ონლაინ სესხები ერთ სივრცეში
კეთილი იყოს შენი მობრძანება Financer.com-ზე! ჩვენ შევქმენით სესხების შედარების ყოვლისმომცველი პლატფორმა, სადაც თავმოყრილია საქართველოში არსებული ონლაინ სესხების უდიდესი ნაწილი.
ახლა უკვე შეგიძლია სრულიად უფასოდ და ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გარეშე შეადარო საქართველოს ბაზარზე არსებული ასობით კრედიტორი და ბანკი, შეადარო სესხების პირობები და იპოვო ყველაზე იაფი სესხი.
… Financer საქართველო
Financer.com მსოფლიოს მასშტაბით 40-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს, იგი საქართველოს ბაზარზე 3 წლის წინ გამოჩნდა.
ჩვენი პლატფორმა ყოველთვიურად 20 000-ზე მეტ ვიზიტორს ეხმარება ყველაზე იაფი სესხის მოძიებაში. იმედი გვაქვს, შენთვისაც ხელსაყრელი იქნება Financer-ის სერვისების გამოყენება.
** თითოეული სესხის პირობები ყოველთვიურად მოწმდება კრედიტორი კომპანიის ვებ-გვერდზე და ცვლილებების შემთხვევაში ახლდება Financer.com-ზეც.
ჩვენი გუნდის მიზანია, Financer.com იყოს საქართველოში ონლაინ სესხების შედარებისა და მიმოხილვის საუკეთესო პლატფორმა.
ჩვენი გუნდი მუშაობს ყოველდრიურად, რათა სესხებისა და კრედიტორების მონაცემები მუდმივად განვაახლოთ და პირობები შეესაბამებოდეს დღეს არსებულ მდგომარეობას. ამჟამად ჩვენი სესხების შედარების სისტემა მოიცავს 100-მდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ბანკს.
მხოლოდ 1 კლიკით, რეგისტრაციისა და პირადი მონაცემების შეყვანის გარეშე შეგიძლია იპოვო საქართველოს ბაზარზე ყველაზე პოპულარული ონლაინ სესხები (როგორც მიკროსაფინანსო, ასევე საბანკო სესხები).
სესხებისა და კრედიტორი კომპანიების მიმოხილვა არის სრულიად გამჭვირვალე და მიუკერძოებელი. ვცდილობთ, მაქსიმალურად ობიექტურად განვიხილოთ კრედიტორები და მათ მიერ შემოთავაზებული სერვისები; მიმოხილვები ეყრდნობა ჩვენი მომხმარებლებისგან მოპოვებულ ინფორმაციას ან საკუთარ გამოცდილებას.
გარდა ამ ყველაფრისა, Financer.com-ზე ძალიან დიდ ენერგიასა და რესურსს ვუთმობთ ჩვენი მკითხველის ფინანსურ განათლებას, ამისათვის გვაქვს ბლოგი – ფინანსური რჩევები და ფინანსური სიახლეები.
რატომ Financer.com?
რა ტიპის ონლაინ სესხები არსებობს?
საქართველოს ბაზარზე არსებული ონლაინ სესხები/online sesxebi ძირითადად მიზნობრიობითა და პირობებით განსხვავდება. მნიშვნელოვანია, რომ სესხის აღებამდე კარგად გაერკვე სესხების ტიპებში და ფლობდე დეტალურ ინფორმაციას მათი პირობების შესახებ. მიმოვიხილოთ თითოეული სესხის ტიპი დეტალურად.
სწრაფი სესხი
სწრაფი სესხი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტიპის სესხი საქართველოში. მისი მთავარი მახასიათებელი სისწრაფე და მარტივად ხელმისაწვდომობაა.
სწრაფი სესხის აღება ხდება ონლაინ და აპლიკაციის შევსებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.
სწრაფი სესხი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სწრაფად სჭირდება თანხა და ვინც თანახმაა, თანხა მიიღოს ახლა, ხოლო შედარებით მაღალი საპროცენტო ხარჯი გადაიხადოს მოგვიანებით.
სწრაფი სესხის მოცულობა: 100 – 5 000 ლარამდე
სწრაფი სესხის ვადა: 3 – 48 თვემდე
ეფექტური საპროცენტო განიკვეთი: 18.5%-დან
არ მოითხოვება უზრუნველყოფა
როგორია სწრაფი სესხის ზოგადი პირობები?
სწრაფი სესხი არ საჭიროებს უზრუნველყოფას, სწორედ ეს წარმოადგენს მის უმნიშვნელოვანეს უპორატესობას.
სწრაფი სესხების აღების მიზანი შეუზღუდავია, არავინ შეგეკითხება რა მიზნით აპირებ აღებული თანხის გამოყენებას, სწრაფი სესხი ნამდვილად ამართლებს თავის სახელს!
- ისესხეთ თანხა 100 – 25000 ლარამდე
- გამოწერეთ აპლიკაცია და ნახეთ თქვენი საკრედიტო ლიმიტი
- სესხის აღება 2 წუთში
- რეგისტაციას სჭირდება მოლოდ 2 წთ.
Space ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სწრაფი სესხია საქართველოში. ეს არის თიბისი ბანკის ონლაინ სესხი, რომელიც გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე. Financer.com რეკომენდაციას უწევს Space -ის სწრაფ სესხს.
სამომხმარებლო სესხი
სამომხმარებლო სესხი ონლაინ სესხის მსგავსია, რადგან მისი აღება ონლაინ, ინტერნეტით ხდება.
სამომხმარებლო სესხს ხშირად გრძელვადიან სესხს უწოდებენ და გულისხმობენ ონლაინ სესხს, რომელიც შედარებით დიდი მოცულობისაა და დაფარვის პერიოდიც უფრო გრძელვადიანია.
ეს ორი ტიპის სესხი იმდენად ჰგავს ერთმანეთს, რომ საკმაოდ რთულია განვასხვაოთ – როდის უნდა მივმართოთ სწრაფ სესხს და როდის სამომხმარებლო სესხს, ბოლო პერიოდში კი მათ შორის განსხვავება მინიმუმამდე შემცირდა.
გრძელვადიანი სესხის მოცულობა: 500 – 50 000 ლარამდე
გრძელვადიანი სესხის ვადა: 3 დან – 48 თვემდე
ეფექტური საპროცენტო განიკვეთი: 18.5%-დან
მოითხოვება თუ არა უზრუნველყოფა დამოკიდებულია სესხის მოცულობასა და კრედიტორი კომპანიის პირობებზე
როგორია სამომხმარებლო სესხის ზოგადი პირობები?
სამომხმარებლო სესხი არაუზრუნველყოფილი ტიპის სესხებს მიეკუთვნება, თუმცა შესაძლოა კრედიტორმა კომპანიამ / ბანკმა სესხის ვადისა და მოცულობიდან გამომდინარე უზრუნველყოფა მოითხოვოს.
- სესხი 100 დან – 50 000 ლარამდე
- სესხის განაცხადზე პასუხის მიღება უსწრაფესად
- მარტივი აპლიკაცია ონლაინ
- სესხის დამტკიცების მაღალი ალბათობა
ავტო სესხი
ავტო სესხი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სესხი, რომელიც ავტომობილის უზრუნველყოფით გაიცემა და ხასიათდება სესხის ყველაზე დიდი მოცულობით.
ასეთი ტიპის სესხის აღებისას მოითხოვება, უზრუნველყოფაში ჩაიდოს ის აქტივი, რომლის შესაძენადაც აიღე სესხი (ეს აქტივი, უმეტესად, ავტომობილია), ან მოხდეს უკვე არსებული აქტივით უზრუნველყოფა.
ავტო სესხის მოცულობა: 1 000 – 50 000 ლარამდე
ავტო სესხის ხანგძლივობა: 3 – 84 თვემდე
ეფექტური საპროცენტო განიკვეთი: 45%-მდე
როგორია სწრაფი ავტო სესხის ზოგადი პირობები?
- ინდივიდუალური მიდგომა
- სწრაფი და მარტივი მომსახურება
- მსოფლიოში 100 000-ზე მეტი ერთგული მომხმარებელი
- მეგობრული გარემო
იპოთეკური სესხი
იპოთეკური სესხი არის გრძელვადიანი სესხი, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზნობრიობა – უძრავი ქონების (ბინის/სახლის) შეძენა, აშენება ან გარემონტება.
იპოთეკური სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით და სესხის ამღები იხდის უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების გარკვეულ ნაწილს.
იპოთეკური სესხებს გასცემენ კომერციული ბანკები და იშვიათად გვხვდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხების ჩამონათვალში. იპოთეკური სესხების პირობები ინდივიდუალურად დგინდება ბანკების მხრიდან – კრედიტორის საკრედიტო ისტორიისა და შერჩეული უძრავი ქონების მიხედვით.
იპოთეკური სესხის მოცულობა: 3 000 – 500 000 ლარამდე
იპოთეკური სესხის ვადა: 6 – 240 თვემდე
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 12%-დან (საპროცენტო განაკვეთი დგინდება ინდივიდუალურად)
სესხის გაცემის საკომისიო: 0.4%-დან
უზრუნველყოფა: იპოთეკური სესხის აღებისას მოითხოვება უზრუნველყოფა – ბინის, უძრავი ქონების ან კომერციული ფართის სახით.
როგორია იპოთეკური სესხების ზოგადი პირობები?
- იპო – იპოთეკური სესხის გამარტივებული პროცედურა
- ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 15%-დან
- სესხი 22 წლის ასაკიდან
- იპოთეკური სესხი სარემონდოდ, ბინის შესაძენად ან ძველი სახლის ახლით შესაცვლელად
საკრედიტო ბარათი
საქართველოში საკრედიტო ბარათების აღება შესაძლებელია კომერციული ბანკებისგან. საკრედიტო ბარათი კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც თანხა სჭირდება და ზუსტად არ იცის, რა მოცულობით.
საქართველოს ბაზარზე არსებობს უამრავი ტიპის საკრედიტო ბარათი. არჩევანი იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რომ ძალიან რთულია აირჩიო ზუსტად რომელი ბარათი შეესაბამება შენს მოთხოვნებსა და სურვილებს.
საკრედიტო ბარათის აღებამდე გირჩევთ, წინასწარ შეადარო სხვადასხვა ბანკების საკრედიტო ბარათების პირობები და მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება.
მოქნილობა და სესხზე ხელმისაწვდომობის სიმარტივე – საკრედიტო ბარათით სარგებლობისას ბანკი წინასწარ გვიმტკიცებს გარკვეული მოცულობის სესხს (საკრედიტო ლიმიტს).
სესხის მოცულობის კონტროლი – საკრედიტო ბარათის მფლობელს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს გამოიყენოს მის საკრედიტო ბარათზე დამტკიცებული სესხი და ისესხოს იმ მოცულობით, რამდენიც სჭირდება – სრულად ან ნაწილობრივ
საკრედიტო ბარათის უპირატესობები
სესხები ნებისმიერი მოცულობით
იმისათვის, რომ გაგვემარტივებინა სასურველი მოცულობის სესხის მოძიების პროცესი, შევადგინეთ ცხრილი, სადაც თავმოყრილია სესხები ყველაზე გავრცელებული მოცულობით.
აირჩიე შენთვის სასურველი სესხის ოდენობა ქვემოთ მოცემულ ცხრილში და შეადარე სესხის შეთავაზებები რამდენიმე წუთში.
როგორ ხდება სესხის აპლიკაციის შევსება?
სანამ ონლაინ სესხზე განაცხადის შეტანას დაიწყებ, მნიშვნელოვანია დარწმუნდე, რომ გესმის სესხის აღებისა და აპლიკაციის შევსების პროცესი.
გაითვალისწინე, რომ როდესაც სესხს მოითხოვ, საკრედიტო კომპანია ვალდებულია შეამოწმოს შენი საკრედიტო ისტორია, გქონია თუ არა სესხი, როგორ დაფარე, გქონდა თუ არა ვადაგადაცილებები, გაქვს თუ არა მიმდინარე სესხები და ა.შ
პირადიბის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი
საბანკო ანგარიშის ნომერი, სადაც ჩაგერიცხება თანხა
შემოსავლები დამადასტურებელი დოკუმენტები (ამონაწერი); ასევე, დაგჭირდება აღწერო რა სახის და რა მოცულობის შემოსახლები გაქვს, შემოსავლის მიღების გზები
სესხის ონლაინ აპლიკაციის შევსებისას დაგჭირდება:
შენი საკრედიტო ისტორიის შესახებ ინფორმაციას კრედიტორი კომპანია და/ან ბანკი ნახულობს კრედიტ ინფო საქართველოს ბაზაში.
კრედიტ ინფო საქართველო ბანკებს, კრედიტორებსა და სალიზინგო კომპანიებს აწვდის საკრედიტო ინფორმაციას სესხის აღების მსურველი ინდივიდების შესახებ.
თუ უკვე რამდენჯერმე მიიღე უარი სესხის განაცხადებზე, ეს იმას ნიშნავს რომ კრედიტორები ეჭვქვეშ აყენებენ შენს გადახდისუნარიანობას და მათთვის მაღალი რისკია ფულის სესხება. ასეთ დროს, გირჩევთ, რომ მოძებნო ფინანსური პრობლემების გადაჭრის სხვა, ალტერნატიული გზები.
სესხის განაცხადზე უარყოფითი პასუხის მიღების ყველაზე გავრცელებული მიზეზები:
- დაუფარავი ვალდებულებები – როცა მიმიდნარე სესხები გიფიქსირდება
- ვადაგადაცილებები – როცა წარსულში სესხის დროულად დაფარვას ვერ ახერხებდი.
- შემოსავლის არ არსებობა – როცა კარგი საკრედიტო ისტორია გაქვს, თუმცა შემოსავალი არ გიფიქსირდება ან ვერ ადასტურებ შემოსავლების სტაბილურობას
თუ მსგავსი მიზეზის გამო შენც მიიღე უარი სესხის განაცხადზე, გირჩევთ, წაიკითხო Financer.com-ის რჩევები და აუცილებლად იპოვი გამოსავალს ფინანსური პრობლემებიდან თავის დასაღწევად – ყველა ფინანსური პრობლემიდან არსებობს გამოსავალი!
ონლაინ სესხის აღება შაბათ-კვირას
როგორც წესი, სესხები გაიცემა სამუშაო დღეებში – ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით, სამუშაო საათებში. უქმე დღეებში, ანუ შაბათ-კვირას ბანკები არ ამუშავებენ სესხების განაცხადებს, შესაბამისად, სესხის აღება შაბათ-კვირას იშვიათად გვხვდება.
რაც შეეხება მიკროსაფინანსო კომპანიებს, როგორც წესი, მიკროსაფინანსო კომპანიებშიც სამუშაო დღეებში მიმდინარეობს სესხების განხილვა და გაცემა; თუმცა, არსებობენ კომპანიები, რომლებიც შაბათს დღის პირველ ნახევარში მოგემსახურებიან ონლაინ სესხის საჭიროების დროს.
სესხი სწრაფად ჩამერიცხება?
ზოგადად, სესხის დამტკიცებისა და ჩარიცხვის სისწრაფე დამოკიდებულია შენი და კრედიტორი კომპანიის საბანკო ანგარიშებზე, თუ შენ და კრედიტორ კომპანიას მიმდინარე ანგარიში გახსნილი გაქვთ ერთსა და იმავე ბანკში, აღებული სესხის თანხა შენს ანგარიშზე მალევე, სესხის დამტკიცებიდან მაქსიმუმ 3 წთ-ში.
ამიტომ, სესხის აღებისას მიაქციე ყურადღება გაქვთ თუ არა შენ და კრედიტორ კომპანიას ერთი და იმავე ბანკის მიმდინარე ანგარიში, ასევე დააკვირდი, კვირის რომელ დღეს ავსებ სესხის განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საკმაოდ უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდე, რადგან ვერ შეძლო დამტკიცებული სესხის თანხის მიღება მაშინ, როცა თანხა ასე სასწრაფოდ გჭირდება.
როგორ მოვძებნო საუკეთესო სესხი?
კრედიტის აღება არის კარგი გამოსავალი, თუ გჭირდებათ აუცილებელი ხარჯების დაფარვა, როგორიცაა, მაგალითად, ბინის ან მანქანის შეკეთება, სწავლის დაფინანსება ან ნებისმიერი სამედიცინო საჭიროება.
იცოდე რომ..
სესხები არ არის განკუთვნილი მათთვის, ვისაც არ აქვს საკმარისი შემოსავალი სესხის ვალდებულების და მასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად – სესხები განკუთვნილია მათთვის, ვისაც ამჟამად არ აქვს საკმარისი თანხა საკუთარი მიზნისთვის და ურჩევნია, ყოველთვიური შემოსავლებიდან გადადოს თანხა სესხის ხარჯებისთვის.
მნიშვნელოვანია, აირჩიო ის სესხი, რომელიც შეესაბამება შენს შემოსავალესა და ხარჯებს, ეს იქნება გონივრული გადაწყვეტილება, რომელიც დაგეხმარება განავითარო შენი ცხოვრება და არ აღმოჩნდე ვალდებულებების მორევში.
სესხის სამყაროში ორიენტაცია და სასურველი სესხის არჩევა საკმაოდ რთულია. იმისათვის, რომ მარტივად იპოვო შენთვის ოპტიმალური სესხი, გაეცანი დეტალურ ინფორმაციას თითოეული სესხის შესახებ, შეადარე სესხების პირობები და ხარჯები.
და ბოლოს..
სხვადასხვა სწრაფი სესხების საპროცენტო განაკვეთებსა და ხარჯებს შორის განსხვავებამ, საბოლოო ჯამში, შეიძლება, ასობით ლარი შეადგენოს. გიღირს რამდენიმე ასეული ლარის დაკარგვა მხოლოდ იმიტომ, რომ არ შეადარე ერთმანეთს ონლაინ სესხის პირობები?
სწორედ ამიტომ, ჩვენ Financer.com-ზე სესხებისა და სხვა ფინანსური პროდუქტების შედარების სისტემა გავხადეთ მაქსიმალურად მარტივი და ყველასთვის გასაგები.