100 ორიგინალური საჩუქრის იდეა შობისთვის (ნაწილი I)

Less than a minute

როგორ დავზოგოთ ფული საშობაო საჩუქრებისთვის?

ერთ-ერთი საუკეთესო რჩევა საშობაო საჩუქრებისთვის თანხის დასაზოგად არის ყველაფერის წინასწარ შესყიდვა, ალბათ, თქვენც შეგინიშნავთ, რომ ბოლო წუთებში შესყიდვისას გაცილებით მეტი თანხის გადახდა გვიწევს.

საშობაო საჩუქრებზე ზრუნვა, სჯობს, ბევრად ადრე დაიწყოთ და არ დაელოდოთ შობის წინა დღეებს, რადგან შობის წინა პერიოდში შესყიდვები პიკს აღწევს და ყველაფერი განსაკუთრებით ძვირია. თუ უკვე გაქვთ იდეები და იცით, რის ჩუქებას აპირებთ თქვენი ნათესავებისთვის და მეგობრებისთვის, შეგიძლიათ საჩუქრების უმრავლესობა შეუკვეთოთ ონლაინ და შეიძინოთ ბევრად იაფად.

შეიძინეთ საშობაო საჩუქრები წინასწარ!

საშობაო საჩუქრების წინასწარ შეძენა დაზოგავს თქვენს ფულს და ენერგიას – თავიდან აგარიდებთ ხალხმრავალ საშობაო სეზონზე ვაჭრობას; ასევე, არ მოგიწევთ ნერვიულობა იმაზე, რომ ყველა თარო ცარიელია და თქვენი დაგეგმილი საშობაო საჩუქრები აღარ არის მარაგებში.

საშობაო საჩუქრების წინასწარ შესყიდვისას ფულისა და ნერვების გარდა, ზოგავთ დროსაც – არ გჭირდებათ სალაროების გრძელ რიგებში დგომა!

რა ვაჩუქო?

შობის მოახლოებასთან ერთად ეს კითხვა უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ჯერ კიდევ არ არის გადაგიწყვიტავთ?

მაშ ასე, Financer.com/GE წარმოგიდგენთ 100 საშობაო საჩუქრის იდეას, დავიწყოთ პირველი 50-ით!

  1. სასაჩუქრე ვაუჩერი – თუ საჩუქრის არჩევას ვერ ბედავთ და არ ხართ დარწმუნებული, ან, უბრალოდ, გინდათ არჩევანის თავისუფლება, ადრესატის საყვარელი ბრენდის სასაჩუქრე ვაუჩერი საუკეთესო გამოსავალია.
  2. თეატრისა და კონცერტის ბილეთები – ბევრ ჩვენს მეგობარს უყვარს სპექტაკლებსა და სხვადასხვა წარმოდგენებზე სიარული, ბილეთები მისი საყვარელი რეჟისორის ჯერ კიდევ უნახავ სპექტაკლზე/თეატრზე დასასწრებად, იქნება ძალიან ძვირფასი საჩუქარი!
  3. კინო – თუ ფილმების ყურება განსაკუთრებით უყვარს იმ ადამიანს, რომლისთვისაც საშობაო საჩუქარს არჩევთ, შეგიძლიათ, უყიდოთ კინოთეატრის აბონიმენტი მისთვის სასურველ რამდენიმე ფილმზე დასასწრებად.
  4. მასაჟი – სარელაქსაციო მასაჭის რამდენიმე პროცედურა განსაკუთრებით სასიამოვნოა მათთვის, ვისაც უყვარს მშვიდი განტვირთვა, რა შეიძლება იყოს სხეულის დასვენებაზე უკეთესი?
  5. პარფიუმერია – ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ გაუხარდება საყვარელი სუნამო საშობაო საჩუქრად!
  6. თავის მოვლის საშუალებების ნაკრები – ძვირფასი საჩუქარი განსაკუთრებით ქალბატონებისთვის;
  7. ვახშამი უნიკალურ ადგილას – მოუწყვეთ თქვენს საყვარელ ადამიანს განსაკუთრებული დღე, რომელიც ორივეს აუცილებლად დაგამახოვრდებათ! ვახშამი რომანტიკულ ადგილას, სატელევიზიო კოშკში ან მაღალ შენობაში, სადაც საახალწლოდ მორთული ქალაქი ჩანს – ეს დღე არასოდეს დაგავიწყდებათ!
  8. ექსტრემალური ატრაქციონები – მათთვის, ვისაც არ შეუძლია ადრენალინის გარეშე ცხოვრება.
  9. მოგზაურობა  – თუ ფიქრობთ, რა აჩუქოთ საყვარელ ადამიანის საშობაოდ და თუ გიყვართ ერთად მოგზაურობა, დაჯავშნეთ ბილეთები ისეთი ქვეყნის ან ქალაქის სანახავად, რომელიც ჯერ არ გინახავთ და შეხვდით შობას სხვა ქვეყანაში/ქალაქში. თუმცა, თუ საჩუქრის ამ იდეას გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ, რომ წინასწარ, შობამდე ბევრად ადრე უნდა იზრუნოთ მოგზაურობის დაგეგმვაზე, რადგან შობის პერიოდში ავიაბილეთების ფასი ძალიან მაღალია;
  10. ტანსაცმელი – ახალი ქურთუკი ან პერანგი მათთვის, ვისაც შოპინგი უყვარს, საყვარელი ბრენდის ტანსაცმელი საშობაო საჩუქრად აუცილებლად გაახარებს მათ!
  11. მაღალი ხარისხის ტყავის აქსესუარები – ახალი ჩანთა ან ტყავის ქამარი, ეს საჩუქარი დიდხანს ექნება ადრესატს, რადგან მაღალი ხარისხის ტყავი გამძლეობით გამოირჩევა.
  12. ვირტუალური რეალობის სათვალეები – მათთვის, ვისაც არ ჰყოფნის ფილმების 3D ეფექტები და უნდა მოქმედების ეპიცენტრში ყოფნა, ან მათთვის, ვისაც იზიდავს ადრენალინი და საშიში ატრაქციონები, საშობაო საჩუქრის იდეა უკვე გაქვთ!
  13. ტელეფონი ან კომპიუტერის აქსესუარები – ახალი ტექნიკა განსაკუთრებით პოპულარული, თუმცა არც ისე დაბალბიუჯეტიანი საჩუქარია;
  14. ერთი ბოთლი ბრენდირებული ღვინო –  შეგიძლათ საშობაო ატრიბუტებითა და თემატიკით გააფორმოთ ღვინის ბოთლი;
  15. ახალი წლის კალენდარი – სასარგებლო და პრაქტიკული საჩუქარი შესაფერისი ასაკის ადამიანებისთვის.
  16. საშობაო სათამაშოები – საშობაოდ ძალიან სასიამოვნო საჩუქარია საშობაო დეკორაციები და ნაძვის ხის სათამაშოები;
  17. საახალწლო სიმბოლოები – შობისა და ახალი წლის აქსესუარები – ნაძვის ხის სათამაშოები, გასაფორმებელი ლამაზი ნათურები და სხვა სიმბოლოები ყველაზე თემატური საჩუქარია.
  18. თაფლი და სუნელები – ეს იქნება განსაკუთრებული საჩუქარი მათთვის, ვისაც უყვარს კულინარია და სამზარეულოში ექსპერიმენტების ჩატარება;
  19. ყველის ასორტი – გურმანებისთვის;
  20. თბილი სახლის ჩუსტები – სახალისო და თემატური გაფორმებებით, თბილი საჩუქარი მათთვის, ვისაც უყვრს სიმყუდროვე სახლში;
  21. საყვარელი მწერლის წიგნი ან ბესტსელერი – ყოველთვის კარგი საჩუქარია ნებისმიერ სიტუაციაში;
  22. თბილი ხელთათმანები და ქუდი – ზამთარი მათ გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია!
  23. ჯაკუზი – მათთვის, ვისაც უყვარს შაბათ-კვირას სახლში, რბილ და მყუდრო სააბაზანოში ნეტარება;
  24. ყვავილები და სახლის მცენარეები – თუ თქვენს მეგობარს უყვარს ცოცხალი ყვავილები და ეგზოტიკური მცენარეები, შეგიძლიათ აჩუქოთ ე.წ. ჰაერის მცენარეები, რომელიც იყიდება შუშის ორიგინალურ ვაზასთან ერთად, ასეთი ყვავილები განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში და ძირითადად გამოიყენება ოთახის დეკორაციისთვის;
  25. ღვინის დასადები თარო – ორიგინალური და პრაქტიკული საჩუქარი სახლისთვის გასაფორმებლად, ასეთი გაფორმება არა მარტო ღვინის შესანახად გამოიყენება, არამედ ნებისმიერი სხვა დეკორაციული ბოთლისთვისაც;
  26. ლაქისა და ფრჩხილების მოვლის კომპლექტი – ლამაზი ფრჩხილები ყველა ქალს ამშვენებს, ასიამოვნეთ დედა, ცოლი და შეყვარებული.
  27. თმის ნიღბები და თმის მოვლის საშუალებები – უნივერსალური საჩუქარი ქალბატონებისთვის
  28. საყვარელი სასუსნავების ნაკრები – ასეთი საჩუქარი გამოხატავს თქვენს ზრუნვასა და სიყვარულს – თქვენ ზრუნავთ მის განწყობაზე;
  29. ჭკვიანი საათი/Smart watch – ძალიან კარგი საჩუქარი, ვინც ფეხდაფეხ მიჰყვება თანამედროვე ტექნიკას და უყვარს მარტივად ცხოვრება;
  30. წვერის მოვლის საშუალებების ნაკრები – სასიამოვნო საჩუქარი მამაკაცებისთვის!
  31. თერმოსტატული ყავის ჭიქა – სათანადო საჩუქარი მათთვის, ვინ ყოველ დილით უკანმოუხედავად გარბის სამსახურში და ვერ ასწრებს ყავის ან ჩაის დალევას სახლში;
  32. პორტატული დამტენი (ე.წ. power bank) – სასარგებლო მოწყობილობა მოგზაურობის მოყვარულთათვის ან ისეთი მეგობრისთვის, რომლის ტელეფონიც მუდამ დამჯდარია;
  33. პორტატული აუდიო სპიკერი – დიდებული საჩუქარი მათთვის, ვისაც უყვარს მუსიკა და ვერ ძლებს მუსიკის მოსმენის გარეშე, ამ საჩუქარს გამოიყენებენ პიკნიკზე ან სხვა ნებისმიერ ადგილას ნებისმიერ დროს;
  34. ყავისა და ჩაის კომპლექტი – კარგი საჩუქარია, თუ სტუმრად მიდიხართ ნათესავებთან/ოჯახში, ალბათ ნებისმიერი ოჯახისთვის პრაქტიკული საჩუქარი იქნება;
  35. ფასდაკლების ვაუჩერი საყვარელ ბარში ან კაფეში – თუ თქვენს ადრესატს საყვარელი კაფე ან ბარი აქვს, რომელსაც ხშირად სტუმრობს, მისი ფასდაკლების ვაუჩერი აუცილებლად გაუხარდება!
  36. ახალი წლის კალენდარი პერსონალური სურათებით – სიმბოლური საჩუქარი, რომელიც ყოველ დღე გაახსენებს ადრესატს თქვენს თავს, ეს საჩუქარი განსაკუთრებით საინტერესო იქნება, თუ დაამზადებთ ექსკლუზიურად მისთვის – გააფორმეთ თქვენი საერთო ფოტოებით ან კალენდარზე გამოყოავით ისეთი დღეები, რომლებიც თქვენთვის განსაკუთრებულია;
  37. ცხელი ღვინის დასამზადებელი კომპლექტი – შეიძინეთ ყველაფერი რაც საჭიროა ცხელი ღვინის დასამზადებლად და შეფუთეთ ლამაზად, გამოგივათ ძალიან ლამაზი და სასიამოვნო საჩუქარი!
  38. ჯემების ასორტი – ორიგინალურად მორთული ჯემის ქილები და შერჩეული არომატები ნებისმიერ სახლს გაამდიდრებს.
  39. საშობაო ორცხობილები – თემატური და გემრიელი! რა შეიძლება იყოს უფრო გემრიელი, ვიდრე საშობაო დეკორეციებით მორთული ორცხობილები?
  40. ფოტოების დეკორატიული ჩარჩო – პრაქტიკული საჩუქარი ყველასთვის, ვისაც უყვარს ფოტოგრაფია და მომენტების ფირზე აღბეჭდვა;
  41. ძვირფასი სამკაულები – არ არსებობს ქალი, რომელსაც არ მოეწონება ეს საჩუქარი;
  42. ახალი საფულე – ახალი წელი ახალი საფულეთი, პრაქტიკული საჩუქარი!
  43. ორიგინალური ფორმის ბალიში ან სახალისოდ გაფორმებული ბალიშის პირები – ორიგინალური და დეკორაციული საჩუქარი ნებისმიერი სახლისათვის;
  44. ბიზნეს ბარათი – თუ თქვენს ადრესატს სურს, დაიწყოს ბიზნესი, ამ საჩუქარმა იქნებ ხელი შეუწყოს იდეის განხორციელებაში?
  45. კოქტეილის ჭიკა და კოქტეილების მიქსი – სახალისო და პრაქტიკული საჩუქარი მათთვის, ვისაც უყვარს სახლში წვეულებების მოწყობა და მეგობრების მოპატიჟება;
  46. ცხელი შოკოლადის დასამზადებელი ნაკრები – იყავი კრეატიული და ლამაზად შეფუთე ყველა ინგრედიენტი, რომელიც საჭიროა ცხელი შოკოლადის დასამზადებლად – შოკოლადი, ნაღები, სანელებლები და ა.შ. გაახარეთ შოკოლადის მოყვარულები!
  47. თბილი საშობაო წინდები – თბილი წინდები ცივი ზამთრისთვის! აჩუქეთ ორიგინალურად გაფორმებული თბილი წინდები მათ, ვისაც უყვარს ფერადი და სახალისო წინდების ტარება!
  48. მაღალი ხარისხის საკანცელარიო ნივთები – აარჩიეთ ფანქრები ან ბრჭყვიალამელნიანი კალმები, ეს საჩუქარი განსაკუთრებით გაახარებთ ბავშვებს!
  49. აქსესუარები შინაური ცხოველებისთვის – თუ თქვენს ადრესატს შინაური ცხოველი ჰყავს, აუცილებლად გაუხარდება საყვარელი ოთხფეხა მეგობრისთვის ლამაზი აქსესუარები, ტანსაცმელი ან საახალწლო მოსართავები;
  50. გრავირებული კალამი – საკუთარი ინიციალების მქონე კალამი ძვირფასი საჩუქარია უფროსი ადამიანისთვის, ამ საჩუქრით შეძლებთ, გამოხატოთ თქვენი მათდამი პატივისცემა!

მე-2 ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ!

ჩვენი გუნდი გისურვებთ ბედნიერ შოპინგს მომავალი საშობაო საჩუქრებისთვის, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველაფერი იწყება კარგი იდეიდან!