‘შავი სია’ გაუქმდა – ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები

ეროვნული ბანკის მიერ მიღებული კანონიდან გამომდინარე 1 სექტემბრიდან  ძალაში შედის შემდეგი რეგულაციები:

  1. გაუქმდა ე.წ  შავი სია
  2. მომხმარებლები სესხს ვერ აიღებენ შემოსავლების დადასტურების გარეშე
  3. სესხის ეფექტური საპროცენტო განიკვეთი განახევრდა და 100% იდან ჩამოვიდა 50%-ამდე
  4. აღებულ სესხზე დარიცხული ჯარიმების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 150%-ს.

1. გაუქმდა ‘შავი სია’

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ძველი ბაზები გასუფთავდა და თუ ადრე ‘შავ სიაში’ იყავით, ახლა უკვე შეგიძლიათ ცარიელი ფურცლიდან დაიწყოთ თქვენი საკრედიტო ისტორიის მშენებლობა და თავისუფლად აიღოთ ონლაინ სესხები.

გარდა ამისა, ‘კრედიტინფო’ – კომპანია, რომლიც ჩვენს საკრედიტო პროფილისა და საკრედიტო ბაზების შექმნას უზრუნველყოფდა, გადავა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ.

  • დადებითი მხარე: მოხმარებლები თავს დააღწევენ ‘შავ სიას’, აქამდე ჩვენი საკრედიტო ინფორმაციის მიღება რთული იყო და ამაში ფულის გადახდა გვიწევდა, ახალი რეგულაციების თანახმად კი ‘კრედიტ-ინფო საქართველო’ ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ მოექცევა, რაც უფრო მეტად ხელმისაწვდომს გახდის სტატისტიკას თუ რამდენი მოქალაქე ვერ ახერხებს ვალდებულების გადახდას, რამდენი მათგანია ჭარბვალიანი.
  • უარყოფითი მხარე: ‘შავი სია’ რეალურად არ უქმდება, ის უბრალოდ ახლიდან დგება –  რადგან ადრე კერძო კომპანიაში ინახებოდა ეს სია, ახლა კი ამ სიის წარმოებას ეროვნული ბანკი გაააგრძელებს. ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული რეგულაცია მნიშვნელოვნად არ შეცვლის მომხმარებელთა მდგომარეობას.

2. მომხმარებელი სესხს ვერ აიღებს შემოსავლების დადასტურების გარეშე

ცვლილების თანახმად, სესხის გასაცემად აუცილებელია გადახდისუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზი, ამისათვის კი აუცილებელია მომხმარებელმა წარადგინოს საბანკო ანგარიშიდან სახელფასო ამონაწერი, სამსახურიდან ცნობა და სხვა მსგავსი დოკუმენტაცია.

  • დადებითი მხარე:  შემცირდება ჭაბვალიანობა. მომხმარებლები რომლებსაც არ აქვთ შემოსავალი ვერ შეძლებენ სესხის აღბას და ვალების დაუსრულებეს ჭაობში ჩაფლობას. მოგეხსენებათ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჭარბვალიანობის მსხვერპლი იყო.
  • უარყოფითი მხარე: მომხარებლები რომლებიც არ არიან ოფიციალურად გაფორმებულები სამსახურებში ვერ შეძლებენ ვერც სესხის აღებას და ვერც  მაღაზიიდან საყოფაცხოვრებო პროდუქტის განვადებით გამოტანას. ასეთი ხალხის სია კი სამაოდ დიდია: მშნებლები, კერძო რეპეტიტორი, ტაქსისტი და სხვა.

3. სესხის ეფექტური საპროცენტო განიკვეთი განახევდა და 100% იდან ჩამოვიდა 50%-ამდე

სესხის წლიური ეფეტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი აქამდე იყო 100% , ახლა კი ის განახევრდა და 50% გახდა. ეფექრტური საპროცენტო განიკვეთი თავის თავში მოიცავ სესხის პროცენტსა და ისეთ ფარულ ხარჯებს, როგორიცაა – გადავადების საკომისო, დარიცხული პირგასამტეხლო, ხელშეკრულების პირობების შეცვლის საკომისო და სხვა…

  • დადებითი მხარე: სესხის ღირბულება შემცირდა და  ფულის სესხება უფრო იაფი პროდუქტი გახდა. ეს ძირითადად გავლენას იქონიებს ისეთ სესხებზე, როგორიცაა: გრძევადიანი სესხი და ავტო სესხი, რადგან საპროცენტო განაკვეთი დიდ როლს თამაშობს როდესაც სესხი გრძელვადიანია.
  • უარყოფითი მხარე: სესხის კომპანიები უფრო ნაკლებს იღებენ მოგებას, ამიტომ ისინი სესხებს აღარ გასცემენ სხვადასხვა რისკ ჯგუფებზე, გარდა ამისა, მიკროსაფინანსოებმა ამ რეგულაციებში მიაგნეს
    ‘შავ ხვრელს’ კანონისგან თავის დასაღწევად. ახალი სქემის მიხედვით, სწრაფ სესხზე  განაცხადის შეტანისას კომპანია რეალურად გვიკეთებს ტელეფონის ლიზინგს.

რატომ არის მნიშვნელოვანი სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

4. აღებულ სესხე დარიცხული ჯარიმების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 150%-ს

სესხებზე აქამდე ერიცხებოდა კოლოსარული თანხა, ხშირად ყოფილა შემთხევა, რომ მომხარებელს 300 ლარი უსესხებია და 500 დაუბრუნებია უკან და ვალი ბოლომდე გადახდილი მაინც არ ჰქონია. სესხების ახალი რეგულაციის მიხედვით, ვადაგადაცილების შემდეგ კრედიტორები შეძლებენ მაქსიმუმ ძირი თანხის 150%-ის დარიცხვას.

მაგალითად, გაქვთ სესხი 1000 ლარი და ვერ გადაიხადეთ, უარეს შემთხვევაში თქვენ ზედმეტის გადახდა მოგიწევთ 1500 ლარის. ანუ 1000 ლ ძირი თანხა და 1500 ლ საკომისო, ჯამში 2500 ლარი. ეს გადაწვეტულება ერთმნიშვნელოვნად კარგი გადაწყვეტილებაა.