Page Icon

შეადარე და იპოვე ავტო სესხი ყველაზე ხელსაყრელი პირობებით

Financer.com-ზე დაგეხმარება, შეადარო ავტო სესხები და იპოვო ყველაზე იაფი სესხი ავტომობილის დასაფინანსებლად. ამ გვერდზე შეგიძლია:

  • ერთ სივრცეში ნახო ავტო სესხის კრედიტორები
  • სრულიად უფასოდ შეადარო ავტო სესხების პირობები
  • აიღო სესხი შერჩეული კრედიტორისგან
Page Icon

ავტო სესხი

რეკომენდირებულიარჩეული 14777 ჯერ
  • დაფინანსება ავტომობილის ღირებულების 100%-მდე
  • ლიზინგი 100 000 ლარამდე
4.3
წაიკითხე 26 შეფასებები

Mogo არის ონლაინ ავტო ლიზინგისა და უკულიზინგის ყველაზე პოპულარული პლატფორმა საქართველოში

არჩეული 14729 ჯერ
  • 100 000 ლარამდე თანხა 30 წუთში
  • 4 თვიანი საშეღავათო პერიოდი
  • გაცემის საკომისიო და გირავნობის ხარჯი - 0
  • ეფექტური წლიური 50%
4.5
წაიკითხე 28 შეფასებები
არჩეული 4460 ჯერ
  • თანხა - 2000-დან 30000 ლარამდე
  • ვადა - 72 თვემდე
  • საშეღავათო პერიოდი - 6 თვემდე
  • სესხის მიღების შესაძლებლობა ნებისმიერი სახის შემოსავლის გათვალისწინებით, თანამონაწილეობის გარეშე
4.3
წაიკითხე 17 შეფასებები

ყურადღება!

ეს არის ფინანსური პროდუქტების რეკლამა. ნებისმიერი ფინანსური სერვისის გამოყენებამდე, კარგად დაფიქრდი გადაწყვეტილებაზე, წაიკითხე ხელშეკრულების პირობები და გაიარე კონსულტაცია ექსპერტებთან!

როგორ შევადარო ავტო სესხები Financer.com-ზე?

როგორ შევადარო ავტო სესხები Financer.com-ზე?
1
ნახე ავტო სესხების ჩამონათვალი

ამ გვერდის თავში მოცემულია ავტო სესხების შემოთავაზებები, მოიცავს სანდრო კრედიტორების ავტო სესხებს

2
შეადარე ავტო სესხების პირობები

ნახე ავტო სესხების მოცულობა, ვადა, საპროცენტო განაკვეთი და ზოგადი პირობები

3
აირჩიე შემოთავაზება

აირჩიე შენთვის ყველაზე ხელსაყრელი ავტო სესხი

4
დაასრულე აპლიკაცია

დააკლიკე და გადადი შენ მიერ არჩეულ სესხზე & დაასრულე ავტო სესხის აღება

Financer.com მედიაში:

financer-georgia-on-forbes
financer-georgia-on-marketer
financer-georgia-on-commersant-ge
financer-on-anbebi-ge
financer-georgia-on-ambebi-ge
financer-georgia-on-itv

რა არის ავტო სესხი?

ავტო სესხი ახალი ან მეორადი ავტომობილის შეძენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა. თუ ვერ ახერხებ სასურველი ავტომობილის ერთიანად დაფინანსებას და სესხის აღებას გადაწყვეტ, ამ დროს ავტო სესხი საუკეთესო გამოსავალია.

ავტო სესხის არის მიზნობრივი სესხი და გამოიყენება მხოლოდ ავტომობილის შეძენისას. გარდა ამისა, სესხი უზრუნველყოფილია შენ მიერ შეძენილი ავტომობილით.

ავტო სესხის აღება შემდეგნაირად ხდება: იღებ სესხს, ხოლო ავტომობილი რჩება უზრუნველყოფაში თანხის სრულ დაფარვამდე და მასზე ვრცელდება გირავნობა. თუ მოხდა ისე, რომ ვერ დაფარე ვალდებულება, მხოლოდ ამის შემდეგ გადადის საკუთრება ავტო სესხის გამცემ კომპანიაზე.

რატომ უნდა შეადარო ავტო სესხები Financer.com-ზე?

შედარება არის სრულიად უფასო
შედარება არის სრულიად უფასო
ერთ სივრცეშია თავმოყრილი ყველა ავტო სესხი
ერთ სივრცეშია თავმოყრილი ყველა ავტო სესხი
შეგიძლია გაეცნო სხვა მომხმარებლების კომენტარებს
შეგიძლია გაეცნო სხვა მომხმარებლების კომენტარებს
შედარების შედეგად იპოვი ყველაზე იაფ ავტო სესხს
შედარების შედეგად იპოვი ყველაზე იაფ ავტო სესხს

ავტო სესხის უპირატესობები

ავტო სესხით შეგიძლია ავტომობილის დაფინანსება
ავტო სესხით შეგიძლია ავტომობილის დაფინანსება
საპროცენტო განაკვეთი სხვა ტიპის სესხებთან შედარებით დაბალია
საპროცენტო განაკვეთი სხვა ტიპის სესხებთან შედარებით დაბალია
შეგიძლია ავტო სესხი აიღო ონლაინ, მარტივი პროცედურების გავლით
შეგიძლია ავტო სესხი აიღო ონლაინ, მარტივი პროცედურების გავლით

იპოვე შენი ავტო სესხი Financer.com-ზე

Financer.com დაგეხმარება შეადარო ავტო სესხები და იპოვო საქართველოს ბაზარზე არსებული ავტო სესხი ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით.

ჩვენ ვეძებთ ავტო სესხის, ავტო ლომბარდისა და ავტო ლიზინგის გამცემ კომპანიებს, რომლებიც გვთავაზობენ სრულ გამჭვირვალობას, ჰყავთ კმაყოფილი მომხმარებლები და წარმატებით ოპერირებენ საქართველოს საკრედიტო ბაზარზე.

იმისთვის, რომ იხილო სესხების პირობების უახლესი ინფორმაცია, ვებ-გვერდზე მოცემული მონაცემები მუდმივად ახლდება.

გაეცანი ავტო სესხების შესახებ დამატებით ინფორმაციას

რა არის ავტო ლიზინგის ძირითადი უპირატესობები?
  • ავტო ლიზინგით სარგებლობისას არ მოითხოვება საკუთარი ქონებით უზრუნველყოფა.
  • ლიზინგით აღებული ავტომობილი არის სალიზინგო კომპანიის საკუთრებაში, შესაბამისად, თუ ვეღარ შეძლებ ყოველთვიური პროცენტისა და ძირი თანხის დაფარვას, ავტომობილი უბრუნდება კომპანიას და არ დგები ქონების დაკარვის რისკის წინაშე.
  • ავტო ლიზინგის გაფორმება მარტივი და სწრაფი პროცედურაა, სალიზინგო კომპანიებს იმდენად გამარტივებული პროცესები აქვთ, რომ არ გიწევს უამრავი დოკუმენტის წარდგენა და რამდენიმე კვირის ლოდინი.
  • ავტო დაზღვევა – ლიზინგით აღებული ავტომობილი დაზღვეულია, დაზღვევის თანხას კი სალიზინგო კომპანია იხდის. შესაბამისად, სარგებლობ მანქანით, რომელზეც მოქმედებს დაზღვევა, არ ნერვიულობ სადაზღვევო ხარჯებსა და ზედმეტ დანახარჯებზე.
  • ავტომობილის გამოსყიდვა ნებისმიერ დროს – ლიზინგით სარგებლობის დროს თუ დადგა მომენტი, რომ შეგიძლია სრულად გამოისყიდო ავტომობილი, ნებისმიერ დროს შეგიძლია დაფარო ყველა გადასახადი და შენს საკუთრებაში გადმოიფორმო ავტომობილი.
როგორია ავტო ლიზინგის ძირითადი პირობები?
  • ავტო ლიზინგის მოცულობა – 50 000 ლარამდე
  • ვალუტა – დოლარი, ლარი და ევრო
  • ავტო ლიზინგის ვადა: 3 – 60 თვე
  • თანამონაწილეობა – 0% -10%
  • საშეღავათო პერიოდი – ინვიდივუალურია და განსხვავდება სალიზინგო კომპანიების მიხედვით
რა არის ავტო სესხის ძირითადი უპირატესობები?
  • უზრუნველყოფილი ავტო სესხის თანხა შეადგენს ავტომობილის საერთო ღირებულების მაქსიმუმ 90% -ს; როგორც წესი, უზრუნველყოფით გაცემული ავტო სესხის ვადა 5 წლამდეა
  • უზრუნველყოფილი ავტო სესხის საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია უზრუნველყოფაში ჩადებული მანქანის ლიკვიდურობაზე (ანუ რამდენად მარტივია ავტომობილის გაყიდვა), ასაკზე, გარბენზე და მანქანის ზოგად მდგომარეობაზე. მაგალითად, საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალია ძველი ავტო მანქანის შემთხვევაში, და პირიქით.
  • სესხით სარგებლობის დროს ავტომობილი არის შენს საკუთრებაში და გაქვს მართვის უფლება
როგორ განისაზღვრება ავტომობილის ღირებულება ავტო სესხის აღებისას?
ავტომობილის ღირებულება განისაზღვრება კომპანიის მიერ შეფასების საფუძველზე, შეფასება კი ხდება ავტო სესხის გამცემი კომპანიის წარმომადგენლისგან ან მოწვეული სპეციალისტების მიერ და არის უფასო. ** თუ ავტო სესხის აღებას გადაწყვეტ გაითვალისწინე, რომ კრედიტორ კომპანიას ავტო სესხით შესაძენი ავტომობილის მიმართ აქვს საკუთარი წინასწარ დადგენილი მოთხოვნები და კრიტერიუმები (მაგ. ავტომობილის ასაკი, ზოგადი მდგომარეობა). ამ მოთხოვნების მიხედვითაც წვეტს – აიყვანოს თუ არა კონკრეტული ავტომობილი სესხის უზრუნველყოფაში. შესაბამისად, ავტო სესხის აღებამდე კარგად გაეცანი სესხების პირობებს.
როგორია ავტო სესხის ზოგადი პირობები?
  • სესხის მიზნობრიობა – ავტომობილის შეძენა
  • ავტო სესხის მოცულობა – 200 000 ლარამდე
  • ავტო სესხის ვადა – 120 თვემდე
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 21%-დან (ლარში)
  • სესხის გაცემის საკომისიო – 1% (მინ 50ლ)
  • თანამონაწილეობა – 0%-დან
  • სესხის უზრუნველყოფა – შესაძენი ავტომობილი
რა არის საჭირო ავტო სესხის ასაღებად?
ავტო სესხის ასაღებად საჭიროა:
  • გქონდეს შემოსავალი და შეძლო მისი დადასტურება (კრედიტორების უმეტესობა ავტო სესხებს გასცემს ისეთ პირზე, რომელსაც უფიქსირდება სტაბილური შემოსავალი, თუმცა ბარაზე გვხვდება ისეთი ავტო სესხის შემოთავაზებაც, სადაც სესხი მტკიცდება ნებისმიერი სახის შემოსავლის გათვალისწინებით – კრედო ბანკის ავტო სესხი)
  • დამაკმაყოფილებელი საკრედიტო ისტორია
  • თანამონაწილეობა.. თუმცა, აქვე აღვნიშნოთ, რომ არსებობს არაერთი ავტო სესხის შემოთავაზება, სადაც არ მოითხოვება უზრუნველყოფა და 0%-ია.
  • იყო ავტო სესხის ასაღებად დაშვებული წლოვანების: 21 დან – 70 წლამდე ასაკის
როგორია ავტო ლომბარდის აღების პროცედურა?
პროდუქტით სარგებლობა შესაძლებელია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და საფინანსო კომპანიებში. განაცხადის შევსება ხდება, როგორც ფილიალში, ასევე ინტერნეტით, ონლაინ რეჟიმში. სესხის თანხის მიღების დრო დაახლოებით ერთი საათია. მომსახურებით სარგებლობისთვის მინიმალური საბუთებია საჭირო: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.
რა არის ავტო ლომბარდის უპირატესობები?
  • სესხის ლიმიტი – კომპანიები მანქანის ღირებულების 100%-მდე თანხას გასცემენ სესხად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ შედარებით დიდი მოცულობით გჭირდება ფული, თამამად შეგიძლია მიმართო აღნიშნულ სერვისს.
  • სწრაფი მომსახურება – თუ სხვა ტიპის სესხების მისაღებად მოითხოვება დოკუმენტების შეგროვება, კომპანიაში ვიზიტი და ლოდინი სესხის თანხის მისაღებად, ავტო ლომბარდი ამ მხრივ უფრო სწრაფი და მოქნილია. საკმარისია მხოლოდ პირადობის მოწმობა და ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.
  • მანქანის ტარების უფლება – მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილზე ვრცელდება გირავნობა, შეგიძლია განაგრძო მისი მართვა, ხოლო ვალდებულების დაფარვის შემდეგ გამოისყიდო.
რა უნდა გაივთვალისწინო ავტო ლომბარდით სარგებლობისას?
  • დამატებითი ხარჯები – დააზუსტე დამატებითი ხარჯების შესახებ. შესაძლოა კრედიტორი ითხოვდეს მანქანის დაზღვევას, გაიგე თუ ვინ გადაიხდის აღნიშნულ თანხას.
  • საპროცენტო განაკვეთი – სანამ რომელიმე კომპანიის მომსახურებით ისარგებლებთ, გაარკვიე საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, რადგან სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული თუ რა თანხის გადახდა დაგჭირდებათ.
  • გადახდის შესაძლებლობა – გამოითვალე რამდენის გადახდა მოგიწევს ყოველთვიურად. მთლიან შემოსავალს გამოაკელი აუცილებელი ხარჯები და დაფიქრდი, რამდენად შეძლებ დარჩენილი თანხით სესხის გადახდას
**გახსოვდეს, რომ ავტო ლომბარდით სარგებლობისას გირაოში დებ ავტომობილს. შესაბამისად, თუკი ვალდებულების დაფარვას ვერ შეძლებ, ავტომობილის დაკარგვის წინაშე დადგები. ამიტომ, ავტო ლომბარდით სარგებლობამდე მომსახურების პირობების დეტალურად გაცნობა და გათვალისწინება თავიდან აგარიდებს არასასურველ შედეგებს.
ავტომობილის დაფინანსების რა ალტერნატიული წყაროები არსებობს?
თუ აპირებ შედარებით ძველი ავტომობილის შეძენას და მცირე მოცულობის სესხი გჭირდება, შეგიძლია განიხილო სამომხმარებლო სესხი. სამომხმარებლო სესხის უპირატესობა იქნება ის, რომ ავტო სესხისგან განსხვავდებით არ დაგჭირდება სესხის ავტომობილით უზრუნველყოფა. სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში არ ხარ შეზღუდული – რა მიზნით გამოიყენებ აღებულ თანხას, ანუ არ კონტროლდება სესხის მიზნობრიობ. შესაბამისად, ნებისმიერი ავტომობილის, ნებისმიერი მომწოდებლისგან შეძენა ბევრად მარტივია. სამომხმარებლო სესხის აღებისას არ მოგიწევს კრედიტორ კომპანიას შეუთანხმდე მანქანის ტიპზე, წლოვანებასა და სხვა მახასიათებლებზე. შეგიძლია აირჩიო ნებისმიერი ავტომობილი – როგორც კერძო პირისგან, ასევე ავტო დილერისგან.
როგორ ხდება ავტო სესხის აღება ცუდი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში?
თუ მიმდინარე სესხებზე გიფიქსირდება ვადაგადაცილებები, ან ამჟამად აღარ გაქვს მიმდინარე ვალდებულება, თუმცა წინა სესხების დაფარვა შეფერხებებით მიმდინარეობდა, მაშინ დაბალი საკრედიტო რეიტინგის გამო საკმაოდ რთული იქნება ახალი სესხის აღება.თუმცა, როგორ უნდა მოიქცე თუ ავტომობილის შეძენა მაინც გჭირდება?ასეთ სიტუაციაში მაინც არსებობს იმედი, რომ ავტო სესხის აღებას შეძლებ. უზრუნველყოფილი ავტო სესხის აღება თითქმის ყოველთვის შესაძლებელია წინა სესხებთან დაკავშირებული გადახდების შეფერხების მიუხედავად, რადგან სესხი დაცულია და უზრუნველყოფილია ავტომობილით, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სესხს არ გადაიხდი, კრედიტორი უბრალოდ შენს მანქანას დაიტოვებს საკუთრებაში.

7 საუკეთესო ბლოგი ფინანსური განათლების მისაღებად

საქართველოში ფინანსური განათლება უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ჩვენი ვებ-გვერდის ვიზიტორებზე დაკვირვებით დავინახეთ ტენდენცია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება პირადი ფინანსების საკითხებით, უფრო მეტს ფიქრობენ

მეტი პოსტის ნახვა

როგორ მოვიქცეთ თუ ვერ ვიხდით სესხს?

მიმდინარე ვალდებულებები და ფინანსური პრობლემები საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის უცხო არ არის, ამიტომ მოდი ამ ბლოგის დასაწყისშივე ავღნიშნოთ, რომ ამაში უხერხული და სასირცხვილო არაფერია. მსოფლიოს ბანკის ...

ნახე მეტი რჩევა

რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი? 

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის პროცენტული სახით გამოხატული სესხის რეალური ღირებულება. სესხების შედარებისას პირველი რასაც უნდა დავაკვირდეთ არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რადგან სწორედ ეს მაჩვენებელი ითვალისწინებს ...

ნახე მეტი 'Wiki'
avto lizingi da avto sesxi

ავტო ლიზინგი ავტომობილის დასაფინანსებლად

2021 წელს ავტომობილის ყოლა აღარ არის ფუფუნება. Covid-19-ის პანდემიის შედეგად გამოწვეული ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვების შემდეგ ცხადად დავინახეთ, რომ დღევანდელ რეალობაში საკუთარი მანქანა საჭირო და აუცილებელია.

ბოლო რამდენიმე თვეა განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა ავტო ლიზინგზე და ავტომობილის დაფინანსების სხვადასხვა წყაროებზე, თუმცა, საქართველოს ბაზრაზე მარავალი სალიზინგო კომპანია თუ ბანკი გვთავაზობს ავტო ლიზინგსა და ავტო სესხებს.

ყველაზე იაფი ავტო ლიზინგი?

Financer.com-ზე გავამარტივეთ ყველაზე იაფი ავტო ლიზინგისა და ავტო სესხების მოძიების პროცესი, შევქმენით ავტო ლიზინგისა და ავტო სესხის შემოთავაზებების ერთიანი ბაზა, სადაც შეგიძლია შეადარო თითოეული პროდუქტის პირობები ყოველგვარი რეგისტრაციისა და ბარიერების გარეშე.

სწორად მიხვდი! აღარ გიწევს უამრავ სხვადასხვა ვებ-გვერდზე ავტო ლიზინგის პირობების სათითაოდ ძებნა, financer.com საშუალებას გაძლევს, ერთ გვერდზე, ერთ სივრცეში შეადარო ავტო სესხებისა და ავტო ლიზინგის პირობები ერთმანეთს და აირჩიო შენთვის საუკეთესო შემოთავაზება.

ავტო ლიზინგი, ავტო სესხი & ავტო ლომბარდი

ავტო ლიზინგი და ავტო სესხი ავტომობილის დაფინანსების ძირითადი წყაროებია. ძალიან ბევრს ავტო სესხი და ავტო ლიზინგი ერთი და იგივე პროდუქტი ჰგონია, თუმცა ცხადია ასე არ არის.

მოდი, მარტივ და ყველასთვის გასაგებ ენაზე ავხსნათ, რა არის ავტო ლიზინგი და რა განსხვავებს მას ავტო სესხისგან.

რა არის ავტო ლიზინგი?

ავტო ლიზინგი არის ავტომობილის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო, რომელიც ჰგავს ავტომობილის დიდი ხნით ‘ქირაობას’. ავტო ლიზინგის დროს სალიზინგო კომპანიასთან შეთანხმების შედეგად ირჩევ შენთვის სასურველ ავტომობილს და სალიზინგო კომპანია შენთვის ყიდულობს მას.

ლიზინგით შეძენის შემდეგ ავტომობილი იურიდიულად არის სალიზინგო კომპანიის საკუთრებაში, თუმცა ავტომობილს მოიხმარ შენ და კომპანიას უხდი ყოველთვიურ გადასახადს – ძირ თანხას და პროცენტს, სესხის მსგავსად.

ავტომობილი შენს საკუთრებაში გადმოდის მას შემდეგ, რაც სრულიად დაფარავ ვალდებულებას.

** გაითვალისწინე, ავტომობილის ლიზინგით შეძენისას სალიზინგო კომპანია ითხოვს, რომ მანქანის საბაზრო ღირებულება და ზოგადი მდგომარეობა უნდა აკმაყოფილებდეს კომპანიის სტანდარტებს. როგორც წესი, არ ფინანსდება სპორტული ავტომობილები და ავტომობილი უნდა იყოს ლიკვიდური – ანუ მარტივად გაყიდვადი.

ავტო ლიზინგის ზოგადი პირობები:

  • ავტო ლიზინგის მოცულობა – 50 000 ლარამდე
  • ვალუტა – დოლარი, ლარი და ევრო
  • ავტო ლიზინგის ვადა: 3 – 60 თვე
  • თანამონაწილეობა – 0% -10%
  • საშეღავათო პერიოდი – ინვიდივუალურია და განსხვავდება სალიზინგო კომპანიების მიხედვით

ავტო ლიზინგი ხელსაყრელი პირობებით

არჩეულია 14, 777 -ჯერ
  • ავტო ლიზინგი 90%-მდე დაფინანსებით
  • თანხა 30 000 ლარამდე
  • სწრაფი განხილივის სისტემა 24/7
  • ხელმისაწვდომია 21 წლის ასაკიდან
4.3
წაიკითხე 26 შეფასება

Mogo არის ონლაინ ავტო ლიზინგისა და უკულიზინგის ყველაზე პოპულარული პლატფორმა საქართველოში

რა არის ავტო სესხი?

ავტო სესხი უზრუნველყოფილი ტიპის სესხია, რომლის ძირითადი მიზნობრიობა ავტომობილის შეძენაა.

ავტო ლიზინგისგან განსვხავებით ავტო სესხები გაძლევს საშუალებას, ავტომობილს ფლობდე შეძენის დღიდანვე და იყო მისი მესაკუთრე სესხის სრულად დაფარვამდე.

უზრუნველყოფილი ავტო სესხის გაცემა შემდეგნაირად ხდება: თქვენ იღებთ სესხს, ხოლო ავტომობილი რჩება უზრუნველყოფაში – თანხის სრულ დაფარვამდე მასზე ვრცელდება გირავნობა. თუ მოხდა ისე, რომ ვერ დაფარე ვალდებულება, მხოლოდ ამის შემდეგ გადადის საკუთრება კრედიტორ კომპანიაზე.

ავტომობილის ღირებულება განისაზღვრება კომპანიის მიერ შეფასების საფუძველზე, შეფასება კი ხდება ავტო სესხის გამცემი კომპანიის წარმომადგენლისგან ან მოწვეული სპეციალისტების მიერ. როგორც წესი, ეს პროცედურა არის უფასო.

თუ ავტო სესხის აღებას გადაწყვეტ გაითვალისწინე, რომ კრედიტორ კომპანიას ავტო სესხით შესაძენი ავტომობილის მიმართ აქვს საკუთარი წინასწარ დადგენილი მოთხოვნები და კრიტერიუმები  (მაგ. ავტომობილის ასაკი, ზოგადი მდგომარეობა). ამ მოთხოვნების მიხედვითაც წვეტს – აიყვანოს თუ არა კონკრეტული ავტომობილი სესხის უზრუნველყოფაში. შესაბამისად, ავტო სესხის აღებამდე კარგად გაეცანი სესხების პირობებს.

ავტო სესხის ზოგადი პირობები:

  • სესხის მიზნობრიობა – ავტომობილის შეძენა
  • ავტო სესხის მოცულობა – 200 000 ლარამდე
  • ავტო სესხის ვადა – 120 თვემდე
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 21%-დან (ლარში)
  • სესხის გაცემის საკომისიო – 1% (მინ 50ლ)
  • თანამონაწილეობა – 0%-დან
  • სესხის უზრუნველყოფა – შესაძენი ავტომობილი

ყველაზე პოპულარული ავტო სესხი

არჩეულია 14, 729 -ჯერ
  • ავტო სესხი 100 000 ლარამდე
  • გაცემის საკომისიო 0%
  • 4 თვიანი საშეღავათო პერიოდი
  • საჩუქარი! 200 ლარიანი სადაზღვევო ვაუჩერი
4.5
წაიკითხე 28 შეფასება

რა არის საჭირო ავტო სესხის ასაღებად?

საქართველოს ავტო სესხების ბაზარი მრავალფეროვანია, თითოეული ავტო სესხის ავტო კომპანია ინდივიდუალურ პირობბეს გვთავაზოვს თუმცა, სახელმწიოს მიერ დაწესებული რეგულაციების გამო სესხების პირობები მეტნაკლებად მსგავსია. გამოვყოთ ძირითადი მოთხოვნები ავტო–სესხის მისაღებად.

    ავტო სესხის ასაღებად საჭიროა:

  • გქონდეს შემოსავალი და შეძლო მისი დადასტურება (კრედიტორების უმეტესობა ავტო სესხებს გასცემს ისეთ პირზე, რომელსაც უფიქსირდება სტაბილური შემოსავალი, თუმცა ბარაზე გვხვდება ისეთი ავტო სესხის შემოთავაზებაც, სადაც სესხი მტკიცდება ნებისმიერი სახის შემოსავლის გათვალისწინებით – კრედო ბანკის ავტო სესხი)

  • დამაკმაყოფილებელი საკრედიტო ისტორია

  • თანამონაწილეობა.. თუმცა, აქვე აღვნიშნოთ, რომ არსებობს არაერთი ავტო სესხის შემოთავაზება, სადაც არ მოითხოვება უზრუნველყოფა და 0%-ია.

  • იყო ავტო სესხის ასაღებად დაშვებული წლოვანების: 21 დან – 70 წლამდე ასაკის

რა არის ავტო ლომბარდი?

თუ დამატებითი ფინანსური დახმარება გჭირდება და გყავს ავტომობილი, შეგიძლია ავტო ლომბარდით სარგებლობა. ავტო ლომბარდი არის სესხი, რომელიც უზრუნველყოფილია ავტომობილით.

ავტო ლომბარდით სარგებლობისთვის აუცილებელია მანქანის დაგირავება. ავტომობილი იურიდიულად რჩება შენს საკუთრებაში, თუმცა კრედიტორი კომპანია ტვირთავს მას გირავნობით.

როგორია ავტო ლომბარდის აღების პროცედურა?

პროდუქტით სარგებლობა შესაძლებელია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და საფინანსო კომპანიებში. განაცხადის შევსება ხდება, როგორც ფილიალში, ასევე ინტერნეტით, ონლაინ რეჟიმში.

სესხის თანხის მიღების დრო დაახლოებით ერთი საათია. მომსახურებით სარგებლობისთვის მინიმალური საბუთებია საჭირო: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.

** გახსოვდეს, რომ ავტო ლომბარდით სარგებლობისას გირაოში დებ ავტომობილს. შესაბამისად, თუკი ვალდებულების დაფარვას ვერ შეძლებ, ავტომობილის დაკარგვის წინაშე დადგები. ამიტომ, ავტო ლომბარდით სარგებლობამდე მომსახურების პირობების დეტალურად გაცნობა და გათვალისწინება თავიდან აგარიდებს არასასურველ შედეგებს.

რა უნდა გაითვალისწინო ავტო ლომბარდით სარგებლობისას:

  • დამატებითი ხარჯები – დააზუსტე დამატებითი ხარჯების შესახებ. შესაძლოა კრედიტორი ითხოვდეს მანქანის დაზღვევას, გაიგე თუ ვინ გადაიხდის აღნიშნულ თანხას.
  • საპროცენტო განაკვეთი – სანამ რომელიმე კომპანიის მომსახურებით ისარგებლებთ, გაარკვიე საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, რადგან სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული თუ რა თანხის გადახდა დაგჭირდებათ.
  • გადახდის შესაძლებლობა – გამოითვალე რამდენის გადახდა მოგიწევს ყოველთვიურად. მთლიან შემოსავალს გამოაკელი აუცილებელი ხარჯები და დაფიქრდი, რამდენად შეძლებ დარჩენილი თანხით სესხის გადახდას.

ავტომობილის დაფინანსების ალტერნატიული წყაროები

თუ აპირებ შედარებით ძველი ავტომობილის შეძენას და მცირე მოცულობის სესხი გჭირდება, შეგიძლია განიხილო სამომხმარებლო სესხი. სამომხმარებლო სესხის უპირატესობა იქნება ის, რომ ავტო სესხისგან განსხვავდებით არ დაგჭირდება სესხის ავტომობილით უზრუნველყოფა.

სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში არ ხარ შეზღუდული – რა მიზნით გამოიყენებ აღებულ თანხას, ანუ არ კონტროლდება სესხის მიზნობრიობ. შესაბამისად, ნებისმიერი ავტომობილის, ნებისმიერი მომწოდებლისგან შეძენა ბევრად მარტივია.

სამომხმარებლო სესხის აღებისას არ მოგიწევს კრედიტორ კომპანიას შეუთანხმდე მანქანის ტიპზე, წლოვანებასა და სხვა მახასიათებლებზე. შეგიძლია აირჩიო ნებისმიერი ავტომობილი – როგორც კერძო პირისგან, ასევე ავტო დილერისგან.

ავტო სესხის აღება ცუდი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში:

თუ მიმდინარე სესხებზე გიფიქსირდება ვადაგადაცილებები, ან ამჟამად აღარ გაქვს მიმდინარე ვალდებულება, თუმცა წინა სესხების დაფარვა შეფერხებებით მიმდინარეობდა, მაშინ დაბალი საკრედიტო რეიტინგის გამო საკმაოდ რთული იქნება ახალი სესხის აღება.

თუმცა, როგორ უნდა მოიქცე თუ ავტომობილის შეძენა მაინც გჭირდება?

ასეთ სიტუაციაში მაინც არსებობს იმედი, რომ ავტო სესხის აღებას შეძლებ. უზრუნველყოფილი ავტო სესხის აღება თითქმის ყოველთვის შესაძლებელია წინა სესხებთან დაკავშირებული გადახდების შეფერხების მიუხედავად, რადგან სესხი დაცულია და უზრუნველყოფილია ავტომობილით, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სესხს არ გადაიხდი, კრედიტორი უბრალოდ შენს მანქანას დაიტოვებს საკუთრებაში.

გახსოვდეს!

თუ წინა სესხების დაფარვასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვს, მხოლოდ კარგად გააზრებისა და დაფიქრების შემდეგ უნდა მიიღო სესხის აღების გადაწყვეტილება!

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ავტომობილი საკმაოდ ძვირადღირებული შენაძენია და ავტო სესხის დაფარვის ვადა საკმაოდ დიდია, ხშირად რამდენიმეწლიანიც კი, ამიტომ ავტო სესხის აღებამდე კარგად დარწმუნდი, რომ გაქვს საკმარისი შემოსავლები!

სალომე არის Financer Georgia-ს რედაქტორი, პირადი ფინანსების კონსულტანტი და FinTech-ის გულშემატკივარი 5 წლიანი გამოცდილებით. სალომე უკვე 70-მდე სტატიის ავტორია, მისი ბლოგები გამოირჩევა პირადი ფინანსების სამართავად საჭირო პრაქტიკული რჩევებით. მისი მიზანია რაც შეიძლება მეტმა მკითხველმა შეძლოს ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება.

გააზიარეთ

რამდენად გამოგადგათ სტატიიდან მიღებული ინფორმაცია?

გაგვიზიარე შენი გამოცდილება

გაგვიზიარე შენი მოსაზრება, როგორ გავაუმჯობესოთ ეს სტატია? შენ მიერ გაზიარებული შეფასება არის კონფიდენციალური.

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა შენი ვიზიტი გავხადოთ მაქსიმალურად ეფექტური და მორგებული თქვენს ინტერესებზე. ჩვენი საიტის სარგებლობისა ნიშნავს, რომ Cookies  გამოყენების  პირობები მისაღებია თქვენთვისს.