რა არის ინფლაცია?

Image result for საქსტატი LOGOსაქსტატის მონაცემებით საქართველოში წლიური ინფლაციის დონე 1.9 პროცენტია და ეს მაჩვენებელი არ არის საბოლოო და ინფლაციის დონე კვლავ იზრდება.

ინფლაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური პარამეტრია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად.

რა არის ინფლაცია?

ინფლაციაინფლაცია არის საქონლისა და მომსახურების მსყიდველობითი უნარის შემცირება,ანუ თუ რაიმეს შესაძენად გუშინ გვიჭრდებოდა 10 ლარი, დღეს იმავე პროდუქტისთვის საჭიროა 11 ლარი, ეს კი ნიშნავს რომ ჩვენი ფულის მსყიდველობითი უნარი შემცირდა და ჩვენს საფულეში არსებული თანხა უკვე ვეღარ ყიდულობს იმ საქონელს, რომელზეც გუშინ ვფიქრობდით რომ გვეყიდა. სწორედ ამ მიზნით იწყებს ხალხი ახალი სესხების აღებას.

სტაბილურობის ხარისხის მიხედვით ინფლაცია იყოფა ორ ჯგუფად: სტაბილური და არასტაბილური.

სტაბილური ინფალცია

სტაბილური ინფლაციის შემთხვევაში ინფლაციის ტემპები დაბალანსებულია, ფასები იზრდება სტაბილურად როგორც საქონელზე, ასევე მომსახურებაზე, შესაბამისად, ეკონომიკაც არ განიცდის კრიზისს.

არსტაბილური ინფლაცია

არასტაბილური ინფლაციის დროს ფასების ცვლილება არაპროგნოზირებადია, ინფლაციის პროცენტული ზრდის ტემპის პროგნოზი თითქმის შეუძლებელია, ამ დროს ეკონომიკა განიცდის კრიზისს და არამდგრადობას, რაც საბოლოოდ ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას.

რა იწვევს ინფლაცას?

ინფლაციის ერთ-ერთი მიზეზი არის მიმოქცევაში არსებული ფულის მასის (ბანკნოტების რაოდენობის) ზრდა.  მაგალითად, როდესაც ქვეყანას სჭირდება საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის ვალის გადახდა და როდესაც ბიუჯეტში არ არის საკმარისი თანხა, ხდება ფულის ახალი მასის გამოშვება (ფულის დაბეჭდვა) ისე, რომ ამას არაფერი აქვს საერთო საქონლის ან მომსახურების გაზრდასთან. ეს კი იწვევს მიმოქცევაში ზედმეტი ფულის მასის ზრდას, რაც ინფლაციის წინაპირობაა.

რატომ გაუფასურდა ლარი?

ინფლაციამომიქცევაში არსებული ლარის რაოდენობის 4 მილიარდიდან 6 მილიარდამდე გაიზარდა არაადეკვატური სიტუაციიდან გამომდინარე, რამაც, რეალურად, ეკონომიკური ზრდის ნაცვლად გამოიწვია ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ნგრევა, 50%-ით გაიზარდა ლარის მასა მიმოქცევაში, არადა, საქართველოს ეკონომიკა 50%-ით არ გაზრდილა.

საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მოსახლეობამ არ ვიცით, როგორ ხდება ფასწარმოქმნა, როგორია ეკონომიკური პროგნოზი? რას უნდა ველოდეთ? ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მართვისას და გადაწყვეტილების მიღებისას რითი ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკი თუ საქართველოს მთავრობა.

უცხო ქვეყნების გამოცდილება

განვითარებულ ქვეყნებში წინასწარ ცხადდება, ევროსთან თუ დოლართან დაკავშირებით რა ცვლილებებია მოსალოდნელი. საქართველოში, სამწუხაროდ, სპონტანურად ხდება გადაწყვეტილების მიღება საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე.

ინფლაციას გამომწვევი მეორე მიზეზი არის ფულის დიდი რაოდენობით გადარიცხვა სხვა ვალუტაში ანუ ბანკების მიერ განხორციელებული ტრანზაქციები ქვეყნის გარეთ (ე.წ. აქტივობები საფონდო ბირჟებზე).

მაგრამ, ისმის კითხვა, როგორ ვიმოქმედოთ ინფლაციისაგან თავის დასაღწევად, თუ მოსალოდნელი რყევების შესახებ წინასწარ არავინ გვაფრთხილებს და მომზადებასაც ვერ ვასწრებთ?

ინფლაციისაგან თავის დაღწევის სტრატეგიები:

ზოგადად არსებობს ინფლაციისაგან თავის დაღწევის 3 გზა:

1) ინვესტირება აქციებში

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის საფონდო ბირჟების მიმართ არც ისე დიდია ნდობა, ადამიანების უმრავლესობა მაინც ხშირად ყიდულობს აქციებს, ეს არის ერთ-ერთი კარგი საშუალებას ინფლაციისა და ფინანსური რყევებისგან თავის დასაცავად;

მაგრამ, შეიძლება, ფიქრობთ, რომ თქვენ მიერ შეძენილ აქციებსა და ფასიან ქაღალდებსაც ისევე შეეხება ინფლაცია, როგორც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, თქვენი ვარაუდი სწორია, შესაძლოა ინფლაციამ იმოქმედოს კორპორაციის აქციების ღირებულებაზე, თუმცა კორპორაციები მკაცრად აკონტროლებენ თავიანთ მდგომარეობას ბაზარზე და მათ აქვთ საკმაო რესურსები რისკების საკონტროლებლად, ბაზრის რყევებისგან და აქციების გაუფასურებისგან თავდასაცავად;

როგორც წესი, ინვესტორები ცდილობენ თავიანთი ინვესტიციების დივერსიფიკაციას, ანუ შეისყიდიან ისეთი კომპანიების აქციებს, რომელთაგან თუ ერთ-ერთ კომპანიას ინფლაციისგან საფრთხე დაემუქრა, მეორე კომპანია უძლებს ინფლაციას და მისი აქციები არ გაუფასურდება;

ამავდროულად, ინფლაცია ნაკლებად აზარალებს აქციონერებს თუ მათი აქციები ისეთი უმსხვილესი კომპანიებისაა, როგორიცაა: ფეისბუქი, გუგლი, მაიკროსოფტი და ა.შ.

2) ინვესტირება უძრავ ქონებაში

მაშინ, როდესაც საქართველოში არ არსებობს ფასიანი ქაღალდებისა და კაპიტალის ბაზარები,  ერთ-ერთ გრძელვადიან ინვესტიციად, (რომელიც ყველაზე დაბალ რისკებთანაა დაკავშირებული) უძრავი ქონება შეიძლება ჩაითვალოს.

უძრავი ქონების ღირებულება მუდმივად იზრდება და სარგებლის მიღება შესაძლებელია როგორც მოკლევადიანი გაყიდვითა და უფრო დიდი ღირებულების ქონებაში რეინვესტირებით,  ასევე, გრძელვადიანი ქირის საფუძველზე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მეთოდს წარმოადგენს ინვესტორის პორტფელის დივერსიფიკაციისა და დამატებითი ურისკო შემოსავლისათვის.

ყველაზე უნიკალური რამ – უძრავი ქონება გარკვეული პერიოდის შემდეგ თვითონ ამოიღებს საკუთარი ღირებულების  საფასურს და იგი თქვენს საკუთრებაში დარჩება.

რა იგულისხმება ამაში?

წარმოიდგინეთ იღებთ 5-წლიან იპოთეკურ სესხს 100 000$ ღირებულების ქონების შესასყიდად, საპროცენტო განაკვეთი დავუშვათ 10 %-ია; თქვენ ამ ქონების გაქირავებით იღებთ თვეში საშუალოდ 1200$.
წლიური გაანგარიშებით თქვენი სარგებელი იქნება 1200*12/100 000 = 14.4 %.

ინვესტიციის ხარჯებს ქირით მიღებული შემოსავალი დროთა განმავლობაში ფარავს და ასევე გრჩებათ (14.4%-10%) 4.4%-იანი წლიური მოგება და საკუთრებაში არსებული ახალი ქონება. დროის ხანგრძლივ პერიოდს თუ გავითვალისწინებთ დაახლოებით 10 წელიწადში ქირის შემოსავალი სრულიად დაფარავს სესხის ხარჯებს და ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯების გარეშე 100 000$ იანი ღირებულების ქონების მფლობელი იქნებით თქვენ ისე, რომ ამისთვის საკუთარი კაპიტალიდან თეთრიც არ დაგიხარჯავთ.

რომელი იპოთეკური სესხია საუკეთესო?

3) ინვესტირება საკუთარ თავში (მომავალში)

არაფერია უფრო ეფექტური, ვიდრე საკუთარ განათლებაში ინვესტირება, ამით ზრდით თქვენს პოტენციალს სამომავლოდ, დღეს ყველაზე “ძლიერი იარაღი” რაც შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს (ან უნდა რომ შეიძინოს) არის ცოდნა-განათლება.

საკუთარ თავში ინვესტიცია გულისხმობს ხარისხიანი განათლების მიღებას და მის მუდმივად გაღრმავებას, ახალი ცოდნის დაგროვებას, რომელიც მუდამ იქნება თქვენი საკუთარი აქტივი და არ ემუქრება ინფლაცია, რაც მთავარია, ყოველთვის შეგეძლებათ, გაყიდოთ თქვენთვის სასურველ ფასად, განათლება უფრო მეტია, ვიდრე აქციები, ობლიგაციები ან სახლები ერთად აღებული.

ცხოვრება რომელსაც იმსახურებ – 10 გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის!

Financer კონფიდენციალურობის პარამეტრები

ფინანასტერის გამოყენებით თქვენ აღიარებთ ჩვენს პირობებს, ასევე ჩვენს მონაცემთა კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ ვიყენებთ Cookies- ს ჩვენი სერვისის გასაუმჯობესებლად ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების ანალიზისა და მონიტორინგისთვის. გარკვეული Cookies მოითხოვს თქვენს აქტიურ თანხმობას, რათა ჩვენთვის შეგროვილი მონაცემები შევიტანოთ. თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ საკუთარ თავს მესამე მხარის მომსახურების შესახებ, ასევე ვიყენებთ თქვენს თანხმობას ნებისმიერ დროს ჩვენს Cookie- ში.

Facebook მარკეტინგი

SEO Solutions Ltd. (ჩვენ), როგორც პროვაიდერი financer.com-ის ვიყენებთ Facebook-Pixel ხელი შეუწყოს ჩვენი შინაარსი და მომსახურება ჩვენს სტუმრებს Facebook- ზე, ასევე აკონტროლოთ შედეგები ამ მარკეტინგული საქმიანობის. ეს მონაცემები ჩვენთვის ანონიმურია და მხოლოდ სტატისტიკურ მიზნებს ემსახურება. Facebook- ს შეუძლია Facebook- ის Pixel- ისგან მიღებული Facebook- ის (სახელი, ელ.ფოსტა და ა.შ.) შეთავსება და გამოიყენოს ეს საკუთარი სარეკლამო მიზნებისათვის. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ და აკონტროლოთ Facebook მონაცემები თქვენი Facebook კონფიდენციალურობის პარამეტრებიში.