შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა | სრული ინფორმაცია

1 წუთი

24 აპრილს, ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, საქართველოს პრემიერ მინისტრმა მოსახლეობას გააცნო სახელმწიფოს მიერ შემუშავებული შეზღუდვების მოხსნის გეგმა. წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას, როდის და რომელი სუბიექტები შეძლებენ აღადგინონ ეკონომიკური საქმიანობა მოხსნილი შეზღუდვების შედეგად.

ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად, ეტაპებს შორის შუალედი საშუალოდ 2 კვირაა.
ყოველ მომდევნო ეტაპზე გადასვლის წინ გადაიხედება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა

პირველი ეტაპი – 27 აპრილიდან

პირველი ეტაპი იწყება 27 აპრილიდან და ითვალისწინებს შემდეგს:

  • მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აღდგება
  • ტაქსების ოპერირება
  • ონლაინ ვაჭრობა სრულად (საბითუმოც და საცალოც)
  • მიტანის სერვისის აღდგენა ნებისმიერ პროდუქტზე
  • ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური საქმინაობის აღდგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შესაბამისი წესების დაცვით.

მეორე ეტაპი – 11 მაისიდან

მეორე ეტაპი პირველიდან 2 კვირის შემდეგ იწყება. შეზღუდვები მოეხსნებათ შემდეგ საქმიანობებს:

  • მშენებლობა
  • სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა
  • სამშენებლო მასალების წარმოება
  • ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები (სრულად)
  • კომპიუტერის, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი
  • სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება

მესამე ეტაპი – 25 მაისიდან

  • საცალო და საბითუმო მაღაზიების საქმიანობის აღდგენა (გარდა მოლებისა), რომელთაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან
  • ყველა ტიპის წარმოება
  • ყველა ტიპის ღია ბაზრობა
  • საგამომცემლო საქმიანობა

მეოთხე ეტაპი – 1 ივნისიდან

  • სავაჭრო მოლების გახსნა
  • ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით)
  • ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება
  • სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები

მეხუთე ეტაპი – 15 ივნისიდან

  • დახურული ტიპის ბაზრების და ბაზრობების გახსნა
  • ყველა ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით.)

მეექვსე ეტაპი – 29 ივნისიდან

  • გასართობი, სპორტულ გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა
  • აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი
  • სასტუმროები
  • საგანმანათლებლო საქმიანობა
  • ყველა სხვა საქმიანობა (თუმცა არადისტანციურ რეჟიმში).

კომენტარი (3)

ჯემო on მაისი 4, 2020

საზოგადოებრივი ტრანსპორტი?

maka on მაისი 5, 2020

Sad unda sheavson?

 

კომენტარები

×

გთხოვთ, შეაფასოთ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა | სრული ინფორმაცია