რა იცვლება სესხის გაცემასთან დაკავშირებით – საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი კანონი

თუ თვალს ადევნებთ საქართველოში მიმდინარე ცვლილებებსა და ეკონომიკურ პროცესებს, გეცოდინებათ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ახალმა რეგულაციებმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მოსახლეობაში, ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მიმდინარეობს მსჯელობა არის – სესხის გაცემის შეზღუდვები და ახალი რეგულაციები.

რა შეიცვლება?

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ გაცემული ბრძანების მიხედვით მიკროსაფინანსო კომპანიებსა და ბანკებს დაუწესდებათ შეზღუდვა სესხის გაცემის პოლიტიკასთან დაკავშირებით – მათ მოუწევთ უფრო მკაცრად შეაფასონ მომხმარებლის (სესხის მსურველის) გადახდისუნარიანობა და გაამკაცრონ სესხების გაცემის პოლიტიკა.

ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემას ექნება შემდეგი შეზღუდვა – მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრა მსესხებლის ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით დაითვლება.

მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის დროს დაწესდება შემდეგი შეზღუდვა – ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოუწევთ სესხის მსურველის (ფიზიკური პირის) ყოველთვიური შემოსავლების მიხედვით დათვალონ ის მაქსიმალური თანხა, რომელიც შესაძლებელია კონკრეტულ მომხმარებელზე გასცენ.

შემოსავლები დაიყო კონკრეტულ დიაპაზონებად და დადგინდა, თითოეულს დიაპაზონში რამდენი მაქსიმუმ რამდენი ლარის გამოყოფა შეეძლება მომხმარებელს სესხის დასაფარად:

ყოველთ. შემოსავალი (ლარებში)სასესხო ტვირთის მაქსიმუმის პროცენტული მაჩვენებელისასესხო ტვირთის მაქსიმუმალური მოცულობა
1000 – მდე20%200 ლ
1 000 – 3 00020%600 ლ
3 000 – 5 00020%1 000 ლ
5 000 – 7 00025%1 750 ლ
7 000 – 10 00030%3 000 ლ
10 000 -ზე მეტიბანკი ადგენს ინდივიდუალურად

ასე მაგალითად:

თუ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია, ყოველთვიურად სესხის დასაფარად შეგეძლებათ გამოყოთ მაქსიმუმ 20%, ანუ მაქსიმუმ 200ლ;
თუ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი მეორყეობს 1000 – 3000ლ, ყოველთვიური სასესხო ტვირთი უნდა იყოს მაქსიმუმ 20%, ანუ მაქსიმუმ 600ლ;
ყოველთვიურად 10 000 ლარზე მეტი შემოსავლების შემთხვევაში, ბანკი თავად ადგენს საკუთარი სასესხო პოლიტიკიდან გამომდინარე მაქსიმუმ რა მოცულობის სესხი უნდა გასცეს და როგორი უნდა იყოს შემოსავლებსა და ყოველთვიურ სასესხო ტვირთს შორის ბალანსი;

და ა.შ..

განვიხილოთ ერთი მაგალითი

თუ ყოველთვიურად ხელფასს იღებთ 400ლ ოდენობით და გსურთ ერთი წლით აიღოთ 1200ლ-იანი სესხი, შეძლებთ თუ ვერა სესხის აღებას?

ვერა, ასეთ შემთხვევაში ვერ შეძლებთ 1200ლ სესხის აღებას, რადგან თქვენ ყოველთვურად სესხისთვის შეგეძლებათ გამოყოთ მაქსიმუმ 80 ლ (ანუ თქვენი შემოსავლს 20%), ხოლო 1 წლით აღებული 1200ლ-იანი სესხის ყოველთვიური გადასახადი აღემატება 80 ლარს.

სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურ სფეროში ჩარევამ, შესაძლოა, ბიძგი მისცეს და წაახალისოს არაოფიციალური სესხების გაცემა.

‘შავი ხვრელი’ სესხების რეგულაციებში

ცვლილებები უზრუნველყოფილ სესხებზე

ცვლილებები შეეხო უძრავი ქონებით უზრნველყოფილ სესხებსაც, აღსანიშნავია, რომ ახალი კანონის მიხედვით, უზრუნველყოფილი სესხის მისაღებად აუცილებელი იქნება მსესხებელს საკუთრებაში ჰქონდეს საცხოვრებელი ქონება ერთი ან უფრო მეტი, გარდა ამისა, ის საცხოვრებელი ბინა/სახლი, რომელშიც ამჟამად ცხოვრობს, არ უნდა იყოს დატვირთული სესხის უზრუნველსაყოფად;

ამასთანავე, შეიზღუდება უძრავი ქონებით უზრნველყოფილი სესხების გაცემის ვადა – მაქსიმალური ვადა იქნება 10 წელი, ხოლო რაც შეეხება იპოთეკური სესხების მაქსიმალურ ვადას – იქნება 20 წელი.

თუ მსესხებელი ზემოხსენებულ პირობებს არ აკმაყოფილებს, ბანკმა  თუ მიკროსაფინანსო კომპანიამ უნდა შეაფასოს და გამოიკვლიოს – რამდენად არის მსესხებელი გადახდისუნარიანი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ გამოცემული ეს დოკუმენტი ჯერ კიდევ დამუშავების რეჟიმშია, დაველოდოთ საბოლოო ვერსიას და ვნახოთ, კიდევ რა შეიცვლება სესხების გაცემასთან დაკავშირებით, სიახლეებს შეგატყობინებთ ჩვენს გვერდზე!

Financer კონფიდენციალურობის პარამეტრები

ფინანასტერის გამოყენებით თქვენ აღიარებთ ჩვენს პირობებს, ასევე ჩვენს მონაცემთა კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ ვიყენებთ Cookies- ს ჩვენი სერვისის გასაუმჯობესებლად ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების ანალიზისა და მონიტორინგისთვის. გარკვეული Cookies მოითხოვს თქვენს აქტიურ თანხმობას, რათა ჩვენთვის შეგროვილი მონაცემები შევიტანოთ. თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ საკუთარ თავს მესამე მხარის მომსახურების შესახებ, ასევე ვიყენებთ თქვენს თანხმობას ნებისმიერ დროს ჩვენს Cookie- ში.

Facebook მარკეტინგი

SEO Solutions Ltd. (ჩვენ), როგორც პროვაიდერი financer.com-ის ვიყენებთ Facebook-Pixel ხელი შეუწყოს ჩვენი შინაარსი და მომსახურება ჩვენს სტუმრებს Facebook- ზე, ასევე აკონტროლოთ შედეგები ამ მარკეტინგული საქმიანობის. ეს მონაცემები ჩვენთვის ანონიმურია და მხოლოდ სტატისტიკურ მიზნებს ემსახურება. Facebook- ს შეუძლია Facebook- ის Pixel- ისგან მიღებული Facebook- ის (სახელი, ელ.ფოსტა და ა.შ.) შეთავსება და გამოიყენოს ეს საკუთარი სარეკლამო მიზნებისათვის. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ და აკონტროლოთ Facebook მონაცემები თქვენი Facebook კონფიდენციალურობის პარამეტრებიში.