ინტერნეტთან არის დაკავშირებული და შეგიძლია ნებისმიერ დროს განახორციელო კრიპტო ტრანზაქციები შენი ტელეფონიდან ან ლეპტოპიდან რამდენიმე დაწკაპუნებით.

რა არის cold wallet?

ცივი საფულე არის კრიპტოვალუტის საფულის ის ტიპი, სადაც შეგიძლია offline, ანუ ინტერნეტის გარეთ შეინახო შენი კრიპტოვალუტა.

  • ინტერნეტთან კავშირის არ არსებობა უზრუნველყოფს იმას, რომ ცივ საფულეში შენახული კრიპტო ვალუტა უფრო დაცულია და მეტად არის დაზღვეული მოპარვის რისკებისგან.
  • ცივი საფულეები ჰგავს ნამდვილ სეიფს, რომელსაც ჩვენ დიდი თანხის ან ძვირფასი აქტივების შესანახად მოვიხმართ ხოლმე. ამიტომ, ცივ საფულეებს იყენებენ ხოლმე მაშინ, როდესაც გრძელვადიან პერიოდში უნდათ დიდი მოცულობის კრიპტოვალუტის შენახვა.
 
 
რა განსაზღვრავს კრიპტოვალუტის გაცვლით კურსს?

მოდი ასე ვთქვათ, დოლარი გამყარებულია ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის მიერ, ხოლო კრიპტოვალუტა გამყარაბულია მსოფლიო ეკონომიკის მიერ.

კრიპტოვალუტის ფასს განსაზღვრავს მსოფლიო ეკონომიკა.

კრიპტოვალუტის ფასს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ის სერვისები, რომლებიც კიპტოვალუტის უკან დგას, ამიტომაცაა მგძნობიარე სხვადასვა ქვეყანაში აკრძალვის მიმართ. ჩინეთმა 2017 წლის ბოლოს აკრძალა კრიპტოვალუტა და მისი წარმოება, ამიტომაც კრიპტოვალუტების ფასი თავდაპირველად დაეცა და შემდეგ ისევ გაიზარდა, რადგან ხალხს სჯერა, რომ ის არის მომავლის ვალუტა და შემცირებული ფასის დროს დაიწყეს მისი შეძენა.

რა არის ბლოკჩეინი?

ბლოკჩეინი არის სისტემა, რომელიც არსებობდა იმაზე ბევრად ადრე, სანამ კრიპტოვალუტა ბიტკოინი შეიქმნებოდა. სწორედ ამ სისტემას იყენებენ ეხლა კიპროვალუტები და არამარტო ისინი.

ბლოკჩეინის სისტემა კარგია ნებისმიერი ინფორმაციის შესანახად და არის ახალი სიტყვა ციფრულ სამყაროში. ადრე ინფორმაცია გაფანტული იყო და ფურცლების გროვას ჰგავდა, ბლოკჩეინის მეშვეობით შეიძლება მათი აკინძვა და ერთ სისტემად წარმოდგენა, თუმცა შიგნით ჩახედვისას მხოლოდ წინ და უკან ფურცვლა შეგვეძლება – ყოველი ახალი ბლოკი შეიცავს ინფორმაციას მხოლოდ მის წინ არსებულ ბლოკზე.

ეს ტექნოლოგია მხარეებს შორის მონაცემთა ბაზის გაცვლას უზრუნველყოფს და მას შემდეგი თავისებურებები აქვს:

  • მასში მხოლოდ მონაცემების დამატებაა შესაძლებელი – ანუ ახალი ბლოკის დამატება, წარსული ბლოკების შეცვლა შეუძლებელია.
  • ინახავს ყველა ცვლილების ისტორიას – თითო ბლოკი არის ერთი ცვლილება და ყველა ბლოკი ინახება, არაფერი არ იშლება.
  • ინახება ყველა მონაწილესთან – ინახება ყველა იმ მაინერთან, ვინც ამოწმებს ტრანზაქციებს.

ცვლილებების შეთანხმებისათვის გამოიყენება კონკრეტული ალგორითმები და არსებობს ამ ალგორითმების მრავალი ნაირსახეობა.

რა არის მაინინგი და როგორ მუშაობს მაინერი?

მაინინგი არის ტრანზაქციების დამოწმების მეთოდი. მისით შეიძლება ნებისმიერი მსურველი დაკავდეს, მათ შორის შენც. მაინინგი პერსონალური კომპიუტერითაც არის შესაძლებელი.

მაინინგი არის ერთ-ერთი მეთოდი, რომლითაც მოიპოვება კრიპტოვალუტები, მაგალითად, ბიტკოინი და სხვა ალტკოინები. რომლებიც PoW კონსენსუსის მექანიზმზე მუშაობს.

მაინინგის დახმარებით ხდება კრიპტო ტრანზაქციების დამოწმება. ამ პროცესში ჩართული არია  მაინერები - მოწყობილობები მთელი მსოფლიოს მასშტაბიდან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ბლოკჩეინის უსაფრთხოებაზე.

მაინინგის მუშაობის მექანიზმი ძალიან განსხვავდება სტეიკინგისგან, რომელიც კრიპტოვალუტებით შემოსავლის მიღების პასიური მეთოდია.

ნახე დაწვრილებით კრიპტო სტეიკინგის შესახებ

როგორ მუშაობს მაინერი?

მაინერი სწორედ ზემოხსენებული მოწყობილობაა. მისი დანიშნულებაა სისტემის სანდოობის უზრუნველყოფა, ბიტკოინი დაპროექტებულია იმგვარად, რომ ის, ვინც მაინინგში მიიღებს მონაწილეობას, შეძლებს ბიტკოინების გამომუშავებას, გამომუშავება აპარატურის სიმძლავრისა პირდაპირპროპორციულია. 

საქართველოში გვაქვს რამდენიმე თავისუფალი ეკონომიკური ზონა – მაგ. გორსა და გლდანში, სადაც კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, იაფად იყიდონ დენი, რადგან სწორედ დენი არის მთავარი დანახარჯი მაინიგის დროს.

თუ გაინტერესებს 

რა არის ICO?

ტერმინი ICO (Initial Coin Offering) წარმოიქმნა IPO-დან და ნიშნავს სტარტაპის მიერ საკუთარი ვალუტის გაყიდვას. ნებიმიერ თქვენგანს შეუძლია შექმანას თავის კრიპტოვალუტა და მისი მეშვეობით დააფინანსოს რაიმე ახალი ბიზნესის წამოწყება, ანუ ის ხალხი, რომლებიც იყიდიან თქვენს ვალუტას, გახდებიან თქვენი ინვესტორები. ასე რომ, შეგიძლიათ, მოაგროვოთ საკმაოდ დიდი თანხა თქვენი სტარტაპისთვის ICO – ს დახმარებით.

  1. ICO ეს არის სტარტაპში შედარებით მარტივად ინვესტირების საშუალება.
  2. ხალხს სჯერა, რომ სტარტაპი შეიძლება გახდეს კიდევ ერთი Bitcoin ან Ethereum და უნდათ ინვსტირება მანამ, სანამ ეს კრიპტოვალუტები ჯერ კიდევ იაფია.
  3. პრაქტიკიდან გამომდინარე, ვალუტების უმეტესობას, რომლებიც ICO-თი შეიქმნა, ფასი საგრძნობლად გაეზარდათ და მომხმარებლებმა, რომლებმაც დროულად შეიძინეს, საკმაოდ კარგი მოგება ნახეს.
როგორ გამოუშვეს ბიტკოინი?

2008 წლის ოქტომბერში გამოვიდა სატოში ნაკამოტოს სტატია, რომელშიც ის აღწერდა ბიტკოინებს, როგორც ციფრულ ვალუტას. მის სახელთანაა დაკავშირებული ასევე 2009 წლის იანვარში შექმნილი პროგრამა – ვერსია 0.1, რომლითაც ჩაუშვა ქსელში ბიტკოინი, როგორც კრიპტოვალუტა. კრიპტოვალუტა ეს არის ფული, რომელიც შექმნილია პროგრამის მიერ.

დღეისათვის არსებობს კრიპტოვალუტის ათასამდე სახეობა, რომლებსაც ჰყავთ თავიანთი შემქმნელები (მაგალითად, ბიტკოინის შემქმნელია – სატოში ნაკამოტო, ლაითკოინის – ჩრლზ ლიი, და ა.შ.).

კრიპტოვალუტის გარდა, ინვესტიციის რა გზები არსებობს?

დღეს ინვესტიციის განხორციელების უამრავი ხერხი არსებობს. კრიპტოვალუტების გარდა, შეგიძლია ინვესტიცია განახორციელო აქციებში, ძვირფას მონეტებში - მაგ. ოქროში, შეიტანო თანხა ანაბარზე, შეიძინო უძრავი ქონება ან იპოვო შენთვის საინტერესო აქტივი საინვესტიციო პლატფორმებზე. 

ამ გვერდზე შეგიძლია გაეცნო დეტალურ ინფორმაციას ინვესტიციის პლატფორმების შესახებ. 

რამდენად გამოგადგათ სტატიიდან მიღებული ინფორმაცია?

1 out of 1 found this helpful

გაგვიზიარე შენი მოსაზრება, როგორ გავაუმჯობესოთ ეს სტატია? შენ მიერ გაზიარებული შეფასება არის კონფიდენციალური.

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა შენი ვიზიტი გავხადოთ მაქსიმალურად ეფექტური და მორგებული თქვენს ინტერესებზე. ჩვენი საიტის სარგებლობისა ნიშნავს, რომ Cookies  გამოყენების  პირობები მისაღებია თქვენთვისს.